• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » siaxleebi » ფესტოს დისკო

ფესტოს დისკო

ავტორი: Nino 25-03-2011, 16:34

მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი - საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი ,,ფესტოსის დისკო”–ს წარწერა ქართულ ენაზე  გაშიფრა გ. კვაშილავამ.

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი

            

 

პირობითად  დათარიღებულია ძვ.წ. 1850-1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი - 380 გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში (III გალერეა, 41 ყუთი, #EP-1358).
1992 წლის დეკემბერს ვლადიკავკაზში 1880 წლის შენობის სარდაფში ნაპოვნი იქნა ,,ფესტოსის დისკო”–ს მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი (დიამეტრი: 10 სმ), რომლის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა და მას უწოდა “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა” (2001). თუმცა თავად ფირფიტის ორიგინალობა ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვქვეშ დააყენა.

ამ დრომდე იყო ,,ფესტოსის დისკო”–ს ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ძველ ენებზე (მაგ.: იონურ-ბერძნული დიალექტი, კვიპროსული, ხეთური, ლუვიური, ფილისტიმური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).

დისკო მეცნიერულად შეისწავლეს: სერ ართურ ევანსმა (ინგლისელი არქეოლოგი), ალესანდრო დელა სეტამ (იტალიელი არქეოლოგი), ელის კობერმა (ამერიკელი არქეოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), მაიკლ ვენტრისმა (ინგლისელი მიკენოლოგი და არქიტექტორი), ჯონ ჩედვიკმა (ინგლისელი მიკენოლოგი), ჟან ფოკუნომ (ფრანგი მკვლევარი, პარიზის ლინგვისტური საზოგადოების წევრი, მათემატიკოსი), ჟან-პიერ ოლივიემ (ბელგიის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), ვიქტორ კეანმა (გერმანელი მკვლევარი), ივ დიუომ (ბელიგიელი მკვლევარი), ლუი გოდარმა (იტალიელი მიკენოლოგი, ეგეოსური და პრებერძნული კულტურის სპეციალისტი), დიტერ რუმფელმა (გერმანელი მკვლევარი), ქრისტოფ ჰენკემ (გერმანელი მკვლევარი), გარეთ ოუენსმა (ბერძნული ენის, კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის სპეციალისტი), ტორსტენ ტიმმა (გერმანელი მკვლევარი), ქევინ და ქით მესებმა (ამერიკელი მკვლევარები), მარკო კორსინმა (იტალიელი მკვლევარი), ფრანსუაზა რუჟმონმა (საფრანგეთის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სახლის თანამშრომელი, ეგეოსური პროტოისტორიის სპეციალისტი) და სხვებმა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავსტრიელი მკვლევარისა და ინჟინერ-ქიმიკოსის ჰერბერტ ძებიშის ჰიპოთეზა ,,ფესტოსის დისკო”–ს წარწერის სავარაუდო ენის თაობაზე, რომელიც მოცემულია მის წიგნებში: “იბერიული - ღმერთების ენა”, “პელაზგური - იბერიული ენა” და “პელაზგები: ისტორია და კულტურა მათი დროის წერილობითი ნიმუშებიდან”. ძებიში ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა”. მან 1988 წელს ბუდაპეშტში, ეირენეს კომიტეტის XVIII საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს” არწერის ენა პროტოქართული - კოლხურია.

წინარებერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვილჰელმ ჰუმბოლდტმა (გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე), პაულ კრეჩმერმა (ავსტრიელი ენათმეცნიერი), ანტონ მეიემ (ფრანგი ენათმეცნიერი), ედუარდ შვიცერმა (შვეიცარელი ენათმეცნიერი, ძველი ბერძნულისა და ბერძნული დიალექტების სპეციალისტი), ფრიც შახერმეირმა (ავსტრიელი ისტორიკოსი, არქეოლოგი და წარწერათმცოდნე), სიმონ ყაუხჩიშვილმა (ფილოლოგი), არლონდ ჩიქობავამ (ენათმეცნიერი, ფილოლოგი), სიმონ ჯანაშიამ (ისტორიკოსი), ვლადიმირ გეორგიევმა (ბულგარელი ენათმეცნიერი), აკაკი ურუშაძემ (ლიტერატურათმცოდნე და წყაროთმცოდნე), ედზარდ იოანე ფურნეემ (ჰოლანდიელი ენათმეცნიერი), თამაზ გამყრელიძემ (ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე), რისმაგ გორდეზიანმა (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), ზვიად გამსახურდიამ (საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი-ფილოლოგი და მწერალი) და სხვებმა.

დ. კვაშილავას მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები ასეთია:

1). კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირიბიშის”, “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის - “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა ქართველურია, კერძოდ, კოლხური (ანუ მეგრულ-ლაზური); ანტიკურ წყაროთა ჩვენებით კორიბანტები მცირე აზიის ავტოხთონური ტომებისა და წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების მატრიარქალური ღვთაების კÂბელეს ქურუმები იყვნენ. . . კორიბანტები, რომელთაც დამწერლობის - კÂრბების შექმნა მიეწერებათ, კოლხთაგანნი არიან და მჭიდროდ უკავშირდებიან რკინის მეტალურგიის, მჭედელობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს” (აკ. ურუშაძე).

ტიტანებმა რეას გადასცეს კორიბანტები შეიარაღებულ მცველებად; მათზე ზოგიერთები ამბობენ, ისინი ბაქტრიანიდან/ბაქტრიიდან [ამჟამად ჩრდ. ავღანისტანი] არიან მოსულნიო, ზოგიერთები კი - კოლხებისაგან არიანო” (სტრაბონი).

“კირბის” კირბებზე (ბერძ.: “კირბეის”, მხ. რ. <= კოლხ.: ”კირიბი” - კრავი (ვლ. სიჭინავა); მეგრ.: “დოკირიბუა” - ამოტვიფვრა, დაბეჭდვა) ცნობა შემოგვინახეს ბერძენმა ავტორებმა: კრატინემ (490-423/421 ძვ.წ.), ლისიამ (459-380 ძვ.წ.), პლატონმა (428/427-348/347 ძვ.წ.), თეოპომპე ქიოსელმა (377/376-300 ძვ.წ.), ტიმეოსმა (356/352-260/256 ძვ.წ.), აპოლონიოს როდოსელმა (295-215 ძვ.წ.), არისტოფანე ბიზანტიონელმა (257-180 ძვ.წ.), ათენელმა (II ს. აპოლოდორე პლუტარქემ(ძვ.წ.), სტრაბონმა (ძვ.წ. 64/63-ახ.წ. 23/24), (46/50-125/127), ფოტიოსმა (810/827-891/897), სვიდამ (X ს.) და ა.შ.
“ [კოლხებმა] შემოინახეს თავიანთი მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, ქვის წერილ-სვეტებზე, რომლებზედაც ირგვლივ, ყოველ მხარეს მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი” (აპოლ. როდოსელი).
“ კირკეს სურდა ქალწულის [მედეას] პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა, კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე” (აპოლ. როდოსელი).

“ [მედეა] კოლხური ენით გრძელი ლოცვის წარმოთქმას შეუდგა” (დიოდ. სიცილიელი).
“მეგრული და ლაზური კოლხური ენებია”, ამბობს პროფ. აკაკი შანიძე.
“ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში უკვე არსებობდა მეგრულ-ჭანურის წინაპარი “ზანური” დიალექტი... აია-ქვეყნის მეფე აიეტი და მისი მემკვიდრენი... დასავლურ-ქართულ დიალექტზე მეტყველებდნენ, რომლის დღევანდელი გაგრძელებაა ჩვენთვის ცნობილი მეგრული და ლაზური” (თ. გამყრელიძე).

2). დისკოზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”;
“ კოლხური ოქროდამწერლობის” (ბერძ.: “ხრისოგრაფია” <= “ხრისოს”; მეგრ.: “ორქო” - ოქრო) შესახებ ცნობები უმთავრესად დაცულია ბერძენი ავტორების: ევჰემეროსის (ძვ.წ. IV ს.), ხარაქს პერგამონელის II-III სს.), იოანე  ევსტათეოსის (1120-1194)(ანტიოქელისა (VII ს.) და თესალონიკეს არქიეპისკოპოს თხზულებებში.
3). დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს - “ნენანას”, რომელიც ეძღვნება “აია-ნეშკარის” მფარველ, პელაზგურ-კოლხურ მოდგმის მაკრონების ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება ნანას/რეა-კიბელეს;

მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე; პროფ. დ. სუმბაძე).

დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის, საყოველთაოდ ცნობილი “ფესტოსის დისკოზე - კოლხური ოქროდამწერლობით” ამოტვიფრული საგალობლის პწკარედი თარგმანი:


A მხარე
აია-ჭაბუკნო, განმწმედელ(ნ)ო, დაფარული ტაძრი(ს),
აია-ჭაბუკნო, სადარნ(ო), განმწმედელ(ნ)ო, დედის კარი(ს),
დაფარე(თ) თაღი გაღვთიურებულ(ნ)ო!
ქვეყნის სიმაღლისა(ნ)ო /სიცოცხლის ძალ(ნ)ო/,
წინმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო,1
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
ჰქმე(ნ)თ დაფარული ტაძარი.
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
მარადმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო,
გარდაქმენი(თ) აიას სიცოცხლე ყველანაირად.
შუაღამის მთვარ(ით) განათებულ(ნ)ო,
დედის ქვეყანა მუდამ დაფარე(თ)ო,
დაასხ(ნ)ი(თ) ხელ(ნ)ი, ბრუნვა-ფარვა, სხივოსანო მფარველ(ნ)ო, . . .
ოჯახის ფუძ(ის), ჯიშის სვლა-ბრუნვ(ის) განმწმენდელ(ნ)ო.

დასასრული

B მხარე
ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,
მოდგმის ნენანავ,
ააყვავე ხუთი შტო მშვენი,
ჯიშის სიწმინდით, ახლით ნირშემოსილი.
ერთო ძლიერო შტოვ,
ოჯახის წმინდავ, ძლიერო,
თავურო ხუთი შტო(ისა),
მფარველსხივოსანო ნანაღმერთო,2
წინამძღოლო,
ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი სპილენძისა.
მაყვავებელო თარხონო,3
ნათელო ჰეფესტოვ,4
მდნობელო, წინამძღოლო, განმწმედელსხივოსანო,
დაფარე(თ) მისი მოგიზგიზე სასახლე, -
ჩვენო მჭედელო, ახლითმოსილო მთვარისნაირო.

დასასრული

1. კორიბანტი - მფარავი, მფარაველი ანგელოზი
2. ნანაღმერთი - დედაღმერთი
3. თარხონი - ჭექა-ქუხილის ღვთაება
4. ჰეფესტო - ოსტატ-ღვთაება


http://saunje.ge/index.php?id=891&opti...=15&lang=ka


http://www.youtube.com/watch?v=M4EyRLwBMQM..._embedded#at=24

www.ucnauri.com

საერთაშორისო კონფერენცია

www.face.ge 

www.patriots.ge 

 

 



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები