• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » ანგინა და მისი მკურნალობა ჰომეოპათიური პრეპარატებით

ანგინა და მისი მკურნალობა ჰომეოპათიური პრეპარატებით

ავტორი: tornike 11-01-2011, 19:30

ანგინა და მისი მკურნალობა ჰომეოპათიური პრეპარატებით 


ყელის ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება – ანგინა, ბავშვთა ასაკის ხშირი დაავადებაა, თუმცა იგი მოზრდილ ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. ბავშვთა ასაკში ნუშურა  ჯირკვლები  განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფექციებისადმი. იგი წარმოადგენს  იმ  ორგანოს  რომელიც  ძირითად  დარტყმას იღებს თავის თავზე მწვავე რესპირატორიული ინფექციების  დროს. ამიტომ 1,5-2 წლამდე ასაკის  ბავშვებში, როცა ბავშვის ორგანიზმი პირველად დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო. სწორედ  ამ  ასაკში  ბავშვებში  ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც  ხშირად  ვლინდება  კისრის  ლიმფური ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების  გაჩენით  და  ნუშურა  ჯირკვლების  ჰიპერტროფიით.

რაც  შეეხება  ანგინას მკურნალობას, ეს  საკითხი  ექიმმა  უნდა  გადაწყვიტოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს რჩევისათვის. 

ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთების დროს. პრეპარატების არჩევა ხდება დაავადების სტადიის მიხედვით.

მწვავე სტადიაში  გამოიყენება: Aconit, Belladonna, Mercurius solubilis, Phitollaca, Apis, Mercurius  biiodatus, Merc  cyanatus, Hepar sulphur.

ანგინას საწყის სტადიაში გვაქვს ნუშურა ჯირკვლების და სასის  რკალების შეწითლება, შეშუპება. ამ  დროს  უნდა  ვიხმაროთ:

Belladonna - ლორწოვანი გარსები და სახის კანი ღია წითელი ფერისაა, ცხელია, კანი ოფლიანია, სახე წამოწითლებული, სკლერები შეიძლება  ჩაწითლებული იყოს. ნუშურა ჯირკვლები ღია წითელი ფერისაა, შეიძლება იყოს ოდნავ შეშუპებული, ყელში არის სიმშრალის შეგრძნებაა, ენა  წითელია  და  მშრალი. გვაქვს ძლიერი ყელის  ტკივილი  ყლაპვის დროს სასმელის  მიღებისას, ლაპარაკისას.  ავადმყოფი ითხოვს  ცივ  წყალს  და  სვამს  ყლუპობით. მიუხედავად  იმისა, რომ  პაციენტი  ოფლიანია, მას არა  აქვს საბნის  გადახდის  სურვილი. Bელლადონნა ეფექტურია მაღალი ტემპერატურის დროს, როცა ავადმყოფის კანი ოდნავ ოფლიანია, თუმცა Bელლადონნა შეიძლება დაბალი ტემპერატურის დროსაც გამოგვადგეს,   თუ  გვაქვს მისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც - ყელის  ტკივილი, სიწითლე, ოფლიანობა. . ინიშნება C6 განზავება 7-10 ჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

Phitolacca – ყელი  და ნუშურა ჯირკვლები მუქი წითელი ფერისაა, პაციენტს აქვს ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი და რაც დამახასიათებელია ამ  პრეპარატისათვის – ყელის ტკივილი გადაეცემა ყურების მიმართულებით. არის ზოგადი სისუსტეც. Belladonna-თვის დამახასიათებელია ღია წითელი ფერის ყელი, ხოლო Phitolacca –თვის კი მუქი წითელი. მოგვიანებით ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება ჩირქოვანი საცობები ან ნადები. პირში  ამ  ფაზაზე  ჩნდება  უსიამოვნო  სუნი. დაზიანება უპირატესად მარჯვენამხრივია, რაც ძლიერდება თბილი  სასმელის მიღებით.  ენა წითელია გვერდით არეებში  და  წვეროზე, ენის ძირი  დაფარულია  ნადებით.  შეიძლება  იყოს სიმშრალე  ყელში.  მაღალი  ტემპერატურა  უფრო  ხშირად  ოფლის  გარეშეა,    თუმცა  კანი  ცივი  რჩება.  პაციენტს აქვს  მოთხოვნილება, სულ  მოძრაობდეს. მიუხედავად  იმისა, რომ  პაციენტს  ყლაპვა  უჭირს, მას  შეუძლია  გაუჩნდეს  ყლაპვითი  მოძრაობების გაკეთების  სურვილი. . ინიშნება C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში.

Apis–ეს პრეპარატი ანგინის  დროს  შეუცვლელია მაშინ,  როცა  ანთება  უპირატესად  შეშუპებით  მიდის.  ლორწოვანი  გარსები  შეშუპებული და ვარდისფერია, ტკივილი  ჩხვლეტითი ან  წვითი  ხაასიათისაა და ძლიერდება  სითბოს  ან  თბილი  სასმელების გავლენით. პაციენტს  არ  სიამოვნებს  ყელზე  შეხება  და  უარს  ამბობს  კომპრესის  გაკეთებაზე. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა მას    არა  აქვს წყურვილის გრძნობა. ინიშნება  C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში.

