მიაზმების თეორია
ჩინური მედიცინის მიხედვით ადამიანი (მიკროკოსმოსი) ბუნების (მაკროკოსმოსი) ერთ-ერთი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია. „მიკროკოსმოსი“ სარკეა „მაკროკოსმოსის“. ადამიანში, ისევე როგორც ბუნებაში ყველაფერი განიცდის ციკლურ ცვლილებებს, რასაც ორი ურთიერთ საწინაამღდეგო ძალის „ინის“ და „იანის“ ჭიდილი და პაექრობა განაპირობებს. „ინი“ ქალური საწყისია – პასიური, გრილი, მუქი, მაგრამ დიდი, მასიური და ამიტომ ქვევით მიისწრაფის. „იანი“ კი მამაკაცური საწყისია –მხურვალე, აქტიური, ნათელი, მჩატე და ზევით მიისწრაფის. „ინი“ ზრდისა და აღმშენებლობის ძალაა, რომელსაც სივრცეში გაფართოების ტენდენცია აქვს. „იანი“ დამშლელი ძალაა, ფორმის მიმცემი, რომელიც ზღუდავს სივრცეში გაფართოების ტენდენციას და ფორმას ანიჭებს ყოველ ბიოლოგიურ სუბსტრაქტს. „ინი“ ცდილობს შეანელოს ორგანიზმის გარემოზე რეაგირება, გაზარდოს ასიმილაციური პროცესები (წონაში მატება), „იანი“ კი პირიქით – ამძაფრებს ორგანიზმის რეაქტიულობას, აძლიერებს დისიმილაციურ პროცესებს. მაშასადამე „ინის“ სიმპტომოკომპლეკსი გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების ანალოგიურია, მაშინ როდესაც „იანის“ სიმპტომოკომპლექსი – კატექოლამინების.
ჩინური მედიცინის მიხედვით „ინის“ მატარებელი ორგანოებია ღვიძლი, გული, თირკმელები, ელენთა, პანკრეასი, ფილტვები. „იანის“ მატარებელია – ნაღვლის ბუშტი, შარდის ბუშტი, კუჭი, სქელი და წვრილი ნაწლავები.
„ინ“ სინდრომს მიეკუთვნება, მაგალითად, სიფერმკრთალე, ხელ-ფეხის გაციება, ნელი, სუსტი მაჯისცემა, დაბალი წნევა, კუჭის შეკრულობა და ა.შ. „იან“ სინდრომს მიეკუთვნება: ლოყების სიწითლე, ძლიერი კონგრესია, მაღალი სიცხე, ჰიპერტენზია და ა.შ.
ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ბუნების ხუთი ელემენტი შეესაბამება ციკლური ცვლილებების სხვადასხვა ფაზებს. პირველი _ მიწა, საყოველთაო საწყისი და გამართიანებელი ელემენტია. მისი ადგილია ციკლის ცენტრში (ნახ.1). დანარჩენი ოთხი ელემენტი გამოხატავს მაქსიმალურ, მინიმალურ აქტიურობას და ორ გარდამავალ მდგომარეობას მათ შორის. (ნახ.1).
წყალი (დიდი ინი) – ყველაზე ცივი, პასიური და მძიმეა. ის აძლევს ორგანიზმს სტაბილურობას. ცეცხლი („დიდი იანი) – მხურვალე, აქტიური ელემენტია. ხე (მცირე იანი) –აღმავლობის, განვითარების სიმბოლოა (როგორც დილა ანუ გაზაფხული); რკინა (მცირე ინი) კი – უკუგანვითარების, აქტიურობის დაცემის ელემენტია (საღამო, შემოდგომა).
ჩინური მედიცინა ძირითად ოთხ სიმპტომოკომპლექსს განიხილავს: დიდი ინი, მცირე ინი, დიდი იანი, მცირე იანი. ოთხივე ზემოთ აღნიშნულ ციკლის ფაზებს შეესაბამება.
ჰუმორული თეორია ადამიანის ორგანიზმში ანალოგიურად გამოყოფს ორ უკიდურეს და ორ გარდამავალ მდგომარეობას. მაქსიმალურ აქტიურობას შეესაბამება ელემენტი - ცეცხლი~ და ჰუმორი - ყვითელი ნაღველი (ზაფრა). Mმინიმალურ აქტიურობას - წყალი და ლორწო~ (ლიმფა, ბალღამი). აღმავლობას მინიმალურიდან მაქსიმალურისკენ - ჰაერი და სისხლი. მეორე გარდამავალ მდგომარეობას, მაქსიმალურიდან მინიმალურისაკენ - მიწა და შავი ნაღველი (სევდა). შავი ნაღველის ქვეშ იგულისხმება გადამწვარი ბიოლოგიური სითხეები: ვენოზური სისხლი (მ. ჯანელიძე, 1989წ.), გამუქებული ნაღველი და ბალღამი.
ყოველ ამ ელემენტს და ჰუმორს ოთხი ძირითადი თვისება გააჩნია, რომელთა მიხედვით ხდება ადამიანის კონსტიტუციების, სიმპტომოკომპლექსების და წამლის დახარისხება. ეს ძირითადი თვისებებია: მხურვალე, გრილი, ნოტიო და ხმელი (ნახ.2).
ჰუმორებს შორის ორგანიზმში წონასწორობა არსებობს. თუ ეს წონასწორობა სხვადასხვა მიზეზებით დარღვეული იქნება ადამიანი ავად ხდება. Mმკურნალობის მიზანია აღდგეს დარღვეული წონასწორობა, რაც ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელებას. ამისათვის საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს რა მიმართულებით არის გადახრა გაწონასწორებულ საშუალო მდგომარეობიდან, როგორი არის ავადმყოფის კონსტიტუცია, ანუ საწყისი მდგომარეობა. შემდეგ ძველი მედიცინა ითვალისწინებდა წამლის ბუნებას, რომელსაც წინასწარ სწავლობდა. ცნობილი იყო როგორი გემოს წამლები ან საჭმელები ახურებს ორგანიზმს და როგორი აგრილებს. წამლები წონასწორობის აღსადგენად გამოიყენებოდა, როგორც `საწინაამღდეგოს~ ასევე მსგავსების პრინციპითაც.
ჰიპოკრატეც ასევე აღნიშნავდა, რომ ორი სახის წამალს შეუძლია კარგად განკურნოს დაავადება. Pპირველი - ეს ისეთი წამლებია, რომელთა მოქმედება იგივე მიმართულებითაა წარმართული, როგორც დაავადების დროს არის გადახრა. Mმეორე – წამლებია, რომელთა მოქმედება საწინაამღდეგოა დაავადების სიმპტომებისა. სამწუხაროდ, ჰიპოკრატე მეორე ჯგუფის წამლებს აძლევდა უპირატესობას. Mმეორე უდიდესმა ექიმმა ჰალენმა საერთოდ მედიცინის ლოზუნგად შემოიღო მტკიცება: ჩონტრარია ცონტრარიუმ ცურანტურ~ (საწინაამღდეგო იკურნება საწინაამღდეგოთი), რითაც მედიცინის განვითარება მთელს მსოფლიოში ორი ათასი წლით ჩიხში შეიყვანა.
რა იყო მანმადე? Uუძველესი ინდური და ჩინური მედიცინა გვიჩვენებს, რომ არა ის, რასაც ანტიპათიური მედიცინა აკეთებს. შუმერული და ეგვიპტური მედიცინის პრინციპები შესწავლას და გაანალიზებას მოითხოვს. ქართული მედიცინაც ერთ-ერთი უძველესთაგანია. ის შუმერულიდან იღებს სათავეს. Bბ-ნი რ.შენგელია აღნიშნავს, რომ ქართული მედიცინა უძველესი დროიდან იყენებდა შხამებს სმკურნალოდ. მაგალითად, მედეამ იცოდა მრავალი შხამის არამარტო მომწამვლელი ძალა, არამედ მათი სასიკეთო თვისებებიც. ქართველი მეფეები ღებულობდნენ მცირე დოზით შხამებს, რათა გამოემუშავებინათ მათ მიმართ იმუნიტეტი.
