• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » siaxleebi » „ოტოტოტოტოტო – პოპოი–და!“

„ოტოტოტოტოტო – პოპოი–და!“

ავტორი: Nino 17-02-2011, 16:08

„ოტოტოტოტოტო – პოპოი–და!“

 

„ერიდეთ, ერიდეთ უვარგის ცხენს“

ტროას ცხენი საქართველოში?!

 

სენსაციური თუ არა, საგულისხმო მაინცაა ცნობილი ექიმის, მკვლევარ ექსპერიმენტატორის მერაბ ჯანელიძის აღმოჩენა ტროას მეფე პრიამეს ქალიშვილის, კასანდრას წინასწარმეტყველების  შესახებ. როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, წინასწარმეტყველება აფხაზეთშიბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებს ეხება და ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე დროულად ყურადსაღებია. ტროას ომის დროს კასანდრამ იდუმალებით მოცული ფრაზა წარმოთქვა და მის კვლევაში დღემდე უამრავი მეცნიერი ამაოდ დაშვრა. ბატონმა მერაბმა ეს დილემა სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონის დახმარებით ამოხსნა.

უამრავ მკვლევარს მიაჩნდა, რომ ტროას მოქალაქეები პროტოქართველური ანუ უძველესი ქართული ტომები იყვნენ. ამიტომ სულხან–საბას ლექსიკონის ძველი ქართული სიტყვების მარაგი კასანდრას საიდუმლოს გასაღებად მივიჩნიე. მართლაც  „ოტოტოტოტოტო – პოპოი–და!“ გაშიფრულ იქნა და ნიშნავს „ძალიან ერიდეთ, ერიდეთ უვარგის ცხენს!“ „ოტო“, „ოტება“ ქართულად არიდებას, აცდენას ნიშნავს, „პოპპინება“, იგივე „ოფო“ ცხენის ქაჩაჩის სენია „და“ – ინტენსივობის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარეობს კასანდრას თხოვნა ტროას დამცველების მიმართ: „ძალიან ერიდეთ, ერიდეთ უვარგის ცხენს!“

–      ხომ შეიძლება ვინმე შეგედაოთ, რომ კასანდრას სიტყვების ამგვარი ინტერპრეტაცია სუბიექტური შეფასების შედეგიაო?

–      რა თქმა უნდა, შეიძლება შემედაონ. მაგრამ აქ მთავარია ორი რამ: კასანდრას ფრაზის გაშიფვრის შემდეგ შეგვიძლია უფრო დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ ტროას ბინადრები მართლაც პროტოქართველები იყვნენ, ხოლო ჰომეროსის სხვა მითიური პერსონაჟები რეალური ისტორიული პირები. პროტოქართველური ტომების განადგურების შემდეგ მათი ცივილიზაციების ნიშნის მატარებლად კი სწორედ საქართველო რჩება და სხვა ვალდებულებებთან ერთად ამ ცივილიზაციის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ და მისი გაცოცხლებისთვისაც ვიზრუნოთ. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ უძველესი დროის მოვლენებსა და დღევანდელობას შორის გასაოცარი მსგავსებაა. დღეს, ისევე, როგორც მაშინ, ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებული სიკვდილის საშიშროება, ტროას ცხენისა არ იყოს, ჩვენივე ხელით დავაბუდეთ ჩვენს ქვეყანაში.

–      კონკრეტულად რას გულისხმობთ?

–      შეგახსენებთ, რომ შორეულ ანტიკურ ხანაში დანაელების (ბერძნების) და ტროელების ომი მიმდინარეობდა, რაც ჰომეროსს კარგად აქვს აღწერილი (არ დაგავიწყდეთ ლათინელების მოარული გამოთქმაც: „გეშინოდეს დანაელთა, თუნდაც საჩუქრის მომტანთა) ბერძნებმა ხის ცხენი ააგეს, რომელშიც თავისი მეომრები მოათავსეს და ტროას კარიბჭესთან დააყენეს. ტროელებმა იფიქრეს, რომ ცხენი ღმერთების საჩუქარი იყო და ქალაქში შეათრიეს, შედეგი ჰომეროსისგანაც კარგად არის ცნობილი.

–      ფიქრობთ, რომ ასეთი ცხენი საქართველოს კარიბჭესთანაც დგას?

–      უკვე საქართველოშია. „ტროას ცხენმა“ აქ სხვა სახე მიიღო. აფხაზეთში არსებული სიტუაცია და ზოგიერთი ქართველის იმედი, რომ გადამთიელების ხელით  შეიძლება აფხაზეთის დაბრუნება, შეცდომაა და საშინელებას მოასწავებს. ჩვენთვის უცნობია ყოველივე, რაც იქ ხდება, რუსეთის პროვოკაციაა თუ „მშობლიური“ ხელისუფლების ცდა, –  ომის ხარჯზე დროებით მაინც ჩაფარცხოს საკუთარი კატასტროფული შეცდომები. ერთი რამ კი ცხადია, – დაბეჩავებულ ქვეყანაში მისი მტრები ყოველთვის ხელს ითბობენ. ამიტომაც ყურად უნდა ვიღოთ კასანდრას გაფრთხილება. „სხვისი მომსახურებით სარგებლობა იგივეა, რაც სხვისი ღმერთისათვის ლოცვა. ეს ცოდვაა.“

–      ბატონო მერაბ, თუ კასანდრას სიტყვებს სულხან–საბას ლექსიკონით შიფრავთ და ტროელები ქართველები იყვნენ ე.ი. კასანდრაც ქართველი იყო?

–      ს. ჯანაშია წერს, რომ „ექვსი ათასი წლის წინათ აზიის უზარმაზარ მიწა–წყალზე და სამხრეთ ევროპაში ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ – ქართველთა ტომთა წინაპრები. იგულისხმება შუმერები, ურარტუელები, ხეთები, პეტარგები, ეტრუსკები, გასკონელები, ტროას და ართაგენის ბინადრებიც.

–      ეს თეორია ალბათ კონკრეტულ ფაქტებს ემყარება.

–      დიახ, არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტები, მაგალითად მითიური მედეას სახელი უძველეს სამყაროში ჟღერდა როგორც მეტეია, ეია – ლეგენდარული კოლხური ქვეყანაა (ნ. ლორთქიფანიძე – „მედეას ახლადაღმოჩენილი უძველესი გამოსახულება“) ხოლო „მეტ“ ნ. ჩუბინაშვილის განმარტებით გარდამეტებს, ზომაზე მეტს ნიშნავს“, ე.ი. საზღვრებს გადაცილებულს. კონკრეტულ შემთხვევაში – ეიადან გამოსულს, ეია ემიგრანტის მნიშვნელობას იძენს (ხოლო მეტეიას მედეად გარდაქცევა შემდგომში ისტორიული საფეხურების გადალახვის შედეგია):

ს. ჯანაშიას თეორიას სხვა უამრავი ფაქტიც ადასტურებს, რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანდა, თანაც საზოგადოებისადმი მიმართვის მიზანი ჩემთვის ტროას მეფის ასულის კასანდრას გაფრთხილებაა და ყველას გთხოვთ, „ძალიან ერიდეთ, ერიდეთ უვარგის ცხენს!“

 

ეკა ლომიძე   



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები