CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

რა არის ჰომეოპათია?

ჰომეოპათია – ადაპტაციური (მარეგულირებელი) თერაპიაა, რომლის მიზანია მკაცრად ინდივიდუალურად შერჩეული წამლებით და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით თვითრეგულაციის პროცესებზე ზემოქმედება (Gerhald kohler–ის განმარტება). წამლების ინდივიდუალურად შერჩევა ხდება მსგავსების კანონის მიხედვით - “წამლისმიერი დაავადების სურათი” მაქსიმალურად მსგავსი უნდა იყოს დაავადების (დაავადებების) სურათისა, რომელიც უნდა განიკურნოს. იმას, თუ რა მოქმედებას (დარღვევებს, გადახრებს ჰომესტაზში) იწვევს ყოველი წამალი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ეწოდება წამლის პათოგენეზი და გამოიყენება წამლის ჩვენებად.

ორასწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ჰომეოპათია მწვავე და ქრონიკული დაავადებების (უფრო სწორად – ავადმყოფების) რადიკალური განკურნების და აქტიური პროფილაქტიკის ხელოვნება და მეცნიერებაა. ის ახალ მიმართულებას ქმნის თერაპიაში, საფუძველს უყრის XXI საუკუნის ერთიან, გააზრებულ და ჰუმანურ მედიცინას.

არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ჰომეოპათია წინ უსწრებს ტექნიკური მედიცინის დაბადებას და განვითარებას, ახდენს მისი მონაცემების ინტეგრირებას, ვინაიდან ეყრდნობა ზოგად თერაპიულ კანონზომიერებებს. თუ ზოგადი სწორია, კერძოს განვითარება მას ვერასოდეს ვერ უარყოფს, მხოლოდ დააზუსტებს.

ფარმაკოლოგია დაკავებულია ძირითადად წამლის ისეთი თვისებების შესწავლით, რომლებიც მათი ბიოლოგიურ ობიექტებზე გამოცდისას დაუყოვნებლივ და თანაც ერთგვაროვნად ვლინდება. ჰომეოპათია სწავლობს სრულიად განსხვავებულ საკითხს: როგორ რეაგირებს კონკრეტული ინდივიდი წამალზე და თან სხვადასხვა საწყისი დაავადების მდგომარეობის დროს?

ვინაიდან ყოველი ჩვენთაგანი უნიკალური ინდივიდია და ამასთანავე ყოველი ინდივიდი რეაგირებს წამალზე, როგორც ერთიანი და განუყოფელი ქმნილება, ცხადია, უნდა ვიცოდეთ წამლის არა მარტო ძირითადი, `ერთგვაროვანი~ თვისებები, არამედ მასზე ინდივიდუალური რეაგირების საკითხებიც.

წამალზე ინდივიდუალური მგრძნობელობა დიდ პოპულაციაში ვეებერთელა საზღვრებში მერყეობს. შეფარდება ამ საზღვრებს შორის ხშირად ათასს და ასობით ათასს აღწევს. თანამედროვე მედიცინა კი წამლის დოზებს მხოლოდ ათის ფარგლებში თუ ცვლის ინდივიდუალური დანიშვნისას. ნუთუ შეიძლება თერაპიული დოზის განსაზღვრა სასიკვდილოს მეორედის ან მესამედის ფარგლებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი პიროვნება შესაძლოა სხვებზე 10.000 ჯერ, ან უფრო მეტჯერ მგრძნობიარე აღმოჩნდეს ამავე წამლის მიმართ?!

მსგავსების კანონიდან გამომდინარე ჰომეოპათიას შეუძლია წამალზე ზედმეტი მგრძნობელობის პროგნოზირება. ეს მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც ადამიანის კონსტიტუციით თუ ავადმყოფობით განპირობებული მდგომარეობა მსგავსია იმისა, როგორიც შეუძლია გამოიწვიოს წამალმა ჯანმრთელებზე გამოცდისას.

წამალზე მეორადი, ადაპტაციური რეაქციის ფარმაკოდინამიკის შესწავლა ჰომეოპათიის კიდევ ერთი ძირითადი ამოცანაა.

ჰომეოპათია იყენებს წამალზე მეორად რეაქციას, ვინაიდან ის არ არის ისეთი უხეში, ცალმხრივი და მოკლე, როგორც პირველადი. მისი ხანგრძლივობა არ არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ფარმაკოკინეტიკაზე, წამლის დოზაზე. დოზის და ფარმაკოკინეტიკის თითქმის ნულამდე დაყვანით ჰომეოპათია აღწევს საოცრად ფართო და ხანგრძლივ ფარმაკოლოფიურ ეფექტს, ვინაიდან იყენებს წამალს მგრძნობიარე ავადმყოფის სამკურნალოდ.

მაშინ გამოდის, რომ ერთი და იგივე წამალს თანამედროვე მედიცინასა და ჰომეოპათიაში სრულიად განსხვავებული გამოყენება უნდა ჰქონდეს?

რა თქმა უნდა. წამალზე პირველადი და მეორადი რეაქციები პოლარულად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, სათანადოდ – მათი ჩვენებებიც ოფიციალურ მედიცინასა და ჰომეოპათიაში.

მაგალითად, ფარმაკოლოგია იყენებს ბელადონას და მის ალკალოიდს ატროპინს, მათი.

მ-ქოლინობლოკატორული თვისებებიდან გამომდინარე, ის ხსნის სპაზმებს, ანთებებს, ალერგიებს და სხვაპათოლოგიურ პროცესებს, მაგრამ ისეთ პაციენტებში, რომლებშიც, პირიქით, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტიურობა ჭარბობს.

Belladonna-ს ტიპის ადამიანია, უპირველეს ყოვლისა, ეგზალტირებული, ბრწყინვალე, ულამაზესი, მხიარული ახალგაზრდა ქალი, ფართო გუგებით, სუფთა კანით, წითელი ღაჟღაჟა ლოყებით.

Belladonna–ს ტიპის ბავშვი არის თხელი, ტანადი, დიდი თავით, ზოგჯერ რბილი, გამობერილი ტუჩებით და კისრის დასიებული ლიმფური ჯირკვლებით. ჩვეულებრივ ისინი ცისფერთვალება, ქერა ბავშვები არიან და ინტელექტუალურ განვითარებაში უსწრებენ თავიანთ თანატოლებს.

მოზრდილებში Belladonna -ს კიდევ რამოდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, ჩასუქებული და წითური ფლეგმატური მამაკაცები – ე.წ. „შინ გამოჩეკილი ფილოსოფოსები“, რომლებიც ხშირად ბრწყინვალე გონებრივ მონაცემებს ავლენენ.

ამ პიროვნებებისათვის წამყვანი კლინიკური თავისებურებებია - პერიფერიული სიწითლე, მწვავე, მფეთქავი ტკივილი, უეცარი დაწყებით და სწრაფი გავრცელებით, სახის სიწითლე, ოფლიანობა ხელფეხის გაციებასთან ერთად, ძლიერი აღგზნება და გუგების გაფართოება.

აქედან გამომდინარე, ნათელია რომ Belladonna ნაჩვენებია მწვავე, სწრაფად პროგრესირებადი დაავადებების დროს. მხოლოდ კლინიკური ჩვენებები არ არის ჰომეოპათიაში წამყვანი, უპირატესობა ეძლევა წამლის პერსონოტროპიულ მოქმედებას და ინდივიდუალურ სიმპტომატიკას.

რით განსხვავდება ჰომეოპათია ფიტოთერაპიისაგან ან ანტროპოსოფიული მედიცინისაგან?

ჰომეოპათია, ისევე, როგორც ფიტოთერაპია და ანტროპოსოფიული მედიცინა სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად იყენებს ბუნებრივ მცენარეულ და ცხოველურ ნედლეულს, მინერალებს, მეტალებს. განსხვავდება იმით, რომ ხმარობს წამლებს მინიმალური დოზით და მკაცრად ინდივიდუალურად, ყველა სპეციფიური ორგანოტროპიული და პერსონოტროპიული მოქმედების შესწავლის და გამოყენების გზით.

ჰომეოპათია მთელს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია და თანდათანობით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორ გესახებათ მისი მომავალი საქართველოში?

საქართველოში არსებობდა ჰომეოპათიური აფთიაქი. მოღვაწეობდა რამოდენიმე ექიმი – ჰომეოპათი, რომელთა შორის დავასახელებდი გორგასლიძეს, ონანოვს, ბერგს. ჰომეოპათიით დაინტერესებული ექიმების დეფიციტით არაექიმებიც წარმატებით სარგებლობდნენ.

უახლოეს მომავალში ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს. საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ყურადღებიანი და შრომისმოყვარე ექიმია, რომელთაც გააჩნიათ ორიგინალური აზროვნების უნარი, გაბედულება და რიგი სხვა თვისებები, რაც აუცილებელია კარგი ექიმი-ჰომეოპათიისათვის.

ჩვენი ქვეყანა მდიდარია აგრეთვე კურორტოლოგიური სამკურნალო ფაქტორებით: სუფთა ჰაერით, წყლით, მაგნიტური ქვიშით და ა.შ. უძველესი ტრადიციული მედიცინით. თუ მოხდება ყოველივე ამის შერწყმა, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება უმაღლესი დონის, საერთაშორისო მნიშვნელობის სამკურნალო – პროფილაქტიკური ცენტრები.