• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » მომხმარებლის ყველა სიახლე tornike
ავტორი: tornike 11-01-2011, 17:24
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით 

მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები (ეს არის გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსული და სხვა ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციები) საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეკოლოგიური თუ სოციალურო პრობლემების გამო ბოლო წლებში შეიმჩნევა მოსახლეობის იმუნური სისტემის მასიურად შესუსტების მოვლენები, რის გამოც გრიპოზულმა ინფექციებმა განსაკუთრებით შეუპოვარი ხასიათი მიიღო. ამიტომ ექიმების უმრავლესობა ეძებს იმუნური სისტემის მასტიმულირებელ ახალ საშუალებებს. ჰომეოპათიური პრეპარატები კი სწორედ ამ მიმართულებით ზემოქმედებს ორგანიზმზე. ჰომეოპათიურ წამლებში არა გვაქვს ნივთიერების მატერიალური დოზა და ამიტომ ეს პრეპარატები უშუალოდ მომაკვდინებლად არ მოქმედებს დაავადების გამომწვევ ვირუსზე. სამაგიეროდ, ჰომეოპათიური წამლები ააქტიურებენ ორგანიზმის იმუნური სისტემის საჭირო რგოლს და ამის შედეგად ორგანიზმი თვითონ ებრძვის ამა თუ იმ დაავადებას. მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები. გაგაცნობთ ყველაზე ხშირად ხმარებად წამლებს. გრიპოზული ინფექციების ზოგადი ნიშნები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება დეტალური სიმპტომების გათვალისწინებით.
Belladonna - ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ჰომეოპათიაში, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი ატარებს "ანთების" ყველა ნიშანს – სიწითლე, პულსაციის შეგრძნება ან მფეთქავი ხასიათის ტკივილი, ცხელება. ამიტომ Belladonna შეგიძლიათ იხმაროთ ყველგან, სადაც არის სიწითლე, პულსირებადი ტკივილი და ცხელება. სახე და ხახის ლორწოვანი გარსები ღია წითელი ფერისაა (ალისფერია), კანი შეხებისას ცხელი და ამავე დროს ოფლიანია, თვალები ჩაწითლებული, შეიძლება იყოს გუგების გაფართოება, პირი მშრალია, ენა წითელი, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება იყოს ბოდვა. პაციენტს აწუხებს წყურვილი - ითხოვს ცივ წყალს და სვამს ყლუპობით. მიუხედავად მაღალი სიცხისა პაციენტი არ ცდილობს საბნის გადახდას, პირიქით იგი ლოგინში იფუთება.
Belladonna - გამოიყენება გრიპოზული ინფექციებისას, სიცხისას, ანგინას დასაწყისისას, როცა ხახის ლორწოვანი გარსები და ნუშურა ჯირკვლები ღია წითელი ფერისაა, ოდნავ შეშუპებულიც და მტკივნეული. ტკივილი ძლიერდება ცივი სასმელის მიღებისას, ლაპარაკისას, ყლაპვისას. 
Aconit – გამოიყენება ძირითადად მაღალი სიცხის დროს, როცა დაავადება იწყება უეცრად, ძლიერ მწვავედ. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში, როცა პაციენტს აწუხებს ძლიერი პულსირებადი თავის ტკივილი, ძლიერი სიმხურვალე, სახის სიწითლე მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში. სახე ამ დროს "მშრალია”, განსხვავებით Belladonna – ს სიცხისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. "ოფლიანი სიცხე”. ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს პაციენტის მოუსვენრობა, შიში, აფორიაქება. 
Bryonia – ასევე ლორწოვანი გარსების ანთების სამკურნალო უნივერსალური პრეპარატია. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში როცა ლორწოვან გარსებზე გვაქვს სიმშრალე, რის გამოც Bryonia - ს "მშრალი ლორწოვანის", "კატარის" პრეპარატს ეძახიან.Bryonia – ეფექტურია ხველის დასაწყისისას, როცა ხველა არის მშრალი, ერთეული ან შეტევითი ხასიათის. პაციენტს აწუხებს "ღიტინის შეგრძნება" სიმშრალე ყელში, განსაკუთრებით კარგი პრეპარატია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა Bryonia – მ მოხსნა მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში. Bryonia - ს "მშრალი ლორწოვნის", "კატარის" პრეპარატს ეძახიან.
Bryonia – ს ტიპის გრიპოზული ინფექციები ყოველთვის ხასიათდება ძლიერი მფეთქავი ხასიათის თავის ტკივილებით, რომელიც ლოკალიზდება ძირითადად შუბლის არეში და რომელსაც ამცირებს ძლიერი ზეწოლა ამ მიდამოში. (მაგ: თავის წაკვრა მწიდროდ). Bryonia – ს ტიპის პაციენტი ძლიერ მოუსვენარია, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა მას ტკივილს უძლიერებს.გუნება – განწყობა დათრგუნული აქვთ, ძლიერ განიცდიან თავის ავადმყოფობას, იხსენებენ უამრავ პრობლემას და განუწყვეტლივ ლაპარაკობენ მათზე, ხდებიან კაპრიზულები და ყველაფერი აღიზიანებთ. 
Fe  phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe  phosphoricum  უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. იგი გამოიყენება სურდოს ყველა ფორმის დროს, შედარებით დაბალ სიცხეზე, ცხვირიდან სისხლდენებისას, ყურის ანთებისას. მისი ხმარება შეიძლება პროფილაქტიკურადაც ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).
Gelzemium - ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია გრიპის თანდათანობითი დაწყება, რასაც თან ახლავს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა და გაბრუება. თვალები იმდენადაა დამძიმებული, რომ თითქოს თავისით იხუჭება, ითხოვს მარტო ყოფნას და არ სიამოვნებს, როცა აწუხებენ. შესამჩნევია თავის არეში სისხლის მიწოლა, სახე ამ დროს მოლურჯო-მოწითალო ფერისაა, თავი ძლიერ დამძიმებულია. მიუხედავად სიცხისა, პაციენტს აწუხებს სიცივის და ჟრჟოლვის შეგრძნება ზურგში, კანკალი. პირი და ტუჩებზე სიმშრალეა. თავის ტკივილი ლოკალიზდება კეფის არეში და ჩადის კისრისკენ. ტკივილი მფეთქავი ან მუდმივი ხასიათისაა და ძლიერი ინტენსივობით გამოირჩევა. დამახასიათებელია ის, რომ თავის ტკივილი მცირდება შარდვის შემდეგ. 
Eupatorium Perfoliatum – ვიყენებთ მაშინ, როცა კლინიკაში წამყვანია ძლიერი მტეხავი ხასიათის ტკივილები მთელს ტანში – კიდურებში, ზურგში, ყველაზე მეტად კი მუხლებში. დაავადება იწყება უეცრად და სწრაფად. ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ის, რომ მიუხედავად გრიპისა ავადმყოფი არ ოფლიანდება. პაციენტი კვნესის, ვერ ჩერდება ლოგინში, განუწყვეტლივ წუწუნებს. სახე ღია წითელი ფერისაა, კანი მშრალი, ტუჩები ფერმკთალი, ენაზე აქვთ სქელი თეთრი ფერის ნადები. ავადმყოფს აწუხებს სიცივის შეგრძნება. თავის ტკივილები ასევე ძლიერია და ლოკალიზდება იმ მხარეს, რა მხარესაც წევს პაციენტი.გრიპის პირველ ნიშნებზე შეიძლება ამ წამლებიდან ინდივიდუალურად შერჩეული მიღება ყოველ 1/2-სთ-ში (სიმძიმის მიხედვით, რაც უფრო ძლიერი ნიშნებია გრიპის, მით უფრო ხშირად მიიღება. დასაშვებია ყოველ 10-15 წთ-შიც გრიპის დაწყებისას (პირველ 24-72 სთ-ის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები, რომლებისთვისაც ასეთი ხშირი მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულს შეუძლია მიიღოს 4-5 ბურთულა დღეში.

ავტორი: tornike 11-01-2011, 17:28

ჰომეოპათიური წამლის შერჩევა ხველის ხასიათის მიხედით:

 

ხველა წარმოადგენს რეფლექტორულ აქტს, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო აგენტის (მიკრობის, მტვრის ნაწილაკის, უცხო სხეულის)  მოცილებისკენ და ხშირად ორგანიზმში სასუნთქი გზების პათოლოგიაზე მიუთითებს. გამონაკლისია, როცა ხველა გამოწვეულია ბრონქებზე ან ტრაქეაზე გარედან რაიმე სიმსივნური ქსოვილის ან ლიმფური ჯირკვლების ზეწოლით. სასუნთქ გზებში ანთება თითქმის ყოველთვის იწყება ხველებით. კლინიკური დიაგნოსტირება ხდება ანთების ლოკალიზაციის მიხედვით: თუ ანთება ხორხშია -  ანთებას ეწოდება ლარინგიტი და ვლინდება ძლიერი სპაზმური ხველით და ხმის ჩახლეჩით (ხორხში მდებარეობს ხმის იოგები), ბრონქების  დონეზე განვითარებულ ანთებას ბრონქიტი ეწოდება, ალვეოლების დონეზე განვითარებულ ანთებას კი -  პნევმონია (ფილტვების ანთება) ეწოდება.

ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ლორწოვანის კატარის გამო) ან ნახველიანი (ლორწოვან გარსზე ექსუდატის დაგროვების გამო). ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს – მყეფავი (ხორხის ანთების გამო - ლარინგიტი, კრუპის სინდრომი) ან მსტვენავი (ბრონქების სპაზმის გამო).

ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, ხველის დროს ორგანიზმი ცდილობს გაანთავისუფლოს თავისი სასუნთქი გზები ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმისგან ნახველთან ერთად, ამიტომ ყოველთვის არ არის სწორი ხველის დათრგუნვა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით (მაგ. ბრომგექსინი, ლიბექსინი), ჩვენ არაერთგზის შევხვედრივართ სიტუაციებს, როდესაც ხანდაზმული ასაკის ან მწეველის ბრონქებში აუსკულტაციის სხვადასხვა სახის ხიხინი მოგვისმენია და ხველა კი ასეთ პაციენტს ერთეული სახით აქვს. ასეთ შემთხვევაში დათრგუნულია სასუნთქი გზების ეპითელის ევაკუატორული (გამოდევნის) ფუნქცია და დაგროვებული ნახველი ვერ ამოდის ზევით, რჩება ბრონქებში და ხშირად ანთების (დაინფიცირების) მიზეზი ხდება. ასეთ დროს, პირიქით უნდა გავააქტიუროთ ხველა. სასუნთქი გზების ადგილობრივი იმუნიტეტის დათრგუნვის პრობლემას ექიმები და განსაკუთებით პედიატრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან (ანტიბიოტიკების  ჭარბად ხმარების გამო).

ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდი ასეთ შემთხვევებში კლასიკურ მედიცინასთან შედარებით უფრო  რაციონალურია, ვინაიდან პრეპარატის შერჩევა ხდება დიაგნოზის მიუხედავად მხოლოდ ხველის ხასიათის მიხედვით (იქნება ბრონქიტი, კრუპი თუ ანთება), თანაც ჰომეოპათიური პრეპარატები არასოდეს თრგუნავენ სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს, არ ზემოქმედებენ დამთრგუნველად გამომწვევზე, პირიქით, ისინი ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს, აჯირჯვებენ ნახველს, აუმჯობესებენ ნახველის ევაკუაციას და ასეთი გზით ზრდიან ორგანიზმის წინაამღდეგუნარიანობას.

ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება ხველის ხასიათის მიხედვით. ეს უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს: თუ არის მშრალი ხველა, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Rumex , Drosera , Sticta, Alumina.   


ავტორი: tornike 11-01-2011, 17:55

 

ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით

 

"ჰეპატიტი" - სიტყვასიტყვით "ღვიძლის ანთებას" ნიშნავს და უმეტეს შემთხვევაში მისი გამომწვევი  მიზეზი ვირუსული ინფექციაა. თუმცა ჰეპატიტი შეიძლება არაინფექციური წარმოშობისაც შეგვხვდეს. მაგ: ალკოჰოლური, ტოქსიკური (შხამიანი ნივთიერებების) გავლენით გამოწვეული ჰეპატიტი. ღვიძლის ინფექციური დაზიანებიდან არჩევენ ჰეპატიტის რამდენიმე ფორმას – A, B, C- ჰეპატიტი. ბოლო წლებში  ლიტერატურაში გაჩნდა ინფორმაცია ჰეპატიტის ახალი ფორმების – G, D,  E, F -  ჰეპატიტების  შესახებაც.

A-ჰეპატიტი – გადადის დაბინძურებული ხელებით და შედარებით ადვილად გადაიტანება (მძიმე ფორმების გარდა). მისი დაინფიცირების პროცენტი საქართველოში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში.

B-ჰეპატიტი – გადადის "სისხლით", დაბინძურებული შპრიცების ხმარებისას, სამედიცინო მანიპულაციებისას, როცა შეხება აქვთ სისხლთან. დაინფიცირება ხდება ნარკომანებში საერთო შპრიცის გამოყენებისას ან ე.წ. "სისხლზე გაკეთებულ'' ნარკოტიკის მოხმარებისას. B ჰეპატიტი მიმდინარეობის მეტი სიმძიმით გამოირჩევა, ხშირად ხდება მისი გადასვლა ქრონიკულ ფორმებში და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ღვიძლის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს (ღვიძლის ციროზი).

ბოლო წლებში მსოფლიოს ჰეპატოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს - C -ჰეპატიტი, რომელიც აღიარებულია, როგორც ყველაზე "ვერაგი" ჰეპატიტი. ხშირად იგი თითქოსდა "მსუბუქად" უსიყვითლოდ მიმდინარეობს, ისე რომ პაციენტმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს დაავადება. სამაგიეროდ, C-ჰეპატიტი საკმაოდ მძიმე შედეგებს სტოვებს მომავალში. დაავადებულთა საკმაოდ დიდ პროცენტს მოგვიანებით ღვიძლის ციროზი უვითარდებათ. რაც შეეხება ჰეპატიტის ახალაღმოჩენილ G, E, F – ფორმებს, ეს ფორმები დღეს კვლევის საგანია და მათი გადაცემის გზები, მიმდინარეობა, პროგნოზი,  ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია. საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორიები, სადაც ხდება ყველა ამ ფორმის იდენტიფიკაცია.

რა ხდება ჰეპატიტის დროს ორგანიზმში?

ჰეპატიტისას დაავადების გამომწვევი ვირუსი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს. საერთოდ ღვიძლს ახასიათებს უნივერსალური მოკროარქიტექტონიკა: ღვიძლის უჯრედები წარმოდგენილია ექვსკუთხა მართკუთხედების სახით. ამ ექვსკუთხედის ცალი გვერდები სიმაღლეში ერთმანეთზე დაწყობით ქმნიან სადინარებს. ღვიძლში ერთმანეთს გვერდიგვერდ მდებარეობენ სისხლის და ნაღვლის სადინარები, ისე რომ ფაქტიურად ამ სადინარებს საკუთარი ცალკე გამოყოფილი კედელი არ გააჩნიათ. როცა ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლის ასეთ მიკროარქიტექტურას აზიანებს, ამ დროს სადინარების იზოლაცია ირღვევა და სისხლი და ნაღველი ერთმანეთში ერევა, ე.ი. ნაღველი ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში. "ნაღველიანი სისხლი" ყველა ორგანოში აღწევს და ვინაიდან, ნაღველი ყვითელი ფერისაა, ყველა ორგანო ყვითელ ელფერს იძენს. პირველად ყვითლდება თვალის სკლერები, შემდეგ კანი და ლორწოვანი. "ნაღვლიანი სისხლი" ხვდება თირკმელებში და იქ გაფილტვრისას გადადის შარდში (კლინიკურად შარდი მუქდება, განავალი თეთრდება). კლინიკურად ამ დროს ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები (ნაღველი ტოქსიურად მოქმედებს ტვინზე, ქსოვილებზე) - პაციენტს აწუხებს სისუსტე, უმადობა, სიცხე, გულისრევის შეგრძნება. ღვიძლი ზომებში დიდდება, რაც "სიმძიმის შეგრძნებით" ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.

ჰეპატიტის მძიმე და საშუალო ფორმების მკურნალობა სტაციონარში ტარდება. პაციენტს ენიშნება წოლითი რეჟიმი და მკაცრი დიეტა, ენიშნება ვიტამინები, ინტრავენურად ინტოქსიკაციის მოსახსნელად უსხამენ დეტოქსიკურ ხსნარებს. მაგრამ ჯერჯერობით მედიცინაში არაა შექმნილი ვირუსის საწინაამღდეგო ეფექტური საშუალება. განსაკუთრებით დიდი შრომა იხარჯება მსოფლიოში C- ჰეპატიტის საწინაამღდეგო პრეპარატის ძიებაში. დიდ პრობლემას წარმოადგენს ჰეპატიტის ქრონიკული ფორმების მკურნალობაც. ამიტომ მედიცინაში ჰეპატიტის მკურნალობა ჯერჯერობით აქტუალურ პრობლემად რჩება.

ჰეპატიტის საწინაამღდეგო ბრძოლის საქმეში ჰომეოპათიას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ ინტოქსიკაციას, აუმჯობესებენ ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას, ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებს და იმუნურ სისტემას, რასაც წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციის პროცესში. ჩვენ მრავლად გვაქვს შემთხვევები, როცა ჰომეოპათიის დახმარებით საგრძნობლად გავაუმჯობესეთ ზოგადი მდგომარეობა და გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე თვით ციროზით დაავადებულ პაციენტებსაც კი. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა ასეთი კურიოზიც: მშობელმა მოგვმართა დახმარებისთვის - ბავშვი სკოლაში დაინფიცირდა "ბოტკინის დაავადებით" და უცებ "გაყვითლდა”. ვინაიდან ეს პარასკევს საღამოს მოხდა, პაციენტმა გადაწყვიტა სტაციონარისთვის ორშაბათს დილით მიემართა და მანამდე ჰომეოპათიური პრეპარატები მიეღო. ჩვენ დავუნიშნეთ წოლითი რეჟიმი, დიეტა და გავატანეთ ჰომეოპათიური საშუალება ინტოქსიკაციის მისახსნელად (ხშირი მიღებით). როცა პაციენტმა ორი დღის შემდეგ, ე.ი. ორშაბათს მიმართა სტაციონარს, იგი პრაქტიკულად უკვე ჯანმრთელი იყო: ჰომეოპათიურმა პრეპარატმა სწრაფად მოახდინა დაავადების კუპირება, მალევე მოხსნა ინტოქსიკაცია და დაავადება იოლ ფორმებში განვითარდა. ამის მსგავსი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში მრავლადაა.

ჰეპატიტით მკურნალობისას აუცილებელია ე.წ. დრენაჟული (გამწმენდი) პრეპარატების გამოყენება. დრენაჟული  ჰომეოპათიური პრეპარატები აძლიერებენ ორგანიზმიდან ტოქსინების ბუნებრივი გზებით (შარდით და განავლით) გამოდევნას, მნიშვნელოვნად ამცირებენ ორგანიზმის ინტოქსიკაციის ხარისხს. დრენაჟული პრეპარატებიდან ჰომეოპათიაში გამოიყენება: Lycopodium, Carbo vegetabilis, Berberis, Taraxacum, Apocynum, Cardus marianus. ამ პრეპარატების შერჩევა ხდება პროფესიონალი ჰომეოპათის დახმარებით. მათ იყენებენ დაბალ პოტენციებში და ხშირი მიღებით (დღეში 3-5- ჯერ) ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. ჰომეოპათიური წამლის შერჩევა ხდება ჩივილების მიხედვით და დრენაჟული კომპლექსის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ნიუანსი, რაც მხოლოდ ჰომეოპათს შეუძლია.

ჰომეოპათიაში ჰეპატიტის მკურნალობისას დრენაჟულ საშუალებების გარდა გამოიყენება სხვა პრეპარატებიც: Chelidonium, Lycopodium, Merc.Sol , Merc. dulc, Nux vom, Aconit, Belladonna, Bryonia, China, Cholesterinum, Podophyllum, Ceanothus, Carduus marianus, Chamomilla, Chionanthus, Nat phosp, Phosphor, Jucca, Myristica, Leptandra, Cinchoma, Ars alb. და სხვ. მათი შერჩევა ხდება პრეპარატის პათოგენეზის მიხედვით.

Chelidonium – ჰეპატიტისას ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია, ვინაიდან მის კლინიკაში წამყვანია სიყვითლე. Chelidonium - ის დროს კანი და ლორწოვანი გარსები ყვითელი ფერისაა, ენაზე ყვითელი ნადებია. მნიშვნელოვანია ჩჰელიდონიუმ-ის ტიპის ტკივილი, იგი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია და რაც დამახასიათებელია, იგი გადაეცემა მარჯვენა ბეჭში. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან ჩხვლეტითი ხასიათის, საკვების მიღების მერე მცირდებოდეს. შეიძლება იყოს ფაღარათი, ყვითელი ფერის განავალით. მწარე გემო პირში, რძის მოთხოვნილება, თავში სიმძიმის შეგრძნება. საინტერესოა ისიც რომ, Chelidonium არის კონსტიტუციური პრეპარატიც, ე.ი. არსებობს ამ ტიპის ხასიათის ადამიანიც. ჰომეოპათიაში იგი აღწერილია, როგორც დარდიანი, ნაღვლიანი პიროვნება, აქვს მელანქოლიისკენ მიდრეკილება, ხშირად აწუხებს დეპრესიები. საინტერესოა, რომ ძველ ქართულ კარაბადინში აღწერილია "ნაღველის" სიჭარბით გამოწვეული სინდრომი. ქართული გამოთქმა "ნაღვლიანი ადამიანი" - უფრო ღრმა აზრისაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კარაბადინის მიხედვით  "ნაღვლიანი"  ნიშნავს რომ ორგანიზმში "ნაღველის სიჭარბეა", რაც მის ხასიათზეც აისახება ("მელანხოლ" – ბერძნულად ნაღველს ნიშნავს). ყოველივე ეს აბსოლუტურად ეთანხმება ჰომეოპათიის პრინციპებს – რომ ადამიანის ხასიათი და დაავადებებისადმი განწყობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. Chelidonium - ის სიმპტომოკომპლექსი - უხასიათობა, დარდიანობა,  შეიძლება ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს ჰეპატიტ გადატანილ ადამიანშიც. ჩვენ მრავლად გვქონია შემთხვევები, როცა რამდენიმე წლის წინ, თუნდაც ბავშვობაში, გადატანილი ჰეპატიტის შემდეგ, პაციენტს რჩება ყვითელი ნადები ენაზე, ნაღვლის ბუშტის ტკივილი, რომელიც უკან-ბეჭში გადადის, აქვს ხშირად უხასიათო განწყობა, თავში სიმძიმის შეგრძნება – ასეთ შემთხვევაშიც Chelidonium წარმატებით გამოიყენება.

Lycopodium – ჰეპატიტის მკურნალობისას შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, როცა არის  მუცლის შებერვა, ტკივილი მუცლის არეში, რომელიც  ზურგში გადადის, განსაკუთრებით ჭამის მერე. მცირე რაოდენობის საკვებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ კუჭში გადავსების, შებერვის შეგრძნება გაჩნდეს. "ყურყუტი მუცელში", შებერვა, გაზების დაგროვება – ესაა Lycopodium – ის ძირითადი  ჩვენება. პაციენტი ვერ იტანს მოჭერილ ტანსაცმელს მუცელზე. იგი გაღიზიანებულია, აწვალებს ოჯახის წევრებს თავისი კაპრიზებით.

Nux vomica – განსაკუითრებით სასარგებლოა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც უყვართ ალკოჰოლური სასმელი, ყავა. ისინი  გაღიზიანებულები, გადაღლილები არიან, სულ ჩხუბობენ, ხშირად აგრესიულებიც კი ხდებიან, უხეშად მიმართავენ მეუღლეს ან დედას, აქვს მუცლის შებერვა, ფაღარათი ცრუ მოთხოვნილებით (ტენეზმები).

China – სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როცა ღვიძლი  ხდება განსაკუთრებით მგრძნობიარე შეხებაზე და ზეწოლაზე. პაციენტი მგრძნობიარეა ცივი ჰაერის მიმართ, აქვს შეჟრჟოლების გრძნობა, ძლიერი სისუსტე. აქვს სიმძიმის და სავსეობის შეგრძნება მუცელში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, გულძმერვა. შეიძლება გაუჩნდეს ცივი სასმელების, ყავის ან ტკბილეულის მოთხოვნილება.

Carduus marianus -  დადებითად მოქმედებს პორტალურ ვენურ სისტემაზე, ხსნის ტკივილის, გულისრევის, ვენოზური შეგუბების და ასციტისაკენ მიდრეკილებას, დადებითად მოქმედებს გადიდებულ ღვიძლზე, როცა ღვიძლი გადიდებულია განივი მიმართულებით (ღვიძლის მარცხენა წილების გადიდება).

Ceanothus -  საუკეთესო საშუალებაა, როცა ჰეპატიტის დროს გვაქვს ელენთას დაინტერესებაც. შეიძლება იყოს ანემია, ასციტი, სისხლის შედედების დარღვევა - ასეთ დროს ეს პრეპარატი ფართოდ გამოიყენება.


ავტორი: tornike 11-01-2011, 19:22

ჰომეოპათიური მკურნალობის არსი

(მიმოხილვითი  სტატია)

მიუხედავად იმისა, რომ ჰომეოპათია უკვე 200 წელია იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, საქართველოში მედიცინის ეს დარგი მაინც სიახლედ ითვლება. ქართველ ექიმთა უმრავლესობა ჰომეოპათიას ან სკეპტიკურად უყურებს, ან ბოლომდე მაინც ვერ ენდობა. ამის მიზეზი კი გახლავთ ჰომეოპათიის შესახებ ზოგადი წარმოდგენა და საგნის არასაკმარისად ღრმა ცოდნა. ექიმებმა არ იციან ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და არა აქვთ ინფორმაცია მისი მაღალ ეფექტურობის შესახებ ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როცა თანამედროვე მედიცინა სრულიად უძლურია. ამიტომ ჰომეოპათია დღეს ნამდვილად იმსახურებს  ექიმთა ნდობას. იგივეს ვერ ვიტყვით პაციენტთა განწყობაზე, ვინაიდან ჰომეოპათიურ კაბინეტში ავადმყოფთა მომართვის რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ახალი მეთოდის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი კი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი საუკეთესო შედეგები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სტატიის მიზანია უფრო დეტალურად გავაცნოთ ექიმთა საზოგადოებას ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და მისი ძირითადი თეორიული პრინციპები.

ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულებაა, მკურნალობის ახალი სრულიად განსხვავებული სისტემაა მედიცინაში. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს, აღწერს ზოგად პათოლოგიურ კანონებს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება ამა თუ იმ ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია.

ჰომეოპათიის ძირითადი პოსტულატი – "მსგავსების კანონია". ჰომეოპათიური ფილოსოფიით სამყარო და ადამიანში მიმდინარე პროცესები აგებულია ანალოგიის პრინციპით და დაავადების განვითარება-უკუგანვითარება ორგანიზმში ამ პრინციპს ემორჩილება. იგივეს გულისხმობდა თანამედროვე ცნობილი ფიზიოლოგი, ჰანს სელიე, როცა ამბობდა – "სამყაროში, საზოგადოებაში და ადამიანი უჯრედში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის მსგავსიაო". "მსგავსების კანონის" აღმოჩენა უკავშირდება საინტერესო ისტორიულ ფაქტს: 1790 წელს გერმანელმა ექიმმა - სამუილ ჰანემანმა გადაწყვიტა თავის თავზე გამოეცადა ქინაქინას ტოქსიური მოქმედება კუჭზე, რომლის შესახებ ცნობები მან ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ამოიკითხა. ამ მიზნით იგი ყოველდღიურად  ქინაქინას სამკურნალო დოზას ღებულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან საოცარი შედეგი მიიღო – სრულიად ჯანმრთელ ჰანემანს განუვითარდა მალარიის კლინიკური ნიშნები, რომლებიც მაშინათვე გაქრა, როგორც კი ქინას მიღება შეწყვიტა. სწორედ მაშინ გამოითქვა აზრი, რომ წამალი ავადმყოფში მკურნალობს იმას, რასაც თავად იწვევს ჯანმრთელ ადამიანში. "მსგავსი იკურნება მსგავსით" – "Similia similibus curantum"  – დაასკვნა ჰანემანმა, ჩაატარა რა მსგავსი ექსპერიმენტები სხვა პრეპარატებზეც. აქედან გამომდინარეობს, რომ წამალს აქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია დოზაზე – ზედოზირებისას წამალი იწვევს იმას, რასაც მკურნალობს ავადმყოფში. დიმედროლს სედატიური ეფექტი აქვს, მაგრამ მისი ზედმეტი დოზის მიღებისას პაციენტს აგზნება ეწყება; ყავა ჯანმრთელებში იწვევს აღგზნებას, ხოლო ჰომეოპათიური Coffea 30 (ყავის უმცირესი დოზა) გამოიყენება სწორედ აღგზნების და უძილობის დროს; ალოეს წვენის სახით საფაღარათო თვისებები აქვს, მაგრამ ჰომეოპათიური ალოე (Aloae 30) სწორედ ფაღარათის დროს გამოიყენება.


ავტორი: tornike 11-01-2011, 19:26

ჰომეოპათია დასაბამიდან დღევანდელ დღემდე

 

მედიცინა ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა, მაგრამ ადამიანებს დღესაც ვერ აუხსნიათ – თუ რა არის ავადმყოფობის მიზეზი, საიდან იწყება დაავადება. თანამედროვე მედიცინა, მიუხედავად უდიდესი მიღწევებისა მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში, კრიზისს განიცდის დაავადების გენეზის დადგენასა და მკურნალობის არასაკმარისი მეთოდების გამო. ყოველწლიურად მილიონობით დოლარი იხარჯება დიაგნოსტიკის ახალი აპარატურის და ქიმიური პრეპარატების შექმნაზე, მაგრამ დაავადებათა რიცხვი არამცთუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც – გაჩნდა ახალი უცხო დააავადებები, იმატა წამლისმიერმა გართულებებმა, ალერგიებმა, მოიმატა ონკოლოგიურმა პათოლოგიებმა. ყოველივე ეს  დამაფიქრებელია და ბუნებრივად იბადება კითხვა – ხომ არ ასცდა მედიცინა განვითარების სწორ გზას? იქნებ  ათასი წლების წინათ მცხოვრები წმ. კოზმა და წმ. დამიანე, ესკულაპი, ჰალენი თუ ავიცენა – უფრო "კარგი" ექიმები იყვნენ, ვიდრე თანამედროვე ცოდნით და აპარატურით შეირაღებული "თეთრხალათიანნი". ხომ არ დაიკარგა თანამედროვე პროგრესის დევნაში ის, რასაც ჩვენ სულიერ ასპექტებს, "მკურნალობის მადლს"ან თუნდაც თანაგრძნობის გამოხატვის უნარს ვეძახით. ჯერ კიდევ წმინდა მამები თვლიდნენ, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალება და უმნიშვნელოვანესი ამოცანა – ავადმყოფის სულიერი მნიშვნელობის ამოცნობაა და პაციენტის მკურნალობაც ხომ მისი ფსიქოლოგიური სფეროდან უნდა დაიწყოს. ყოველივე ამას სხვაგვარად განიხილავს და სწავლობს მედიცინის შედარებით ახალი დარგი – ჰომეოპათია.

ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულება, ახალი მსოფლმხედველობაა მედიცინაში. იგი გვიხსნის რატომ ვითარდება ესა თუ ის დაავადება, რას ნიშნავს გენეტიკური განწყობა და რა დროს იჩენს იგი თავს, როგორაა  ერთმანეთთან დაკავშირებული ერთ ადამიანში არსებული რამდენიმე დაავადება და იმისათვის რომ საბოლოოდ განვიკურნოთ, როგორი პრეპარატი უნდა შეირჩეს. ჰომეოპათია ითვალისწინებს ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მის კონსტიტუციას, მის სულიერ მდგომარეობას და ადამიანის განცდებს უკავშირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ცვლილებები თქვენს ორგანიზმში საერთო კანონზომიერებებს ემორჩილება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა დაავადება, რომელიც თქვენს ორგანიზმში ვითარდება, რაღაც ერთი ლოგიკით მიმდინარეობს. ყოველივე ეს გასაგები რომ გახდეს, შეგვიძლია  ავხსნათ კონკრეტულ მაგალითზე. მაგ: თუ ადამიანში დარღვეულია გოგირდოვანი ცვლა, მას უვითარდება მთელი რიგი ჩივილები სხვადასხვა ორგანოში -  აქვს მომატებული სიმხურვალეს შეგრძნება, დილაობით ფაღარათი, თვალების წვა, კანზე ალერგიული გამონაყარი, მწვავე ჰემოროი, რომელიც წვით და ქავილით ვლინდება, აქვს მომატებული ოფლიანობა ფეხებზე და სუნიანი, ჭუჭყიანი კანი. ამ პაციენტს აქვს მიდრეკილება ქაოსისაკენ, არის მოუწესრიგებელი, აინტერესებს ფილოსოფიური საკითხები. ეს პაციენტი რომ მოხვდეს თანამედროვე მედიცინის ექიმებში, მას ცალკე უმკურნალებდა გასტროენტეროლოგი კოლიტის დიაგნოზით, ალერგოლოგი დერმატიტის დიაგნოზით, თვალის ექიმი – კონიუქტივიტის დიაგნოზით, პროქტოლოგი – ბუასილის დიაგნოზით, გინეკოლოგი – კლიმაქსის დიაგნოზით და ა.შ. ეს ადამიანი მუდმივად ირბენდა ექიმებში და უშედეგოდაც, ვინაიდან არაა გათვალისწინებული მთავარი – ყველა დაავადება კავშირშია ერთმანეთთან და არ შეიძლება ვუმკურნალოთ ერთს და არ გავითვალისწინოთ მეორე, არ შეიძლება ადამიანი დავჰყოთ ცალ-ცალკე ნაწილებად, ჩვენს მიერ აღწერილი ჩივილები განპირობებულია გოგირგოვანი ცვლის დარღვევით, მომატებული კატაბოლიზმით ორგანიზმში და ამ  დარღვევის მთავარი იდეაა "წვის გაძლიერება". ამიტომ აქვს ამ პაციენტს წვა თვალებში, კანზე, უკანა ტანში, ფეხებში და ნაწლავის ლორწოვანშიც, რასაც ორგანიზმი ფაღარათით ავლენს. ამ პაციენტს ჰომეოპათი მისცემდა მხოლოდ ერთ პრეპარატს – SULPHUR – 1000 (ჰომეოპათიურ გოგირდს), წელიწადში ერთხელ. ის კი სწორედ გოგირდის ცვლას მოაწესრიგებდა და პაციენტს ყველა ჩივილიც მოეხსნებოდა.  ესაა ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი – "მსგავსის მსგავსით მკურნალობა". შეგვიძლია მეორე მაგალითიც მოგიყვანოთ: თუ პაციენტს აქვს კისტოზური მასტოპათია (პატარა კისტები სარძევე ჯირკვალში), აქვს კისტა მარჯვენა საკვერცხეში და ამის გამო მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აქვს კვანძოვანი ჩიყვი (კისტა ფარისებრ ჯიკვალში)  და პერიოდულად აწუხებს სახის, ქუთუთოების შეშუპებები – ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ორგანიზმში ერთი დაავადება მიმდინარეობს. ეს დაავადება  გამოხატულებას ჰპოვებს სხვადასხვა ორგანოში დაზიანებებით და ამ დაავადებას მარტივად შეიძლება დავარქვათ "შეშუპებებისკენ მიდრეკილება" ან "წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა", "სითხის არასწორი გადანაწილება ორგანიზმში", რაც ვლინდება იზოლირებული სითხის დაგროვებით ანუ კისტების ჩამოყალიბებით. (კისტა სითხით სავსე  კეთილთვილებიანი სიმსივნეა). ჰომეოპათი როცა აანალიზებს  ამ პროცესებს, ეძებს მთავარ პრეპარატს – ამ შემთხვევაში ეს APIS - ია, რომელიც მოხსნის ზოგად მიდრეკილებას შეშუპებებისკენ. ასეთ პრეპარატებს SULPHUR, APIS - ჰომეოპათიაში კონსტიტუციური პრეპარატები ეწოდება. კონსტიტუციური პრეპარატი მოქმედებს ორგანიზმზე ღრმად, ხანგრძლივად, გადააწყობს რა ადამიანის ბიოქიმიურ-იმუნურ-ენდოკრინულ სისტემას და შეასწორებს ყველა იმ დარღვევას, რომლის ნიადაგზე განვითარდება ესა თუ ის დაავადება. ამიტომ ჰომეოპათიური მკურნალობის დროს, იმისათვის რომ საბოლოოდ განვიკურნოთ, აუცილებელია კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა. ეს უნდა იყოს ერთი პრეპარატი, მაღალ პოტენციაში და უნდა მივიღოთ იშვიათი მიღებით - წელიწადში 1-2-3 – ჯერ. კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმ-ჰომეოპათს.

ჰომეოპათია მკურნალობს უმცირესი დოზით – დოზა იმდენად მცირეა, რომ გამხსნელში პრაქტიკულად არ რჩება საწყისი ნივთიერების მატერიალური დოზა, მაგრამ გამხსნელი თავისი მოლეკულური სტრუქტურით ინარჩუნებს ინფორმაციას ამ ნივთიერების შესახებ. ეს ინფორმაცია კი ორგანიზმს გადაეცემა სპეციალური მოლეკულური რეცეპტორებით. გამოდის, რომ ჰომეოპათიური წამალი მოქმედებს  ინფორმაციის სახით -  გასცემს რა ბრძანებას ადამიანის ორგანიზმზე. ეს ბრძანება კი ადამიანში იწვევს იმუნური-ენდოკრინულ-ბიოქიმიური ძალების მობილიზაციას. სწორედ ეს პასუხი განაპირობებს ჰომეოპათიური განკურნების მექანიზმს.


ავტორი: tornike 11-01-2011, 19:30

ანგინა და მისი მკურნალობა ჰომეოპათიური პრეპარატებით 


ყელის ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება – ანგინა, ბავშვთა ასაკის ხშირი დაავადებაა, თუმცა იგი მოზრდილ ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. ბავშვთა ასაკში ნუშურა  ჯირკვლები  განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფექციებისადმი. იგი წარმოადგენს  იმ  ორგანოს  რომელიც  ძირითად  დარტყმას იღებს თავის თავზე მწვავე რესპირატორიული ინფექციების  დროს. ამიტომ 1,5-2 წლამდე ასაკის  ბავშვებში, როცა ბავშვის ორგანიზმი პირველად დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო. სწორედ  ამ  ასაკში  ბავშვებში  ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც  ხშირად  ვლინდება  კისრის  ლიმფური ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების  გაჩენით  და  ნუშურა  ჯირკვლების  ჰიპერტროფიით.

რაც  შეეხება  ანგინას მკურნალობას, ეს  საკითხი  ექიმმა  უნდა  გადაწყვიტოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს რჩევისათვის. 

ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთების დროს. პრეპარატების არჩევა ხდება დაავადების სტადიის მიხედვით.

მწვავე სტადიაში  გამოიყენება: Aconit, Belladonna, Mercurius solubilis, Phitollaca, Apis, Mercurius  biiodatus, Merc  cyanatus, Hepar sulphur.

ანგინას საწყის სტადიაში გვაქვს ნუშურა ჯირკვლების და სასის  რკალების შეწითლება, შეშუპება. ამ  დროს  უნდა  ვიხმაროთ:

Belladonna - ლორწოვანი გარსები და სახის კანი ღია წითელი ფერისაა, ცხელია, კანი ოფლიანია, სახე წამოწითლებული, სკლერები შეიძლება  ჩაწითლებული იყოს. ნუშურა ჯირკვლები ღია წითელი ფერისაა, შეიძლება იყოს ოდნავ შეშუპებული, ყელში არის სიმშრალის შეგრძნებაა, ენა  წითელია  და  მშრალი. გვაქვს ძლიერი ყელის  ტკივილი  ყლაპვის დროს სასმელის  მიღებისას, ლაპარაკისას.  ავადმყოფი ითხოვს  ცივ  წყალს  და  სვამს  ყლუპობით. მიუხედავად  იმისა, რომ  პაციენტი  ოფლიანია, მას არა  აქვს საბნის  გადახდის  სურვილი. Bელლადონნა ეფექტურია მაღალი ტემპერატურის დროს, როცა ავადმყოფის კანი ოდნავ ოფლიანია, თუმცა Bელლადონნა შეიძლება დაბალი ტემპერატურის დროსაც გამოგვადგეს,   თუ  გვაქვს მისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც - ყელის  ტკივილი, სიწითლე, ოფლიანობა. . ინიშნება C6 განზავება 7-10 ჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

Phitolacca – ყელი  და ნუშურა ჯირკვლები მუქი წითელი ფერისაა, პაციენტს აქვს ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი და რაც დამახასიათებელია ამ  პრეპარატისათვის – ყელის ტკივილი გადაეცემა ყურების მიმართულებით. არის ზოგადი სისუსტეც. Belladonna-თვის დამახასიათებელია ღია წითელი ფერის ყელი, ხოლო Phitolacca –თვის კი მუქი წითელი. მოგვიანებით ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება ჩირქოვანი საცობები ან ნადები. პირში  ამ  ფაზაზე  ჩნდება  უსიამოვნო  სუნი. დაზიანება უპირატესად მარჯვენამხრივია, რაც ძლიერდება თბილი  სასმელის მიღებით.  ენა წითელია გვერდით არეებში  და  წვეროზე, ენის ძირი  დაფარულია  ნადებით.  შეიძლება  იყოს სიმშრალე  ყელში.  მაღალი  ტემპერატურა  უფრო  ხშირად  ოფლის  გარეშეა,    თუმცა  კანი  ცივი  რჩება.  პაციენტს აქვს  მოთხოვნილება, სულ  მოძრაობდეს. მიუხედავად  იმისა, რომ  პაციენტს  ყლაპვა  უჭირს, მას  შეუძლია  გაუჩნდეს  ყლაპვითი  მოძრაობების გაკეთების  სურვილი. . ინიშნება C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში.

Apis–ეს პრეპარატი ანგინის  დროს  შეუცვლელია მაშინ,  როცა  ანთება  უპირატესად  შეშუპებით  მიდის.  ლორწოვანი  გარსები  შეშუპებული და ვარდისფერია, ტკივილი  ჩხვლეტითი ან  წვითი  ხაასიათისაა და ძლიერდება  სითბოს  ან  თბილი  სასმელების გავლენით. პაციენტს  არ  სიამოვნებს  ყელზე  შეხება  და  უარს  ამბობს  კომპრესის  გაკეთებაზე. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა მას    არა  აქვს წყურვილის გრძნობა. ინიშნება  C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში.

Mercurius  solubilis – ჩვენებისას  ნუშურა  ჯირკვლები  მუქი  წითელია მოლურჯო  ელფერში  გარდამავალი, შეშუპებული, დაფარული  ჩირქოვანი  ნადებით. ენაზე აღინიშნება  ჭუჭყიანი  ფერის  თეთრი  ნადებით, ენის  გვერდით  შეინიშნება  კბილების  ანაბეჭდებისმაგვარი  ჩაღრმავებები.  პირში  აღინიშნება  უსიამოვნო  სუნი, ჭარბი ნერწყვი. პაციენტს  აქვს წყურვილის  გრძნობა.  მაღალი  ტემპერატურა, ტკივილი და აგზნებადობა  მატულობს  ღამით.  გამოხატულია  ოფლიანობა, რომელიც  შვებას  არ  იძლევა.  ოფლი  ზოგჯერ  ყვითელ  ლაქებს  სტოვებს  თეთრეულზე.  სითბური  პროცედურები  (გამოვლება, კომპრესი) აძლიერებენ  ტკივილს.  რეგიონული  ლიმფური  ჯირკვლები  გადიდებული და გამკვრივებულია. მწვავე ანგინას დროს Mercurius სოლუბილის  უნდა  მივცეთ C6 განზავება 2 ბურთულა  3X-4X დღეში 5-8 დღის  განმავლობაში. ამ პრეპარატს ჰომეოპათები ხშირად ჰომეოპათიურ ანტიბიოტიკს უწოდებენ, ვინაიდან მას ჩირქის გამწოვი თვისებები აქვს არა მარტო ნუშურა ჯირკვლებიდან, არამედ სხვა ნებისმიერი ორგანოდან.

Hepar  sulphur – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ანგინის დროს Mercurius –თან  ერთად. დაბალ  განზავებებში იგი აჩქარებს დაჩირქებას, საშუალო  პოტენციებში  აჩერებს, ხოლო  მაღალ  განზავებაში კი თავიდან  იცილებს  მოსალოდნელ  აბსცედირებას (ჩირქის  სიღრმეში გავრცელებას). ყელის  ტკივილი  ჩხვლეტითი ხასიათისაა. პაციენტს  უჭირს  მცირე  ტკივილის მოთმენაც კი. იგი  ძალზე მგრძნობიარე  ხდება  ყოველგვარ  გამღიზიანებელზე – ტკივილზე, შუქზე, ხმაურზე. აწუხებს  ყველას გარშემო მუდმივი  ჭირვეულობით, ჩხუბობს, ადვილად ღიზიანდება, ადანაშაულებს ექიმს, აქვს  გამოხატული  მგრძნობელობა  სიცივეზე. მიუხედავად  მაღალი  სიცხისა  და  ძლიერი  ოფლიანობისა, იფუთნება  საბანში და  ძალზე  მგრძნობიარეა  ორპირი  ქარის, სიცივის  მიმართ. ყელის  ტკივილი ძლიერდება  სიცივით და მცირდება თბილი  პროცედურებით. ინიშნება C6 განზავება 3-4 ჯერ დღეში, C30 განზვება დღე გამოშვებით, ხოლო C200 განზავება ერთეული მიღებით.ანგინას მწვავე  პერიოდის  ჩათავების შემდეგ (6-7 დღის მერე) უნდა  გადავიდეთ  კონსტიტუციურ  პრეპარატებზე: Ca carbonicum, Barita carbonicum, Barita muriaticum, Silicea, Thuja an Sulphur.

ბარიუმის პრეპარატები რამდენიმეა:  Barita carbonicum, Barita muriaticum, Barita iodata. Barita carbonicum ენიშნება უფრო  ნელ, დინჯ  პაციენტებს, რომელთაც  შენელებული  აქვთ  მოძრაობები, აზროვნება. ბავშვები გამოირჩევიან წონაში ჩამორჩენით, დიდი თავით და შედარებით პატარა ტანით, ფეხისგულების  ოფლიანობით. არიან მორცხვნი, მშიშარა ხასიათით. იგი  ბუნებით  მცივანაა, უყვარს  სითბო, გადიდებული  აქვს  ლიმფური ჯირკვლები.

Barita muriaticum - უფრო  მოძრავი  და  აქტიურია. კარგად  მოქმედებს ნუშურა და ლიმფური ჯირკვლების გადიდებისას, ბუნებით ნეიტრალურია (არც მცივანაა, არც მხურვალი).

Barita iodata - უფრო ენიშნება ბარიუმის ტიპის პაციენტს, ოღონდ მხურვალეს.

Ca carbonicum -  პირიქით, ტანით დიდია და მსუქანი, თუმცა ისიც გამოირჩევა ხშირი ავადობით და სუსტი ჯანმრთელობით, უჭირს ადაპტაცია ახალ გარემოში და უცხო ხალხთან, არის ჩაკეტილი თავის თავში, ვერ იტანს ცვლილებებს. ასეთი ტიპის ბავშვებს გვიან ამოსდით კბილები და გვიან იწყებენ სიარულს და ლაპარაკს.

Sulphur -  პირიქით, მხურვალეა, მას სულ ცხელა, იხდის საბანს, კანზე აქვს ხშირი ალერგიული გამონაყარი. ხასიათით ჯიუტია, უყვარს არეულობა, ქაოსი.

ანგინის გადატანის შემდეგ ამ პრეპარატებს ვაძლევთ როგორც კონსტიტუციურ საშუალებას C30 განზავებაში კვირაში 1 ან 2-ჯერ. თვე-თვენახევრის მანძილზე.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას კიდევ უფრო მკაცრად ინდივიდუალურად არის შესარჩევი წამლები , რაც გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია .

თუ სახსრების ტკივილი აქვს პაციენტს დაწყებული ნაჩვენებია დამატებით კონსტიტუციურ საშუალებასთან პრეპარატი Rus toqsikodendron – ნი, გულის ჩივილებისას კი -Naja  , პრეპარატი ეფექტიური რავმოკარდიტის შემთხვევაშიდაც.


ავტორი: tornike 12-01-2011, 00:23
Real-TV - ჰომეოპათია, თორნიკე ალაშვილი 2011 წლის 14 ნოემბერი

 

 


 

 

 

ტრადიციული მედიცინის კონფერენცია–ერევანი 2009წ.


 

შემოკლებული ვიდეოჩანაწერი– http://www.myvideo.ge/?video_id=870978

ტრადიციული მედიცინის კონფერენცია–ერევანი 2010წ.

 

George Vithoulkas video lecture

 

Real TV გადაცემა ,,დღის სტუმარი" – თორნიკე ალაშვილი

 

 

Real TV - თორნიკე ალაშვილი

 

               

 

 

აჭარა TV                                                                                                                                                        


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:20

ჰაიმორიტისა და ფრონტიტის მკურნალობა

ჰომეოპათი გვირჩევს!

 

    სინუსიტები - (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ვითარდება მაშინ, როცა იმუნიტეტის დაქვეითების  გამო ანთება ცხვირის ღრუში რთულდება და გადადის სახის ძვლოვან წიაღებში. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგ. ძვლოვანი წიაღები სახის არეში სიმეტრიულადაა განლაგებული ცხვირის გვერდით, თვალბუდის ქვემოთ (ჰაიმორის ღრუ)  და შუბლის არეში, თვალბუდის ზემოთ (ფრონტალური წიაღები). ამის შესაბამისად ამ წიაღებში განვითარებულ ანთებას ეწოდება ჰაიმორიტი ან ფრონტიტი.

სინუსიტების დროს პაციენტს აწუხებს სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ყნოსვის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება. სინუსიტის დიაგნოზის დასმა ხდება ძირითადად რენტგენოლოგიური კვლევით. რენტგენოგრამაზე თვალნათლივ ჩანს ექსუდატი სინუსების ღრუში, როგორც გაჩრდილვა. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც ტკივილით ვლინდება, შემდგომ სინუსებში ჩნდება ექსუდატი, რომელიც მოგვიანებით ჩირქოვან ხასიათს იძენს. სინუსიტები ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით, განსაკუთრებით წელიწადის ცივ თვეებში. სინუსიტების მკურნალობა საკმაოდ პრობლემურია: წლების მანძილზე დაგროვებულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ადგილობრივი პროცედურები (სინუსური ღრუს გამორეცხვა), ჩასაწვეთებელი წვეთები, ფიზიოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია უმეტეს შემთხვევაში იძლევა დროებით გაუმჯობესებას და ბოლომდე მაინც ვერ ხსნის ამ პრობლემას.

სინუსიტების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით ბევრად უფრო ღრმა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, ვიდრე ადგილობრივი პროცედურები. ჰომეოპათიური წამლებით ხდება იმ დასუსტებული ადგილობრივი იმუნური რგილოს აღდგენა-გაძლირება, რამაც განაპირობა ანთებითი პროცესის ცხვირის ღრუდან წიაღებში გადანაცვლება. ჰომეოპათიური პრეპარატებიდან გამოიყენება:   Belladonna,   Bryonia,     Kali bichromicum, Mercurius solubilis, Hepar sulphur, Hydrastis, Silicea, Sticta, Iodum, Cinnabaris და ა.შ.

მწვავე პერიოდში გამოიყენება მწვავე ფაზის პრეპარატები: Belladonna, Bryonia.

Belladonna – გამოიყენება, როცა შუბლის ან სახის არეში გვაქვს მფეთქავი ხასიათის ძლიერი ტკივილი, გაზრდილი  მგრძნობელობა მცირე შერყევაზეც კი. სახე წითელი ფერისაა, ოფლიანია, არის სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, გაგნიერბული გუგები. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივეში. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.

Bryonia -  გამოიყენება მაშინ, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის ან სახის არეში, რომელიც არის მჩხვლეტავი ან ზეწოლითი ხასიათის. იგი ძლიერდება მოძრაობისას, სიცივეში და სუსტდება სითბოში, ზეწოლით, თავის წაკვრით, მოსვენებისას. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.

თუ გამოვიყენებთ ამ პრეპარატებს მწვავე ფაზაში, შესაძლებელია  მოხდეს დაავადების კუპირება და იგი აღარ გართულდება. მიუხედავად ამისა, დაავადება ზოგჯერ მაინც რთულდება და გადადის ქვემწვავე სტადიაში. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერ დასუსტებულია - მაგ. გრიპის გადატანის შემდეგ. ქვემწვავე სტადიაში ხდება ექსუდატის წარმოქმნა სინუსების ღრუებში, რომლის შემადგენლობა მოგვიანებით ჩირქოვანი ხასიათის ხდება. ამ სტადიაში ვხმარობთ შემდეგ ჰომეოპათიურ საშუალებებს:

Hydrastis -  ეფექტურია მაშინ, როცა სინუსების ღრუში წარმოქმნილი სეკრეტი ბლანტია და გაძნელებულია მისი ევაკუაცია სინუსებიდან, რაც იწვევს ყრუ ხასიათის ტკივილს სახის ან შუბლის არეში. გამონადენი ლორწოვანი ხასიათისაა, მოყვითალო ფერის. შეიძლება ლორწოში იყოს სისხლის მცირე რაოდენობაც. გაუარესება გვაქვს უმეტესად ღამის საათებში. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ძლიერდება ანთებითი ექსუდატის ევაკუაცია ცინუსური წიაღებიდან და შესაბამისად მცირდება ტკივილიც. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა მარტო ეს პრეპარატი საკმარისი ყოფილა დაავადებისგან სრული განკურნისთვის.

Kali bichromicum - ასევე გამოიყენება ლორწოვანი გამონადენის არსებობისას, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება თხელი გამონადენის დროსაც. ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ტკივილი ცხვირის ფუძეში, თვალბუდეებს შორის, გაჭედვის და სიმშრალის შეგრძნება ცხვირის ლორწოვან გარსში, ქერქების  წარმოქმნა ლორწოვანზე. გამონადენი ბლანტია, მოყვითალო ან მომწვანო ფერის. შეიძლება იყოს ყნოსვის დაქვეითებაც. არის ძლიერი ცემინება, სუნთქვის გაძნელება ლორწოვანი გარსების შეშუპების გამო. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივის გავლენით,  ზეწოლით, ხოლო უმჯობესდება ინგალაციით.

Cinnabaris - პრეპარატი გამოიყენება უპირატესად ფრონტიტის დროს, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის არეში, ცხვირის ფუძესთან ან თვალბუდის შიგნით, სახის ძვლებზე გავრცელებით. ცხვირიდან გამონადენი მძაფრი სუნისაა, ბლანტია. პირში აქვს უსიამოვნო გემო. მდგომარეობა უარესდება ღამის საათებში.

სინუსიტები უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული მიმდინარეობისაა. ვითარდება წლების მანძილზე და იძლევა რეციდივებს ზამთრის ცივ თვეებში. ექსუდატი ქრონიკული ფორმებისას ხშირად ჩირქოვანი ხდება. ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ უფრო ძლიერმოქმედ პრეპარატებს:

Hepar sulphur - ჩირქის გამწოვი ძლიერი პრეპარატია. ჩვენ მას ვხმარობთ დიდი სიფრთხილით ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს, როცა ჩირქის ევაკუაცია წიაღებიდან გაძნელებულია მხოლოდ მაღალი განზავებებში – იშვიათი მიღებით.

Silicea – გამოიყენება ქრონიკული ჩირქოვანი სინუსიტებისას, როცა პაციენტის იმუნური სისტემა ძლიერ დაქვეითებულია არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. იგი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მცივანა, სუსტი აღნაგობის პაციენტებზე, სუსტი ფრჩხილებით და გაზრდილი ოფლიანობით.

თუ პაციენტს გადატანილი ჰაიმორიტის შემდეგ დიდხანს რჩება ნევრალგიური ხასიათის ტკივილები შუბლის ან სახის არეში, ჩვენ ვიყენებთ – Mezereum, Verbascum Cedron.

და ბოლოს, დავადების რემისიის ფაზაში ვიყენებთ კონსტიტუციურ პრეპარატებს, რომლის შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმ-ჰომეოპათის დახმარებით. კოსტიტუციური საშუალებები გაზრდიან თქვენს წინააღმდეგუნარიანობას ინფექციური დაავადებების მიმართ და გააძლიერებენ თქვენს იმუნურ სისტემას.


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:23

 ა დ ე ნ ო ი დ ე ბ ი

 

   "ადენოიდები" ანუ ხშირად ხალხში მას შეცდომით "პოლიპებსაც" ეძახიან, წარმოადგენს საკმაოდ ხშირ მოვლენას  ბავშვთა ასაკში. მორფოლოგიურად ადენოიდები ჯირკვლოვანი შენების ქსოვილს წარმოადგენს და მდებარეობენ ცხვირხახის გასავალთან. ისინი ნუშურა ჯირკვლების ანალოგიურ ორგანოს წარმოადგენენ და ერთად ქმნიან მთლიან დამცავ ადგილობრივ იმუნურ რგოლს. პაციენტებს ხშირად ეშლებათ ცხვირის ადენოიდური წანაზარდი ცხვირის პოლიპთან. ადენოიდები – ლიმფადენოიდები ქსოვილის გადიდებას, პოლიპი კი სიმსივნურ  წარმონაქმნს წარმოადგენს. მათი ჰომეოპათიური მკურნალობაც განსხვავებულია.

საერთოდ 2-5 წლამდე ასაკში, როცა ბავშვი ყველაზე ხშირად ავადობს ზემო სასუნთქი გზების ინფექციებით ხდება ლიმფური ჯირკვლების კომპენატორული გადიდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება პირველი შეტევა ვირუსების და ბაქტერიების, რომელსაც პატარას ორგანიზმი ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. 2 წლამდე ბავშვს მეტ-ნაკლებად მოჰყვება დედის მუცლიდან ან ძუძუდან მიღებული იმუნიტეტი, ხოლო 2 წლის შემდეგ ბავშვის ორგანიზმი უკვე დამოუკიდებლად ცდილობს ებრძოლოს დაავადებას. ამას კი  თავის თავზე სწორედ ყველაზე პირველად ლიმფური  ქსოვილი -  ნუშურები და ადენოიდები იღებენ თავის თავზე ვირუსების და ბაქტერიების პირველ შემოტევას.

სწორედ ამ ასაკში ვითარდება პირველი ანგინებიც და ნუშურა ჯირკვლებიც მნიშვნელოვნად ამ ასაკში  დიდდება. ისეთ ბავშვებში, რომელთაც კონსტიტუციურად აქვთ ლიმფურ-ჰიპერლაზიური დიათეზი, (რაც ლიმფური იმუნური სისტემის რგოლის სისუსტეს ნიშნავს და გარეგნულად ასეთი ტიპის ბავშვები დიდი წონით, თეთრი კანით გამოირჩევიან) ნუშურა ჯირკვლების გადიდება მნიშვნელოვანია, რაც ავიწროებს ცხვირხახის სასუნთქი ხვრელს და ასეთი ბავშვები ცხვირით ვერ სუნთქავენ, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში  (ძილის დროს), აქვთ ხმის შეცვლა (შეგუბებული ხმა).

ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ადენოიდური ქსოვილის გადიდებისას. ჩვენ დაგვიგროვდა  საკმაო გამოცდილება ამ პათოლოგიის მკურნალობაში და შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს. ყოფილა შემთხვევები, რომ საოპერაციოდ გამზადებული ბავშვების 1,5 – 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ადენოიდური ჯირკვლების ოპერაციის  უმრავლესობა მოხსნილია.

ამ მიზნით ჰომეოპათიაში გამოიყენება Ca-ის, Ba-ის,   I-ის პრეპარატები: Agraphis nutans, Calcarea iodata, Calc  carb, Calc phosp, Ba iodat, Ba carb, Sanguinaria, Mezereum, Kali iodat, Con, Tuberculin, Sulphur  iodat, Silicea.

Agraphis nutans – ერთ-ერთი პრეპარატია ადენოიდების და ნუშურა ჯირკვლების გადიდების. ხშირად მოავადე ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიცივისადმი და ადვილად ცივდებიან მცირე ქარშიც კი. იმის გამო, რომ ადენოიდები თითქმის კეტავენ ცხვირ-ხახის შესავალს, ბავშვები სუნთქავენ პირით (პირი სულ ღია აქვთ), "ცხვირისმიერი"  ხმით ლაპარაკობენ. თითქმის მუდმივად აქვთ სიცივე და გამონადენი ცხვირიდან. დახშობის გამო შეიძლება იყოს სმენის მცირე დაქვეითერბაც.

Calcarea iodata Calcarea carb. Calc phosph. – კალციუმის პრეპარატები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატებია  Ba – თან ერთად ადენოიდური წანაზარდებისას და სხვა ლიმფური ჯირკვლების გადიდების დროს (ქრონიკული ტონზილიტი, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდებისას) Ca – ის პრეპარატებს ვირჩევთ მაშინ, როცა ბავშვი არის დიდი წონის, მსუქანი, პასტოზური. შეიძლება ჰქონდეს ოფლიანობა, განსაკუთრებით სახის. Calc. Iodata ინიშნება მხურვალე პაციენტებში. Calc  phosp – გამხდარი აღნაგობის ბავშვებში, Calc  carb – ის ტიპის ბავშვი არის ძალიან მსუქანი, პასიური.

Ba – ის პრეპარატები ინიშნება კონსტიტუციური ჩვენებით. Ba – ის ტიპის ბავშვი უფრო ნელი, მორცხვია, ხშირად იმალება უცხოს დანახვაზე, აქვს ფეხების ოფლიანობა. ტანით პატარა და ტანთან შედარებით თავი ცოტა დიდი აქვს. Ba iodata – ინიშნება შედარებით მხურვალე პაციენტებში, Ba carb – მცივანაში, Ba mur – ამ მხრივ უფრო ნეიტრალურია, თანაც შედარებით უფრო მოძრავი და რეაქტიულია.


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:25

აიურვედა – ინდური გამაჯანსაღებელი სისტემა

ტრადიციული მედიცინა

 

 

    ჩვენ ვაგრძელებთ სტატიების სერიას ჰომეოპათიის და ძველი ტრადიციული სამედიცინო სისტემების შესახებ. დღეს გიამბობთ 5000 წლის ინდური მედიცინის შესახებ.

აიურვედა უძველესი ინდური ტრაქტატების (ვედების) ის ნაწილია, რომელიც სიცოცხლის და საერთოდ მკურნალობის საიდუმლოებებს მოიცავს. აიურვედული მედიცინა განთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი დიეტებით, რომლებიც ინდივიდუალურად ადამიანის კონსტიტუციის გათვალისწინებით ირჩევა, ვარჯიშებით და საერთოდ, ცხოვრების წესის წარმართვით. მას საფუძვლად უდევს თავისებური თეორიულ - ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანს, ისევე როგორც სამყაროს, ქმნის ხუთი ელემენტის ერთიანობა. ოთხი მათგანი: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა - ფიზიკური, მატერიალური სამყაროს ელემენტებია, მეხუთე – ეთერი – სულიერი ანუ ენერგეტიკული საწყისია. ხუთი ელემენტი ადამიანში სამ "დოშას" (ბიოლოგიურ ელემენტს) წარმოშობს, რომელთა სახელია: "პიტტა" (ნაღველი, ბიოლოგიური ცეცხლი), "ვატა" (ბიოლოგიური ჰაერი, ეთერის და ჰაერის შერწყმა) და "კაპხა" (ლორწო, ლიმფა, ბიოლოგიური წყალი). ამ სამ ელემენტს შორის წონასწორობა განაპირობებს ჯანმრთელობას. ადამიანის კონსტიტუციონალური ტიპები ინდურ მედიცინაში აიხსნება ამ "დოშების" შედარებითი სიჭარბით. დაავადებები კი – კიდევ უფრო ძლიერი გადახრით ამ წონასწორობაში.

"პიტტა"- დოშა მხურვალე და ნოტიოა თავისი თვისებებით. ამ ტიპის ადამიანი გამორჩევა სხეულის სიმხურვალით, თავდაჯერებით ცოცხალი და მხიარული ხასიათით. კანზე მას ხშირად აქვს გაღიზიანება, ანთებები ან გამონაყარი, ასევე ხალები. ავადმყოფობისას მას უჩნდება შემდეგი ჩივილები: ოფლიანობა, სხეულის არასასიამოვნო სუნი, წყლულები, ბუასილი, გულძმარვა, ღვიძლის და კუჭის დაავადებები, გაღიზიანება და სიბრაზე. "პიტტა" დოშის გაძლიერებას უწყობს ხელს ზაფხულის ცხელი ამინდი, წიწაკიანი, მარილიანი, ცხიმიანი და საერთოდ "გამახურებელი" საკვები პროდუქტები, გაბრაზება, გაღიზიანება. მის სამკურნალოდ, პირიქით, გამოიყენება "გამაგრილებელი"საკვები პროდუქტები (ცხარე, საკმაზების შეზღუდვა, მეტი ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთები), წყლის პროდუქტები და ა.შ.

"ვატა" - დოშა მშრალი და გრილია. ის ამოქმედებს ორგანიზმში კუნთებს და ნერვულ სისტემას. მისი სიჭარბე იწვევს ფიზიკურ და ნერვიულ ზედმეტ აქტიურობას, მოუსვენრობას, ორგანიზმის რეზერვების გამოცვლას. ვატა- ტიპის ადამიანი გამხდარი, მყესებიანი, მცივანა და სულსწრაფია. ავადმყოფობისას მას ნევრასტენიის დეპრესიის ნიშნები უჩნდება, ირღვევა საჭმლის გადამუშავების დაქვეითებით, ის იოლად იღგზნება, აქტიურად და ბევრს შრომობს, მაგრამ მალევე იღლება და ვარდება უძლურებაში. მას იოლად უვითარდება ტუბერკულიოზი. "ვატა"- დოშის სიჭარბის მოსახსნელად რეკომენდირებულია ცხელი კალორიული მსუყე საკვებები, ტკბილი, წვნიანი (და არა მშრალი) ხილი, ცხიმი, საკვები. ამ ტიპის ადამიანისათვის არ შეიძლება შიმშილობა.

"კაპხა" - დოშა, ნესტიანი და გრილია. ის განაპირობებს ორგანიზმის სტაბილურობას და სიმყარეს. მისი ტიპის ადამიანები მკვრივი, ძლიერი ტანაღნაგობის არიან, ხშირად ზედმეტად მსუქნებიც. მათ გრილი, მკვრივი ან ცხიმიანი კანი აქვთ და წყნარი, აუჩქარებელი ხასიათი. "კაპხა"-ტიპის პაციენტებს ხშირი გაცივება და ხველება ახასიათებთ, ისინი მგრძნობიარენი არიან ცივ, ნესტიან ამინდზე. მათ აწუხებთ აგრეთვე შეკრულობა, ძილიანობა, სისუსტე, გაუბედაობა და სილაჩრე. ხშირად "კაპხა"- ს ტიპის პაციენტები მომჭირნე, თადარიგიანი და ძუნწებიც არიან. მათთვის ყველაზე სასიკეთოა თბილი, მსუბუქი მშრალი საკვები, რომელშიც საკმაოდ გამოირჩევა მწარე, მლაშე, მწოვე გემო და მინიმალურად შედის კარაქი და შაქარი. "კაპხა"- დოშის სიჭარბეს აგრეთვე უხდება შიმშილობა და ხანგრძლივი მარხვა.

ხშირად გვხვდება ისეთი ადამიანები, რომელთაც უჭირთ წონის დაკლება. მრავალი დიეტის, ვარჯიშის და წამლების შემდეგ რასაც დაიკლებენ, შემდგომში მალევე იკრეფენ წონას. მათ არ შველის ისეთი ვიწროდ მიმართული პროგრამები რომელთაც სთავაზობენ სხვადასხვა ფორმები, მაგალითად "ჰერბალაიფი", ვინაიდან ისინი არიან  "კაპხა"-ტიპის. ასეთ ადამიანებს დასჭირდებათ ხანგრძლივი კომპლექსი ძალისხმევის, მათ შორის ფიზიკურის, რომელთაც სთავაზობს აიურვედული გამოჯანსაღების სისტემა.

აი რისთვის არის აუცილებელი ჯერ გაირკვეს პაციენტის გენეტიკურ-კონსტიტუციონალური ტიპი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ნათლად წარმოივდგინოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებე-ბის შესაძლო შედეგი.

აიურვედული მედიცინის სამკურნალო ცენტრებში პაციენტს მოეხმარებიან სტრესების მოხსნაში. ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი გაარკვევს მის კონსტიტუციას, დიაგნოზს და მისცემს რეკომენდაციებს დიეტის შესახებ. დაუნიშნავენ მცენარეულ-მინერალურ წამლებს, ჩაუტარებენ სინქრონულ მასაჟს ან მასაჟს სხვადასხვა ზეთების და ცხიმების გამოყენებით. შეურჩევენ და ასწავლიან სწორ ვარჯიშებს, დაეხმარებიან ძვირფასი ქვების და მინერალების ინდივიდუალურად შერჩევაში.



სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები