ბრონქიტის მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით ჰომეოპათიური წამლის შერჩევა ხველის ხასიათის მიხედით:

ხველა წარმოადგენს რეფლექტორულ აქტს, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო აგენტის (მიკრობის, მტვრის ნაწილაკის, უცხო სხეულის) მოცილებისკენ და ხშირად ორგანიზმში სასუნთქი გზების პათოლოგიაზე მიუთითებს. გამონაკლისია, როცა ხველა გამოწვეულია ბრონქებზე ან ტრაქეაზე გარედან რაიმე სიმსივნური ქსოვილის ან ლიმფური ჯირკვლების ზეწოლით. სასუნთქი გზებში ანთება თითქმის ყოველთვის იწყება ხველებით. კლინიკური დიაგნოსტირება ხდება ანთების ლოკალიზაციის მიხედვით: თუ ანთება ხორხშია - ანთებას ეწოდება ლარინგიტი და ვლინდება ძლიერი სპაზმური ხველით და ხმის ჩახლეჩით (ხორხში მდებარეობს ხმის იოგები), ბრონქების დონეზე განვითარებულ ანთებას ბრონქიტი ეწოდება, ალვეოლების დონეზე განვითარებულ ანთებას კი - პნევმონია (ფილტვების ანთება) ეწოდება.

ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ლორწოვანის კატარის გამო) ან ნახველიანი (ლორწოვან გარსზე ექსუდატის დაგროვების გამო). ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს – მყეფავი (ხორხის ანთების გამო - ლარინგიტი, კრუპის სინდრომი) ან მსტვენავი (ბრონქების სპაზმის გამო).

ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, ხველის დროს ორგანიზმი ცდილობს გაანთავისუფლოს თავისი სასუნთქი გზები ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმისგან ნახველთან ერთად, ამიტომ ყოველთვის არ არის სწორი ხველის დათრგუნვა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით (მაგ. ბრომგექსინი, ლიბექსინი) პირიქით, ჩვენ არაერთგზის შევხვედრივართ სიტუაციებს, როდესაც ხანდაზმული ასაკის ან მწეველის ბრონქებში აუსკულტაციის სხვადასხვა სახის ხიხინი მოგვისმენია და ხველა კი ასეთ პაციენტს ერთეული სახით აქვს. ასეთ შემთხვევაში დათრგუნულია სასუნთქი გზების ეპითელის ევაკუატორული (გამოდევნის) ფუნქცია და დაგროვებული ნახველი ვერ ამოდის ზევით, რჩება ბრონქებში და ხშირად ანთების (დაინფიცირების) მიზეზი ხდება. ასეთ დროს, პირიქით უნდა გავააქტიუროთ ხველა. სასუნთქი გზების ადგილობრივი იმუნიტეტის დათრგუნვის პრობლემას ექიმები და განსაკუთებით პედიატრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან (ანტიბიოტიკების ჭარბად ხმარების გამო).

ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდი ასეთ შემთხვევებში კლასიკურ მედიცინასთან შედარებით უფრო რაციონალურია, ვინაიდან პრეპარატის შერჩევა ხდება დიაგნოზის მიუხედავად მხოლოდ ხველის ხასიათის მიხედვით (იქნება ბრონქიტი, კრუპი თუ ანთება), თანაც ჰომეოპათიური პრეპარატები არასოდეს თრგუნავენ სასუნთქი გზების ადგილობრივ იმუნიტეტს, არ ზემოქმედებენ დამთრგუნველად გამომწვევზე, პირიქით, ისინი ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს, აჯირჯვებენ ნახველს, აუმჯობესებენ ნახველის ევაკუაციას და ასეთი გზით ზრდიან ორგანიზმის წინაამღდეგუნარიანობას.

ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება ხველის ხასიათის მიხედვით. ეს უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს.

თუ არის მშრალი ხველა, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Rumex , Drosera , Sticta, Alumina.

თუ ხველა არის პაროქსიზმული, სპაზმური და შეტევითი, რომელიც ხშირად ღებინებით თავდება (მაგ.:ყივანახველა, კრუპის სინდრომი), ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Ipecacuana, Rumex, Drosera , Sticta, Cuprum met, Cactus.

თუ არის მცირე რაოდენობით ნახველი, რომლის ამოღება პაციენტს უჭირს ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Kali bichromicum, Bryonia, Hyosciamus.

