• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » სიახლეები დეკემბერი 2010 წელი
ავოტრი: tornike 29-12-2010, 18:55

მოგესალმებით

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, კლინიკა -ოჯახის მკურნალის დირექტორი,საერთაშირისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი,საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თორნიკე ალაშვილი ქრისტე აღსდგა !!! გაიხარეთ!

 


ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:26
    ჰომეოპათიას საფუძველი ჩაუყარა სამუელ ჰანემანმა, პიროვნებამ, რომლის სახელიც მომავალში კაცობრიობის ისეთი გიგანტების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც ბრძანდებიან: ჰიპოკრატე, ნიუტონი, აინშტაინი. მსგავსად ამ ადამიანებისა, მან აღმოჩენებით კარდინალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა არა მარტო ჯანმრთელობასა და დაავადებაზე, არამედ მთლიანად ბუნებაზე.
  

ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:33
                                                     
    სამუელ ფრიდრიხ ჰანემანი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ექიმი ნოვატორია. მიახლოებით 1835 წელს მან დაიწყო რევოლუცია მედიცინაში, რომელიც ჩვენს დრომდე გრძელდება. მე არ განვიხილავ ჰომეოპათიურ სისტემას, ვაკეთებ მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებას.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:42
ბრონქიტის მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით
ჰომეოპათიური წამლის შერჩევა ხველის ხასიათის მიხედით:


ხველა წარმოადგენს რეფლექტორულ აქტს, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო აგენტის (მიკრობის, მტვრის ნაწილაკის, უცხო სხეულის) მოცილებისკენ და ხშირად ორგანიზმში სასუნთქი გზების პათოლოგიაზე მიუთითებს. გამონაკლისია, როცა ხველა გამოწვეულია ბრონქებზე ან ტრაქეაზე გარედან რაიმე სიმსივნური ქსოვილის ან ლიმფური ჯირკვლების ზეწოლით. სასუნთქი გზებში ანთება თითქმის ყოველთვის იწყება ხველებით. კლინიკური დიაგნოსტირება ხდება ანთების ლოკალიზაციის მიხედვით: თუ ანთება ხორხშია - ანთებას ეწოდება ლარინგიტი და ვლინდება ძლიერი სპაზმური ხველით და ხმის ჩახლეჩით (ხორხში მდებარეობს ხმის იოგები), ბრონქების დონეზე განვითარებულ ანთებას ბრონქიტი ეწოდება, ალვეოლების დონეზე განვითარებულ ანთებას კი - პნევმონია (ფილტვების ანთება) ეწოდება.
ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ლორწოვანის კატარის გამო) ან ნახველიანი (ლორწოვან გარსზე ექსუდატის დაგროვების გამო). ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს – მყეფავი (ხორხის ანთების გამო - ლარინგიტი, კრუპის სინდრომი) ან მსტვენავი (ბრონქების სპაზმის გამო).
ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, ხველის დროს ორგანიზმი ცდილობს გაანთავისუფლოს თავისი სასუნთქი გზები ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმისგან ნახველთან ერთად, ამიტომ ყოველთვის არ არის სწორი ხველის დათრგუნვა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით (მაგ. ბრომგექსინი, ლიბექსინი) პირიქით, ჩვენ არაერთგზის შევხვედრივართ სიტუაციებს, როდესაც ხანდაზმული ასაკის ან მწეველის ბრონქებში აუსკულტაციის სხვადასხვა სახის ხიხინი მოგვისმენია და ხველა კი ასეთ პაციენტს ერთეული სახით აქვს. ასეთ შემთხვევაში დათრგუნულია სასუნთქი გზების ეპითელის ევაკუატორული (გამოდევნის) ფუნქცია და დაგროვებული ნახველი ვერ ამოდის ზევით, რჩება ბრონქებში და ხშირად ანთების (დაინფიცირების) მიზეზი ხდება. ასეთ დროს, პირიქით უნდა გავააქტიუროთ ხველა. სასუნთქი გზების ადგილობრივი იმუნიტეტის დათრგუნვის პრობლემას ექიმები და განსაკუთებით პედიატრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან (ანტიბიოტიკების ჭარბად ხმარების გამო).
ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდი ასეთ შემთხვევებში კლასიკურ მედიცინასთან შედარებით უფრო რაციონალურია, ვინაიდან პრეპარატის შერჩევა ხდება დიაგნოზის მიუხედავად მხოლოდ ხველის ხასიათის მიხედვით (იქნება ბრონქიტი, კრუპი თუ ანთება), თანაც ჰომეოპათიური პრეპარატები არასოდეს თრგუნავენ სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს, არ ზემოქმედებენ დამთრგუნველად გამომწვევზე, პირიქით, ისინი ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს, აჯირჯვებენ ნახველს, აუმჯობესებენ ნახველის ევაკუაციას და ასეთი გზით ზრდიან ორგანიზმის წინაამღდეგუნარიანობას.
ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება ხველის ხასიათის მიხედვით. ეს უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს.
თუ არის მშრალი ხველა, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: ღუმეხ , Dროსერა , შტიცტა, Aლუმინა.
თუ ხველა არის პაროქსიზმული, სპაზმური და შეტევითი, რომელიც ხშირად ღებინებით თავდება (მაგ.:ყივანახველა, კრუპის სინდრომი), ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Iპეცაცუანა, ღუმეხ, Dროსერა , შტიცტა, ჩუპრუმ მეტ, ჩაცტუს.
თუ არის მცირე რაოდენობით ნახველი, რომლის ამოღება პაციენტს უჭირს ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Kალი ბიცჰრომიცუმ, Bრყონია, Hყოსციამუს.
თუ გვაქვს ბრონქოსპაზმი სასუნთქ გზებში (ბრონქული ასთმა, კრუპი), ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: შპონგია, შამბუცუს, ჩარბო ვეგეტაბელის, Dროსერა, Hყოსციამუს, Mეპჰიტის, ჩოცცუს ცაცტი, Hეპარ სულპჰურ.
თუ არის ხველა უპირატესად ღამის საათებში, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Kალი ბიცჰრომიცუმ, შამბუცუს, Hყოსციამუს, Dროსერა, Iპეცაცუანა.
თუ არის დიდი რაოდენობით ნახველი, რომლის ამოიღება პაციენტს უჭირს: ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Aნტიმონიუმ ტარტარიცუმ, ჩარბო ვეგეტაბელის, შენეგა.
თუ არის დიდი რაოდენობით ნახველი, რომელსაც პაციენტი ადვილად იღებს: ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები Pულსატილლა.
სხვა საშუალებებია: Dულცამარა, Aმმონიუმ ბრომ, შენეგა, , ჩუპრუმ, Lობელია, Gრინდელია.
Bელლადონნა – ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ჰომეოპათიაში, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი ატარებს ,,ანთების" ყველა ნიშანს – ჰიპერემია, პულსაცია, ცხელება, ტკივილი. ამიტომ Bელლადონნა შეგიძლიათ იხმაროთ ყველგან, სადაც არის სიწითლე, პულსირებადი ტკივილი, ცხელება.
Bრყონია – ეფექტურია ხველის დასაწყისისას. ხველა არის მშრალი, ერთეული, ,,ღიტინის შეგრძნება", სიმშრალე ყელში, განსაკუთრებით კარგი პრეპარატია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა Bრყონია – მ მოხსნა მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში. Bრყონია ,,მშრალი ლორწოვნის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.
ხველა წარმოადგენს რეფლექტორულ აქტს, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო აგენტის მოცილებისკენ და ხშირად ორგანიზმში სასუნთქი გზების პათოლოგიაზე მიუთითებს.
ჩვენს მიერ აღწერილი პრეპარატები წარმოადგენენ იმ დიდი სიის მცირე ნაწილს, რომელსაც ჰომეოპათები ხველის დროს ყველაზე ხშირად იყენებენ. ესენი არიან ყველაზე ,,მარტივი" საშუალებები, რომელთა გამოყენება დიდ ცოდნას არ მოითხოვს და პირველ ეტაპზე შეიძლება მათი ხმარება ექიმ-ჰომეოპათის გარეშეც. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შემდგომ გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს ფილტვების სერიოზული პათოლოგია. ხველის დასაწყისში კი შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ჰომეოპათიური პრეპარატები:
Bრყონია – ეფექტურია დაავადების დასაწყისში როცა ხველა არის მშრალი, ერთეული ან შეტევითი, ხველას შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, Bრყონია ეფექტურია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია პაციენტს აქვს ,,ღიტინის შეგრძნება" ყელში, სიმშრალე ყელში. განსაკუთრებით შემთხვევები, როცა Bრყონია –მ მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში მოხსნა. Bრყონია -ს ,,მშრალი ლორწოვანის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.
Kალი ბიცჰ –ის ჩვენებაა მეტალისებრი ელფერის მქონე ხმაურიანი ხველა, რომელსაც ხშირად ლარინგიტების დროს ვხვდებით. ნახველი Kალი ბიცჰ –ის ჩვენების დროს არის ყვითელი და ძალიან ბლანტი, წებოვანი. შეიძლება იყოს ხმის ჩახლეჩა, ღიტინის შეგრძნება ყელში, დახველებისას შეიძლება იყოს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მხრებისკენ გადაეცემა. იგი გამოიყენება კრუპის სინდრომის, ლარინგიტის, ბრონქიტების დროს. ძველად ჰომეოპათები Kალი ბიცჰ –ს იყენებდნენ ,,ჭეშმარიტი კრუპის” - დიფტერიის დროსაც კი.
Iპეცაცუანჰა– მოქმედებს ცდომილ ნერვზე და აქედან გამომდინარე მისი მოქმედება ბრონქებზე ღებინების შეგრძნებით ვლინდება. ხველა ასეთ დროს შეუპოვარია, პაროქსიზმულია და ძლიერია. პაციენტს ხველა ეწყება თითქმის ყოველ ღრმა ჩასუნთქვაზე და ხშირად ღებინებით თავდება. ხმა ჩახლეჩილია, გულმკერდის არეში პაციენტს აწუხებს ზეწოლის შეგრძნება. ეს პრეპარატი შეუცვლელია ყივანახველის დროს და მას ხშირად ბავშვებში იყენებენ. Iპეც-ას დამახასიათებელი ნიშანია სუფთა პრიალა, წითელი ფერის ენა.
შპონგია – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია. განსაკუთრებით ბავშვებში. იგი შეუცვლელია ლარინგიტების, კრუპის, ტრაქეიტების დროს, როცა გვაქვს სპაზმური ხასიათის ხველა, ხმის ჩახლეჩა. ხველის ხასიათი უფრო ხშირად მშრალია, ღრმა, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მოხრჩობის შეგრძნება. ხველა ძლიერდება ლაპარაკისას, შესუნთქვისას, შუაღამის საათებში. შპონგია გარდა იმისა, რომ ხშირად იხმარება ხველის დროს, ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია ჩიყვის სამკურნალოდ, როცა პაციენტს იგივე ნიშნები აქვს: აწუხებს კისრის არეში სპაზმის, მოჭერის, მოხრჩობის შეგრძნება.
შენეგა – იხმარება ქრ.ხველის დროს, განსაკუთრებით მოხუცებში, რომელთაც ნახველის ამოღება ბრონქების მოციმციმე ეპითელის ეკუატორული ფუნქციის დაქვეითების გამო ძალზე უჭირთ. ამ დროს ხველის ხასიათი შეიძლება მშრალიც იყოს, მაგრამ ნახველი არის ძალიან ბლანტი, იჭიმება ძაფივით. უხვი ნახველი ძლიერ ძნელად ამოდის. აუსკულტაციით ფილტვებში მოისმინება სხ/სხ რკალების უხვი სველი ხიხინი. შეიძლება იყოს მოხრჩობის შეგრძნება ხმის ჩახლეჩით, განსაკუთრებით დილის საათებში. პაციენტი ძლიერ დასუსტებულია, გრძნობს სიმძიმეს და შებოჭვის გრძნობას გულ-მკერდის არეში. შენეგა და თარტ.ემეტ თავისი ჩვენებებით ჰგვანან ერთმანეთს.
შენეგა კარგი პრეპარატია ქრ. ემფიზემის, სველი პლევრიტისას, ქრ.ბრონქიტის დროს. ხანდასმულთა ბრ.ასთმა. იგი კარგად ათხიერებს ნახველს.
Aნტიმონიუმ ტარტარიცუმ – ნაჩვენებია ისეთი ხველისას, როცა ხდება უხვი ლორწოვანი ნახველის წარმოქმნა, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ქვემო გზებში. ნახველი ბევრია, მაგრამ პაციენტს შეიძლება უჭირდეს მისი ამოხველება საერთო სისუსტის გამო. სუნთქვა ასეთ პაციენტებში ხმაურიანია, ხველა შეიძლება იწვევდეს ღებინების შეგრძნებას, თანაც ენა ამ დროს უმეტესად ნადებიანია. Aნტიმონიუმ ტარტარიცუმ – ს იყენებენ ბრონქოექტაზიებისას, ფილტვების ანთებისას, ბრონქიტების ბოლო გართულებულ სტადიებზე.
Hეპარ სულპჰურ - გამოიყენება გაციების გვიან სტადიებზე. იგი შეიძლება ვიხმაროთ სურდოს, ხველების, ანგინის დროს.
ხველება უფრო ხშირად მშრალია, ჩახლეჩილი ხმით, შეიძლება იყოს მსტვენავი, აქვს მოხრჩობის შეგრძნება. ხველა ძლიერდება ცივი ჰაერის, სიცივის ზემოქმედებით. სიცხის მიუხედავად პაციენტი ,,იფუთება", ბევრს იცვამს, იხურავს საბანს. ხველის შეტევები უძლიერდება გამთენიისას. პაციენტი გაღიზიანებულია, უკმაყოფილოა, ზედმეტად მგრძნობიარეა ყველანაირ ხმაურზე, სინათლეზე, ნებისმიერ წვრილმანზე.Hეპარ სულპჰურ – ძირითადად იხმარება ლარინგიტების, კრუპის სინდრომის დროს.
შამბუცუს– კარგი საშუალებაა სპაზმური ხველის დროს, განსაკუთრებით თუ ხველა შუაღამის საათებშია. ხველის ხასიათი პაროქსიზმულია, ხმის ჩახლეჩით, მსტვენავი ხასიათის სუნთქვით. ბავშვი იღვიძებს ღამით მოხრჩობის შეგრძნებით, ჯდება ლოგინზე, შეიძლება სუნთქვის გაძნელების გამო გაძლიერდეს კიდეც. კარგი პრეპარატია კრუპის სინდრომის, ასთმური ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს.
ღუმეხ – მშრალი ხველის პრეპარატია. ყელში პაციენტს აწუხებს ღიტინის შეგრძნება, რაც ხველის შეტევის მიზეზი ხდება. ხველა ძლიერდება ლაპარაკისას, ცივი ჰაერის შესუნთქვისას, ღამის საათებში. შეიძლება იყოს მშრალი სურდო ან ცხვირიდან იყოს ლორწოვანი გამონადენი.
შტიცტა - ასევე ლორწოვანი გარსების სიმშრალის – კატარის დროს იხმარება. ხველა მშრალია, უფრო ხშირად ერთეული წამოხველების სახით, ღამის საათებში ან საღამოობით, ან გამთენიისას. ხველა ძლიერდება დაღლილობის მერე, ტემპერატურული ცვლილებისას. ცხვირში მშრალი სურდოა, გამონადენის გარეშე. კარგი საშუალებაა ტრაქეიტისას, წითელას შემდგომ განვითარებული ბრონქიტისას, ალერგიული რინიტის, ჰაიმორიტის დროს.
ჩვენს მიერ აღწერილი პრეპარატები წარმოადგენენ იმ დიდი სიის მცირე ნაწილს, რომელსაც ჰომეოპათები ხველის დროს იყენებენ. ეს არის ყველაზე ,,მარტივი" საშუალებები, რომელთა გამოყენება პირველ ეტაპზე დასაშვებია ექიმ-ჰომეოპათის გარეშე. მაგრამ თუ ხველას თან ახლავს ტემპერატურა, ან თუ ხველა ძლიერ შეუპოვარი გახდა, ან თუ ამ წამლების გამოყენების მიუხედავად, ხველა მაინც რჩება 2-3 დღის შემდეგაც, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს, რადგან თავად პაციენტი ან მშობელი ყოველთვის სწორედ ვერ არჩევს ჰომეოპათიურ პრეპარატს და ეს შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომების მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა აქაც ხველის ხასიათის და არა კლინიკური დიაგნოზის მიხედვით ხდება. ჩვენს პრაქტიკაში იყო უამრავი შემთხვევა ამ დაავადებისა და შედეგებიც ხშირად მოსალოდნელზე უკეთესი გვქონდა. ჩვენ ვახერხებდით არა მარტო შეტევის კუპირებას ან შეტევის სიძლიერის შემცირებას, არამედ შეტევათა ისეთ გაიშვიათებას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში განკურნებაზეც შეიძლება საუბარი. თუმცა წინასწარ განსაზღვრა იმისა, თუ როგორი შედეგი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ან რა დრო დაგვჭირდება დაავადების დასაძლევად, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბრონქული ასთმის დროს ჩვენ არ გირჩევთ ჰომეოპათიური პრეპარატის დამოუკიდებლად მიცემას, რადგან ბრონქული ასთმა არ განეკუთვნება ე.წ. მარტივ შემთხვევას და მის სამკურნალოდ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. ეს კი მხოლოდ ექიმ-ჰომეოპათს შეუძლია. ჰომეოპათიაში ბრონქული ასთმის სამკურნალოდ 50 პრეპარატამდეა მოწოდებული და პრეპარატის შერჩევისას ჰომეოპათი ითვალისწინებს:
1) შეტევის დროს (ე.ი. რომელ საათზე იწყება უფრო ხშირად ასთმური შეტევა),
2) რასთან არის კავშირში დაავადების დაწყება ( გაციებასთან, ნერვულ სტრესთან, ჰორმონალურ დარღვევებთან და ა.შ.)
3) რა პრეპარატებია ნახმარი ჰომეოპათიური მკურნალობის დაწყებამდე (ჰორმონალური პრეპარატების თუნდაც წარსულში ხმარება ამცირებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობას) და ა.შ.
4) აუცილებელია კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა, რომელსაც ვაძლევთ კლინიკური რემისიის მიღწევის შემდეგ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ რომელი პრეპარატი გამოგადგებათ თქვენს ბრონქული ასთმის დროს კონკრეტულ შემთხვევაში,Aამას თქვენ დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ ჩვენს წიგნში ამაზე აღარ შევჩერდებით და გირჩევთ მიმართოთ ექიმ-ჰომეოპათს.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:48
                                                                    მწ. რესპ–ვირ. ინფექციების მკურნალობა

                                მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით


      მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები (ეს არის გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსული და სხვა ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციები) საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეკოლოგიური თუ სოციალურო პრობლემების გამო ბოლო წლებში შეიმჩნევა მოსახლეობის იმუნური სისტემის მასიურად შესუსტების მოვლენები, რის გამოც გრიპოზულმა ინფექციებმა განსაკუთრებით შეუპოვარი ხასიათი მიიღო. ამიტომ ექიმების უმრავლესობა ეძებს იმუნური სისტემის მასტიმულირებელ ახალ საშუალებებს. ჰომეოპათიური პრეპარატები კი სწორედ ამ მიმართულებით ზემოქმედებს ორგანიზმზე. ჰომეოპათიურ წამლებში არა გვაქვს ნივთიერების მატერიალური დოზა და ამიტომ ეს პრეპარატები უშუალოდ მომაკვდინებლად არ მოქმედებს დაავადების გამომწვევ ვირუსზე. სამაგიეროდ ჰომეოპათიური წამლები ააქტიურებენ ორგანიზმის იმუნური სისტემის საჭირო რგოლს და ამის შედეგად ორგანიზმი თვითონ ებრძვის ამა თუ იმ დაავადებას. მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები. გაგაცნობთ ყველაზე ხშირად ხმარებად წამლებს. გრიპოზული ინფექციების ზოგადი ნიშნები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება დეტალური სიმპტომების გათვალისწინებით.
   Belladonna ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ჰომეოპათიაში, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი ატარებს ,,ანთების"ყველა ნიშანს – სიწითლე, პულსაციის შეგრძნება ან მფეთქავი ხასიათის ტკივილი, ცხელება. ამიტომ Belladonna შეგიძლიათ იხმაროთ ყველგან, სადაც არის სიწითლე, პულსირებადი ტკივილი და ცხელება. სახე და ხახის ლორწოვანი გარსები ღია წითელი ფერისაა (ალისფერია), კანი შეხებისას ცხელია და ამავე დროს ოფლიანია. თვალები ჩაწითლებული, შეიძლება იყოს გუგების გაფართოება, პირი მშრალია, ენა წითელი, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება იყოს ბოდვა. პაციენტს აწუხებს წყურვილი - ითხოვს ცივ წყალს და სვამს ყლუპობით. მიუხედავად მაღალი სიცხისა პაციენტი არ ცდილობს საბნის გადახდას, პირიქით იგი ლოგინში იფუთება.
    Belladonna გამოიყენება გრიპოზული ინფექციებისას, სიცხისას, ანგინას დასაწყისისას, როცა ხახის ლორწოვანი გარსები და ნუშურა ჯირკვლები ღია წითელი ფერისაა, ოდნავ შეშუპებულიც და მტკივნეული. ტკივილი ძლიერდება ცივი სასმელის მიღებისას, ლაპარაკისას, ყლაპვისას.
    Aconit – გამოიყენება ძირითადად მაღალი სიცხის დროს, როცა დაავადება იწყება უეცრად, ძლიერ მწვავედ. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში, როცა პაციენტს აწუხებს ძლიერი პულსირებადი თავის ტკივილი, ძლიერი სიმხურვალე, სახის სიწითლე მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში. სახე ამ დროს ,,მშრალია”, განსხვავებით Belladonna – ს სიცხისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. ,,ოფლიანი სიცხე”. ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს პაციენტის მოუსვენრობა, შიში, აფორიაქება.
    Bryonia –ასევე ლორწოვანი გარსების ანთების სამკურნალო უნივერსალური პრეპარატია. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში როცა ლორწოვან გარსებზე გვაქვს სიმშრალე, რის გამოც Bryonia -ს ,,მშრალი ლორწოვანის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან. Bryonia – ეფექტურია ხველის დასაწყისისას, როცა ხველა არის მშრალი, ერთეული ან შეტევითი ხასიათის. პაციენტს აწუხებს ,,ღიტინის შეგრძნება" სიმშრალე ყელში, განსაკუთრებით კარგი პრეპარატია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა Bryonia – მ მოხსნა მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში.    Bryonia ,,მშრალი ლორწოვნის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.
    Bryonia –ს ტიპის გრიპოზული ინფექციები ყოველთვის ხასიათდება ძლიერი მფეთქავი ხასიათის თავის ტკივილებით, რომელიც ლოკალიზდება ძირითადად შუბლის არეში და რომელსაც ამცირებს ძლიერი ზეწოლა ამ მიდამოში. (მაგ. თავის წაკვრა მწიდროდ). Bryonia – ს ტიპის პაციენტი ძლიერ მოუსვენარია, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა მას ტკივილს უძლიერებს.გუნება – განწყობა დათრგუნული აქვთ, ძლიერ განიცდიან თავის ავადმყოფობას, იხსენებენ უამრავ პრობლემას და განუწყვეტლივ ლაპარაკობენ მათზე, ხდებიან კაპრიზულები და ყველაფერი აღიზიანებთ.
Fe  phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe  phosphoricum უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. იგი გამოიყენება სურდოს ყველა ფორმის დროს, შედარებით დაბალ სიცხეზე, ცხვირიდან სისხლდენებისას, ყურის ანთებისას. მისი ხმარება შეიძლება პროფილაქტიკურადაც ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).
    GELZEMIUM - ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია გრიპის თანდათანობითი დაწყება, რასაც თან ახლავს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა და გაბრუება. თვალები იმდენადაა დამძიმებული, რომ თითქოს თავისით იხუჭება, ითხოვს მარტო ყოფნას და არ სიამოვნებს, როცა აწუხებენ. შესამჩნევია თავის არეში სისხლის მიწოლა, სახე ამ დროს მოლურჯო-მოწითალო ფერისაა, თავი ძლიერ დამძიმებულია. მიუხედავად სიცხისა, პაციენტს აწუხებს სიცივის და ჟრჟოლვის შეგრძნება ზურგში, კანკალი. პირი და ტუჩებზე სიმშრალეა. თავის ტკივილი ლოკალიზდება კეფის არეში და ჩადის კისრისკენ. ტკივილი მფეთქავი ან მუდმივი ხასიათისაა და ძლიერი ინტენსივობით გამოირჩევა. დამახასიათებელია ის, რომ თავის ტკივილი მცირდება შარდვის შემდეგ.
   EUPATORIUM PERFOLIATUM – ვიყენებთ მაშინ, როცა კლინიკაში წამყვანია ძლიერი მტეხავი ხასიათის ტკივილები მთელს ტანში – კიდურებში, ზურგში, ყველაზე მეტად კი მუხლებში. დაავადება იწყება უეცრად და სწრაფად. ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ის, რომ მიუხედავად გრიპისა ავადმყოფი არ ოფლიანდება. პაციენტი კვნესის, ვერ ჩერდება ლოგინში, განუწყვეტლივ წუწუნებს. სახე ღია წითელი ფერისაა, კანი მშრალი, ტუჩები ფერმკთალი, ენაზე აქვთ სქელი თეთრი ფერის ნადები. ავადმყოფს აწუხებს სიცივის შეგრძნება. თავის ტკივილები ასევე ძლიერია და ლოკალიზდება იმ მხარეს, რა მხარესაც წევს პაციენტი.
   გრიპის პირველ ნიშნებზე შეიძლება ამ წამლებიდან ინდივიდუალურათ შერჩეული მიიღება ყოველ ½1/2-სთ-ში (სიმძიმის მიხედვით, რაც უფრო ძლიერი ნიშნებია გრიპის, მით უფრო ხშირად მიიღება. დასაშვებია ყოველ 10-15 წთ-შიც გრიპის დაწყებისას (პირველ 24-72 სთ-ის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები, რომლებისთვისაც ასეთი ხშირი მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულს შეუძლია მიიღოს 4-5 ბურთულა დღეში.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 16:46
                                           
ჰომეოპათიას ოთხი ძირითადი პრინციპი გააჩნია:
1. წამლების ჯანმრთელ ადამიანებზე გამოცდა;
2. ინდივიდუალური მიდგომა ავადმყოფის მკურნალობისას;
3. წამლის მინიმალური დოზით გამოყენება;
4. წამლების პოტენცირების წესით დამზადება.

   

ავოტრი: tornike 30-12-2010, 17:54

    ჰანემანი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის შემდეგ დარწმუნდა, რომ მწვავე დაავადებები სწრაფად და საბოლოოდ ახალი მეთოდით იკურნებოდა. რიგი შემთხვევებისას კი, მიუხედავად სწორად შერჩეული წამლისა და მიღწეული დადებითი შედეგისა, გარკვეული ხნის შემდეგ დაავადება ან კვლავ ბრუნდებოდა, ან ფორმას იცვლიდა. ჰანემანი თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა ქრონიკული დაავადებების პრობლემაზე.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 17:59
                                             
     ჰომეოპათიური მკურნალობის მეცნიერული დასაბუთება დაკავშირებულია ადამიანის შესახებ ცოდნის მნიშვნელოვან გაფართოებასა და გაღრმავებასთან. იგულისხმება ცოდნის არამარტო რაოდენობრივად ზრდა, როგორც ეს მეცნიერთა უმრავლესობას წარმოუდგენია, არამედ ხარისხობრივი გადაწყობა.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები