• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » შესავალი – პორტრეტები

შესავალი – პორტრეტები

ავტორი: Nino 11-04-2011, 19:46

                                                    შესავალი

განვითარებულ ქვეყნებში ავადობის სტატისტიკის ანალიზი უჩვენებს მწვავე დაავადებების წილის შემცირებას და ქრონიკულ დაავადებათა წილის ზრდას. ასეთ პირობებში ჰომეოპათიას შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშოს სამედიცინო მკურნალობის სხვა მეთოდებს შორის, ვინაიდან იგი ეფექტურია მრავალი დაავადებების წინაამღდეგ ბრძოლაში, სადაც სხვა მეთოდები ჯერ კიდევ ფაქტიურად უსარგებლო რჩება.
პირველი ნაბიჯი დაავადების წარმატებით მკურნალობისაკენ, არის პროფილაქტიკა – დროული ცდა მისი გამოვლინების თავიდან აცილებისა. ამ წიგნში მარტივი და ადვილად გასაგები ფორმით წარმოდგენილია ჰომეოპათიური პროფილაქტიკის, ან, უფრო სწორად, თვითპროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები, რაც არ მოითხოვს არც სამედიცინო რჩევას, არც პროფესიულ ცოდნას. მედიცინის დარგებიდან, სადაც სამკურნალოდ წამლები გამოიყენება, მხოლოდ ჰომეოპათია უზრუნველყოფს სრულად ისეთ რევოლუციურ მიდგომას, როდესაც წამლის არასწორი შერჩევაც კი აბსოლუტურად არ ვნებს პაციენტს და არაა საჭირო ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.

ჩვენს დროში ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრობლემა სწრაფად ხდება წამყვანი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისათვის. თვით-პროფილაქტიკის გამოყენებას შეუძლია ეს ზრუნვა მაქსიმალურად შესაძლებალი გახადოს ყველასათვის მათი ფინანსური და სხვა შესაძლებლობებისაგან დამოუკიდებლად.
ჩვენი სურვილია ყველა ჩვენთაგანს მივცეთ საშუალება წარმატებით  და აქტიურად განახორციელოს ყველა იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელიც გვემუქრება ჩვენ და ჩვენს ოჯახებს. ჩვენი სურვილია, ყველას შევთავაზოთ საშუალებანი ჩვენი ცხოვრებისათვის ჩვეულ დაავადებებთან საბრძოლველად, იმისათვის, რომ  მივაღწიოთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიბერეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წიგნს თბილად შეხვდება ყველა, ვინც მას წაიკითხავს და იგი გახდება ჯანმრთელობის მეგზური ყველა ოჯახში.
2000-ზე მეტი წლის წინ ჰიპოკრატემ, მედიცინის მამამ, განაცხადა რომ დაავადება უნდა იკურნებოდეს იმ ნივთიერებით, რომელიც იწვევს მის დაწყებას. ამ წინასწარმეტყველურ შეხედულებას არ ჰქონია გამოძახილი მანამ, სანამ, XVIII საუკუნის ბოლოს დიდმა გერმანელმა ექიმმა სამუელ ჰანემანმა არ აღმოაჩინა და განავითარა ასმედიცინო მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი – ჰომეოპათია. თანამედროვეთათვის  ცნობილი ფარმაკოლოგიის ტექსტის შესწავლისას იგი წააწყდა უცნაურ მტკიცებას, - რომ მალარიისას ქინაქინის ქერქის სამკურნალო მოქმედებას საფუძვლად უდევს ქინაქინით გამოწვეული კუჭის გაღიზიანება და გადაწყვიტა  ამ დებულების  შემოწმება საკუთარ თავზე ექსპერიმენტით. რამდენიმე დღის განმავლობაში ქინაქინის ტაბლეტების მიღების სემდეგ, ჰანემანმა შეამჩნია თანდათანობით გამოჩენა მალარიის ყველა ცნობილი სიმპტომისა /რასაც ტრადიციულად მკურნალობენ  ქინაქინის დიდი დოზებით/. ექსპერიმენტის შეწყვეტას მოჰყვა დაუყოვნებელი და სრული გამოჯანმრთელება.
წლების განმავლობაში ათობით და ასობით ნივთიერება იქნა გამოცდილი ჰანემანის მიერ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებსა, კოლეგებსა და სტუდენტებზე. მისი შრომის და კვლევის საბოლოო შედეგი იყო სამეცნიერო ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპის პირველი ფორმულირება: `ყველა წამალს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში სპეციფიური დაავადება, რომელიც მსგავსია ბუნებრივისა. გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, უნდა ვიხმაროთ ისეთი სამკურნალო ნივთიერებები, რომლებსაც თავისთავად უნარი აქვთ ანალოგიური `ხელოვნური~ დაავადების გამოწვევისა და ამ გზით განვკურნოთ პაციენტი:`შიმილია სიმილიბუს ცურანტურ~.
სხვა სიტყვებით, ბუნებრივი ნივთიერების ხმარებას შეუძლია ეფექტურად განკურნოს ის დაავადება, რომლის ზოგადი სურათის გამოწვევა შეიძლება ამავე ნივთიერებით მატერიალურ დოზებში, /ანუ მოწამვლით/ და აქ ჰომეოპათიური აგენტების მოქმედება დამოკიდებულია კიდევ ნივთიერების აქტიური ელემენტის განზავების ხარისხზე, რასაც მივყავართ  მისი ბიოაქტივობის სწრაფი ზრდისკენ დაავადების არსებობისას და ხდის მას აბსოლუტურად უსარგებლოს დაავადების არსებობისას. `ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია~ ამბობდა პარაცელსი, XVI საუკუნის მეცნიერების ერთ-ერთი დიდი რეფორმატორი, `მხოლოდ კონცენტრაცია წყვეტს ეფექტს~. ჰანემანის და მისი მიმდევრების გამოცდილებამ უჩვენა ამ სიტყვების მნიშვნელობა და სამართლიანობა.
მათ მიერ დამუშავებული მეთოდების მიხედვით, ჰომეოპათიური წამლები მზადდება მცენარეული და ცხოველური  წარმოშობის მინერალური და ორგანული შემადგენელი ნაწილებისაგან, რომლებიც გააქტივებულია ხანგრძლივი დაფქვით და განზავებით სპირტხსნარებში აქტიური სუბსტანციის ერთი მილიგრამი იხსნება 10 მლ სპირტში, შემდეგ მიღებული ხსნარის 1 მლ იხსნება სპირტში კიდევ ერთხელ – და ა.შ. სასურველი კონცენტრაციის მიღებამდე. იგივე მეთოდი გამოიყენება ასიანი განზავების მისაღებად, რომელიც ძალიან ეფექტურია ქრონიკული, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ.
ექსპერიმენტების და კვლევის წამლებისა და წლების მიუხედავად ჰომეოპათიური საშუალებების ადამიანის ორგანიზმის პატოფიზიოლოგიურ პროცესებზე მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ ყოფილა თანამედროვე მედიცინის კვლევის საგანი. ამ დარგში მეცნიერების გაბატონებული შეხედულებაა, რომ ჰომეოპათია არის მარეგულირებელი თერაპია. მისი მიზანი არის თვით ორგანიზმის დამცველი ძალების სტიმულიაცია და ნორმალიზაცია ცენტრალური კონტროლის და თვითრეგულაციის პროცესებზე პირდაპირი ზემოქმედებით.
ჰომეოპათიის ქვაკუთხედი არის გულდასმითი ყურადღება პაციენტის ინდივიდუალობის მიმართ, არამარტო დაავადების, არამედ პიროვნების, როგორც მთლიანის მკურნალობა. ჩვენ ვთვლით, რომ ქრონიკული დაავდებები რთული კომბინაციაა თითოეული ინდივიდიუმის გენეტიკური წინასწარგანწყობისა და გარემოს ზემოქმედებისა.
თითოეული დაავადების სპეციფიური სიმპტომების და მათი შესაბამისი ჰომეოპათიური საშუალებების ზუსტ შეფასებასთან ერთად შეუძლებელია დაავადების მკურნალობა თითოეული პაციენტის ინდივიდუალური კონსტიტუციის განხილვის გარეშე. ჰომეოპათიურ ტერმინოლოგიაში მიღებული განსაზღვრების მიხედვით `კონსტიტუციას~ ვუწოდებთ პიროვნების თანდაყოლილ და შეძენილ ფსიქოლოგიურ, სულიერ და სომატურ თვისებებს, რომლებიც დგინდება მისი სხეულის კომპლექციის, ემოციური ნიშნების და შინაგან და გარეგან გაღიზიანებებზე რეაქციის ტიპის მიხედვით.
ჰომეოპათიის შესწავლისა და ახსნისათვის მიძღვნილი წიგნების უდიდესი რაოდენობა გამოიცა მისი არსებობის 200 წლის მანძილზე და ამ წიგნის მიზანს სრულებით არ წარმოადგენს პაციენტზე ზემოქმედების ყველა ნიმუშის შეჯამება. ჩვენი მიზანია საშუალება  მივცეთ მკითხველს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაა იგი შორს მედიცინის, ფარმაკოლოგიისა თუ ბიოლოგიისაგან, დაადგინოს თავისი საკუთარი კონსტიტუცია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი ჰომეოპათიური ტიპების სურათების მეშვეობით. ამ წიგნში გატარებული პრინციპი არის პრინციპი სამედიცინო თვითპროფილაქტიკისა, პრინციპი არა მკურნალობისა, არამედ დაავადების თავიდან აცილებისა, ყველასათვის მისაწვდომი და თავისუფალი შესაძლო გართულებებისაგან.
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი კონსტიტუციური ტიპი, რაც ნიშნავს არა დაავადების არსებობას, არამედ პათოლოგიური პროცესისადმი მიდრეკილებას. დაავადება არ უდევს საფუძვლად კონსტიტუციურ ტიპს, მაგრამ გარკვეული დაავადების განვითარება არის განსაზღვრული კონსტიტუციით; ესაა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური წინასწარგანწყობა. ზოგიერთი ჩვენთაგანი Arsenicum – ის ტიპისათვის დამახასიათებელი დაავადებით ავადდება, სხვები მსგავს სიტუაციაში იავადმყოფებენ როგორც Sepia, კიდევ სხვები კი – როგორც Bryonia. განვითარების მიმართულება განსაკუთრებულია ყველა ადამიანისათვის, დრო განსაზღვრავს ამ განვითარების ხარისხს. სწორად შერჩეულ კონსტიტუციურ ჰომეოპათიურ მკურნალობას შეუძლია შეაჩეროს  ეს პროცესი, აგვაცილოს დაავადების მოახლოვება. ეს კი მიზანია ყველა პროფილაქტიკური მკურნალობისა.
ბუნებრივ ნივთიერებათა  მრავალი ასეული იხმარება თანამედროვე ჰომეოპათიის მიერ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 50-ზე ცოტა მეტი ატარებს განსაკუთრებულ კონსტიტუციურ ნიშნებს და იხმარება როგორც კონსტიტუციური საშუალება პრევენტიული, მასტიმულირებელი მკურნალობისათვის. ესენია ამ წიგნში აღწერილი საშუალებები; მოცემულია მათი მრავალფეროვანი თვისებები და მოკლე, არასრული ნუსხა დაავადებებისა, რასაც მკურნალობენ მათი საშუალებით ყოველდღიურ პრაქტიკაში.
განსხვავებული პიროვნული თვისებები, რომელიმე სპეციფიური ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება ავადმყოფობის დროს. ამიტომაა, რომ წიგნში წარმოდგენილი ნახატების  უმრავლესობა ასახავს დაავადებას, ხშირად განვითარებულ სტადიაში, მაგრამ მაინც ყველა ჩვენთაგანმა შეიძლება იცონს თავი აქ დახატული ტიპების გალერეაში, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსეა, ზოგიერთს კი უკვე შეეხო დაავადება და მიმდინარეობს ჩივილების ნელი განვითარება. თვით-პროფილაქტიკის მიხედვით თქვენს ხელშია არ დაუშვათ უკუსვლა, ჩვენში ბუნებრივად ჩადებული დაბერების და დასუსტების მომენტი შევარჩიოთ.
ჰომეოპათიის მოთხოვნა, მისი სწრაფვა განიხილოს ერთიანად სხეული და სული, ხოლო დაავადება – როგორც სომატური და ფსიქოლოგიური პროცესების კომბინაცია, აქცევს მას ძლიერ იარაღად დაავადების წინაამღდეგ ბრძოლაში.
თუ ეს წიგნი დაგეხმარებათ იმ დაავადებათა მცირე ნაწილის მაინ აცილებაში, რაც ცხოვრების მანძილზე  ხვდება უმეტეს ჩვენთაგანს, ჩვენ უფლება გვექნება დავუშვათ, რომ ჩვენმა ნაშრომმა გაამართლა ყველა ჩვენი იმედი და ოცნება.




სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები