• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » კონსტიტუციონალური პრეპარატები 3

კონსტიტუციონალური პრეპარატები 3

ავტორი: tornike 11-04-2011, 19:45

--- BRYONIA

Bryonia-ს ტიპის ადამიანები დათრგუნული არიან მუდმივი ქრონიკული დაავადებებით. ისინი არასოდეს გრძნობენ თავს ბედნიერად და არასოდეს არიან კარგად.
ესენი არიან თავშეკავებული, შავგვრემანი ადამიანები ავადმყოფურად ყვითელი სახით და წაწვეტებული ნაკვთებით. ეძებენ მოსვენებას, სიჩუმეს და სითბოს, მაგრამ ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან – ეს თვისებები არის ბევრი მათი დაავადებების მიზეზი.
უყვართ ხორცი, ყავა და ალკოჰოლური სასმელები, თუმცა არასოდეს არიან ნამდვილად მშივრები. ზეწოლა მტკივნეულ ორგანოზე იძლევა ტკივილის გაყუჩებას; ლორწოვანი გარსების სიმშრალის გამო სვამენ დიდი რაოდენობით ცივ წყალს.
Bryonia - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის ანთებითი პროცესის, ლორწოვანი და სეროზული მემბრანების, აგრეთვე სტრესის და ჰიპოთერმიის შედეგად განვითარებული დაავადებების სამკურნალოდ. 

 --- LYCOPODIUM

ჩამომხმარი და დანაოჭებული, გამოიყურება ასაკზე უფროსად და გადაღლილად. აქვს ახალგაზრდული გონება, რომელსაც არ შეხებია მძიმე შრომა და ასაკი.  ესაა Lycopodium-ის ტიპის ადამიანი.
ვიწრო გულმკერდი, დიდი, ჩამოკიდებული მუცელი, ატროფიული ქვედა კიდურები - გაგანიერებული ვარიკოზული ვენებით, ჩაცვენილი ლოყები და ლურჯი ჩრდილები თვალების ქვეშ - ყველაფერი მიგვანიშნებს ფიზიკური ძალების გადახარჯვაზე, მაგრამ ჭკვიანი და მბრწყინავი თვალებიდან გამოსჭვივის შეუცნობელი ინტელექტი.
არაა გასაკვირი,  რომ ასეთი წინაამღდეგობა სხეულსა და გონებას შორის ვნებს ხასიათს და Lycopodium-ის ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდებიან, არიან დეპრესიულები, დარწმუნებული საკუთარ თავში და დესპოტურები. ისინი ვერ იტანენ კამათს, შეწინააღმდეგებას, არიან მოუთმენელნი და გულმავიწყნი,  ამასთანავე  გონება და ენამახვილნი.
მათი ძირითადი ჩივილებია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, რომლებიც მსუბუქდება მოძრაობით და სითბოთი.
Lycopodium - პრეპარატი მაღალეფექტურია სახსრების რევმატიული და მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

--- ACTEA RACEMOSA

Actea Racemosa -ს ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მჭიდრო კავშირი ფიზიკურ და ფსიქიურ მდგომარეობას შორის.
უმეტესად ესენი არიან ფერმკრთალი, მოუსვენარი ქალები ღრმა, ჩაცვენილი თვალებით და მოლურჯო ტუჩებით. მათ ჩივილებს საფუძვლად უდევს დარღვევები სასქესო ორგანოების მხრივ; რაც ვნებს მათ საერთო განწყობას და ყოველღიურ აქტივობას, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს, რომელიც ხშირად მტკივნეულია.
ამ ტიპის ქალები უფრო ხშირად მგრძნობიარენი არიან, უმიზეზოდ გადადიან მოწყენილობისაკენ, სიცილიდან ცრემლებისაკენ, იმედიდან განურჩევლობისა და სასოწარკვეთილებისაკენ. მათ თან სდევს გაგიჟების შიში, რადგან კარგადა აქვს შეგნებული თავისი გონებრივი არასტაბილურობა.
მათი ჩივილები უფრო ხშირად მარცხენა მხრივია, ფსიქოლოგიური და ორგანული დარღვევების მონაცვლეობით. ტიპიურად, ჭამა და სუფთა ჰაერი იძლევა გაუმჯობესებას. ტკივილი მწვავეა, მფრინავი და ღრმა.
Actea Racemosa - პრეპარატი იხმარება სხვადასხვა გინეკოლოგიური და რევმატიული დარღვევების და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე იკურნება მუშაობით და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღებით გადატვირთული მამაკაცების ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.
--- MERCURIUS SOLUBILIS

Mercurius Solubilis-ის ტიპისათვის დამახასიათებელი სრულად განვითარებული ნიშნები წარმოადგენს ვერცხლისწყლით ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე შეუსვენებელი დაავადების კლინიკურ სურათს. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ გასქელებული, ფერმკრთალი ტუჩები, ცხიმიანი ან მშრალი, მსხვრევადი თმა, იშვიათი წამწამები და არასწორი, დაშლილი კბილები. მათი სახე ცხიმიანი და ნაცრისფერია, მოყავისფერო ლაქებით და ღრმად ჩასმული თვალებით.
ამ ტიპის ადამიანები  ხშირად ზარმაცები, ჯიუტები, აპათიურები და ასოციალურები არიან. მათ აქვთ სუსტი მეხსიერება და სუსტი ლოგიკური აზროვნება, ძლიერ განვითარებული დანაშაულის კომპლექსი და სიბრაზის წინასწარ განუსაზღვრელი შეტევები. მათი ტანსაცმელი მოუვლელია, გაცვეთილი და ძველი.
ვერცხლისწყლის სხვადასხვა ნაერთები წარმატებით იხმარება სხეულის პრაქტიკულად ყველა ნაწილში ანთებითი პროცესების ჰომეოპათიური მკურნალობისათვის.

--- DULCAMARA

Dulcamara-ს ადამიანებს აქვთ სიცივისა და ნესტიანი ამინდის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა, რაც იწვევს მათში ყველა სახის რესპირატორულ დაავადებებს, დამახასიათებელ ჭინჭრისებურ გამონაყარს და ფაღარათს.
ესენი არიან ქერა ან წითური მამაკაცები და ქალები თეთრი ჭორფლიანი კანით და მშვიდობიანი ფლეგმატური განწყობით. მაგრამ მაინც, სკანდალის უმცირესი ნიშნისას თავს ვერ იკავებენ იმისგან, რომ ყველა დამსწრესთან ანგარიში არ გაასწორონ.
მოძრაობა და სითბო ძალიან რგებს ყველა მათ ჩივილს, მაგრამ ქავილი ეწყებათ ცივ ოთახში და ხშირად ითხოვენ ყინულივით ცივ სასმელებს. კანზე გამონაყარის და ლიბიდოს გაზრდას როგორც წესი ადგილი აქვს ქალებში მენსტრუაციის წინ.
Dulcamara -პრეპარატი ძალიან ეფექტურია ნესტით და სიცივით გამოწვეული ყველა დაავადების სამკურნალოდ.

--- Aloe

Aloe-ს ტიპს მიეკუთვნებიან მასიური, პლეთორული ხანშიშესული ადამიანები. გაღიზიანებისას ცოცხალი განწყობა, წითელი მგრძნობიარე ცხვირი  და ავხორცი ღიმილი აქვთ. ამ ტიპის ქალები პასიური და სუსტები არიან. ისინი სავსე არიან აუხსნელი შიშებით და სიკვდილზე ფიქრებით.
თირკმლის კენჭები /მეტაბოლური დისბალანსის შედეგი/ და ჰემოროიდული კვანძები არის ამ ტიპის ადამიანების უხშირესი ჩივილი. ურჩევნიათ ცივი, მშრალი ამინდი; სითბო და საკვები კი ამწვავებს მათ დაავადებებს.
 Aloe - პრეპარატი იხმარება ღვიძლის შეგუბების, ჰემოროიდური კვანძების და მუდმივი ფაღარათობის სამკურნალოდ.

--- GRAPHITES

მცივანობა, სიმსუქნე და მოწყენილი ხასიათი არის ამ ტიპის ადამიანების სამი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი. ამ ხანშიშესულ ადამიანებს არაფრის სურვილი არა აქვთ. არიან მორცხვები, ზარმაცები, უყურადღებონი. მეტისმეტად ბევრს ჭამენ, აწუხებთ შეკრულობა და ,,შინაგანი სიცივის" შეგრძნება.
 კლინიკურად ეს კონსტიტუციური ტიპი ავლენს მეტაბოლურ და დერმატოლოგიურ დარღვევებს. შესაბამისად Calcarea - ს  და Sulphur-ის, მისი წარმომშობი ორი კონსტიტუციური ტიპის მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს. ამ ადამიანების კანი დაფარულია ნაპრალებით და ფუფხებით და გაფანტული ეგზემატოზური გამონაყარით. ფრჩხილები გასქელებული და დამსკდარია; Alumina-ს ტიპის ადამიანების მსგავსად უჩივიან სახეზე გადაკრული აბლაბუდის შეგრძნებას. მუსიკა და ხმაური ზრდის მათი მოსმენის და კონცენტრაციის უნარს.
Graphites - პრეპარატი მაღალეფექტურია კანის დაავადებათა და ანალური არხის პრობლემების სამკურნალოდ, გამოიყენება ნაწიბურების და პოსტოპერაციული პერიტონეალური შეხორცებების გასაწოვად.  

--- THUJA

Thuja-ს ტიპის ადამიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის მათი კანი - ლაპლაპა, ცხიმიანი, ღრმად დანაოჭებული, დაფარული მეჭეჭებით, კვანძებით, ხალებით; ფორთოხლის ქერქის მსგავსი დამახასიათებელი ავადმყოფური შესახედაობით. მათი ტუჩები სქელი და მუქი წითელია, თითქოს რძის დანატოვარი თეთრი განივი ხაზით; წარბის კიდეები ჩრდილის დაჭმულს ჰგავს. ქუთუთოები შესივებულია, ხშირია ქუთუთოს ანთება; თმა მშრალია, მსხვრევადი, ქერტლით სავსე, რბილი და მსხვრევადი ფრჩხილები დაფარულია გრძელი ნაპრალებით.
ეს ადამიანები მოუსვენარი და გულმავიწყები არიან, არ არიან დარწმუნებული მომავალში. ფსიქოლოგიური დარღვევები ხასიათდება შიშით, რომ ვიღაც მოსდევს, უყურებს, განსაკუთრებით კი სხეულის შიგნით რაღაც ცოცხალის შეგრძნება აქვთ და იმისა, რომ ვიღაც   წევს მათ გვერდით.    
ნესტიანი ამინდი და საწოლის სითბო აუარესებს მათ ჩივილებს ხოლო სუფთა ჰაერს მოაქვს შვება.
Thuja-საშუალება ეფექტურად გამოიყენება შარდსასქესო სისტემის დარღვევების, განსაკუთრებით კი ხანგრძლივად მიმდინარე გონორეის და არაგონოკოკური ურეთრიტის სამკურნალოდ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                      გვერდი  1     2     3     4      5       6



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები