• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » კონსტიტუციური პრეპარატები 6

კონსტიტუციური პრეპარატები 6

ავტორი: Nino 27-04-2011, 14:54

---MAGNESIA  CARBONICA

Magnesia Carbonica - შეესაბამება, პირველ რიგში, მუქთმიან, გამხდარ ქალებს - ნაზ და სიცივის მიმართ მგრძნობიარეებს.
მათი მთავარი ჩივილები წარმოდგება ნერვული სისტემებიდან - აწუხებთ სპაზმები და კრუნჩხვები, ნევროლოგიური ტკივილები და კბილის ნერვული ტკივილი, ნერვული დიარეა და ხშირად უძილობა. Pulsatilla-ს ტიპის ქალების მსგავსად ისინი უჩივიან პირის სიმშრალეს, მაგრამ არასოდეს არ სწყურიათ და მუდამ სჭირდებათ სუფთა გრილი, ჰაერის შესუნთქვა. ხშირად იღვიძებენ შუაღამისას და აღარ შეუძლიათ დაძინება. დილით კი დაღლილი იღვიძებენ. სითბო და მოძრაობა უხსნით ჩივილებს.
Magnesia Carbonica - ბავშვები ნაზი და სუსტები არიან, გაურბიან სხვა ბავშვების საზოგადოებას და ურჩევნიათ მარტო თამაში. მგრძნობიარენი არიან შეხების, ცივი ჰაერის, ცივი წყლის  მიმართ. აწუხებთ დისპეპსია და რძის აუტანლობა. მათ კანს დამახასიათებელი მომჟავო სუნი აქვს.
Magnesia Carbonica - ეფექტურია ყველა ტიპის ნევროლოგიური ტკივილის, უძილობის და ნერვული ფაღარათის სამკურნალოდ.

---ZINC

Zinc-ის ტიპის ადამიანები გადაღლილები არიან ნერვული დაძაბულობით და უძილო ღამეებით. თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, მეხსიერების დაკარგვა და გონების დაქვეითება - მათი ჩვეული ჩივილებია. მათ ფერმკრთალი, მოყვითალო სახეები და მოუსვენარი ფეხები აქვთ, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მოძრაობა და პოზის შეცვლა, განსაკუთრებით საწოლში.
მათ აწუხებთ ქავილი და ტკივილი ხერხემლის გასწვრივ, კუნთოვანი კრუნჩხვები და გამოხატული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და შეხების მიმართ. მათი ჩივილები მსუბუქდება ჭამით და სუფთა ჰაერით და უარესდება საღამოობით. ქალებში პრემენსტრუალური პერიოდი ხშირად მტკივნეულია, ან მოყვება დამთრგუნველი, ყრუ თავისტკივილი.
Zinc-ი პრეპარატი მაღალეფექტურია ნერვული სისტემის ყველა სახის დარღვევების, კანის, თვალების, რესპირატორული და გასტროინტესტინალური სისტემების და ქალთა რეპროდუქციული ორგანოების მკურნალობაში.

---STANNUM

ამ ტიპის ადამიანები გვანან ტუპერკულოზით ხანგრძლივად დაავადებულ პაციენტებს. მათ აწუხებთ ქრონიკული ძლიერი საერთო სისუსტე, გულისცემა, ნახველიანი ხველა და მომქანცველი ღამის ოფლიანობა. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ლაპარაკიც კი, იწვევს  საშინელ დაღლილობას; ისინი არასოდეს სხდებიან სკამზე, არამედ ეცემიან, თითქოს არ შეუძლიათ თავის დაჭერა. სხვათა შორის კუნთების და იოგების სისუსტე, არის მიზეზი სწორი ნაწლავის და საშვილოსნოს პროლაფსზე  ჩივილისა.
ამ ტიპის ადამიანების ნახველს აქვს სპეციფიური ტკბილი გემო და მათი ტკივილი ჰგავს Platina-ს ტკივილს - იზრდება ნელა და ნელა გაყუჩდება. ნებისმიერი მოძრაობა ან დაძაბვა იწვვევს მათი ჩივილების გამწვავებას. მტკივნეულ ორგანოებზე ძლიერი დაჭერა იძლევა შვებას.
Stannum-ი იხმარება ფილტვის ქრონიკული დაავადებების და ნებისმიერი დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც იძლევა ამ ტიპისათვის დამახასიათებელ ტკივილს.

---LACHESIS

Lachesis-ის ტიპის ადამიანები უჩივიან მოჭერის შეგრძნებას და ჰიპერაგზნებადობას, რაც გამოვლინდება მუდმივი აფორიაქებით, ბევრი ლაპარაკით, შიშით და გულისცემით. მათი აზროვნების უნარი ხან ინტენსიური და ნათელია, ხან - მნიშვნელოვნად შენელებული და დაქვეითებული. ამ ტიპის ქალები ხასიათდებიან ეჭვიანობით, გაუთავებელი ჩივილებით და მისტიციზმისაკენ მიდრეკილებით.
კლინიკურად მათი დაავადებები უფრო ხშირად გამოვლინდება სხეულის მარცხენა მხარეს და ღამის გაუარესებით, რის გამოც ეს ადამიანები დილით იღვიძებენ ნაღვლიანნი და მიწყენილები. მათი კისერი ძალიან მგრძნობიარეა, საყელოს უმსუბუქესი შეხებაც კი აღიქმება როგორც ნამდვილი მოხრჩობა და ყლაპვა ხშირად დარღვეულია.
Lachesis - პრეპარატს ეძახიან ,,ჰომეოპათიურ ანტიბიოტიკს", ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ჰომეოპათიური საშუალება სეპტიური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც ემუქრება პაციენტის სიცოცხლეს. აგრეთვე მაღალეფექტურია კარდიო-ვასკულარული დაავადებების და სისხლწარმომქმნელი და ენდოკრინული სისტემების დარღვევათა    სამკურნალოდ.

---COCCULUS

Cocculus-ი შეესაბამება ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ბევრს მუშაობენ ფსიქიური და ფიზიკური რესურსების სრული ამოწურვით. გაღიზიანებადობა, საერთო სისუსტე /განსაკუთრებით ფეხების/ შეიძლება გამომდინარეობდეს მათი მუდმივი გადაღლილობისა და ძილის ნაკლებობიდან. ეს ადამიანები მოხრილები არიან და კანკალებენ, აქვთ სიარულის გაძნელება, ხშირად უჩივიან კიდურების გაშეშებას და ტრემორს უმსუბუქესი დაძაბვისას.
თავბრუსხვევა და გულისრევა ნებისმიერი სწრაფი მოძრაობისას არის მათი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი. საინტერესო სიმპტომია სიმღერის ძლიერი მოთხოვნილება; ყოველთვის არის საჭმლის აუტანლობა წყურვილთან და ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფასთან ერთად.
Cocculus - პრეპარატი მაღალეფექტურია მოგზაურობით გამოწვეული თავბრუსხვევის და გულისრევის, აგრეთვე ნერვული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

---CARBO  VEGETABILIS

Carbo Vegetabilis-ის ტიპს ეკუთვნიან ადამიანები, რომლებმაც ამოწურეს სასიცოცხლო რესურსების ლიმიტი. ისინი არიან ფერმკრთალი, აქოშინებული, ციანიზური, დასუსტებული და მთლიანად განურჩეველი ყველაფრის მიმართ. ყოველთვის არის საჭმლის მოუნელებლობა მუცლის შებერვით, გაძნელებული სუნთქვით და გენერალიზებული ვენოზური სტაზით. ხშირად ეს  გართულებულია კანის დაწყლულებით, ჰემოროიდალური კვანძებიდან სისხლდენით და მტანჯველი მწველი ტკივილით. ეს ადამიანები გრძნობენ სიცივეს, არა აქვთ არც ძალა, არც სურვილი საცხოვრებლად.
ცივი და თბილი ნესტიანი ამინდი, ცხიმიანი საკვები და ღვინო იწვევს მათი ჩივილების ძლიერ გამწვავებას. დაწოლა აუარესებს ისედაც მოკლე სუნთქვას, მაშინ, როცა დაჯდომა და დადგომა აუარესებს სისუსტეს და თავბრუსხვევას.
აპათია და ნაღველი, იპოქონდრია და განურჩევლობა ცვლიან ერთმენეთს და ამ ადამიანებს არაფერი აძლევს ხანგრძლივ გაუმჯობესებას.
სხვა ჰომეოპათიურ საშუალებებთან შედარებით Carbo Vegetabilis - პრეპარატით მკურნალობა ითვლება პალიატიურ  მკურნალობად, რომელიც ეფექტურია ტერმინალურ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კარდიოვასკულარულ, რესპირატორულ და გასტროინტესტინალურ სისტემებს, აგრეთვე ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კანს.
---BARITA  CARBONICA

ძალიან ახალგაზრდები და ძალიან მოხუცები შეადგენენ Barita Carbonica-ს კონტინგენტს.
ამ ტიპის ბავშვები ჩამორჩებიან გონებრივად და ფიზიკურად. არიან დაბლები, ფერმკრთალები და ავადმყოფურად გამოიყურებიან. მოხუცებს აწუხებთ თავბრუსხვევა, მეხსიერების დაკარგვა, ინტელექტის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა. ისინი ეჭვიანები, სუსტები და ნელები არიან, თითქოს დათრგუნულნი ყოველდღიური ცხოვრებით, ვერ აუდიან მის რიტმსა და მოთხოვნებს; მათთვის ყველაფერი წარსულშია.
განსაკუთრებით დამახასიათებელია დიფუზური ათეროსკლეროზი გამოხატული ცერებროვასკულარული დისფუნქციით, რასაც შეიძლება მოყვეს განმეორებადი ცერებრალური სისხლჩაქცევები და ინფარქტები.
Barita Carbonica პრეპარატი - ყველაზე ეფექტური ჰომეოპათიური საშუალებაა მოხუცების და ჩამორჩენილების მკურნალობაში; განსაკუთრებით ათეროსკლეროზული დაავადებების, მომატებული არტერიული წნევის, გადიდებული ლიმფური კვანძების და აორტის ანევრიზმის ფორმირების სტადიის მკურნალობაში.

                                                                                 1      2         4      5     6



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები