საქართველოს სამეფო ოჯახს - დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონს 27 სექტემბერს შეეძინათ ვაჟი, უფლისწული გიორგი
სამეფი ოჯახის ჯვრისწერა გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში 2009 წლის 8 თებერვალს.
ოქროს საწმისის სამეფო
სული ხარ, გული კავკასიისა,
ხმალი უფლისა, ძირს არ დახრილი.
იმპერიათა მესაფლავე ხარ,
მაცხოვრის სისხლი – მადლად დაღვრილი.
ევრო–აზიის ოქროს კვეთაში
შობილო, ბევრჯერ ჯვარზე გაკრულო,
უსაზღვროობის წიაღ გაისმის,
შენი ,,ლილეო“, შენი ,,ჩაკრულო“
ოქროს საწმისის ქვეყანა გქვია,
წილხვდომილი ხარ ღვთისმშობელისა,
დიდი სამეფო აღმაშენებლის,
მკვდრეთით აღდგომას შენგან ელისა!

