Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/curamedi/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 156 მომხმარებლის ყველა სიახლე tornike » www.curamediana.ge

  • სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » მომხმარებლის ყველა სიახლე tornike
ავტორი: tornike 12-01-2011, 14:40

ტრამვები 

მოყინვა


   მოყინვა ეწოდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად განვითარებული ქსოვილების დაზიანებას. მოყინვა შეიძლება განვითარდეს არა მარტო დაბალ ტემპერატურაზე, არამედ +6, +7 გრადუსზეც, თუ დამატებით არის ქარის ხანგრძლივი ზემოქმედება, სიცივე, კიდურების სისველე, ვიწრო ფეხსაცმელი, სისხლნაკლებობა, ორგანოზმის გამოფიტვა, შიმშილი და ა.შ. უფრო ხშირად გვაქვს ქვემო კიდურის თითების, ტერფის, ხელის თითების მოყინვა, უფრო იშვიათია ცხვირის, ნიკაპის, ყურის ნიჟარის მოყინვის შემთხვევები.

მოყინვის სიმძიმის მიხედვით არჩევენ 4 ხარისხის მოყინვას:

I ხარისხი – კანი  ხდება მუქი მოლურჯო, ან მოლურჯო – მოწითალო, რასაც შეშუპება მოჰყვება. არის ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი, წვა, ქავილი, კანის აქერჩვლა. 2-3 დღეში ეს მოვლენები თანდათანობით უკუვითარდება.

II ხარისხის მოყინვისას კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები, ხშირად სისხლიანი შიგთავსით. კანი მკვეთრად შეშუპებულია, თუმცა  დროული მკურნალობით კანის აღდგენა შესაძლებელია, რადგან დაზიანებულია კანის ზედაპირული შრეები.

III ხარისხის მოყინვა აზიანებს კანის ყველა შრეს, რაც იწყებს მის კვდომას (ნეკროზს). მგრძნობელობა ქრება, კანზე გვაქვს სისხლიანი (ჰემორაგიული) ბუშტუკები, ჩნდება 


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:48

 შუა ყურის ანთების მკურნალობა ჰომეოპათიაში

 

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს ჰომეოპათიას დიდი დახმარება შეუძლია გაგვიწიოს. ყურის ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. პრაქტიკულად ყველა ბავშვმა 6 წლამდე ასაკში ერთხელ მაინც გადაიტანა მწვავე ოტიტი, ხოლო გარკვეული კატეგორიის ბავშვებისათვის ყურის ინფექციები დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიით ხშირი შემთხვევები განპირობებულია ცხვირ-ხახის ანატომიური თავისებურებით, რადგან  ცხვირისა და შუა ყურს შორის ორივე მხარეს არსებობს ანატომიური კავშირი ე.წ. ევსტახის მილი, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში ძალზე მოკლე და ფართოა, ამიტომ ცხვირის ნებისმიერი ინფექცია (სურდო) ადვილად აღწევს შუა ყურს და იწვევს მის ანთებას. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც დაფის აპკზე სიწითლით და ყურის ძლიერი ტკივილით ვლინდება. კატარს მოსდევს ექსუდაციის (სითხის) გამოყოფა დაფის აპკის უკან. ეს ექსუდატი შემდეგ ჩირქდება და იწვევს აპკის პერფორაციას (გახვრეტას) და კლინიკურად ამ დროს ტკივილი  ქრება ან მცირდება, ხოლო გარე სასმენ ყურში ვამჩნევთ ჩირქის გამოყოფას.

რაც შეეხება ჰომეოპათიურ მკურნალობას, ჩვენი პრეპარატებით მკურნალობა შესაძლებელია ყურის ანთების ყველა სტადიაზე. ჩვენი გამოცდილებით, ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ავადობის სიხშირე. უფრო სწრაფად იხსნება ტკივილის სინდრომი და სწრაფად ხდება პერფორირებული დაფის აპკის აღდგენა.

ოტიტის კატარულ სტადიაზე ეფექტურია შემდეგი ჰომეოპათიური პრეპარატები: Belladonna, Chamomilla, Fe phosphoricum, Aconit.

ექსუდაციურ სტადიაში ამ პრეპარატების გვერდით ეფექტურია – Mercurius sol, Silicea, Hepar sulphur, ხოლო ჩირქის გამოყოფის შემდეგ – Pulsatilla, Merc sol, Hydrastis, Kali bichr. გართულების თავიდან ასაცილებლად ენიშნება: Capsicum, Aurum, Silicea.

Mmorecidive otitisas, როგორც კონსტიტუციური საშუალება: Tuberculinum, Na sulphur, Calc carb, Thuja, Silicea, და სხვ.

Belladonna - ითვლება კატარის პრეპარატად და ფართოდ გამოიყენება ყელის, ყურის კატარული ანთებისას, რაც სიწითლით, ტკივილით ან სიცხით ვლინდება. დაავადება უფრო ხშირად უცებ იწყება, გაციებით. 1-2 სთ-ში შეიძლება ბავშვს დაეწყოს ძლერი ტკივილი ყურში. ასეთ სიტუაციაში Belladonna 6 უნდა მიეცეს ყოველ 15-30 წთ-ში, ტკივილის ჩაწყნარების შემდეგ დღეში 7X- 8X სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაფის აპკი ამ დროს წითელი, მაგრამ ექსუდატი შუა ყურში ჯერ არ არის.

Chamomilla – ასევე მწვავე კატარული სტადიის პრეპარატია, მაგრამ  Belladonna-გან განსხვავებით პაციენტი ძალიან გაღიზიანებულია, ჭირვეულია, ყვირის, ჩხუბობს, ე.ი. ემოციური სფერო ძლიერ გამოხატულია. ცალი ლოყა შეიძლება წითელი იყოს. ბავშვი სულ ხელში აყვანას ითხოვს. ღიზიანდება ყველაფერზე – შუქზე, შეხებაზე, სათამაშოზე. შეიძლება ასეთმა აღგზნებამ მთელი ღამე გასტანოს.

Fe phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe phosphoricum უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. ზოგი ავტორი რეკომენდაციას იძლევა დავნიშნოთ  Fe phosphoricum სურდოს ყველა ფორმის დროს, ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).

Pulsatilla – ინიშნება მაშინ, როცა ყურიდან შეინიშნება ჩირქოვანი გამონადენი. იგი ხელს უწყობს პროცესის დაჩქარებას და სწრაფ ალაგებას. ოღონდ ამ შემთხვევაში ბავშვის ემოციური სფერო განსხვავდება Chamomilla da Belladonna – სგან. იგი გარეგნულად წყნარია, მოსიყვარულე და დედისგანაც ალერსს ითხოვს, ჩუმადაა, ხშირად ტირის  და  არა აქვს აგრესიულობა. იგი წყნარდება, როცა ვინმე, განსაკუთრებით კი დედა, მიეფერება. მართალია იგი ბევრს ტირის, მაგრამ ეს ტირილი არ გამოირჩევა გაღიზიანებულობით, არამედ უფრო წუწუნის, თავის შეცოდების მიზნით ხდება.

Hepar sulphur – უფრო უმჯობესია მისი გამოყენება ოტიტის გვიან სტადიებზე, როცა შუა ყურში უკვე ჩამოყალიბებული ჩირქოვანი ექსუდატია. ემოციურად Hepar sulphur სიტუაციის დროს ბავშვი ასევე გაღიზიანებულია, აგრესიულიც კი ხდება. Chamomilla – გან განსხვავებით იგი არ ისვრის ნივთებს და სათამაშოებს, არ ჩხუბობს. იგი უბრალოდ გაგრძნობინებს, რომ იგი გაბრაზებულია. ბავშვს აქვს ძლიერი სიცივის შეგრძნება. ინიშნება იშვიათი მიღებით.

Mercurius  sol – ასევე ნაჩვენებია ყურის ტკივილისას იმ მომენტიდან, როცა დაიწყო ჩირქის წარმოქმნა. ბავშვი, რომელსაც სჭირდება ეს პრეპარატი შეიძლება ასევე იყოს აგზნებული, მაგრამ იგი ნაკლებად აგრესიულია, უფრო დაბნეულის შთაბეჭდილებას სტოვებს და ხშირად იმპულსურად იძლევა. ყურის ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს. სითბოში, ღამე, ლოგინში თუმცა მკვეთრი დამოკიდებულება ასეთი მოდალობების მიმართ ზოგჯერ საერთოდ არაა გამოხატული. Mercurius  sol – სთვის დამახასიათებელია ჭარბი, სუნიანი ოფლი, ჭარბი ნერწყვი პირში, სუნი პირის ღრუში, ენის გვერდით კიდეებზე კბილების ანაბეჭდები. ინიშნება C6 განზავება  - 2 ბურთულა 3-4 ჯერ დღეში.

Silicea – უფრო კონსტიტუციური პრეპარატია, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია ყურის ანთების გვიან სტადიაზე. იგი ხელს უწყობს ქრონიკული ანთებისაგან განკურნებას, ნაწიბუროვანი ტკივილების ალაგებას, ჩირქის გამოწოვას. Silicea–ს ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია შინაგანი სითბოს დეფიციტი – პაციენტს სულ სცივა, ხელ-ფეხი მუდამ გაყინული აქვს, ხშირად ხდება ავად, დასუსტებულია, ოფლიანობს – უფრო მეტად კიდურებზე და თავის თმიან ნაწილზე. Silicea –ს წარმატებით ხმარობენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მათ შორის აცრებით გამოწვეული გართულებების დროსაც. Silicea –ს ტიპის ადამიანი ასევე რბილი ხასიათით გამოირჩევა, თუმცა არ ითხოვს სიყვარულის ისეთ გამოხატვას, როგორც Pulsatilla. იგი თავმდაბალია, მორცხვი. ტანითაც ზომიერადაა განვითარებული. ინიშნება  30 ან 200 განზავება იშვიათი მიღებით.

Capsicum – ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია მასტოიდიტის საშიშროების შემთხვევაში. მასტოიდიტი – ყურის ჩირქოვანი ანთების ერთ-ერთი საშიში გართულებაა.  ამ დროს ჩირქოვანი პროცესი გადადის ყურის უკან მდებარე ძვლოვან მორჩზე, რაც შემდგომ საკმაოდ რთული სამკურნალოა და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. მასტოდიტის პირველი ნიშნებია ტკივილის გაჩენა ძვლოვან მორჩზე ხელის დაჭერით. ამ დროს საკმაოდ ეფექტურია Capsicum რამოდენიმე მიღება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ საშიშ გართულებას.


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:50

ემოციური მოშლილობანი


ჩვენს ცხოვრებაში ემოციური სტრესები ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია. შეუძლებელია მთელი ცხოვრება ისე განვლო, ერთხელ მაინც არ განიცადო ემოციური სტრესის ყველა საშინელება. ხშირად ადამიანებს წლები სჭირდებათ ხოლმე, რათა აღიდგინონ დაკარგული ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე. ყველა ემოცია ხომ მეტ-ნაკლებად აისახება ჩვენს გონებაში და მოგვიანებით იჩენას თავს უკვე ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებით. მაგ.მედიცინაში ცნობილია ე.წ. "სტრესით გამოწვეული კუჭის წყლული".  ყველა თქვენი ფიქრი და ემოცია, დადებითი თუ უარყოფითი, არამატერიალური სახით აირეკლება გონებაში და შემდეგ განხორციელებას ჰპოულობს (შეიძლება წლების შემდეგაც) თქვენს შინაგან ორგანოებში. ამიტომაა რომ, მსოფლიოს ყველა ფილოსოფიური მოძღვრება ასწავლის ადამიანს  გააწონასწოროს თავისი გრძნობები, უფრო ხშირად განიცადოს დადებითი ემოციები, რადგან დადებითი ემოცია ჯანმრთელობის  განუყრელი თანამგზავრია. ყველაზე ჯანმრთელია ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი.

ჩვენი ცხოვრება საქართველოში ბოლო წლებში სამწუხაროდ იქცა ნეგატიური მოვლენების ეპიცენტრად. თითქმის ყველა ოჯახში არის ემოციური მოშლილობის პრობლემა, რაც ვლინდება  ნევროზით, შიშებით, უძილობით,  ზოგჯერ დეპრესიით და ფსიქიური დარღვების სახით. ეს კი აუცილებლად იმოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საერთო დონეზეც, რადგან ჩვენს გარშემო შექმნილი უარყოფითი ველი  გავლენას ახდენს არა მარტო ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელებზეც. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან   პატარა ბავშვები.

ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები ემოციურ მოშლილობების სამკურნალოდ. სწორი წამლის შერჩევა ასეთ სიტუაციაში საკმაოდ რთულია და მოითხოვს ექიმ-ჰომეოპათის კვალიფიციურ დახმარებას. ამიტომ შემოვიფარგლებით რამოდენიმე, ყველაზე პოპულარული პრეპარატით.

Ignatia, Aconit, Nux vomica, Coffea, Chamomilla, Aurum.

 ემოციური მოშლილობის სამკურნალოდ ზუსტად უნდა შეირჩეს კონსტიტუციური პრეპარატი, თანაც მაღალი პოტენციები და იშვიათი მიღებით.

Ignatia – ინიშნება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან: ეს შეიძლება იყოს  განშორება შეყვარებულთან,  მეგობართან, ან ახლობლის გარდაცვალება.  ასეთი ტიპის სტრესები ზოგიერთ ადამიანში იწვევს ნევროზის ისეთ ფორმას, რომელიც ვლინდება მომატებული ემოციურობით, რაც ხშირად ტირილში და მელანქოლიურ განწყობაში ჰპოვებს გამოხატულებას, ყელში სპაზმით, ბურთის შეგრძნებით, სიგარეტის ბოლის აუტანლობით. თუ თქვენ ახლობელ ადამიანთან განშორების შემდეგ გაგინვითარდათ ასეთი ემოციური ნიშნები, რასაც თან შემდგომში მოჰყვა ან შეკრულობა, ან კუჭის ტკივილი ან სხვა რაიმე ჩივილი, ყველა ამ შემთხვევაში ეფექტური იქნება Ignatia.

Aconit – აკონიტი არის შიშის პრეპარატი, წარსულში  ოდესმე გადატანილი ძლიერი შიში, ან უბედური შემთხვევა  წლების მანძილზე ტოვებს კვალს ფსიქიკაში, რაც შემდგომ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში ეფექტური იქნება Aconit 200 პოტენციის ერთჯერადი დოზაც კი. Aconit გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ გაწუხებთ  შიშები, რომელიც უფრო საღამოს საათებში იწყება და პანიკურ ელფერს ატარებს. სახე ამ დროს ხან წამოწითლებულია, ხან კი გაფითრებული,  თვალები გაფართოებული. შიშებიდან განსაკუთრებით გამოხატულია სიკვდილის შიში. ხშირად კი შიშები   აბსოლუტურად გაურკვეველია. Aconit –  ეფექტურია ყველა იმ დაავადების დროსაც, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა და სიკვდილის შიში (მაგ. ინფარქტის ან სტენოკარდიის შეტევა). პაციენტები ხშირად წინასწარმეტყველებენ თავისი სიკვდილის დღეს. ძილი მოუსვენარია, ტრიალებენ ლოგინში და ეღვიძებათ იმ შიშით, რომ მალე მოკვდებიან.   

Nux vomica – ამ პრეპარატის სიტუაცია, შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ადამიანი ძლიერ გადატვირთულია საქმით, დილიდან საღამომდე უწევს დაძაბული შრომა, ხშირად მთელი დღის განმავლობაში საჭმლის ჭამასაც ვერ ახერხებს და მერე საღამოს ძილის წინ ღებულობს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც მთელი ღამე დისკომფორტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქრონიკული გადაღლის პრეპარატია. თანდათანობით ასეთი დაძაბული შრომის შედეგად ადამიანი ხდება გაღიზიანებული, ვერ ითოკავს ნერვებს, ყვირის, ჩხუბობს, უხეშობს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. მოშლილი აქვს ძილი – გამთენიისას ეღვიძება და მერე უჭირს დაძინება. ზოგჯერ ხმარობს გინებასაც. ასეთი ნერვული გადაძაბვა აისახება მის კუჭ-ნაწლავზეც –აწუხებს ტენეზმები.

Coffea – გახლავთ ჰომეოპათიურ დოზაში გადაყვანილი ყავა და იგი გამოგვადგება მაშინ, როცა საქმე გვაქვს უძილობასთან, ემოციურ ლაბილობასთან, აღგზნებასთან. ალბათ ყველას განუცდია ყავის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად განვითარებული მდგომარეობა  -  აგზნება, რომელიც დაძინების საშუალებას არ გვაძლევს მთელი ღამე.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჰომეოპათიურ დოზებში ყავა მკურნალობს სწორედ ასეთ სიტუაციას: როცა ვგებულობთ  რაიმე ახალ ამბავს (სასიხარულოს ან სამწუხაროს), და ემოციური აგზნების გამო მთელი ღამე არ გვეძინება. Coffea – ს ტიპის ადამიანს ტვინში უამრავი აზრი უტრიალებს, პრაქტიკულად ვერასოდესაა მოსვენებული, მოდუნებული

Chamomilla – ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი გაღიზიანებულია, აგზნებულია, აქვს უძილობა და ამას ყველაფერს თან ახლავს "ხულიგნური" მანერები – პაციენტი ჩხუბობს, ხმარობს "მაგარ" სიტყვებს, ანჩხლობს, უყვარს გინება. იგი მცირე ტკივილისადმიც კი ზემგრძნობიარეა და "აკლებული" ჰყავს გარშემო ყველა. ეს ადამიანი ვერ იტანს შეხებას, ხმაურს, ორგანული პათოლოგია თავს იჩენს უფრო   გადატანილი ემოციური აფეთქების მერე. ბავშვებში Chamomilla – ს ტიპი საოცრად აღგზნებულია, სულ ტირის, განსაკუთრებით აუტანელი სიტუაცია იქმნება კბილების ამოსვლისას ან ყურის ტკივილისას. ამ ტიპის  გამოსაცნობი სიმპტომია ის, რომ ბავშვი მუდმივად ითხოვს ხელში აყვანას. ჩვენ გვქონდა ერთი საინტერესო შემთხვევა:  5 თვის ბავშვს აღენიშნებოდა უძილობა დღის განმავლობაში, მაშინ როცა ღამე ნორმალურად ეძინა. ბავშვი იყო საოცრად გაღიზიანებული, ითხოვდა მუდმივ ყურადღებას და  ხელით ტარებას. დედა და ბებია (პროფესიით ექიმი) სახლში საოჯახო  საქმეს პრაქტიკულად ვერ აკეთებდნენ. ბავშვი ჰყავდათ სამკურნალოდ თითქმის ყველა ცნობილ ნევროპათოლოგთან, მაგრამ რაიმე ორგანული პათოლოგიას ვერ აღმოაჩინეს. Chamomilla - ს ერთმა მიღებამ ნამდვილი სასწაული მოახდინა:  როცა მეორე დღეს ბავშვის სანახავად მივედი, ოჯახში კომიკური სიტუაცია დამხვდა: მთელი ოჯახი გამალებულად ალაგებდა სახლს (მანამდე ეს წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან მთელი დრო ბავშვის ხელში ტარებას მიჰქონდა). ოთახებში ერთი ბრახაბრუხი  და წრიალი სუფევდა, ბავშვს კი მშვიდად ეძინა თავის საწოლში უკვე სამი საათი და ცოტა არ იყოს, ოჯახის წევრები შეშინებული იყვნენ, ამდენი ხანი რატომ სძინავსო.

Opium -  იხმარება იმ შემთხვევაში, როცა უეცარმა შიშმა ადამიანის ფსიქიკაში დატოვა ღრმა კვალი. თუ გადატანილი სტრესის მერე ადამიანი ხდება არაბუნებრივად "მშვიდი", ჩაფიქრებული, თითქოს შოკშიაო და დაშტერებული გამოხედვა აქვს, სტოვებს ნახევრად მძინარე ადამიანის შთაბეჭდილებას თუ გადატანილი შიშის შემდეგ  განვითარდა სხვადასხვა დაავადებები – გულყრა, ნევროზი – ან სხვა პათოლოგია,  ყველა ამ სიტუაციაში გამოგვადგება Opium. Opium – იხმარება მაშინაც კი, როცა პაციენტები ნებისმიერი სხვა რაიმე დაავადების დაწყებას უკავშირებენ სწორედ შორეულ წარსულში გადატანილ შიშს. მაგ: თუ  პაციენტს შეკრულობა დაეწყო ბავშვობიდან -  გადატანილი შიშის მერე, ამ სიტუაციაში საუკეთესო იქნება  Opium- ის ერთი დოზა.

Aurum metalicum – დეპრესიის პრეპარატია და იგი  გამოგვადგება დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანების სამკურნალოდ. ხშირად დეპრესიას იწვევს გარშემო სიტუაციაც,  რომელიც  ვითარდება მაშინ, როცა ადამიანს აკლია გარშემომყოფთა დაფასება. მაგ: შეიძლება წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა პაციენტი ადრე იყო თანამდებობის პირი, ჰქონდა ყველაფერი – პატივისცემა, ფული, დაფასება და უცებ რაღაცის გამო (მაგ: იგი დარჩა უმუშევარი) ეს ყველაფერი  დაკარგა. ზოგიერთი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ვვარდება ღრმა დეპრესიაში, ფიქრობს თვითმკვლელობაზე - ხშირად ირჩევს ფანჯრიდან გადახტომას. სწორედ ასეთ სიტუაციაში გამოგვადგება Aurum metalicum. ბუნებრივია, რომ ასეთი პაციენტები პატივმოყვარენი არიან და მუდმივად ცდილობენ თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილემას, უყვართ როცა გრძნობენ, რომ საჭირონი არიან გარშემომყოფთათვის, ბუნებით გულუხვნი არიან უფრო იმისათვის, რომ ვინმემ შეაქოს, მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი მათ შესახებ. ისინი ვერ იტანენ შენიშვნებს და ყველაფერს იმას რაც შელახავს მათ თავმოყვარეობას. ასეთ პაციენტებს შინაგანი ორგანოების მხრივ ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზი, აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება. Aurum გარეგნულად შეიძლება იყოს მკვრივი, მძიმე, სქელი კისრით, შავგვრემანი ადამიანი, მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული, ტემპერამენტული და ფეთქებადი, გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით. Aurum –ის ტიპის ქალებს შეიძლება განუვითარდეთ საშვილოსნოს ფიბრომა. Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით - ხორცი.

ჩვენს ცენტრში აპრობირებულია ჩვენს მიერ შექმნილი კომპლექსური პრეპარატი Melissa complex, რომლის შემადგენლობაშია კატაბალახა, ბარამბო და სხვა მცენარეული კომპონენტები დაბალ განზავებებში (D3 – D6). ამ პრეპარატის  მიღება შეიძლება კონსტიტუციური პრეპარატების გვერდით, როგორც დამხმარე საშუალება  საჭიროების შემთხვევაში. მაგ: უძილობისას ან ემოციური სტრესის დროს.


ავტორი: tornike 12-01-2011, 14:54

Homöopathie in Tbilissi:

Klinik „Familienheiler“ macht mit „Familienmedizin“ Erfolge

 

Der Gründer der Homöopathie, Samuel Hahnemann, hatte Anhänger auch in Russland und in der Ukraine. Diese alternative Medizin entwickelte sich dort weiter bis zur Gründung der Sowjetunion. Die Sowjetmacht verbot jegliche alternative medizinische Tätigkeit. Anfang der 90er Jahre begann ein neues Interesse für Homöopathie in der damaligen Sowjetunion. In Moskau und Kiew gab es bereits einige homöopathische Zentren, deren Ärzte mit Kollegen aus dem Ausland zusammen arbeiteten. Aus Russland und der Ukraine gelangte dieses Wissen auch nach Georgien.

Heute wird Homöopathie in einigen Arztpraxen in Tbilissi erfolgreich eingesetzt. Die ”Kaukasische Post” sprach mit dem Gründer und Leiter einer der meistbesuchten homöopathischen Kliniken in Tbilissi ”Familienheiler”, Herrn Tornike Alaschwili. Er ist ordentliches Mitglied der Akademie für ökologische Wissenschaften und Mitglied der internationalen homöopathischen Liga.

K.P.: Wie kam es, dass Sie zur Homöopathie gekommen sind?


ავტორი: tornike 12-01-2011, 18:38

ფოტოალბომები: flickr-1

2008 წელი ვიზიტი ჰოლანდიაში

mylivepage-ზე



ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოგალერეა




 

 

 

 




ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

ფოტოგალერეა


ავტორი: tornike 13-01-2011, 16:34

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა

"ოჯახის მკურნალი" 

კლინიკის დირექტორი: ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის  ლიგის პრეზიდენტი, ეკოლოგიის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსითორნიკე ალაშვილი.

ექიმი-ჰომეოპათები: თამთა ჭანტურია, ლარისა ზუბაშვილი, ირინა ზუბაშვილი, ელისო გოგიჩაიშვილი, ქეთევან  შავგულიძე, ლელა აფრასიძე 

მანუალური თერაპევტი: სანდრო გუგუშვილი 

ბავშვთა მანუალური თერაპევტი და ოსტეოპატი: თამრიკო მიმინოშვილი.

სამედიცინო ფიზკულტურის, მასაჟის და ლაზეროპუნქტურის სპეციალისტი: მაიკო თორაძე.

 

 

მისამართი: რუსთაველის გამზირი #28, ალ. ჭავჭავაძის ქ. #2

ტელ.: (+995) 2 98 64 86, მობ.: 5 99 55 99 61


კლინიკაში მიმდინარეობს კომპლექსური მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით, ქართული ტრადიციული (ხალხური) მედიცინით, მასაჟი და მანუალური თერაპიით, მაგნიტო და ლაზეროპუნქტურით.

ჰომეოპათია მკურნალობს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო რეზერვების მობილიზაციის, ანუ თვითგანკურნების პროცესების ხარჯზე. წამლები შეირჩევა "დიდი სიმკაცრით" – ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, დაავადებების პიროვნული სურათის, თანმხლებ თუ გადატანილ დაავადებათა გათვალისწინებით.

მწვავე დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ბრონქიტი, ნევრალგიები და ა.შ.) ჰომეოპათიური მკურნალობა ძალზედ სწრაფად მოქმედი და ეფექტურია, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.

ქრონიკული დაავადებებისას კი ჰომეოპათიას შეუძლია ავადმყოფი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებამდე მიიყვანოს, ან ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს.

ჰომეოპათიური მკურნალობის შერჩევა წარმოებს კომპიუტერული პროგრამებით: "რადარი" და "რადუგა 5".

ბავშვთა მანუალური თერაპია და მანუალური მასაჟი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაინერგა ჩვენთან კლინიკაში, ეფექტურია ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს – (ბავშვთა ცერებრალური დამბლა, კისერმრუდობა, ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ბრტყელტერფიანობა, კუნთების სიმეტრია, კიფოზი, სქოლიოზი, ხერხემლის ზრდის შეფერხება, დისკის თიაქარი  და სხვ.).  ბავშვთა მანუალური თერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა ზოგადად აჯანსაღებს ბავშვების ორგანიზმს, მოქმედებს პროფილაქტიკურად,  აკაჟებს მათ იმუნურ სისტემას, აუმჯობე–სებს, როგორც გონებრივ მდგომარეობას, ასევე სხეულის  ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს. მანუალური თერაპიისა და მასაჟის გარდა კლინიკაში, დანერგილია ეთერზეთოვანი მასაჟი, ჭარბი წონისა და მარილების დაგროვების სამკურნალოდ. გამოიყენება ლაზეროპუნქტურა, მაგნიტოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა.

ჰომეოპათია გამოცდილია კომპლექსურ მკურნალობაშიც და შესანიშნავად ეთავსება ქართულ ტრადიციულ მედიცინას, სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიას, ფიზიო და ბალნეოთერაპიას, ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს, კლიმატურ, კურორტოლოგიურ და სხვა ბუნებრივი მკურნალობის მეთოდებს.

ქართული ტრადიციული მედიცინა და ჰომეოპათია ერთობლივად გამოიყენება ვირუსული C–ჰეპატიტის, ასევე, ალკოჰოლური ჰეპატიტისა და ციროზის, თრომბოციტოპენიისა და სხვა პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობისას.

 

    ჰომეოპათიური მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია შემდეგი დაავადებებისას:

 

– ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, რინიტები, ბრონქული ასთმა;

– ქრონიკული და კალკულოზური ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, ქრონიკული კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– პროსტატის ანთება, ადენომა (პირველი–მეორე სტადია);

– საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს მიომა, უშვილობა, პათოლოგიები ფეხმძიმობის პერიოდში, კლიმაქსი, ჭარბთმიანობა;

– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები – ჰიპო და ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, ატოიმუნური თირეოდიტი (ასევე ჰიპოპლაზია);

– ინსულინ – დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე, და სხვა ენდოკრინული დარღვევები;

– ნევროზი, შიშები, ძილის პრობლემები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, ტოქსიკომანია (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკისადმი და ა.შ. დამოკიდებულება);

– კანის პრობლემები – ეგზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, ნახეთქები და სხვა.

– რევმატული, მეტაბოლური და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები და პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, იშიაზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი;

– ანემია, ვასკულიტები, რეინოს სინდრომი, ვენების ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული;

– ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, ენდარტერიტი, კიდურების განგრენის საწყისი მდგომარეობა;

– სველი პლევრიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, სილიკოზი.

– ბავშვთა დაავადებები, იმუნოდეფიციტი, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა.

 

 

 

 

www.med.ge

 

შ.პ.ს #13 პოლიკლინიკა

 

შ.პ.ს #13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური განყოფილება

განყოფილების გამგე:თ. ალაშვილი

მისამართი: ალ.ჭავჭავაძეს 2–ა


ავტორი: tornike 17-01-2011, 18:31

    ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა საზოგადოებრივი გაერთიანებაა, სადაც გაწევრიანებული არიან ექიმი – ჰომეოპათები, ქართული ტრადიციული (ხალხური) მედიცინის სპეციალისტები და სხვა პირები,რომელთა მიზანია საქართველოში ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის განვითარება, მეცნიერულად შესწავლა და ქართული მედიცინის მსოპლიოში პოპულარიზაცია.

 


 

 

 

1. ლიგის წევრები


2. ლიგის წესდება



ავტორი: tornike 17-01-2011, 19:11

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წესდება


რეგისტრირებულია ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 25 იანვრის დადგენილებით

რეგისტრირებული კავშირი "ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა"

 

წ ე ს დ ე ბ ა

თბილისი, 2006 წელი


ავტორი: tornike 18-01-2011, 15:47

 


               ლიგის წევრთა სია       ალაშვილი თორნიკე


საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი (LMHI), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, კლინიკა "ოჯახის მკურნალი" - ს დირექტორი, ფარმაცევტული ფირმა "შვიდი მცველი"-ს დირექტორი.

 

      ტელ: 298-64-86   Skype: tornike15

      ელ ფოსტა: alashvilit@gmail.com

      www.alashvili.com

        http://facebook.com/tornike.alashvili

        facebook გვერდი - "ოჯახის მკურნალი"

 

ნიკოლოზ გუჯაბიძე - საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის ვიცე–პრეზიდენტი (LMHI),  ექიმი–ჰომეოპათი, ტოქსიკოლოგი. დაამთავრა ალტ.ნობელის პრემიის ლაურიატის ჯორჯ ვიტულკასის კლასიკური ჰომეოპათიის საერთაშორისო აკადემია.

ტელ: (+995 32) 232 56 61, ბ. (+995 32) 295 27 26, (+995 93) 234 10 69

E-mail: nikolozgujabidze@yahoo.com


 

რამაზ შენგელია - თსსუ მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ელ. ფოსტა: shengelia@tsmu.edu

ტელ: (+995 32) 254 24 61


ირაკლი ვაშაყმაძე  - ჟურნალისტი, მწერალი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეს - ცენტრის უფროსი.

სამუშაო ადგილი - მწერალთა გაერთიანება "ბახტრიონი", მცხ: ქ.თბილისი, მთაწმინდის ქ.№4.

ტელ: 298 76 70

 

ნინო მანწკავა - ტრადიციული მედიცინის და ჰომეოპათიის საქართველოს ლიგის ზესტაფონის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ექიმი - ჰომეოპათი. მის: ზესტაფონი, ჭანტურიას ქუჩა №2. ელ.

ფოსტა: mantskavanino@mail.ru

ტელ: 570 10 30 15 595 55 19 61.

 


მაია შათირიშვილი - ტრადიციული მედიცინის და ჰომეოპათიის საქართველოს ლიგის აჭარისა და გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ექიმი პროფილაქტიკოსი, ჰომეოპათი. მის:  ქობულეთი, ჩეხოვის მეორე შესახვევი №6.

ელ.ფოსტა: maiaschatirischvili@mail.ru

ტელ: 598 20 20 15

 

ლარისა ზუბაშვილი ექიმი–ჰომეოპათი, LMHI წევრი, კლინიკა "ოჯახის მკურნალი" - ს განყოფილების გამგე.

ტელ: 298 99 55. მობ: 599 50 13 96


ირინა ზუბაშვილი  - ექიმი–ჰომეოპათი, 1996 წლიდან LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ელ.ფოსტა: Irina-zubashvili@mail.ru  

ტელ: 298 99 55.  მობ: 593 65 63 51


თამთა ჭანტურია  - ექიმი–ჰომეოპათი, LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ელ.ფოსტა: tamtachanturia@yahoo.com

ტელ: 298 99 55, 253 92 08.  მობ: 599 73 53 58


თეიმურაზ ყენია ექიმი-ჰომეოპათი, LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კომპანია "ელიფსი". 

ელ. ფოსტა: t.kenia@yahoo.com

ტელ: 298 99 39, მობ: 595 75 77 53


ელისო გოგიჩაიშვილი ექიმი–ჰომეოპათი, LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი". 

ელ. ფოსტა: elisogogicha@yahoo.com

ტელ: 298 99 55. მობ: 595 77 51 08


ლელა აფრასიძე პედიატრი, ექიმი–ჰომეოპათი, LMHI  წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი". 

 ელ. ფოსტა: lel.afrasidze@mail.ru

 ტელ: 298 99 55. მობ: 599 90 32 11 


ქეთევან შავგულიძე ექიმი–პედიატრი, ჰომეოპათი, LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ტელ: 298 99 55. მობ: 599 20 36 54, 592 28 59 59


მაიკო თორაძე  - სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ელ.ფოსტა: maikotoradze@mail.ru

ტელ: 298 64 86. მობ:577 22 15 22


თამარ მიმინოშვილი ბავშვთა მანუალ–თერაპევტ–მასაჟისტი, ოსტეოპათი, LMHI წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი". 

ტელ: 298 99 55, მობ: 577 44 70 73

ელ. ფოსტა: tamziko2809@yahoo.com

                   tamziko2809@mail.ru

                   http://geoosteopatia.com/geo/

ალეკო ბექელაძე ექიმი–ჰომეოპათი, LMHI წევრი, ქ. ქუთაისი დ. აღმაშენებლის 1 შესახვევი, სახლი №5;

ტელ: 599 27 89 12


ეკატერინე დოფიძე  - ფარმაცევტი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი -  კლინიკა "ოჯახის მკურნალი". ტ: 298 99 55  მობ: 593 24 33 34, 551 24 34 33.

ელ. ფოსტა: ekako55@yahoo.com


თინათინ ჩოგოვაძე  - ფარმაცევტი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი". ტ: 298 99 55


ბუღაძე ნატალია - მედდა, მდივან-თანაშემწე, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ტელ: 298 64 86. მობ: 551 16 31 69

 

ლეგაშვილი ნინო - ჟურნალისტი, ადვოკატი, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი". ტელ: 298 64 86

ელ.ფოსტა: ninolegashvili@gmail.com

 

ვალერი მელაძე  - ექიმი–რეაბილიტოლოგი, მედ. მეც. დოქტორი (ბიომედიცინა), სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიო, ლაზეროთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები. ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი.

ტელ: 599 26 51 01


ლელა მერაბიშვილი - ეკონომისტი, მენეჯერი. ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ელ. ფოსტა: lela33a@gmail.com

ტელ: 298 64 86


სანდრო გუგუშვილი - მანუალური თერაპევტი. ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრი. სამუშაო ადგილი - კლინიკა "ოჯახის მკურნალი".

ტელ: 298 64 86. მობ: 599 033 034




სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები