საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, საქართველოს ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კლინიკა „ოჯახის მკურნალი“–ს დირექტორი თორნიკე ალაშვილი.
დაიბადა 1963 წელს. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი (1988 წელი). 1989 წლიდან მუშაობდა მარნეულში სასწრაფო დახმარების ექიმად, შემდეგ თერაპევტად, პარალელურად 1990 წლიდან დაინიშნა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ხალხური მედიცინის კაბინეტის გამგედ. 1994 წლიდან ქ. თბილისის 13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური კაბინეტის ექიმად. 2005 წლის მაისიდან – ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის განყოფილების გამგედ. 2010 წლიდან – კლინიკა „ოჯახის მკურნალი“–ს დირექტორად. არის საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი 1996 წლიდან, ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული ლიგის პრეზიდენტი.
ჰყავს 40–ზე მეტი მოწაფე, მათ შორის 28-ს ჰომეოპათიაში გავლილი აქვს სერტიფიცირება ჯანდაცვის სამინისტროში და ამჟამად მოღვაწეობენ გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონში და თბილისში. ორმა მოწაფემ დაამთავრა ალტ. ნობელის პრემიის ლაურიატის ჯორჯ ვიტულკასის აკადემია.
მისი 100 000 პაციენტიდან ბევრია ინგლისიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ამერიკიდან, მოსკოვიდან, სანქტ–პეტერბურგიდან. გარდა ჰომეოპათიისა ფლობს ხალხური მედიცინის სამკურნალო მეთოდებს, მანუალურ თერაპიას, ირიდოდიაგნოსტიკას, რეფლექსო თერაპიას. აქვს 50-მდე სამეცნიერო შრომა ერთი მონოგრაფია. მონაწილეობს საერთაშორისო სემინარ–კონფერენციებში.