• სახელი:
  • პაროლი:

კლინიკები

ავტორი: tornike 13-01-2011, 16:34

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა

,,ოჯახის მკურნალი" :

კლინიკის დირექტორი: ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თორნიკე ალაშვილი

ექიმ-ჰომეოპათები: თამთა ჭანტურია, ლარისა ზუბაშვილი, ირინა ზუბაშვილი, ელისო გოგიჩაიშვილი, ქეთევან შავგულიძე, ლელა აფრასიძე

მანუალური თერაპევტი: ქეთევან მიმინოშვილი

სამედიცინო ფიზკულტურის, მასაჟის და ლაზეროპუნქტურის სპეციალისტი: მაიკო თორაძე

 

 

მისამართი: რუსთაველის გამზირი #28, ალ. ჭავჭავაძის ქ. #2

ტელ.: (+995) 2 98 64 86, მობ.: 5 99 55 99 61

კლინიკაში მიმდინარეობს კომპლექსური მკურნალობა ჰომეოპათიური, ქართული ტრადიციული (ხალხური) მედიცინის საშუალებებით, მასაჟით და მანუალური თერაპიით, მაგნიტო და ლაზეროპუნქტურით.

ჰომეოპათია მკურნალობს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო რეზერვების მობილიზაციის, ანუ თვითგანკურნების პროცესების ხარჯზე. წამლები შეირჩევა ,,დიდი სიმკაცრით“ – ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, დაავადებების პიროვნული სურათის, თანმხლებ თუ გადატანილ დაავადებათა გათვალისწინებით.

მწვავე დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ბრონქიტი, ნევრალგიები და ა.შ.) ჰომეოპათიური მკურნალობა ძალზედ სწრაფად მოქმედი და ეფექტურია, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.

ქრონიკული დაავადებებისას კი ჰომეოპათიას შეუძლია ავადმყოფი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებამდე მიიყვანოს, ან ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს.

ჰომეოპათიური მკურნალობის შერჩევა წარმოებს კომპიუტერული პროგრამებით: ,,რადარი“ და ,,რადუგა 5“.

ბავშვთა მანუალური თერაპია და მანუალური მასაჟი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაინერგა ჩვენთან კლინიკაში, ეფექტურია ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს – (ბავშვთა ცერებრალური დამბლა, კისერმრუდობა, ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ბრტყელტერფიანობა, კუნთების სიმეტრია, კიფოზი, სქოლიოზი, ხერხემლის ზრდის შეფერხება, დისკის თიაქარი და სხვ.). ბავშვთა მანუალური თერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა ზოგადად აჯანსაღებს ბავშვების ორგანიზმს, მოქმედებს პროფილაქტიკურად, აკაჟებს მათ იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს, როგორც გონებრივ მდგომარეობას, ასევე სხეულის ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს. მანუალური თერაპიისა და მასაჟის გარდა კლინიკაში, დანერგილია ეთერზეთოვანი მასაჟი, ჭარბი წონისა და მარილების დაგროვების სამკურნალოდ. გამოიყენება ლაზეროპუნქტურა, მაგნიტოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა.

ჰომეოპათია გამოცდილია კომპლექსურ მკურნალობაშიც და შესანიშნავად ეთავსება ქართულ ტრადიციულ მედიცინას, სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიას, ფიზიო და ბალნეოთერაპიას, ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს, კლიმატურ, კურორტოლოგიურ და სხვა ბუნებრივი მკურნალობის მეთოდებს.

ქართული ტრადიციული მედიცინა და ჰომეოპათია ერთობლივად გამოიყენება ვირუსული C–ჰეპატიტის, ასევე, ალკოჰოლური ჰეპატიტისა და ციროზის, თრომბოციტოპენიისა და სხვა პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობისას.

 

ჰომეოპათიური მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია შემდეგი დაავადებებისას:

 

– ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, რინიტები, ბრონქული ასთმა;

– ქრონიკული და კალკულოზური ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, ქრონიკული კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– პროსტატის ანთება, ადენომა (პირველი–მეორე სტადია);

– საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს მიომა, უშვილობა, პათოლოგიები ფეხმძიმობის პერიოდში, კლიმაქსი, ჭარბთმიანობა...

– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები ,ჰიპო– და ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოდიტი,ფ.ჯ. ჰიპოპლაზია;

– ინსულინ – დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე, და სხვა ენდოკრინული დარღვევები;

– ნევროზი, შიშები, ძილის პრობლემები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, ტოქსიკომანია (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკისადმი და ა.შ. დამოკიდებულება);

– კანის პრობლემები – ეგზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, ნახეთქები და სხვა.

– რევმატული, მეტაბოლური და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები და პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, იშიაზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი;

– ანემია, ვასკულიტები, რეინოს სინდრომი, ვენების ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული;

– ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, ენდარტერიტი, კიდურების განგრენის საწყისი მდგომარეობა;

– სველი პლევრიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, სილიკოზი.

– ბავშვთა დაავადებები, იმუნოდეფიციტი, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა.

 

 

www.med.ge

 

შ.პ.ს #13 პოლიკლინიკა

 

შ.პ.ს #13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური განყოფილება

განყოფილების გამგე:თ. ალაშვილი

მისამართი: ალ.ჭავჭავაძეს 2–ა



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები