• სახელი:
  • პაროლი:

ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:26
    ჰომეოპათიას საფუძველი ჩაუყარა სამუელ ჰანემანმა, პიროვნებამ, რომლის სახელიც მომავალში კაცობრიობის ისეთი გიგანტების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც ბრძანდებიან: ჰიპოკრატე, ნიუტონი, აინშტაინი. მსგავსად ამ ადამიანებისა, მან აღმოჩენებით კარდინალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა არა მარტო ჯანმრთელობასა და დაავადებაზე, არამედ მთლიანად ბუნებაზე.
  

ავოტრი: tornike 30-12-2010, 15:33
                                                     
    სამუელ ფრიდრიხ ჰანემანი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ექიმი ნოვატორია. მიახლოებით 1835 წელს მან დაიწყო რევოლუცია მედიცინაში, რომელიც ჩვენს დრომდე გრძელდება. მე არ განვიხილავ ჰომეოპათიურ სისტემას, ვაკეთებ მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებას.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 16:46
                                           
ჰომეოპათიას ოთხი ძირითადი პრინციპი გააჩნია:
1. წამლების ჯანმრთელ ადამიანებზე გამოცდა;
2. ინდივიდუალური მიდგომა ავადმყოფის მკურნალობისას;
3. წამლის მინიმალური დოზით გამოყენება;
4. წამლების პოტენცირების წესით დამზადება.

   

ავოტრი: tornike 30-12-2010, 17:54

    ჰანემანი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის შემდეგ დარწმუნდა, რომ მწვავე დაავადებები სწრაფად და საბოლოოდ ახალი მეთოდით იკურნებოდა. რიგი შემთხვევებისას კი, მიუხედავად სწორად შერჩეული წამლისა და მიღწეული დადებითი შედეგისა, გარკვეული ხნის შემდეგ დაავადება ან კვლავ ბრუნდებოდა, ან ფორმას იცვლიდა. ჰანემანი თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა ქრონიკული დაავადებების პრობლემაზე.

ავოტრი: tornike 30-12-2010, 17:59
                                             
     ჰომეოპათიური მკურნალობის მეცნიერული დასაბუთება დაკავშირებულია ადამიანის შესახებ ცოდნის მნიშვნელოვან გაფართოებასა და გაღრმავებასთან. იგულისხმება ცოდნის არამარტო რაოდენობრივად ზრდა, როგორც ეს მეცნიერთა უმრავლესობას წარმოუდგენია, არამედ ხარისხობრივი გადაწყობა.


ავოტრი: tornike 3-01-2011, 15:10
 დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ჰომეოპათიური საშუალება გამოსადეგია მხოლოდ ბავშვთა ასაკში ისინი მათზე ზემოქმედებენ ეფექტურად.
ქვემოთ ჩამოთვლილია ბავშვთა ასაკში უკვე გამოცდილი ჰომეოპათიური საშუალებები და მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.
Acidum  phosphoricum - ბავშვი ყველაფრის მიმართ გულგრილია, არაფერს ითხოვს.
Aethusa - ბავშვი ჭამის დამთავრებისთანავე აღებინებს რძეს სრულიად.



ავოტრი: tornike 3-01-2011, 17:01

                                            ჰომეოპათიური კონსტიტუციური  ტიპები
                                                                  <<შესავალი>>

    ჰომეოპათიაში არსებობს ე.წ. კონსტიტუციური ტიპები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებების მიმართ და ადამიანის ემოციები და მის ორგანიზმში განვითარებული დაავადებები კავშირშია ერთმანეთთან. წარმოგიდგენთ კონსტიტუციურ ტიპებს, რომლებშიც შესაძლოა თქვენი თავი ან თქვენი ახლობელი ამოიცნოთ.

   --- BELLADONNA

აღგზნებული, თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ასხივებენ მშვენიერებასა და მხიარულებას, მბრწყინავი თვალებით, გაფართოებული გუგებით, ღია ფერის კანით და შეფაკლული ლოყებით – ესაა  Bella Donna, მეჯლისის დედოფალი, რომელიც ღირსებითა და კმაყოფილებით ღებულობს გარშემომყოფთა თაყვანისცემას.
Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, მათზე ადვილია შთაბეჭდილების მოხდენა, ისინი ძლიერად და ღრმად გრძნობენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დიდხანს შენარჩუნება. მგრძნობიარენი და ამთვისებლები, ისინი სწრაფად აღწევენ სხვებისათვის უცხო ემოციურ სიმაღლეებს; მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ხშირად მიეკუთვნებიან Bella Donna-ს ტიპს.
წამყვანი კლინიკური ნიშანი არის პერიფერიული სიწითლე და სასტიკი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იწყება და სწრაფადვე ქრება. მათი სიზმრები ფერადი და ცოცხალია, წითელი ფერის დომინირებით.
ბავშვობაში Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ინტელექტუალურად ასაკზე მეტად არიან განვითარებულები, მათ აქვთ ნაზი, თხელი სხეული და დიდი თავი, ზოგჯერ შესივებული ტუჩები და გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ფერმკრთალი, ცისფერთვალება, ქერა ბავშვები.
მოზრდილებში არსებობს Bella Donna-ს განსაკუთრებული ტიპი  – პლეთორიული, მსხვილი ფლეგმატური მამაკაცები, ,,სავარძლის ფილოსოფოსები", რომლებსაც ხშირად ბრწყინვალე გონება აქვთ.
Bella Donna –  საშუალება ძალიან ეფექტურია მწვავე, სწრაფად პროგრესირებადი დაავადებების სამკურნალოდ და აგრეთვე იმ დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულია ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესით, როგორიცაა შიში ან გაბრაზება; ეს ვლინდება ღამის ცხელებით – ცხელი წითელი სახით, ცივი კიდურებით და წყურვილის უქონლობით; თვალები დასისხლიანებული და წითელია, გუგები კი ძლიერ გაფართოებული.

  --- NUX  VOMICA

Nux Vomica-ს ტიპი საზრუნავით და სამუშაოთი გადატვირთული საქმიანი ადამიანები დიდი ქალაქების მაცხოვრებლები არიან. ისინი ივიწყებენ დღისა და ღამის დროს და ცხოვრებას ატარებენ დაწესებულების საწერ მაგიდასთან. ყოველთვის გადატვირთულები და დაკავებულები, ისინი მეტისმეტად ბევრს და მეტისმეტად სწრაფად ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან. ამიტომ ყოველი ჭამის შემდეგ  თავს ცუდად და მძიმედ გრძნობენ; აწუხებთ მუცლის შებერვა, გულძმარვა და შეკრულობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები დაძაბულები არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, მიდრეკილნი დაცინვისა და ცბიერებისაკენ. აქვთ გამხდარი სხეული და მონაცრისფრო - მოყვითალო სახე. იპოქონდრია და უძილობა არის მათი მთავარი ჩივილი. ხშირად ისინი იღვიძებენ დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, რამოდენიმე საათის განმავლობაში ფხიზლობენ და შემდეგ ისევ იძინებენ. დილით იღვიძებენ დაღლილობის და დამტვრეულობის გრძნობით და პირში ცუდი გემოთი.
Nux Vomica – საშუალება მაღალეფექტურია პეპტიური წყლულების, შეკრულობის, ნევრალგიისა და მიალგიების სამკურნალოდ, თუ კომას თან ახლავს დილის გაუარესება. გამოიყენება აგრეთვე იმ ახალგაზრდა კაცების სამკურნალოდ რომლებსაც აწუხებთ სტენოკარდია და ჰიპერტენზია.

 

   --- ARSENICUM

ახალგაზრდობაში Arsenicum  - ტიპის ადამიანები არიან მაღალი, ჯანღონით სავსე ათლეტები. მბრწყინავი თმებით და კოხტა აღნაგობით. ერთი მუდმივი ალერგიული რეაქციით, რომელიც გამოიხატება ასთმით ან კანზე გამონაყარით, რასაც თან ახლავს წვის ინტენსიური შეგრძნება, ქავილი, რომელიც შვებას არ იძლევა.
წლების მომატებასთან ერთად წამყვანი ჩივილი ხდება ფაღარათით და ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში მწველი ტკივილით მიმდინარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
ცხოვრების ბოლოსაკენ ეს ადამიანები უკიდურესად დაქანცულები არიან და გამიოყურებიან სერიოზულად ავად და საბოლოოდ გამოფიტულად, სახეზე ტანჯვისა და წამების გამომეტყველებით.
ავადმყოფობის დროს Arsenicum  - ტიპის ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სიცივისა და მოძრაობისაგან თავის მორიდება და ჩივილების გაუარესება ღამით, რასაც თან ახლავს აფორიაქებისა და უბედურების შეგრძნება. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ცხელი სასმელები და ცხელი აბაზანები, რაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას; ოფლს აქვს ნივრისთვის  დამახასიათებელი სუნი.
Arsenicum -  საშუალება ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების, უმეტესად კი საჭმლის მომნელებელი და რესპირატორული ტრაქტების, კანის და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

  --- SEPIA

სრული განურჩევლობა საქმის, ოჯახის, მეგობრების მიმართ არის Sepia -ს ტიპის წამყვანი, ემოციური თვისება.
ჩვეულებრივად ეს გამხდარი შავგვრემენი ადამიანია ფერმკრთალი ან მოყვითალო სახით და ლურჯი ჩრდილებით მუქი ფერის თვალების გარშემო, რომლებიც გამოხატავს ნაღველს, მოწყენილობას და დაღლილობას. ისინი ბევრს ტირიან და ეძებენ მარტობას - მაგრამ უეცრად შეიძლება აგზნებული და გაღიზიანებული გახდნენ.
წამყვანი ჩივილი ამ ტიპის ქალებში არის მენჯის არეში ქვემოთ დაწოლის შეგრძნება, თითქოს საშვილოსნო სხეულიდან უნდა გამოვარდესო. ეს შეგრძნება შეიძლება ისე ცხადი იყოს, რომ ქალი ფეხებს აჯვარედინებს, რომ ეს არ დაუშვას. ქალებსაც და მამაკაცებსაც აწუხებთ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა; განსაკუთრებით დამახასიათებელია ეგზემა ანუსის და საშოს არეში.
სხვა ჩივილები შეიცავს შეკრულობას, რძის აუტანლობას, შაკიკს მარცხენა თვალის ზემოთ, რასაც თან ახლავს: გულისრევა, ღებინება, დილის გაუარესება და კანის მხრივ დაზიანებებს, რაც მონაცვლეობს გულმკერდის დაავადებებთან. სახსრები განსაკუთრებით სუსტია. შეიძლება თავი იჩინოს ქუთუთოების ფტობმა. ოფლი და შარდი გადმოსცემს ძლიერ არასასიამოვნო სუნს, შარდი ხშირად სისხლიანი და მუქი ფერისაა.
Sepia - პრეპარატი წარმატებით იხმარება ვენური სტაზის, ფტოზის და განსაკუთრებით ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

 --- PHOSPHORUS

Phosphorus - არის ტიპი ინტელექტუალისა, რომელსაც აქვს წარმოდგენის ცოცხალი უნარი, მაღალმგრძნობიარე ბუნება და ნატიფი გონება.
ეს ადამიანები მაღლები და გამხდრები არიან გრძელი, ფერმკრთალი სახეებით, ღია ფერის თმებით და ვიწრო გულმკერდით, თითქოს ძალიან სწრაფად გაზრდილანო. ისინი ადვილად წითლდებიან, ლოყებზე აქა-იქ უჩნდებათ წითელი ლაქები. ზოგიერთებს შეიძლება თვალები შეშუპებული ჰქონდეთ.
ღამე შიმშილი, ცივი ამინდის და ცივი სასმელების სიყვარული და ძლიერი სუნის და ხმაურისაუტანლობა არის Phosphorus - ის ტიპის ადამიანთა ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ისინი ადვილად იღებენ შთაბეჭდილებებს, ეშინიათ ჭექა-ქუხილის, დიდი ცხოველების, შავი ძაღლების. კლინიკურად ისინი ხასიათდებიან სხეულის ყველა ნაწილში წვის შეგრძნებით, განსაკუთრებით კი ხერხემლის გასწვრივ, ბეჭებს შორის და ხელებში. სისხლდენა ხანგრძლივია ზედაპირული ჭრილობიდანაც კი.
Phosphorus - საშუალება იხმარება ნერვული სისტემის, ღვიძლის, პანკრეასის და ძვლების ყველა დაავადებათა სამკურნალოდ.