თუ გვაქვს ბრონქოსპაზმი სასუნთქ გზებში (ბრონქული ასთმა, კრუპი), ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Spongia, Sambucus, Carbo vegetabelis, Drosera, Hyosciamus, Mephitis, Coccus cacti, Hepar sulphur.

თუ არის ხველა უპირატესად ღამის საათებში, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Kali bichromicum, Sambucus, Hyosciamus, Drosera, Ipecacuana.

თუ არის დიდი რაოდენობით ნახველი, რომლის ამოიღება პაციენტს უჭირს: ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: Antimonium tartaricum, Carbo vegetabelis, Senega.

თუ არის დიდი რაოდენობით ნახველი, რომელსაც პაციენტი ადვილად იღებს: ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები Pulsatilla.

სხვა საშუალებებია: Dulcamara, Ammonium brom, Senega, , Cuprum, Lobelia, Grindelia.

Belladonna – ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ჰომეოპათიაში, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი ატარებს ,,ანთების" ყველა ნიშანს – ჰიპერემია, პულსაცია, ცხელება, ტკივილი. ამიტომ Belladonna შეგიძლიათ იხმაროთ ყველგან, სადაც არის სიწითლე, პულსირებადი ტკივილი, ცხელება.

Bryonia – ეფექტურია ხველის დასაწყისისას. ხველა არის მშრალი, ერთეული, ,,ღიტინის შეგრძნება", სიმშრალე ყელში, განსაკუთრებით კარგი პრეპარატია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა Bryonia – მ მოხსნა მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში. Bryonia ,,მშრალი ლორწოვნის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.

ხველა წარმოადგენს რეფლექტორულ აქტს, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო აგენტის მოცილებისკენ და ხშირად ორგანიზმში სასუნთქი გზების პათოლოგიაზე მიუთითებს.

ჩვენს მიერ აღწერილი პრეპარატები წარმოადგენენ იმ დიდი სიის მცირე ნაწილს, რომელსაც ჰომეოპათები ხველის დროს ყველაზე ხშირად იყენებენ. ესენი არიან ყველაზე ,,მარტივი" საშუალებები, რომელთა გამოყენება დიდ ცოდნას არ მოითხოვს და პირველ ეტაპზე შეიძლება მათი ხმარება ექიმ-ჰომეოპათის გარეშეც. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შემდგომ გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს ფილტვების სერიოზული პათოლოგია. ხველის დასაწყისში კი შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ჰომეოპათიური პრეპარატები:

Bryonia – ეფექტურია დაავადების დასაწყისში როცა ხველა არის მშრალი, ერთეული ან შეტევითი, ხველას შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, Bryonia ეფექტურია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია პაციენტს აქვს ,,ღიტინის შეგრძნება" ყელში, სიმშრალე ყელში. განსაკუთრებით შემთხვევები, როცა Bryonia –მ მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში მოხსნა. Bryonia -ს ,,მშრალი ლორწოვანის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.

Kali bich –ის ჩვენებაა მეტალისებრი ელფერის მქონე ხმაურიანი ხველა, რომელსაც ხშირად ლარინგიტების დროს ვხვდებით. ნახველი Kali bich –ის ჩვენების დროს არის ყვითელი და ძალიან ბლანტი, წებოვანი. შეიძლება იყოს ხმის ჩახლეჩა, ღიტინის შეგრძნება ყელში, დახველებისას შეიძლება იყოს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მხრებისკენ გადაეცემა. იგი გამოიყენება კრუპის სინდრომის, ლარინგიტის, ბრონქიტების დროს. ძველად ჰომეოპათები Kali bich –ს იყენებდნენ ,,ჭეშმარიტი კრუპის” - დიფტერიის დროსაც კი.

Ipecacuanha– მოქმედებს ცდომილ ნერვზე და აქედან გამომდინარე მისი მოქმედება ბრონქებზე ღებინების შეგრძნებით ვლინდება. ხველა ასეთ დროს შეუპოვარია, პაროქსიზმულია და ძლიერია. პაციენტს ხველა ეწყება თითქმის ყოველ ღრმა ჩასუნთქვაზე და ხშირად ღებინებით თავდება. ხმა ჩახლეჩილია, გულმკერდის არეში პაციენტს აწუხებს ზეწოლის შეგრძნება. ეს პრეპარატი შეუცვლელია ყივანახველის დროს და მას ხშირად ბავშვებში იყენებენ. Ipec-ას დამახასიათებელი ნიშანია სუფთა პრიალა, წითელი ფერის ენა.

Spongia – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია. განსაკუთრებით ბავშვებში. იგი შეუცვლელია ლარინგიტების, კრუპის, ტრაქეიტების დროს, როცა გვაქვს სპაზმური ხასიათის ხველა, ხმის ჩახლეჩა. ხველის ხასიათი უფრო ხშირად მშრალია, ღრმა, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მოხრჩობის შეგრძნება. ხველა ძლიერდება ლაპარაკისას, შესუნთქვისას, შუაღამის საათებში. Spongia გარდა იმისა, რომ ხშირად იხმარება ხველის დროს, ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია ჩიყვის სამკურნალოდ, როცა პაციენტს იგივე ნიშნები აქვს: აწუხებს კისრის არეში სპაზმის, მოჭერის, მოხრჩობის შეგრძნება.

Senega – იხმარება ქრ.ხველის დროს, განსაკუთრებით მოხუცებში, რომელთაც ნახველის ამოღება ბრონქების მოციმციმე ეპითელის ეკუატორული ფუნქციის დაქვეითების გამო ძალზე უჭირთ. ამ დროს ხველის ხასიათი შეიძლება მშრალიც იყოს, მაგრამ ნახველი არის ძალიან ბლანტი, იჭიმება ძაფივით. უხვი ნახველი ძლიერ ძნელად ამოდის.

აუსკულტაციით ფილტვებში მოისმინება სხ/სხ რკალების უხვი სველი ხიხინი. შეიძლება იყოს მოხრჩობის შეგრძნება ხმის ჩახლეჩით, განსაკუთრებით დილის საათებში. პაციენტი ძლიერ დასუსტებულია, გრძნობს სიმძიმეს და შებოჭვის გრძნობას გულ-მკერდის არეში. Senega და Tart.emet თავისი ჩვენებებით ჰგვანან ერთმანეთს.

შენეგა კარგი პრეპარატია ქრ. ემფიზემის, სველი პლევრიტისას, ქრ.ბრონქიტის დროს. ხანდასმულთა ბრ.ასთმა. იგი კარგად ათხიერებს ნახველს.

Antimonium tartaricum – ნაჩვენებია ისეთი ხველისას, როცა ხდება უხვი ლორწოვანი ნახველის წარმოქმნა, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ქვემო გზებში. ნახველი ბევრია, მაგრამ პაციენტს შეიძლება უჭირდეს მისი ამოხველება საერთო სისუსტის გამო. სუნთქვა ასეთ პაციენტებში ხმაურიანია, ხველა შეიძლება იწვევდეს ღებინების შეგრძნებას, თანაც ენა ამ დროს უმეტესად ნადებიანია. Antimonium tartaricum – ს იყენებენ ბრონქოექტაზიებისას, ფილტვების ანთებისას, ბრონქიტების ბოლო გართულებულ სტადიებზე.

Hepar sulphur - გამოიყენება გაციების გვიან სტადიებზე. იგი შეიძლება ვიხმაროთ სურდოს, ხველების, ანგინის დროს.

ხველება უფრო ხშირად მშრალია, ჩახლეჩილი ხმით, შეიძლება იყოს მსტვენავი, აქვს მოხრჩობის შეგრძნება. ხველა ძლიერდება ცივი ჰაერის, სიცივის ზემოქმედებით. სიცხის მიუხედავად პაციენტი ,,იფუთება", ბევრს იცვამს, იხურავს საბანს. ხველის შეტევები უძლიერდება გამთენიისას. პაციენტი გაღიზიანებულია, უკმაყოფილოა, ზედმეტად მგრძნობიარეა ყველანაირ ხმაურზე, სინათლეზე, ნებისმიერ წვრილმანზე.Hepar sulphur – ძირითადად იხმარება ლარინგიტების, კრუპის სინდრომის დროს.

Sambucus– კარგი საშუალებაა სპაზმური ხველის დროს, განსაკუთრებით თუ ხველა შუაღამის საათებშია. ხველის ხასიათი პაროქსიზმულია, ხმის ჩახლეჩით, მსტვენავი ხასიათის სუნთქვით. ბავშვი იღვიძებს ღამით მოხრჩობის შეგრძნებით, ჯდება ლოგინზე, შეიძლება სუნთქვის გაძნელების გამო გაძლიერდეს კიდეც. კარგი პრეპარატია კრუპის სინდრომის, ასთმური ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს.