Mercurius  solubilis – ჩვენებისას  ნუშურა  ჯირკვლები  მუქი  წითელია მოლურჯო  ელფერში  გარდამავალი, შეშუპებული, დაფარული  ჩირქოვანი  ნადებით. ენაზე აღინიშნება  ჭუჭყიანი  ფერის  თეთრი  ნადებით, ენის  გვერდით  შეინიშნება  კბილების  ანაბეჭდებისმაგვარი  ჩაღრმავებები.  პირში  აღინიშნება  უსიამოვნო  სუნი, ჭარბი ნერწყვი. პაციენტს  აქვს წყურვილის  გრძნობა.  მაღალი  ტემპერატურა, ტკივილი და აგზნებადობა  მატულობს  ღამით.  გამოხატულია  ოფლიანობა, რომელიც  შვებას  არ  იძლევა.  ოფლი  ზოგჯერ  ყვითელ  ლაქებს  სტოვებს  თეთრეულზე.  სითბური  პროცედურები  (გამოვლება, კომპრესი) აძლიერებენ  ტკივილს.  რეგიონული  ლიმფური  ჯირკვლები  გადიდებული და გამკვრივებულია. მწვავე ანგინას დროს Mercurius სოლუბილის  უნდა  მივცეთ C6 განზავება 2 ბურთულა  3X-4X დღეში 5-8 დღის  განმავლობაში. ამ პრეპარატს ჰომეოპათები ხშირად ჰომეოპათიურ ანტიბიოტიკს უწოდებენ, ვინაიდან მას ჩირქის გამწოვი თვისებები აქვს არა მარტო ნუშურა ჯირკვლებიდან, არამედ სხვა ნებისმიერი ორგანოდან.

Hepar  sulphur – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ანგინის დროს Mercurius –თან  ერთად. დაბალ  განზავებებში იგი აჩქარებს დაჩირქებას, საშუალო  პოტენციებში  აჩერებს, ხოლო  მაღალ  განზავებაში კი თავიდან  იცილებს  მოსალოდნელ  აბსცედირებას (ჩირქის  სიღრმეში გავრცელებას). ყელის  ტკივილი  ჩხვლეტითი ხასიათისაა. პაციენტს  უჭირს  მცირე  ტკივილის მოთმენაც კი. იგი  ძალზე მგრძნობიარე  ხდება  ყოველგვარ  გამღიზიანებელზე – ტკივილზე, შუქზე, ხმაურზე. აწუხებს  ყველას გარშემო მუდმივი  ჭირვეულობით, ჩხუბობს, ადვილად ღიზიანდება, ადანაშაულებს ექიმს, აქვს  გამოხატული  მგრძნობელობა  სიცივეზე. მიუხედავად  მაღალი  სიცხისა  და  ძლიერი  ოფლიანობისა, იფუთნება  საბანში და  ძალზე  მგრძნობიარეა  ორპირი  ქარის, სიცივის  მიმართ. ყელის  ტკივილი ძლიერდება  სიცივით და მცირდება თბილი  პროცედურებით. ინიშნება C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში, C30 განზვება დღე გამოშვებით, ხოლო C200 განზავება ერთეული მიღებით.ანგინას მწვავე  პერიოდის  ჩათავების შემდეგ (6-7 დღის მერე) უნდა  გადავიდეთ  კონსტიტუციურ  პრეპარატებზე: Ca carbonicum, Barita carbonicum, Barita muriaticum, Silicea, Thuja an Sulphur.

ბარიუმის პრეპარატები რამდენიმეა:  Barita carbonicum, Barita muriaticum, Barita iodata. Barita carbonicum ენიშნება უფრო  ნელ, დინჯ  პაციენტებს, რომელთაც  შენელებული  აქვთ  მოძრაობები, აზროვნება. ბავშვები გამოირჩევიან წონაში ჩამორჩენით, დიდი თავით და შედარებით პატარა ტანით, ფეხისგულების  ოფლიანობით. არიან მორცხვნი, მშიშარა ხასიათით. იგი  ბუნებით  მცივანაა, უყვარს  სითბო, გადიდებული  აქვს  ლიმფური ჯირკვლები.

Barita muriaticum - უფრო  მოძრავი  და  აქტიურია. კარგად  მოქმედებს ნუშურა და ლიმფური ჯირკვლების გადიდებისას, ბუნებით ნეიტრალურია (არც მცივანაა, არც მხურვალი).

Barita iodata - უფრო ენიშნება ბარიუმის ტიპის პაციენტს, ოღონდ მხურვალეს.

Ca carbonicum -  პირიქით, ტანით დიდია და მსუქანი, თუმცა ისიც გამოირჩევა ხშირი ავადობით და სუსტი ჯანმრთელობით, უჭირს ადაპტაცია ახალ გარემოში და უცხო ხალხთან, არის ჩაკეტილი თავის თავში, ვერ იტანს ცვლილებებს. ასეთი ტიპის ბავშვებს გვიან ამოსდით კბილები და გვიან იწყებენ სიარულს და ლაპარაკს.

Sulphur -  პირიქით, მხურვალეა, მას სულ ცხელა, იხდის საბანს, კანზე აქვს ხშირი ალერგიული გამონაყარი. ხასიათით ჯიუტია, უყვარს არეულობა, ქაოსი.

ანგინის გადატანის შემდეგ ამ პრეპარატებს ვაძლევთ როგორც კონსტიტუციურ საშუალებას C30 განზავებაში კვირაში 1 ან 2-ჯერ. თვე-თვენახევრის მანძილზე.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას კიდევ უფრო მკაცრად ინდივიდუალურად არის შესარჩევი წამლები , რაც გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია .

თუ სახსრების ტკივილი აქვს პაციენტს დაწყებული ნაჩვენებია დამატებით კონსტიტუციურ საშუალებასთან პრეპარატი Rus toqsikodendron – ნი, გულის ჩივილებისას კი -Naja  , პრეპარატი ეფექტიური რავმოკარდიტის შემთხვევაშიდაც.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები