--- SILICEA
Silicea-ს ტიპის ადამიანების მთავარი ჩივილებია სისუსტე, დაღლილობა და სიცივის შეგრძნება.
უფრო ხშირად ესენი არიან ქალები მშრალი, მონაცრისფრო კანით, დამყოლი ხასიათით, დეპრესიისკენ მიდრეკილებით, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაღიზიანებული, მტკიცე და გამოიჩინონ ძლიერი ნებისყოფა.
კლინიკური დაკვირვებები იძლევა ამ ადამიანების დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: ზედა ტუჩის შესივება, ჯირკვლების ქრონიკული ანთება და ფრჩხილებისა და კბილების მსხვრევადობა.
დამახასიათებელია უხვი ოფლიანობა თავის, ფეხის და ხელისგულის არეში; ოფლი გადმოსცემს ძლიერ საზიზღარ სუნს და ლიმფური კვანძები მტკივნეული და გადიდებულია.
ცივი ამინდი და სიბნელე იწვევს ჩივილების გამწვავებას.
Silicea - მთავარი საშუალებაა შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადებების, ლიმფური ჯირკვლების ანთების და სეკვესტრაციით და ფისტულების ფორმაციით მიმდინარე ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.
--- CALCAREA CARBONICA
Calcarea Carbonica არის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰომეოპათიურ პრაქტიკაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ბავშვები მოშვებულები და მსუქნები არიან ჩამოკიდებული მრგვალი მუცლით, დიდი თავით და ფერმკრთალი სახით. მათ აქვთ მასიური ნეკვთები, შეშუპებული ზედა ტუჩი და ნაჭდევიანი კბილები; მაგრამ ზოგიერთებს შეიძლება ჰქონდეს ღია ფერის კანი, გრძელი თმა და აბრეშუმივით წამწამები. ისინი უხვად ოფლიანობენ, განსაკუთრებით სხეულის თმიან უბნებზე, ახასიათებთ გამონაყარი და დერმატიტი.
ხშირად მათ აწუხებთ კისრის და იღლიის ლიმფადენოპათია და ყურის ქრონიკული დაავადებები. ისინი ნელა იზრდებიან და გვიან იწყებენ სიარულსა და ლაპარაკს.
Calcarea Carbonica-ს ტიპის მოზრდილ წარმომადგენლებს ახასიათებს ერთგვარი ზარმაცი განწყობა და ტენდენცია წონის ნაადრევი მომატებისაკენ. ქალები მგრძნობიარენი და ნაზები არიან, ხშირად უჩივიან სისუსტეს, გულისცემას და თავის ტკივილს. მამაკაცებს აქვთ სუსტად განვითარებული კუნთები და აქვთ მიდრეკილება მშვიდობიანი და მოსვენებული ცხოვრებისაკენ.
ეს ადამიანები სავსენი არიან აუხსნელი შიშებით, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას. ფიქრი და კონცენტრაცია იწვევს მოქანცულობას და ოფლიანობას. პური, ნამცხვარი და კვერცხი მათი საყვარელი საკვებია. ჭამის შემდეგ აწუხებთ სახის და ცხვირის წვერის წამოწითლება.
Calcarea Carbonica - ეფექტურია სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
--- CALCAREA PHOSPHORICA
ეს კონსტიტუციური ტიპი უმთავრესად ასოცირდება ბავშვობასთან. Calcarea Carbonica-საგან განსხვავებით, Calcarea Phosphorica-ს ტიპის ბავშვები ცოცხლები და მხიარულები არიან, აქვთ მაღალგანვითარებული, მგრძნობიარე ფსიქიკა. ისინი ადვილად იღლებიან და რეაგირებენ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე თავის ტკივილით და ნაწლავების სპაზმებით, რის გამოც არ შეუძლიათ ხანგრძლივი დაძაბვის ატანა. როგორც წესი არიან მორცხვები, მოუთმენლები, უყურადღებონი, მაგრამ აქვთ სწრაფი აღქმის უნარი და ცნობისმოყვარე გონება. მათი ლულოვანი /გრძელი/ ძვლები თითქოს ძალიან სწრაფად იზრდება და ეს აძლევს ბავშვებს აწოწილ, მყიფე შეხედულებას. ისინი იჩენენ ტენდენციას სქოლიოზის განვითარებისაკენ და აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება ჰქონდეთ გადიდებული ლიმფური კვანძები. სახასიათოა მათი მიდრეკილება შებოლილი და ცხარე საკვებისაკენ. მათი ჩივილები უარესედება ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობისას.
Calcarea Phosphorica - ეფექტურია ძვლების ყველა სახის დაავადების სამკურნალოდ და არის გამოხატული კონსტიტუციური საშუალება.
--- CALCAREA FLUORICA
ეს მესამე კონსტიტუციური ტიპია Calcarea-ს ქვეჯგუფიდან, რომელიც გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
Calcarea Fluorica-ს ტიპის ბავშვები პატარები და გამხდრები არიან, ასაკთან შედარებით მეტად გამოიყურებიან. მათ აქვთ არასწორი, დამახინჯებული სახსრები ხშირი დაჭიმულობითა და ამოვარდნილობით. მათი ქვედა ყბა წინ წამოწეული და დიდი ზომისაა, კბილები დეფორმირებულია და მინანქარს პრაქტიკულად მოკლებული. მათი კანი თეთრი და მშრალია, ლიმფური კვანძები გადიდებულია და გულმკერდი დაფარულია უხვი ვენური ქსელით.
ამ ტიპის მოზრდილებს აქვთ მორცხვი, გაუბედავი, უნდობელი ხასიათი; სიღარიბის შიში. ყველანაირ პირობებთან შეგუების უნარი წარმოქმნის მათ ძირითად თვისებებს.
Calcarea Fluorica - პრეპარატი ეფექტურია ძვლების, მყესების, იოგების და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებათა სამკურნალოდ.
--- AURUM
Aurum – ის ტიპის ადამიანებს აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება.
უფრო ხშირად ესენი არიან ორივე სქესის მკვრივი, მძიმე, შავგვრემანი ადამიანები ან მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული და ტემპერამენტული. ფეთქებადი გაბრაზება ხშირი შეტევებით. გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით, მათაც კი ვისაც მომავალი კარგის მეტს არაფერს უქადის. Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით – ხორცი.
Aurum-ი მაღალეფექტურია ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აგრეთვე სახის ზედა ნაწილის ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.
--- ARGENTUM NITRICUM
Argentum Nitricum - ის ტიპის ადამიანების ყველა გონებრივი და ფიზიკური ფუნქცია წონასწორობიდან გამოყვანილია მათი კონსტიტუციური გადახრით. ეს ადამიანები დაღლილები და გამხდრები არიან, ჩაცვენილი თვალებითა და ლოყებით, მონაცრისფრო მოშვებული კანით; მათ აქვთ დარღვევები სხეულის ყველა ორგანოს მხრივ და ფსიქიატრიული ჩივილების სიმრავლე. მთელი ცხოვრება გაუთავებელ დევნაში არიან, ეშინიათ დაგვიანების, გადატვირთულნი არიან პრობლემებითა და საზრუნავით, ყოველთვის აფორიაქებულები და შეწუხებულნი. სიმაღლის შიში და დაუძლეველი ლტოლვა უფსკრულისაკენ ჩვეულებრივი ჩივილია - ბრბოს შიშთან და ბასრი კუთხეების შიშთან ერთად, რომლებიც თითქოს მოიყოლებენ და გაჭყლეტენ. მათ აწუხებთ თავბრუსხვევა, ფეხების სისუსტე, უძილობა. განუწყვეტელი საზრუნავი და საფიქრალი აღიზიანებს მათ, ისინი ადვილად ბრაზდებიან და დეპრესიაში ვარდებიან. მათ ახასიათებთ მელანქოლიის და სასოწარკვეთილების შეტევები მოუსვენრობის და სიკვდილის შიში.
Argentum Nitricum -ის ტიპის პაციენტების ჩივილები უარესდება სიცხისა და ტკბილი საკვებისაგან, აგრეთვე მენსტრუაციის დროს. სუფთა ჰაერი, გრილი ქარი და ძლიერი ზეწოლა მტკივნეულ უბანზე ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. მტკივნეული ორგანოები აღიქმება არანორმალურად დიდად, ნახველს აქვს სპეციფიკური მოტკბო გემო.
Argentum Nitricum - პრეპარატი ფართოდ გამოიყენება ნერვიული დარღვევების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხეულის სხვა სისტემების დარღვევათა სამკურნალოდ.
--- PLATINA
ქედმაღლობა, მედიდურობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია Platina -ს ტიპის ქალებისათვის. მათი თვითდაჯერება და თვითთაყვანისცემა ყველა სხვა ადამიანს უქმნის მათთან შედარებით საკუთარი სიმდაბლისა და უმნიშვნელობის შთაბეჭდილებას. მათი რეაქციები გარეშე მოვლენებზე ხშირად გაზვიადებული და მოულოდნელია; ბედნიერ მსუბუქ განწყობას მოჰყვება გაუგებარი მოწყენილობა, სიკვდილის უეცარი შიში და უძილობა. ნებისმიერი ტკივილი აღიქმება როგორც აუტანელი და აქვს განსაკუთრებული თვისება - თანდათანობით იზრდება და შემდეგ თანდათანობითვე ქრება. Platina-ს ტიპის ქალებს აქვთ აწეული, ინტენსიური სექსუალური ლტოლვა და სასქესო ორგანოების გაზრდილი მგრძნობელობა. ხშირად ვერ იტანენ სქესობრივ აქტს და აწუხებთ მენორაგია. უყვართ პროვოკაციული და მყვირალა ფერები.
Platina - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ისტერიის, ფსიქოსექსუალური პრობლემების, საკვერცხეების დაავადებათა, იპოქონდრიისა და ქრონიკული ტრიგემინიის სამკურნალოდ.

