• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » მომხმარებლის ყველა სიახლე Nino
ავოტრი: Nino 16-02-2011, 15:24
მერაბ ჯანელიძე

ექიმი-კარდიოლოგი, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი,ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის სამკურნალო წიგნი–კარაბადინის თარგმნის შემსრულებელი ძველ რუსულად. ,,ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის" საპატიო წევრი, გარდაიცვალა 2008 წელს.



ავოტრი: Nino 17-02-2011, 16:08

ავტორი: მერაბ ჯანელიძე


ავოტრი: Nino 17-03-2011, 18:29


ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული
მედიცინის ლიგის პრეზიდენტი:
ბ-ნი თორნიკე ალაშვილი

 

user posted image

 



ავოტრი: Nino 11-04-2011, 18:30

 --- SILICEA

Silicea-ს ტიპის ადამიანების მთავარი ჩივილებია სისუსტე, დაღლილობა და სიცივის შეგრძნება.
უფრო ხშირად ესენი არიან ქალები მშრალი, მონაცრისფრო კანით, დამყოლი ხასიათით,  დეპრესიისკენ  მიდრეკილებით, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაღიზიანებული, მტკიცე და გამოიჩინონ ძლიერი ნებისყოფა.
კლინიკური დაკვირვებები იძლევა ამ ადამიანების დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: ზედა ტუჩის შესივება, ჯირკვლების ქრონიკული ანთება და ფრჩხილებისა და კბილების მსხვრევადობა.
დამახასიათებელია უხვი ოფლიანობა თავის, ფეხის და ხელისგულის არეში; ოფლი გადმოსცემს ძლიერ საზიზღარ სუნს და ლიმფური კვანძები მტკივნეული და გადიდებულია.
ცივი ამინდი და სიბნელე იწვევს ჩივილების გამწვავებას.
Silicea - მთავარი საშუალებაა შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადებების, ლიმფური ჯირკვლების ანთების და სეკვესტრაციით და ფისტულების ფორმაციით მიმდინარე ოსტეომიელიტის   სამკურნალოდ.

 --- CALCAREA   CARBONICA

Calcarea Carbonica არის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰომეოპათიურ პრაქტიკაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ბავშვები მოშვებულები და მსუქნები არიან ჩამოკიდებული მრგვალი მუცლით, დიდი თავით და ფერმკრთალი სახით. მათ აქვთ მასიური ნეკვთები, შეშუპებული ზედა ტუჩი და ნაჭდევიანი კბილები; მაგრამ ზოგიერთებს შეიძლება ჰქონდეს ღია ფერის კანი, გრძელი თმა და აბრეშუმივით წამწამები. ისინი უხვად ოფლიანობენ, განსაკუთრებით სხეულის თმიან უბნებზე, ახასიათებთ გამონაყარი და დერმატიტი.
ხშირად მათ აწუხებთ კისრის და იღლიის ლიმფადენოპათია და ყურის ქრონიკული დაავადებები. ისინი ნელა იზრდებიან და გვიან იწყებენ სიარულსა და ლაპარაკს.
Calcarea Carbonica-ს ტიპის მოზრდილ წარმომადგენლებს ახასიათებს ერთგვარი ზარმაცი განწყობა და ტენდენცია წონის ნაადრევი მომატებისაკენ. ქალები მგრძნობიარენი და ნაზები არიან, ხშირად უჩივიან სისუსტეს, გულისცემას და თავის ტკივილს. მამაკაცებს აქვთ სუსტად განვითარებული კუნთები და აქვთ მიდრეკილება მშვიდობიანი და მოსვენებული ცხოვრებისაკენ.
ეს ადამიანები სავსენი არიან აუხსნელი შიშებით, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას. ფიქრი და კონცენტრაცია იწვევს მოქანცულობას და ოფლიანობას. პური, ნამცხვარი და კვერცხი მათი საყვარელი საკვებია. ჭამის შემდეგ აწუხებთ სახის და ცხვირის წვერის წამოწითლება.
Calcarea Carbonica - ეფექტურია სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

---  CALCAREA  PHOSPHORICA

ეს კონსტიტუციური ტიპი უმთავრესად ასოცირდება ბავშვობასთან. Calcarea Carbonica-საგან განსხვავებით, Calcarea Phosphorica-ს ტიპის ბავშვები ცოცხლები და მხიარულები არიან, აქვთ მაღალგანვითარებული, მგრძნობიარე ფსიქიკა. ისინი ადვილად იღლებიან და რეაგირებენ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე თავის ტკივილით და ნაწლავების სპაზმებით, რის გამოც არ შეუძლიათ ხანგრძლივი დაძაბვის ატანა. როგორც წესი არიან მორცხვები, მოუთმენლები, უყურადღებონი, მაგრამ აქვთ სწრაფი აღქმის უნარი და ცნობისმოყვარე გონება. მათი ლულოვანი /გრძელი/ ძვლები თითქოს ძალიან სწრაფად იზრდება და ეს აძლევს ბავშვებს აწოწილ, მყიფე შეხედულებას. ისინი იჩენენ ტენდენციას სქოლიოზის განვითარებისაკენ და აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება ჰქონდეთ გადიდებული ლიმფური კვანძები. სახასიათოა მათი მიდრეკილება შებოლილი და ცხარე საკვებისაკენ. მათი ჩივილები უარესედება ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობისას.
Calcarea Phosphorica - ეფექტურია ძვლების ყველა სახის დაავადების სამკურნალოდ და არის გამოხატული კონსტიტუციური საშუალება.

 --- CALCAREA    FLUORICA

ეს მესამე კონსტიტუციური ტიპია Calcarea-ს ქვეჯგუფიდან, რომელიც გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
Calcarea Fluorica-ს ტიპის ბავშვები პატარები და გამხდრები არიან, ასაკთან შედარებით მეტად გამოიყურებიან. მათ აქვთ არასწორი, დამახინჯებული სახსრები ხშირი დაჭიმულობითა და ამოვარდნილობით. მათი ქვედა ყბა წინ წამოწეული და დიდი ზომისაა, კბილები დეფორმირებულია და მინანქარს პრაქტიკულად მოკლებული. მათი კანი თეთრი და მშრალია, ლიმფური კვანძები გადიდებულია და გულმკერდი დაფარულია უხვი ვენური ქსელით.
ამ ტიპის მოზრდილებს აქვთ მორცხვი, გაუბედავი, უნდობელი ხასიათი; სიღარიბის შიში. ყველანაირ პირობებთან შეგუების უნარი წარმოქმნის მათ ძირითად თვისებებს.
Calcarea Fluorica - პრეპარატი ეფექტურია ძვლების, მყესების, იოგების და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებათა სამკურნალოდ.

--- AURUM

Aurum – ის ტიპის ადამიანებს აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება.
უფრო ხშირად ესენი არიან ორივე სქესის მკვრივი, მძიმე, შავგვრემანი ადამიანები ან მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული და ტემპერამენტული. ფეთქებადი  გაბრაზება ხშირი შეტევებით. გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით, მათაც კი ვისაც მომავალი კარგის მეტს არაფერს უქადის. Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით – ხორცი.
Aurum-ი მაღალეფექტურია ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აგრეთვე სახის ზედა ნაწილის ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

--- ARGENTUM  NITRICUM

Argentum Nitricum - ის ტიპის ადამიანების ყველა გონებრივი და ფიზიკური ფუნქცია წონასწორობიდან გამოყვანილია მათი კონსტიტუციური გადახრით. ეს ადამიანები დაღლილები და გამხდრები არიან, ჩაცვენილი თვალებითა და ლოყებით, მონაცრისფრო მოშვებული კანით; მათ აქვთ დარღვევები სხეულის ყველა ორგანოს მხრივ და ფსიქიატრიული ჩივილების სიმრავლე. მთელი ცხოვრება გაუთავებელ დევნაში არიან, ეშინიათ დაგვიანების, გადატვირთულნი არიან პრობლემებითა და საზრუნავით, ყოველთვის აფორიაქებულები და შეწუხებულნი. სიმაღლის შიში და დაუძლეველი ლტოლვა უფსკრულისაკენ ჩვეულებრივი ჩივილია - ბრბოს შიშთან და ბასრი კუთხეების შიშთან ერთად, რომლებიც თითქოს მოიყოლებენ და გაჭყლეტენ. მათ აწუხებთ თავბრუსხვევა, ფეხების სისუსტე, უძილობა. განუწყვეტელი საზრუნავი და საფიქრალი აღიზიანებს მათ, ისინი ადვილად ბრაზდებიან და დეპრესიაში ვარდებიან. მათ ახასიათებთ მელანქოლიის და სასოწარკვეთილების შეტევები მოუსვენრობის და სიკვდილის შიში.
Argentum Nitricum -ის ტიპის პაციენტების ჩივილები უარესდება სიცხისა და ტკბილი საკვებისაგან, აგრეთვე მენსტრუაციის დროს. სუფთა ჰაერი,  გრილი ქარი და ძლიერი ზეწოლა მტკივნეულ უბანზე ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. მტკივნეული ორგანოები აღიქმება არანორმალურად დიდად, ნახველს აქვს სპეციფიკური მოტკბო გემო.
Argentum Nitricum - პრეპარატი ფართოდ გამოიყენება ნერვიული დარღვევების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხეულის სხვა სისტემების დარღვევათა სამკურნალოდ.

---  PLATINA

ქედმაღლობა, მედიდურობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია Platina -ს ტიპის ქალებისათვის. მათი თვითდაჯერება და თვითთაყვანისცემა ყველა სხვა ადამიანს უქმნის მათთან შედარებით საკუთარი სიმდაბლისა და უმნიშვნელობის შთაბეჭდილებას. მათი რეაქციები გარეშე მოვლენებზე ხშირად გაზვიადებული და მოულოდნელია; ბედნიერ მსუბუქ განწყობას მოჰყვება გაუგებარი მოწყენილობა, სიკვდილის უეცარი შიში და უძილობა. ნებისმიერი ტკივილი აღიქმება როგორც აუტანელი და აქვს განსაკუთრებული თვისება - თანდათანობით იზრდება და შემდეგ თანდათანობითვე ქრება. Platina-ს ტიპის ქალებს აქვთ აწეული, ინტენსიური სექსუალური ლტოლვა და სასქესო ორგანოების გაზრდილი მგრძნობელობა. ხშირად ვერ იტანენ სქესობრივ აქტს და აწუხებთ მენორაგია. უყვართ პროვოკაციული და მყვირალა ფერები.
Platina - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ისტერიის, ფსიქოსექსუალური პრობლემების, საკვერცხეების დაავადებათა, იპოქონდრიისა და ქრონიკული ტრიგემინიის სამკურნალოდ.


 

 

                                                                          1      2      3          5      6


ავოტრი: Nino 11-04-2011, 19:46
                                                   შესავალი

განვითარებულ ქვეყნებში ავადობის სტატისტიკის ანალიზი უჩვენებს მწვავე დაავადებების წილის შემცირებას და ქრონიკულ დაავადებათა წილის ზრდას. ასეთ პირობებში ჰომეოპათიას შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშოს სამედიცინო მკურნალობის სხვა მეთოდებს შორის, ვინაიდან იგი ეფექტურია მრავალი დაავადებების წინაამღდეგ ბრძოლაში, სადაც სხვა მეთოდები ჯერ კიდევ ფაქტიურად უსარგებლო რჩება.
პირველი ნაბიჯი დაავადების წარმატებით მკურნალობისაკენ, არის პროფილაქტიკა – დროული ცდა მისი გამოვლინების თავიდან აცილებისა. ამ წიგნში მარტივი და ადვილად გასაგები ფორმით წარმოდგენილია ჰომეოპათიური პროფილაქტიკის, ან, უფრო სწორად, თვითპროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები, რაც არ მოითხოვს არც სამედიცინო რჩევას, არც პროფესიულ ცოდნას. მედიცინის დარგებიდან, სადაც სამკურნალოდ წამლები გამოიყენება, მხოლოდ ჰომეოპათია უზრუნველყოფს სრულად ისეთ რევოლუციურ მიდგომას, როდესაც წამლის არასწორი შერჩევაც კი აბსოლუტურად არ ვნებს პაციენტს და არაა საჭირო ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.


ავოტრი: Nino 15-04-2011, 18:14

---IODUM

გაღიზიანებული, მოუსვენარი ადამიანები, გამხდრები და მუქები, შავი თმით და შავი თვალებით. ისინი ჭამენ ბევრს, მაგრამ ყოველთვის მშვრები არიან და ვერ იმატებენ წონაში. საკვების მიღება აძლევთ შვებას, მაგრამ ჭამის შემდეგ თავს გრძნობენ უარესად, ვიდრე მანამდე. ხშირად აწუხებთ გულისცემის, თავბრუსხვევის და აგზნების უეცარი შეტევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ძლიერი თავისტკივილი.
დასვენება და ცხელი ამინდი ამწვავებს მათ ჩივილებს, რაც თავის მხრივ, წყნარდება ცივ ამინდში, ცივი აბაზანით და მოძრაობით.
Iodum - პრეპარატი მაღალეფექტურია აქერცვლის გარეშე მიმდინარე კანის დაავადებების, ჩიყვის, სარძევე და სათესლე ჯირკვლების ატროფიის, ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და ადენოიდების ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.

---BROMIUM

Brom-ის ტიპის ადამიანები ქერა და ფერმკრთალი არიან ღია ფერის თმებით, თვალებითა და კანით, რომელიც ხშირად იფარება მრავლობითი წვრილი გამონაყარით.
მათთვის ძლიერ დამახასიათებელი და თვალშისაცემი თვისებაა ჩივილების შემსუბუქება ზღვის ნაპირზე, როდესაც ზღვიდან ძლიერი ქარი უბერავს; მაშინ როცა თბილი, დახურული ადგილები, ცხელი სასმელები და მარცხენა მხარეზე წოლა აუარესებს ამ ჩივილებს. სხვა სახასიათო ნიშანია სახეზე გადაკრული ობობას ქსელის შეგრძნება.
Bromium - პრეპარატი ძალიან გამოსადეგია რესპირატორული ტრაქტის – განსაკუთრებით ასთმის, ნერვული სისტემის დაავადებების, ლიმფური კვანძების გადიდების და მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ.

---HEPAR  SULPHUR

Hepar Sulphuris - არის კომპლექსური არაორგანული ნაერთი და მის კონსტიტუციურ ტიპს აქვს ორმაგი წარმოშობა - Sulphur -ის და ძლიერი ტუტე შემადგენელი ნაწილის.
კარგად გამოხატული Sulphur-ული ელემენტი განაპირობებს კანის მრავალრიცხოვან დაავადებებს, ღრმა, არასასიამოვნო ოფლიანობას და კანის არაჯანსაღ, მოყვითალო შესახედაობას. ტუტე ელემენტი განაპირობებს ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: სისუსტეს, აპათიას, სახის შეშუპებისაკენ ტენდენციას და ლიმფადენოპათიას.

საერთოდ, Hepar Sulphur-ის ტიპის ადამიანები ნაღვლიანები და დეპრესიულები არიან, ჩივილები უმწვავდებათ ღამით; იშვიათად, თუკი ეს საერთოდ ხდება, არიან ისინი კმაყოფილი იმით, რაც მათ გარშემო ხდება. აქვთ ტკივილის გადამეტებული მგრძნობელობა, ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა. უყვართ ცხელი, ცხარე საკვები და თბილი, ნესტიანი ამინდი. დამახასიათებელი სიმპტომია განივი ნაპრალი ქვედა ტუჩზე.
Hepar Sulphur -ის პრეპარატი არის ერთ-ერთი  ყველაზე ძლიერი ჰომეოპათიური საშუალება დაჩირქების და შემოსაზღვრული ჩირქგროვის სამკურნალოდ.
 

--- Alumina

ალუმინა – ალუმინა (ალუმინის ოქსიდი)

ამ პრეპარატის საკვანძო იდეაა – “სიმშრალე” და “შეკავება”, რომელიც ყველაფერში, ყველა ორგანოს და ფუნქციის დონეზე ვლინდება: ადამიანს აქვს მშრალი საფარველი (კანი, ლორწოვანი გარსები) და “მშრალი” ხასიათი. გვაქვს გამონაყოფი ნივთიერებების შეკავება, რაც ვლინდება ოფლის, ცხიმის, ლორწოს, მენსტრუაციის,  გამოყოფის შემცირებით. ხასიათის “სიმშრალე”  ვლინდება ემოციების დათრგუნვა-შეკავებით. პაციენტი თითქოს გამოფიტულია, დაშტერებულია, უჭირს აზროვნება და სამყაროს აღქმა. ნელა ფიქრობს და პასუხებს შეკითხვებზე დიდი ხნის გავლის შემდეგ იძლევა. ავადმყოფი გამხდარია, ყველაფრით  უკმაყოფილო. განწყობილება დათრგუნულია. მთელ სხეულში გვაქვს უნივერსალური სიმშრალე – სახის კანის იმ დონემდე, რომ თითქოს სახეზე აბლაბუდისმაგვარი რამ აქვს გადაჭიმული, თვალების, პირის ლორწოვანი გარსები სულ მშრალია. ნესტოები დაფარულია  წყლულებით და ფუფხებით. უკანა ტანის სიმშრალეს და ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვის გამო არის ძლიერი ყაბზობა, განსაკუთრებით ბავშვებში და ფეხმძიმეებში. ავადმყოფს აქვს ცარცის, ნახშირის, ფქვილის, უმი კარტოფილის ჭამის სურვილი.. შეიძლება იყოს კიდურების კანკალიც. Aავადმყოფს ამცივნებს. სიმპტომები მწვავდება სიცივესა და კარტოფილის მიღების შემდეგ. გამოიყენება ანუსის ქავილისას, ქრონიკული შეკრულობისას. საუკეთესო საშუალებაა ისეთი დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობენ ატროფიულ-სკლეროზული პროცესების სიჭარბით – ისეთი როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ალცგეიმერის დაავადება, მიოპათია, პარკინსონიზმი და სხვ. ეს პრეპარატი არის ტუბერკულინური მიაზმის ტიპიური წარმომადგენელი, რომლის ეტიოლოგიაში წამყვანია სკლეროზულ-ატროფიული უბნების გაჩენა (მაგ. თავის ტვინში).

---CINNA

Cinna-ს ტიპი ეკუთვნის ბავშვობის ასაკს. აღწერს ნაწლავის ჭიებით ინვაზირებულ ბავშვს.
ასეთი ბავშვები ჯიუტები და მოღუშულები არიან, წითელი, ღაჟღაჟა ლოყებით ან ავადმყოფურად ნაცრისფერი სახით და თვალების გარშემო მუქი ჩრდილებით. ისინი ტირიან ძილში, აკეთებენ ყლაპვით
მოძრაობებს, იფხანენ  და აკრაჭუნებენ კბილებს. ჭამის შემდეგ მალევე შივდებათ; შეხების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა მათი დამახასიათებელი ნიშანია.
Cinna - პრეპარატი გამოიყენება ბავშვების ჰელმინთურ დაავადებათა სამკურნალოდ.

---BERBERIS

Berberis -ის ტიპის ადამიანებს აწუხებთ სხვადასხვა დარღვევები დაკავშირებული მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების დალექვასთან ორგანოებსა და ქსოვილებში. მათი ჩვეულებრივი ჩივილები შეიცავს მიკროკრისტალურ ართრიტებს, პოდაგრას და თირკმლის და ნაღველკენჭოვან დაავადებებს
Berberis -ის კოლიკას ახასიათებს ტკივილის ირიდაცია თირკმლიდან ქვემოთ  მენჯ-ბარძაყის მიდამოსა და ღვიძლიდან ჭიპის მიდამოში. კოლიკის დროს არის საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე,
ჩავარდნილი ლოყები და ჩაცვენილი თვალები.
მოსვენება ამსუბუქებს ჩივილებს. ზედა ტუჩი შიგნიდან ხშირად მუქი წითელი და ცისფერი ლაქებია.
Berberis - ის პრეპარატი ფართოდ გამოიყენება სახსრების, მატაბოლური დაავადებების, ღვიძლის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

 



 




                                                                                         1      2        4      5     6


ავოტრი: Nino 18-04-2011, 15:10

 

 

ზურაბ ბიჩინაგური დაბ. 19 მარტი 1963 წ. ,დაამთავრა ВГИК , თვითნასწავლი მხატვარი, მესაჭურვლე, რესტავრატორი. მონაწილეობდა გამოფენებში ქ. თბილისის გალერეებში "მუზა"," ქარვასლა"," უნივერსი" , აგრეთვე, ფესტივალ "ART-გენი" 2005, 2006, 2007 წწ., "ხევსურული საღამო" 2009, 2010, "ვაჟაობა", "შატილობა" . ბატონი ზურაბი ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფეატივალის 05-06 წლების ლაურეატია.

Зураб Бичинагури, родился 19 марта в 1963 году. Окончил ВГИК. Художник, оружейник, реставратор самоучка. Выставлялся в галереях "Муза", "Карвасла", "Универс" в г.Тбилиси, а также на фестивалях: "Art-gen" 2005, 2006, 2007. Участвовал в показах "Хевсурули СагIамо" 2009, 2010; "Важаоба", "Шатилоба". Лауреат национального фольклорного смотра-фестиваля 2005-2006.

 


1 2 3
უკან     შემდეგი

სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები