• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » sazogadoeba » ლიგის წესდება

ლიგის წესდება

ავტორი: tornike 17-01-2011, 19:11

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წესდება

რეგისტრირებულია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 25 იანვრის დადგენილებით

რეგისტრირებული კავშირი,,ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციულიმედიცინის ლიგა"

წ ე ს დ ე ბ ა

თბილისი,2006 წელი

 

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1    რეგისტრირებული კავშირი ` ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა~ (შემდგომში ~კავშირი~) არის ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც შექმნილია და მოქმედებს თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, სამოქალაქო კოდექსისა, მოქმედი კანონმდებლობისა და იმ წესდებისა, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში ჰომეოპათიის და ტრადიციული მედიცინის განვითარება, სწავლება, მეცნიერული კვლევა, პოპულარიზაცია  და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა.

1.2    კავშირი მოღვაწეობს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მუხლი 2

სახელწოდება, ადგილსამყოფელი და მოქმედების ვადა

2.1    მხარეები აფუძნებენ საზოგადოებრივ გაერთიანებას სახელწოდებით `ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა~, რეგისტრირებული კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2.2    კავშირის იურიდული მისამართია: რუსთაველის გამზ. 28 /ალ.ჭავჭავაძის #2, თბილისი, საქართველო.

2.3       კავშირი იქმნება უვადოდ.

მუხლი 3

იურიდიული სტატუსი

3.1    სასამართლოს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან კავშირი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობისა და დამფუძნებელი დოკუმენტების თანახმად.

3.2  კავშირს აქვს საკუთარი ქონება, ბალანსი, ბეჭედი მისი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა და სხვა ატრიბუტები, და კანონით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშები.

3.3  კავშირი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, აფორმებს გარიგებებს, გამოდის სასამართლოში მოპასუხედ და მოსარჩლედ. კავშირის წევრები არ არიან პასუხისმგებლები კავშირის ვალდებულებებზე, ხოლო კავშირი არ არის პასუხისმგებელი მხარეთა მიერ კავშირისაგან დამოუკიდებლად შეძენილ ვალდებულებებზე. კავშირის  ადგილმდებარეობაა  - ქ. თბილისი. კავშირის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მუხლი 4

კავშირის მიზნები და ამოცანები

4.1     კავშირის მიზნებსა და ამოცანებს შეადგენს:

-    საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის აღორძინება, განვითარება, პოპულარიზაცია, სწავლება, მეცნიერული კვლევა და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა.

-    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგანმანათლებო პროცესის, სპეციალისტთა მომზადების კურსების მოწყობა.

-    კანონმდებლობასთან შესაბამისად  ჰომეოპათიური და ტრადიციული მედიცინის სამკურნალო საშუალებების წარმოება, რეგისტრაცია, რეალიზაცია, საბითუმო და საცალო აფთიაქების ქსელის შექმნა.

-    კანონმდებლობის შესაბამისად ჰომეოპათიური და ტრადიციული მედიცინის კაბინეტების და ცენტრების შექმნა სხვადასხვა სამედიცინო თუ არასამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე.

-    ურთიერთობის განვითარება კლასიკური მედიცინის სხვა დარგებთან და სამედიცინო ობიექტებთან.

-    კონტაქტების განვითარება საერთაშორისო პარტნიორთა ასოციაციებთან, ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების, გამოფენების და და სხვა ღონისძიებების მოწყობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

-    მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, ლიტერატურის მომზადება, თარგმნა, გამოცემა კანონით დადგენილი წესით.

-    საქველმოქმედო საქმიანობის განვითარება.

-    კანონით აუკრძალავი სხვა საქმიანობა, რომელიც შეესაბამება კავშირის მიზნებსა და ამოცანებს.

4.2 კავშირს უფლება აქვს განახორციელოს საწარმო-სამეურნეო საქმიანობა და მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის საწარმოებსა და სამეურნეო ანგარიშიან ორგანიზაციებს იურიდიული პირის უფლებით

მუხლი 5

კავშირის  წევრობა 

5.1 კავშირის საქმიანობაში შესაძლებელია  ინდივიდუალური და კოლექტიური გაწევრიანება. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ან უცხოეთის სრულწლოვანი მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და იზიარებს კავშირის წესდებას.

5.2 კავშირის წევრად გამგეობის მიერ მიიღება პირი მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე. კავშირის წევრებს ეძლევათ მოწმობა.

5.3 კავშირში გაწევრიანების მსურველი ფიზიკური პირი უნდა იზიარებდეს კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს კავშირის სულ ცოტა ორი დამფუძნებელი წევრის წერილობითი რეკომენდაცია.

5.4 კავშირში ახალ წევრად მიღების ან გარიცხვის საკითხს წყვეტს გამგეობა ამ წესდების 5.1 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში და წევრობიდან გარიცხვა-მიღება ხორციელდება ღია კენჭისყრით.

5.5 ყოველ წევრს უფლება აქვს გავიდეს კავშირიდან, რაზედაც წერილობით უნდა აცნობოს გამგეობას სულ ცოტა ერთი თვით ადრე. ამგვარი განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან 2 თვის ვადაში. კავშირის დამფუძნებლები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დამფუძნებელ კრებაზე,  კავშირის წევრები ხდებიან ამ წესდების სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან, განცხადების გარეშე.

კავშირის წევრებს უფლება აქვთ:

- მონაწილეობა მიიღონ კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, გეგმების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავებაში და განხორციელებაში.

- აირჩიონ და არჩეულ იქნენ კავშირის საქმიანობის ყველა ორგანოში.

- მიიღონ ინფორმაცია კავშირის მუშაობის შესახებ.

- მონაწილეობა მიიღონ უცხოელ პარტნიორებთან კავშირის მუშაობაში.

- ისარგებლონ კავშირის მიერ დადგენილი შეღავათებით, მატერიალური დახმარებით, ისარგებლონ კავშირის დახმარებით თავიანთი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში, რომელიც განეკუთვნება კავშირის საწესდებო საქმიანობას.

- გაუწიონ კავშირს ფინანსური დახმარება.

- იყვნენ სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები.

- ნებაყოფილობით გავიდნენ კავშირიდან.

თუ კავშირის წევრი დამაკმაყოფილებლად არ ასრულებს თავის მოვალეობას, ან თავისი მოქმედებით ხელს უშლის კავშირის საქმიანობას, გამგეობის ნებართვის გარეშე გასცემს კონფედენციალურ ინფორმაციას, გამგეობის მიერ შეიძლება დაუსწრებლად გაირიცხოს კავშირის წევრობიდან.

5.6 არ დაიშვება წევრობის გადაცემა სხვა პირებზე ან მემკვიდრეობით.

5.7 მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას გამგეობის მიერ შესაძლებელია კავშირიდან წევრის გარიცხვა.

5.8 კავშირი უფლებამოსილია მიანიჭოს პირს კავშირის საპატიო წევრის წოდება.

კავშირის კოლექტიური წევრი შეიძლება გახდეს ფირმები, კომპანიები. საკუთრების ფორმებისა და რაოდენობის მიუხედავად. Aასევე საქართველოს და უცხოეთის საზოგადოებრივი სამეცნიერო საზოგადოებები, კავშირები, რომლებიც ეთანხმებიან კავშირის წესდებებს.

კავშირში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც სხვა წევრები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.

კავშირის წევრები შეიძლება იყვნენ ძირითადი ან ასოცირებული წევრები:

_ ძირითადი წევრები არიან დამფუძნებლები, იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლების მიღებული არიან კავშირის წევრებად ამ წესდებით დადგენილი წესის მიხედვით და უშუალოდ მონაწილეობენ კავშირის ყველა სახის ღონისძიებაში.

_ ასოცირებული წევრები კავშირთან თანამშრომლობენ კონკრეტული საწესდებო ამოცანების და პროგრამების გადაწყვეტაში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კავშირის, კრებების, გამგეობების საქმიანობაში.

5.9 კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან:

1. ალაშვილი თორნიკე ოთარის ძე

2. ნაჭყებია ნანული ამირანის ასული

3. ზუბაშვილი ირინა ვასილის ასული

4. ნაჭყებია ამირანი აკაკის ძე

5. მარგალიტაშვილი სოფიო  ომარის ასული

მუხლი 6

კავშირის უფლებები

ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად კავშირი უფლებამოსილია:

- აწარმოოს საქველმოქმედო საქმიანობა;

- იმოქმედოს აუცილებელი რესურსების მოსაზიდად და არასარეალიზაციო ოპერაციების საწარმოებლად;

- დამოუკიდებლად შეიმუშაოს და დაამტკიცოს თავისი საქმიანობის გეგმები და პროგრამები, განსაზღვროს კავშირის განვითარების პერსპექტივები;

- მიიღოს სამსახურში და მოიწვიოს საქართველოს ან საზღვარგარეთის    მოქალაქეები სახელშეკრულებო საფუძველზე;

- დააფინანსოს სამეცნიერო კვლევები, პროგრამები და კავშირის საქმიანობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;

- მიიღოს სამეცნიერო და სხვა ინფორმაცია სახელმწიფო, სამეცნიერო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციებიდან, დაამყაროს კონტაქტები საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციული ბანკის შექმნის მიზნით;

- მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში;

-  გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ;

- გამოიყენოს კავშირის საწესდებო მიზნებსა და ამოცანებისათვის მისაღები სამეცნიერო იდეები და ნაშრომები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თანახმად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა;

- დაიცვას კავშირის წევრების კანონიერი ინტერესები და უფლებები სასამართლოში;

- განახორციელოს საინფორმაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური, საგამომცემლო და სხვა საქმიანობა, რაც არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას; ჰქონდეს პერიოდული ბეჭვდითი ორგანო, ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას.

- შექმნას საკუთარი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესარულებლად;

- აწარმოოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის ფარგლებში;

- ჰქონდეს საკუთრებაში (ან სხვა სახით) შენობები, ტრანსპორტი, ფასიანი ქაღალდები, დაზგა-დანადგარები, ფულადი სახსრები, საინფორმაციო რესურსები და სხვა ქონება, რომელიც  აუცილებელია კავშირის საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის და მისი საწესდებო ამოცანების შესრულებისათვის;

-  გააფორმოს ნებისმიერი გარიგება, ხელშეკრულება, შეთანხმება საქართველოს თუ უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც მიმართული იქნება მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ან ქონებრივ უფლებაზე;

- დააწესოს გრანტები და სახელობითი პრემიები კავშირის საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად;

- დაადგინოს კავშირის მმართველი ორგანოებისა და შტატის განრიგი, გადაწყვიტოს მათი დაქირავებისა და განთავისუფლების, აგრეთვე, შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების ან სხვა შემოსავლების ფორმირებისა და მოცულობის განსაზღვრის საკითხები;

-  შექმნას ფილიალები და წარმომადგენლობები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ;

-  აწარმოოს სხვა საქმიანობა, რაც არ ეწინააღმდეგება კავშირის საწესდებო მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 7

კავშირის ვალდებულებები

კავშირი ვალდებულია:

- დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომელთა მოქმედება ვრცელდება კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებზე;

- აწარმოოს აღრიცხვა და ანგარიშსწორება თანახმად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა;

- დროულად შეატყობინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს თავისი იურიდიული მისამართის, კავშირის დამფუძნებლების შეცვლის, აგრეთვე, კავშირის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ;

-  ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში თავისი ქონების სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

-  შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რაც დადგენილია კავშირის წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 8

კავშირის ქონება და საფინანსო საქმიანობა

კავშირის ქონებას შეადგენს ძირითადი ფონდები, საბრუნავი თანხები და სხვა ფასეულობანი, რომელიც ასახულია კავშირის დამოუკიდებელ ბალანსში.

8.1 კავშირის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, შემოწირულობების (კავშირის დამფუძნებელთა და სხვათა მხრიდან) და სხვა კანონიერი შემოსავლებისგან, რაც შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კავშირის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. საწევრო შენატანის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.

8.2 კავშირი ახორციელებს თავის საფინანსო საქმიანობას თანახმად ამ წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა.

კავშირის სახსრები შემდეგია:

- კავშირის ინდივიდუალური და კოლექტიური გაწევრიანების შესასვლელი საწევრო შესატანები.

_ კავშირის წევრთა ნებაყოფილობითი შესატანები.

_ საქართველოს და უცხოეთის იურიდიული პირების საქველმოქმედო ანაბრები.

_ სახელმწიფო         და   საზოგადოებრივი  ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების, ფირმების და ცალკეულ პირთა შემოწირულობები.

_ ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება.

_ ღონისძიებების ჩატარების შედეგად მიღებული შემოსავალი.

_ დადგენილი     წესით  გამოცემული ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებით მიღებული შემოსავალი.

_ საკუთარი საწარმოო-სამკურნალო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

_ სხვა  წყაროებისგან,   რომელიც   არ     არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

- კავშირი და მის მიერ შექმნილი საწარმოები და ორგანიზაციები სახელმწიფოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.3 კავშირის საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

მუხლი 9

კავშირის ორგანოები და ორგანიზაციული სტრუქტურა

9.1  თავისი მიზნების განსახორციელებლად კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - კავშირის გამგეობა, რომლის არჩევა ხდება წელიწადში ერთხელ.

9.2 გამგეობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, კომისიებისა და საკონსულტაციო ორგანოების შექმნა.

მუხლი 10

წევრთა საერთო კრება

10.1  კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება.

10.2 საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ გეგმიური სხდომების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 1 (ერთი) სხდომისა. წევრთა საერთო კრების ყოველწლიური სხდომები გასული წლის ანგარიშისა და მომავალი წლის მოქმედების გეგმის დასამტკიცებლად მოიწვევა არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა საფინანსო წლის დასრულების შემდეგ.

10.3 საერთო კრების გეგმიური სხდომები მოიწვევა კავშირის წევრთათვის წერილობითი შეტყობინებების მეშვეობით კრების ჩატარებამდე 2 (ორი) დღით ადრე, შეტყობინებაში მითითებული ადგილის მიხედვით.

10.4 წევრთა საერთო კრებაზე განსახილველი საკითხები ნაჩვენები იქნება დღის წესრიგში. საერთო კრების ყოველ წევრს უფლება აქვს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე მიმართოს გამგეობის თავმჯდომარეს დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

10.5 წევრთა საერთო კრების ყოველ წევრს უფლება აქვს სხდომაზე მისი დაუსწრებლობის შემთხვევაში რწმუნებულებით გადასცეს თავისი უფლებამოსილება წევრთა საერთო კრების რომელიმე სხვა წევრს.

10.6 წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.

10.7 წევრთა საერთო კრების კომპეტენციას განკუთვნილი გადაწყვეტილებები მიიღება მისი წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, გარდა ამ წესდების 13.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

10.8 წევრთა საერთო კრება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით ირჩევს  კრების თავმჯდომარეს და მდივანს.

10.9  წევრთა საერთო კრების კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები:

- კავშირის წესდების დამტკიცება, აგრეთვე, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

-   კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

-    კავშირის მმართველი ორგანოების წევრთა არჩევა, მათი შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;

-    მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას გადაწყვეტილების მიღება გამგეობის ნებისმიერი წევრის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;

-   კავშირის საქველმოქმედო პროგრამების დამტკიცება;

- კავშირის   წლიური გეგმის, ბიუჯეტისა და მისი ანგარიშის                                                          დამტკიცება; 

-    გადაწყვეტილებების მიღება კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, აგრეთვე, სალიკვიდაციო კომისიის დამტკიცება.

მუხლი 11

გამგეობა

11.1 კავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომლის შემადგენლობაც აირჩევა წევრთა საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით.  გამგეობა ხელმძღვანელობს კავშირის მიმდინარე საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში.

11.2 გამგეობა შედგება 4 (ოთხი) წევრისაგან, სახელდობრ ესენი არიან:

_    ალაშვილი თორნიკე ოთარის ძე

_    ნაჭყებია ნანული ამირანის ასული

_    ნაჭყებია ამირანი აკაკის ძე

_    ზუბაშვილი ირინა ვასილის ასული

11.3 გამგეობა თავისი შემადგენლობიდან ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს პრეზიდენტს ორი წლის ვადით.

11.4 კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა ალაშვილი თორნიკე ოთარის ძე დაბადებული 21 მაისს 1963, საქართველოში, ქ. ქუთაისში, პირადობის მოწმობა #80191187, პირადი #01017013429, პროფესიით ექიმი - ჰომეოპათი, მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ჭონქაძის 10ა, 4;

ნაჭყებია ნანული ამირანის-ასული, დაბადებულია 1 იანვარს 1956 წელს, საქართველოში, ქ. ფოთი,  პირადობის მოწმობა #ბ0504668, პირადი #19001002164პროფესიით ექიმი, მცხოვრები თბილისი ბარალეთის ქ. #71.

ნაჭყებია ამირანი აკაკის-ძე, დაბადებულია 17 სექტემბერი 1981წ, საქართველოში, ქ. ზუგდიდში. პირადობის მოწმობა #დ 0230678, პირადი #19-001-014423. მცხოვრები მისამართზე: ზუგდიდი, თავისუფლების ქ. 199.

ირინა ზუბაშვილი , დაბადებულია 16 თებერვალს 1962წ, საქართველოში ქ. თბილისში. პირადობის მოწმობა #დ 0207563, პირადი #01026007624. მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ახალშენის 11 ბ.8.

მარგალიტაშვილი სოფიო ომარის–ასული, დაბადებულია 18 იანვარს 1970წ, საქართველოში ქ. თელავში. პირადობის მოწმობა #გ 0294756, პირადი

# 01021010024. მცხოვრები მისამართზე: თბილისი, დიღმის მასივი 2კვ. 14.კორ ბ.69.

11.5 გამგეობის სხდომები იმართება სულ ცოტა თვეში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სულ ცოტა ნახევარზე მეტი.

11.6 კავშირის მიმდინარე საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

11.7  გამგეობის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები:

- კავშირის საერთო ადმინისტრაციულ-ტექნიკური და ოპერატიული ხელმძღვანელობა გამგეობის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;

-   წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების მომზადებისა და შესრულების უზრუნველყოფა;

-   კავშირის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;

- კავშირის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა;

-   კავშირის ქონების მართვა;

- კონტროლის განხორციელება კავშირის საბუღალტრო და საფინანსო ანგარიშებზე;

- პერსონალისთვის პრემიალური თანხების განსაზღვრა გამგეობის მიერ დამტკიცებული საერთო პრემიალური ფონდის ფარგლებში;

-  თანამშრომლების სამივლინებო საკითხების გადაწყვეტა;

-  პერსონალის სამუშაოზე მიღება და განთავისუფლება;

- წევრთა საერთო კრების მიერ მათზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულების მოვალეობა;

11.8 გამგეობის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებს კავშირის სახსრებისა და ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე. გამგეობის თავმჯდომარე წარმოადგენს კავშირს მესამე პირებთან ურთიერთობებში.

11.9 გამგეობის მოვალეობაში შედის წევრთა საერთო კრებისათვის შემდეგი აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა:

- კავშირის ყოველწლიური ბალანსი;

- ყოველწლიური ანგარიში შემოსავალზე და გასავალზე;

- კვარტალური საფინანსო ანგარიშები;

- სხვა დოკუმენტაცია წევრთა საერთო კრების შეხედულებისამებრ.

11.10 გამგეობა ანგარიშვალდებულია წევრთა საერთო კრების წინაშე, პასუხისგებელია კავშირის საქმიანობის განხორციელებაზე და მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

მუხლი 12

საკონსულტაციო საბჭო

კავშირის ამოცანების განხორციელების პროცესში წევრთა კრებას შეუძლია შექმნას სპეციალური საკონსულტაციო საბჭოები. ასეთ ორგანოებში შეიძლება გაერთიანდნენ ისინიც, ვინც არ არიან კავშირის წევრები.

მუხლი 13

პერსონალი

13.1    კავშირის მუდმივი პერსონალის დაკომპლექტება ძირითადად წარმოებს საქართველოს მოქალაქეებისაგან გამგეობის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად.

13.2    გამგეობა იღებს გადაწყვეტილებებს გარკვეული პროექტების განხორციელების მიზნით უცხოელი სპეციალისტების მოსაწვევად.

13.3    პერსონალის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა ლიმიტირებულია და მისი ზღვარი დგინდება გამგეობის მიერ.

მუხლი 14

კავშირის საერთაშორისო ურთიერთობები

14.1    კავშირს აქვს უფლება გაერთიანდეს საერთაშორისო ანალოგიურ ორგანიზაციებში ან შევიდეს სხვა გაერთიანებების შემადგენლობაში  წევრად, ჰქონდეს პირდაპირ საერთაშორისო სამეცნიერო-ფინანსური კონტაქტები. Dგააფორმოს უცხო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები.

14.2    კავშირი უფლებამოსილია მიავლინოს საკუთარი წარმომადგენლები, დელეგაციები საზღვარგარეთ, მოახდინოს მათი დაფინანსება კანონთან შესაბამისად, და ამ მიზნით სპონსორთა მოძიება.

14.3    კავშირი უფლებამოსილია თავად მოაწყოს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები, მიიღოს უცხოეთის წარმომადგენლები.

მუხლი 15

წესდებაში დამატებები და ცვლილებები

15.1 კავშირის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მხოლოდ წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებებით ხმათა 2/3-ის უმრავლესობით.

15.1    კავშირის  წესდებაში ცვლილებები და დამატებები იურიდიულ ძალას იძენს მათი სასამართლოს მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

მუხლი 16

კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

16.1 კავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

16.2 კავშირის სალიკვიდაციოდ წევრთა საერთო კრების მიერ იქმნება სალიკვიდაციო კომისია. სალიკვიდაციო კომისიის დანიშვნის მომენტიდან მას გადაეცემა კავშირის საქმიანობის მართვის უფლებამოსილება. სალიკვიდაციო კომისია, კავშირის ლიკვიდაციის დროს, უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში კავშირის სახელით.

16.3 ლიკვიდაცია წარმოებს:

ა. საერთო კრების გადაწყვეტილებით;

ბ. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.

16.4 კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება წარმოებს თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა, სალიკვიდაციო კომისიის შექმნის მომენტიდან კავშირის მმართველი ორგანოების უფლებამოსილება უქმდება და კავშირი კარგავს იურიდიული პირის უფლებებს.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები