"ჰეპატიტი" - სიტყვასიტყვით ,,ღვიძლის ანთებას'' ნიშნავს და უმეტეს შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა; თუმცა ჰეპატიტი შეიძლება არაინფექციური წარმოშობისაც შეგვხვდეს. მაგ. ალკოჰოლური, ტოქსიკური (შხამიანი ნივთიერებების) გავლენით გამოწვეული ჰეპატიტი. ღვიძლის ინფექციური დაზიანებიდან არჩევენ ჰეპატიტის რამდენიმე ფორმას – A -, B - , C- ჰეპატიტი. ბოლო წლებში ლიტერატურაში გაჩნდა ინფორმაცია ჰეპატიტის ახალი ფორმების – G, D, E, F - ჰეპატიტების შესახებაც.
A - ჰეპატიტი – გადადის დაბინძურებული ხელებით და შედარებით ადვილად გადაიტანება (მძიმე ფორმების გარდა). მისი დაინფიცირების პროცენტი საქართველოში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში.
B ჰეპატიტი – გადადის ,,სისხლით'', დაბინძურებული შპრიცების ხმარებისას, სამედიცინო მანიპულაციებისას, როცა შეხება აქვთ სისხლთან. დაინფიცირება ხდება ნარკომანებში საერთო შპრიცის გამოყენებისას ან ე.წ. ,,სისხლზე გაკეთებულ'' ნარკოტიკის მოხმარებისას. B ჰეპატიტი მიმდინარეობის მეტი სიმძიმით გამოირჩევა, ხშირად ხდება მისი გადასვლა ქრონიკულ ფორმებში და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ღვიძლის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს (ღვიძლის ციროზი). ბოლო წლებში მსოფლიოს ჰეპატოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს C - ჰეპატიტი, რომელიც აღიარებულია, როგორც ყველაზე ,,ვერაგი'' ჰეპატიტი – ხშირად იგი თითქოსდა ,,მსუბუქად'' უსიყვითლოდ მიმდინარეობს, ისე რომ პაციენტმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს დაავადება. სამაგიეროდ, C - ჰეპატიტი საკმაოდ მძიმე შედეგებს სტოვებს მომავალში - დაავადებულთა საკმაოდ დიდ პროცენტს მოგვიანებით ღვიძლის ციროზი უვითარდებათ. რაც შეეხება ჰეპატიტის ახალაღმოჩენილ G, E, F – ფორმებს, ეს ფორმები დღეს კვლევის საგანია და მათი გადაცემის გზები, მიმდინარეობა, პროგნოზი, ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია. საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორიები, სადაც ხდება ყველა ამ ფორმის იდენტიფიკაცია.
რა ხდება ჰეპატიტის დროს ორგანიზმში?
ჰეპატიტისას დაავადების გამომწვევი ვირუსი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს. საერთოდ, ღვიძლს ახასიათებს უნივერსალური მოკროარქიტექტონიკა: ღვიძლის უჯრედები წარმოდგენილია ექვსკუთხა მართკუთხედების სახით. ამ ექვსკუთხედის ცალი გვერდები სიმაღლეში ერთმანეთზე დაწყობით ქმნიან სადინარებს. ღვიძლში ერთმანეთს გვერდიგვერდ მდებარეობენ სისხლის და ნაღვლის სადინარები, ისე რომ ფაქტიურად ამ სადინარებს საკუთარი ცალკე გამოყოფილი კედელი არ გააჩნიათ. როცა ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლის ასეთ მიკროარქიტექტურას აზიანებს, ამ დროს სადინარების იზოლაცია ირღვევა და სისხლი და ნაღველი ერთმანეთში ერევა, ე.ი. ნაღველი ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში. ,,ნაღველიანი სისხლი'' ყველა ორგანოში აღწევს და ვინაიდან, ნაღველი ყვითელი ფერისაა, ყველა ორგანო ყვითელ ელფერს იძენს. პირველად ყვითლდება თვალის სკლერები, შემდეგ კანი და ლორწოვანი. ,,ნაღვლიანი სისხლი" ხვდება თირკმელებში და იქ გაფილტვრისას გადადის შარდში (კლინიკურად შარდი მუქდება, განავალი თეთრდება). კლინიკურად ამ დროს ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები (ნაღველი ტოქსიურად მოქმედებს ტვინზე, ქსოვილებზე) - პაციენტს აწუხებს სისუსტე, უმადობა, სიცხე, გულისრევის შეგრძნება. ღვიძლი ზომებში დიდდება, რაც ,,სიმძიმის შეგრძნებით" ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.
ჰეპატიტის მძიმე და საშუალო ფორმების მკურნალობა სტაციონარში ტარდება. პაციენტს ენიშნება წოლითი რეჟიმი და მკაცრი დიეტა, ენიშნება ვიტამინები, ინტრავენურად ინტოქსიკაციის მოსახსნელად უსხამენ დეტოქსიკურ ხსნარებს. მაგრამ ჯერჯერობით მედიცინაში არაა შექმნილი ვირუსის საწინაამღდეგო ეფექტური საშუალება. განსაკუთრებით დიდი შრომა იხარჯება მსოფლიოში C- ჰეპატიტის საწინაამღდეგო პრეპარატის ძიებაში. დიდ პრობლემას წარმოადგენს ჰეპატიტის ქრონიკული ფორმების მკურნალობაც. ამიტომ მედიცინაში ჰეპატიტის მკურნალობა ჯერჯერობით აქტუალურ პრობლემად რჩება.
ჰეპატიტის საწინაამღდეგო ბრძოლის საქმეში ჰომეოპათიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ ინტოქსიკაციას, აუმჯობესებენ ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას, ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებს და იმუნურ სისტემას, რასაც წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციის პროცესში. ჩვენ მრავლად გვაქვს შემთხვევები, როცა ჰომეოპათიის დახმარებით საგრძნობლად გავაუმჯობესეთ ზოგადი მდგომარეობა და გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე თვით ციროზით დაავადებულ პაციენტებსაც კი. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა ასეთი კურიოზიც: მშობელმა მოგვმართა დახმარებისთვის - ბავშვი სკოლაში დაინფიცირდა ,,ბოტკინის დაავადებით" და უცებ ,,გაყვითლდა”. ვინაიდან ეს პარასკევს საღამოს მოხდა, პაციენტმა გადაწყვიტა სტაციონარისთვის ორშაბათს დილით მიემართა და მანამდე ჰომეოპათიური პრეპარატები მიეღო. ჩვენ დავუნიშნეთ წოლითი რეჟიმი, დიეტა და გავატანეთ ჰომეოპათიური საშუალება ინტოქსიკაციის მისახსნელად (ხშირი მიღებით). როცა პაციენტმა ორი დღის შემდეგ, ე.ი. ორშაბათს მიმართა სტაციონარს, იგი პრაქტიკულად უკვე ჯანმრთელი იყო: ჰომეოპათიურმა პრეპარატმა სწრაფად მოახდინა დაავადების კუპირება, მალევე მოხსნა ინტოქსიკაცია და დაავადება იოლ ფორმებში განვითარდა. ამის მსგავსი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში მრავლადაა.
ჰეპატიტით მკურნალობისას აუცილებელია ე.წ. დრენაჟული (,,გამწმენდი'') პრეპარატების გამოყენება. დრენაჟული ჰომეოპათიური პრეპარატები აძლიერებენ ორგანიზმიდან ტოქსინების ბუნებრივი გზებით (შარდით და განავლით) გამოდევნას, მნიშვნელოვნად ამცირებენ ორგანიზმის ინტოქსიკაციის ხარისხს. დრენაჟული პრეპარატებიდან ჰომეოპათიაში გამოიყენება: LLycopodium, Carbo vegetabilis, Berberis, Taraxacum, Apocynum, Cardus marianus. ამ პრეპარატების შერჩევა ხდება პროფესიონალი ჰომეოპათის დახმარებით. მათ იყენებენ დაბალ პოტენციებში და ხშირი მიღებით (დღეში 3X-5X) ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. ჰომეოპათიური წამლის შერჩევა ხდება ჩივილების მიხედვით და დრენაჟული კომპლექსის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ნიუანსი, რაც მხოლოდ ჰომეოპათს შეუძლია.
ჰომეოპათიაში ჰეპატიტის მკურნალობისას დრენაჟულ საშუალებების გარდა გამოიყენება სხვა პრეპარატებიც: Chelidonium, Lycopodium, Merc.Sol , Merc. dulc, Nux vom, Aconit, Belladonna, Bryonia, China, Cholesterinum, Podophyllum, Ceanothus, Carduus marianus, Chamomilla, Chionanthus, Nat phosp, Phosphor, Jucca, Myristica, Leptandra, Cinchoma, Ars alb. Dდა სხვ.
მათი შერჩევა ხდება პრეპარატის პათოგენეზის მიხედვით.
Chelidonium – ჰეპატიტისას ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია, ვინაიდან მის კლინიკაში წამყვანია სიყვითლე. Chelidoniumის დროს კანი და ლორწოვანი გარსები ყვითელი ფერისაა, ენაზე ყვითელი ნადებია. მნიშვნელოვანია ჩჰელიდონიუმ-ის ტიპის ტკივილი, იგი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია და რაც დამახასიათებელია, იგი გადაეცემა მარჯვენა ბეჭში. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან ჩხვლეტითი ხასიათის, საკვების მიღების მერე მცირდებოდეს. შეიძლება იყოს ფაღარათი, ყვითელი ფერის განავალით. მწარე გემო პირში, რძის მოთხოვნილება, თავში სიმძიმის შეგრძნება. საინტერესოა ისიც რომ, Chelidonium არის კონსტიტუციური პრეპარატიც, ე.ი. არსებობს ამ ტიპის ხასიათის ადამიანიც. ჰომეოპათიაში იგი აღწერილია, როგორც დარდიანი, ნაღვლიანი პიროვნება, აქვს მელანქოლიისკენ მიდრეკილება, ხშირად აწუხებს დეპრესიები. საინტერესოა, რომ ძველ ქართულ კარაბადინში აღწერილია ,,ნაღველის" სიჭარბით გამოწვეული სინდრომი. ქართული გამოთქმა ,,ნაღვლიანი ადამიანი" - უფრო ღრმა აზრისაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. კარაბადინის მიხედვით ,,ნაღვლიანი"ნიშნავს რომ ორგანიზმში ,,ნაღველის სიჭარბეა", რაც მის ხასიათზეც აისახება (,,მელანხოლ" – ბერძნულად ნაღველს ნიშნავს). ყოველივე ეს აბსოლუტურად ეთანხმება ჰომეოპათიის პრინციპებს – რომ ადამიანის ხასიათი და დაავადებებისადმი განწყობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. Chelidonium - ის სიმპტომოკომპლექსი - უხასიათობა, დარდიანობა, შეიძლება ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს ჰეპატიტ გადატანილ ადამიანშიც. ჩვენ მრავლად გვქონია შემთხვევები, როცა რამდენიმე წლის წინ, თუნდაც ბავშვობაში, გადატანილი ჰეპატიტის შემდეგ, პაციენტს რჩება ყვითელი ნადები ენაზე, ნაღვლის ბუშტის ტკივილი, რომელიც უკან-ბეჭში გადადის, აქვს ხშირად უხასიათო განწყობა, თავში სიმძიმის შეგრძნება – ასეთ შემთხვევაშიც Chelidonium წარმატებით გამოიყენება.
Lycopodium – ჰეპატიტის მკურნალობისას შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, როცა არის მუცლის შებერვა, ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ზურგში გადადის, განსაკუთრებით ჭამის მერე. მცირე რაოდენობის საკვებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ კუჭში გადავსების, შებერვის შეგრძნება გაჩნდეს. ,,ყურყუტი მუცელში", შებერვა, გაზების დაგროვება – ესაა Lycopodium – ის ძირითადი ჩვენება. პაციენტი ვერ იტანს მოჭერილ ტანსაცმელს მუცელზე. იგი გაღიზიანებულია, აწვალებს ოჯახის წევრებს თავისი კაპრიზებით.
Nux vomica – განსაკუითრებით სასარგებლოა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც უყვართ ალკოჰოლური სასმელი, ყავა. ისინი გაღიზიანებულები, გადაღლილები არიან, სულ ჩხუბობენ, ხშირად აგრესიულებიც კი ხდებიან, უხეშად მიმართავენ მეუღლეს ან დედას, აქვს მუცლის შებერვა, ფაღარათი ცრუ მოთხოვნილებით (ტენეზმები).
China – სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როცა ღვიძლი ხდება განსაკუთრებით მგრძნობიარე შეხებაზე და ზეწოლაზე. პაციენტი მგრძნობიარეა ცივი ჰაერის მიმართ, აქვს შეჟრჟოლების გრძნობა, ძლიერი სისუსტე. Aაქვს სიმძიმის და სავსეობის შეგრძნება მუცელში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, გულძმერვა. შეიძლება გაუჩნდეს ცივი სასმელების, ყავის ან ტკბილეულის მოთხოვნილება.
Carduus marianus - დადებითად მოქმედებს პორტალურ ვენურ სისტემაზე, ხსნის ტკივილის, გულისრევის, ვენოზური შეგუბების და ასციტისაკენ მიდრეკილებას, დადებითად მოქმედებს გადიდებულ ღვიძლზე, როცა ღვიძლი გადიდებულია განივი მიმართულებით (ღვიძლის მარცხენა წილების გადიდება).
Ceanothus - საუკეთესო საშუალებაა, როცა ჰეპატიტის დროს გვაქვს ელენთას დაინტერესებაც. შეიძლება იყოს ანემია, ასციტი, სისხლის შედედების დარღვევა - ასეთ დროს ეს პრეპარატი ფართოდ გამოიყენება.