Rumex – მშრალი ხველის პრეპარატია. ყელში პაციენტს აწუხებს ღიტინის შეგრძნება, რაც ხველის შეტევის მიზეზი ხდება. ხველა ძლიერდება ლაპარაკისას, ცივი ჰაერის შესუნთქვისას, ღამის საათებში. შეიძლება იყოს მშრალი სურდო ან ცხვირიდან იყოს ლორწოვანი გამონადენი.

Sticta - ასევე ლორწოვანი გარსების სიმშრალის – კატარის დროს იხმარება. ხველა მშრალია, უფრო ხშირად ერთეული წამოხველების სახით, ღამის საათებში ან საღამოობით, ან გამთენიისას. ხველა ძლიერდება დაღლილობის მერე, ტემპერატურული ცვლილებისას. ცხვირში მშრალი სურდოა, გამონადენის გარეშე. კარგი საშუალებაა ტრაქეიტისას, წითელას შემდგომ განვითარებული ბრონქიტისას, ალერგიული რინიტის, ჰაიმორიტის დროს.

ჩვენს მიერ აღწერილი პრეპარატები წარმოადგენენ იმ დიდი სიის მცირე ნაწილს, რომელსაც ჰომეოპათები ხველის დროს იყენებენ. ეს არის ყველაზე ,,მარტივი" საშუალებები, რომელთა გამოყენება პირველ ეტაპზე დასაშვებია ექიმ-ჰომეოპათის გარეშე. მაგრამ თუ ხველას თან ახლავს ტემპერატურა, ან თუ ხველა ძლიერ შეუპოვარი გახდა, ან თუ ამ წამლების გამოყენების მიუხედავად, ხველა მაინც რჩება 2-3 დღის შემდეგაც, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ექიმს, რადგან თავად პაციენტი ან მშობელი ყოველთვის სწორედ ვერ არჩევს ჰომეოპათიურ პრეპარატს და ეს შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომების მიზეზი გახდეს.

რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა აქაც ხველის ხასიათის და არა კლინიკური დიაგნოზის მიხედვით ხდება. ჩვენს პრაქტიკაში იყო უამრავი შემთხვევა ამ დაავადებისა და შედეგებიც ხშირად მოსალოდნელზე უკეთესი გვქონდა. ჩვენ ვახერხებდით არა მარტო შეტევის კუპირებას ან შეტევის სიძლიერის შემცირებას, არამედ შეტევათა ისეთ გაიშვიათებას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში განკურნებაზეც შეიძლება საუბარი. თუმცა წინასწარ განსაზღვრა იმისა, თუ როგორი შედეგი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ან რა დრო დაგვჭირდება დაავადების დასაძლევად, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბრონქული ასთმის დროს ჩვენ არ გირჩევთ ჰომეოპათიური პრეპარატის დამოუკიდებლად მიცემას, რადგან ბრონქული ასთმა არ განეკუთვნება ე.წ. მარტივ შემთხვევას და მის სამკურნალოდ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. ეს კი მხოლოდ ექიმ-ჰომეოპათს შეუძლია. ჰომეოპათიაში ბრონქული ასთმის სამკურნალოდ 50 პრეპარატამდეა მოწოდებული და პრეპარატის შერჩევისას ჰომეოპათი ითვალისწინებს:

  1. შეტევის დროს (ე.ი. რომელ საათზე იწყება უფრო ხშირად ასთმური შეტევა);
  2. რასთან არის კავშირში დაავადების დაწყება ( გაციებასთან, ნერვულ სტრესთან, ჰორმონალურ დარღვევებთან და ა.შ.);
  3. რა პრეპარატებია ნახმარი ჰომეოპათიური მკურნალობის დაწყებამდე (ჰორმონალური პრეპარატების თუნდაც წარსულში ხმარება ამცირებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობას) და ა.შ.;
  4. აუცილებელია კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა, რომელსაც ვაძლევთ კლინიკური რემისიის მიღწევის შემდეგ;

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ რომელი პრეპარატი გამოგადგებათ თქვენს ბრონქული ასთმის დროს კონკრეტულ შემთხვევაში,Aამას თქვენ დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ ჩვენს წიგნში ამაზე აღარ შევჩერდებით და გირჩევთ მიმართოთ ექიმ-ჰომეოპათს.