 --- IGNATIA

ესაა ნაღვლიანი ტიპი, განმარტოებული ქალისა, რომელიც ჩაძირულია პირად დარდში და მუდამ თან სდევს წარსულის ტანჯვის და უბედურების ხსოვნა.
უმეტესად ესენი არიან ფერმკრთალი შავგვრემანი ადამიანები მუქი ფერის თვალებითა და ნაღვლიანი ნაზი სახეებით; ბევრს ტირიან, მაგრამ ერიდებიან სხვების თანაგრძნობას. მათი ხანგრძლივად დამალული დარდი თითქოს ასუსტებს მათ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს ისე, რომ ყოველდღიური ცხოვრების რაიმე ჩვეულებრივ, წვრილმან მოვლენას შეუძლია გამოიწვიოს ემოციური აფეთქება შიშით და სიმამაცით, აპათიით და გააფრთებით, სიცილით და ცრემლებით, რაც ცვლის ერთმანეთს გარკვეული მიზეზის გარეშე.
Nux Vomica-ს ტიპის მამრობითი სქესის ორეულის მსგავსად, ეს ქალები თავს უარესად გრძნობენ დილით; Phosphorus - ის მსგავსად გაურბიან თამბაქოს და ყავის სუნს, აგრეთვე ცივ ამინდს.
Ignatia - საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია სულიერი დარღვევების სამკურნალოდ და ფსიქოლოგიური ტრავმით, უეცარი შიშით და  დარდით გამოწვეული ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.

 --- CHAMOMILLA

Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი მოსახერხებელია; ისინი უხეში, უკმეხი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა; უმსუბუქეს განაკაწრსაც კი სასოწარკვეთილებამდე მიყავს ისინი. როგორც წესი ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო; მაგრამ ხშირად Chamomilla-ს ტიპი შეიძლება შეგვხვდეს პატარა ბავშვებში.
ამ ტიპის ადამიანებს აწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი გამთენიისას; როგორც Sulphur- ს და Pulsatilla - ს, აწუხებთ ქუსლებსა და ტერფებში წვის შეგრძნება. მათი ტკივილი უარესდება სითბოსაგან, მაგრამ სიცივე არ იწვევს შვებას. ჭამა და სმა იწვევს ოფლიანობას და ნებისმიერი აგზნების შედეგად უწითლდებათ ცალი ლოყა, მაშინ, როცა მეორე ფერმკრთალია.
Chamomilla - საშუალება ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის, მუცლის და კბილის ტკივილის და ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ; მას შეუძლია დააწყნაროს ბავშვები და შეუმსუბუქოს ტკივილი, რომელიც ახლავს კბილების ამოჭრას.

 

   ---  SULPHUR

Sulphur-ის ტიპის ადამიანები გამხდრები და მოხრილები არიან, ჭუჭყიანი მონაცრისფრო კანით და კანის მრავალი დაავადებით. მათ აწუხებთ მუდმივი ქავილი, რომელიც მსუბუქდება მოქავებით და ახასიათებს უხვი ოფლიანობა საზიზღარი სუნით. მათი თმა მსხვრევადი და მშრალია, აქვთ დაკლაკნილი გაფართოებული ვენები ქვედა კიდურებზე.
ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანები ერიდებიან წყალს, ვინაიდან ბანაობა აუცილებლად იწვევს მათი ჩივილების გაუარესებას, მათ ვნებს როგორც ცივი ასევე ცხელი ამინდი, ქავილი და წვა ბევრად უარესდება ლოგინის სითბოსაგან. ხშირია თმის და ქუსლების მტკივნეული მგრძნობელობა; მათი სხეულის ბუნებრივი შესავლები /ცხვირი, ყურები, თვალები/ დამახასიათებელი მკვეთრი წითელი ფერისაა.
Sulphur - არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი ჰომეოპათიური საშუალება, იგი განსაკუთრებით ეფექტურია მეტაბოლური დარღვევების, ნერვული სისტემის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

  ---  PULSATILLA

Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით.
ისინი გაღიზიანებული და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით;
Ignatia – ს ტიპის ქალებისაგან განსხვავებით მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან.
ამ ქალებისათვის სახასიათოა ჩივილი მფრინავ ტკივილზე სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელიც მუდმივად გადადის ადგილიდან ადგილზე. მათ ვნებთ ცივი ამინდი, მაგრამ მუდმივად ეძებენ გრილ, სუფთა ჰაერს და მიუხედავად პირის სიმშრალისა არასოდეს სწყურიათ. მათი ჩივილები მსუბუქდება მოძრაობით და უარესდება შუაღამისკენ. სხვა მუდმივი სიმპტომია გემოვნების და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.      
Pulsatilla - პრეპარატი მაღალეფექტურია ქრონიკული ვენური სტაზის და სახსრების დაავადებების, თვალის ანთებების და შიგა და გარეთა ყურის სხვადასხვა დაავადებებათა    სამკურნალოდ.

 --- ACONIT

შავგვრემანი, შავთვალა, ფიცხი და იმპულსური, აფეთქების წერტილამდე მისული – ესაა Aconit –ის ტიპი. ამ ადამიანებისათვის რეაქცია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებზე სწრაფი და ინტენსიურია, ყოველივე ეს გამოიხატება სისხლის წნევის აწევით, ჰიპერემიით, თვალების დასისხლიანებით და თვალით შესამჩნევი არტერიული პულსაციით. ასეთ დროს მათ აქვთ აწეული ლიბიდო და არაჩვეულებრივად კონცენტრირებული ფიქრის და მეხსიერების უნარი.
სიკვდილის შიში, აფორიაქება, გამოუთქმელი ტანჯვა, ცუდი წინათგრძნობა ამ ადამიანების ჩვეულებრივი ჩივილებია, ბევრი მათი დაავადება წარმოადგენს უეცარი შიშის ან ძლიერი ვნებების პირდაპირ შედეგს. ცივი, მშრალი ქარი იწვევს ჩივილების გაუარესებას, მაშინ, როცა დასვენებას, ოფლის მოდენას და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოაქვს გაუმჯობესება.
Aconit - საშუალება მაღალეფექტურია ყველა დაავადების სამკურნალოდ, რომელიც წარმოადგენს ემოციური სტრესის შედეგს ან გამოწვეულია ცივ ქარში ყოფნით; ასევე იხმარება ანთების საწყის ფაზაში და მწვავე ნევროლოგიური ტკივილის სამკურნალოდ, რომელსაც მოყვება გაშეშება და პარესთეზია.

                                                                           

 

 

                                                   გვერდები  1    2     3    4     5     6


ავოტრი: tornike 3-01-2011, 17:08

           
        გამუდმებული ტირილი ყოველთვის, განსაკუთრებით ღამით. ძროხის რძის აუტანლობა, მუცლის კოლიკა, ოტიტი და სხვა უნდა გამოირიცხოს. სხვადასხვანაირი ტირილი და ექიმი აფასებს ამის მიხედვით. ყურადსაღებია ზედმეტი, გადაჭარბებული ტირილი. ყველა შემთხვევაში Chammomila ვერ შველის. ყოველი სიტუაცია შეიძლება გადაიზარდოს გამუდმებულ გაღიზიანებასა და ტირილში. წყურვილი, შიმშილი, სისველე და ა.შ.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები