ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის
სივრცული, მთლიანი მოდელი
(Periodical tabel)
1989 წელს ანტონ ლაუაზიე თავის წიგნში პირველად აღწერს ქიმიური ელემენტების სიას – მარტივი სხეულების ტაბულას. მაგრამ ქიმიური ელემენტების რიგში ჟანგბადი, აზოტი, წყალბადი, გოგირდი, ფოსფორი, კალციუმი და მაგნიუმის გვერდით განიხილავდა შუქს, სითბოროდს და მსგავს მცნებებს. XIX საუკუნის დასაწყისში ქიმიაში გაბატონდა ატომურ–მოლიკულარული ჰიპოთეზა ჯონ დალტონის დამსახურებით, პირველად გამახვილდა ყურადღება ატომურ წონაზე. როდესაც დ. მენდელეევის პერიოდული კანონი იქნა აღმოჩენილი (1989წ.) ცნობილი იყო 63 ქიმიური ელემენტი. სულ ბოლო წლებში (2010) დუბნაში აღმოჩენილია ელემენტი დროებითი სახელწოდებით ,,უნუნ სეპტიი“, რომელიც ლათინურად ნიშნავს ,,ასმეჩვიდმეტე“–ს.
ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა გამოისახება ტაბულების სახით, რომელიც ძირითადად ოთხკუთხედ ფორმას აძლევენ. არსებობს ალტერნატიული ფორმებიც. მაგალითად სპირალური ფორმა (ბაუმგაუერის,1870). ბევრმა სცადა სივრცული 3D ფორმის შექმნაც Periodic Table formulations . როდესაც დ. მენდელეევმა ჩამოაყალიბა პერიოდული კანონი, პირველივე სტატიაში ახსენებს, რომ სინამდვილეში განლაგება ელემენტების გამოირჩევა უწყვეტობით და წარმოადგენს სპირალურ ფუნქციას.
მე პირადად მომივიდა აზრად ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის სპირალი ნახევარსფეროზე განმეთავსებინა (Fflash) ეს დასრულებული, სივრცული მთლიანი მოდელია ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის. ამგვარად სისტემის გამოსახვამ რამოდენიმე დასკვნამდე მიმიყვანა. პირველი ის არის, რომ წყალბადი არ შედის არცერთ ჯგუფში და ცენტრალური ელემენტია. რვა ძირითადი ჯგუფისათვის, 10 ქვეჯგუფისათვის და 14 ლანტანოიდ–აქტანოიდებისათვის. მას როგორც მეტალების აგრეთვე არამეტალების თვისებები გააჩნია, ვინაიდან ერთი ელექტრონი აქვს ატომში და ერთი სჭირდება ელექტრონი გარსის შევსებისთვისაც.
ოთხკუთხედი ქიმიური ელემენტების პერიოდულ ტაბულაში წყალბადს ჯერ პირველ ჯგუფში ანთავსებდნენ, მაგრამ ცხადია, რომ ტუტემეტალი არ არის. შემდგომში მეშვიდე ჯგუფში სვამდნენ პირობითად და არც ჰალოგენი არ არის. დრო არის ვიწამოთ, რომ წყალბადი ცენტრშია, როგორც საათზე ცენტრალური წერტილი, საერთო ელემენტია სისტემის და ძალზედ განსხვავებული, რასაც კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით. მეორე დასკვნა ეხება ელემენტს, რომელიც წყალბადის წინ არის და ამ საკითხს ცალკე, წიგნის მესამე თავი მივუძღვენი. მანამდე კი, გამოვიდეთ მიკროსამყაროდან და ძალზედ საინტერესო და კაცობრიობის მსოფლმხედველობისათვის საბედისწერო თეორია განვიხილოთ.