თვით ჰიპოკრატე ცდილობდა კოლხური მედიცინის საიდუმლოებების გამოვლენას, მაგრამ, მწუხარებით აღნიშნავს, რომ მას არაფერი არ გაანდეს. ჰიპოკრატეს დროს არსებობდა სახელგანთქმული კნიდოსის სკოლა, რომელიც ეგვიპტის და ბაბილონის სამედიცინო ტრადიციების გამგრძელებლად იყო ცნობილი. თუ ჰიპოკრატეს კოსის სკოლა ხალხის ფართე მოსახლეობას მკურნალობდა, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მარტივ მეთოდებს იყენებდა, სრულიად სხვანაირად იდგა საკითხი კნიდოსის სკოლაში. Mმისი ექიმები იყვნენ ბევრად მაღალი რანგით და მკურნალობდნენ უფრო სერიოზულ პრობლემებს. Kკნიდოსის სკოლა განიხილავდა თავისებურ სიმპტომათა კომპლექსებს, არ იფარგლებოდა მხოლოდ კონკრეტული დაავადებებით, მკურნალობდა პიროვნებას.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უძველესი მედიცინა ძირითადად სინდრომოლოგიურ დიაგნოსტიკას იყენებდა, შემდეგ მისი ადგილი ნოზოლოგიურმა დიაგნოსტიკამ დაიკავა. ჯერ ნოზოლოგიური ერთეულები გამოყოფილი იყო ანატომიური პრინციპით, შემდეგ აგრეთვე ეთიოლოგიურით, და ბოლოს ფუნქციონალურით. ამჟამად სულ უფრო ხშირად ვხვდებით შერეულ ფუნქციონალურ -–ეთიოლოგიურ - პათანატომიურ ნოზოლოგიურ და აგრეთვე სინდრომოლოგიურ დიაგნოზებს. თანამედროვე სინდრომები (ვეგეტოდისტონია, დეპრესიულ-ობსესიური სინდრომი და ა.შ.) არ მოიცავენ ავადმყოფის მთლიან მდგომარეობას და მითუმეტეს, ძველი ტრადიციული მედიცინის და ჰომეოპათიის სინდრომებიდან განსხვავებით სრულიად არ ითვალისწინებენ პიროვნებას.
ამ თავში ჩვენ შეგნებულად გამოვტოვეთ ტიბეტის და ინდური აიურვედული მედიცინის სინდრომების განხილვა, რათა კიდევ უფრო არ გაგვერთულებინა ისედაც ძალზე რთული მასალა. მოკლედ გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი ანალიზის შედეგები. ამ სამედიცინო სისტემებში აღწერილი სამი ძირითადი სინდრომი და ადამიანის კონსტიტუციონალური ტიპი არ ეწინაამღდეგება ოთხ სინდრომს და კონსტიტუციას ჰუმორულ თეორიაში და ჩინურ მედიცინაში. უბრალოდ ამ სამიდან ორი უკიდურესი ფორმაა და ერთი გარდამავალი. Mმეორე გარდამავალი ფორმაც ინდურ და ტიბეტის მედიცინაში არსებობს, მხოლოდ როგორც შერეული სინდრომი ან ტიპი (კაპხა-პიტტა.იხ.2).
ამ თავში ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მიაზმების თეორია, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი, დამთავრებული ფორმით ჯერჯერობით არ არის, კავშირშია ძველ ტრადიციულ სამედიცინო სისტემებთან. მათი ერთობლივი შემდგომი განხილვა და შესწავლა ბევრის მომტანია.
ჰომეოპათიური მკურნალობა შეიძლება შეივსოს ინდივიდუალურად შერჩეული დიეტით ქართულ ან ტიბეტის მედიცინიდან, ვარჯიშით და ა.შ. რაც მთავარია, იმედი გვაქვს _ ზოგიერთი სპეციალისტი მაინც მივა იმ აზრამდე, რომ არც ჰუმორული თეორიის, არც `მიაზმების~ ისტორიაზე მიბარება არ შეიძლება. ტრადიციული მედიცინის შესწავლა და აღორძინება უნდა დაიწყოს არა პრაქტიკული რეცეპტებიდან, მეთოდებით და საშუალებებიდან, არამედ თეორიული საფუძვლებიდან.