აიურვედა – ინდური გამაჯანსაღებელი სისტემა

ჩვენ ვაგრძელებთ სტატიების სერიას ჰომეოპათიის და ძველი ტრადიციული სამედიცინო სისტემების შესახებ. დღეს გიამბობთ 5000 წლის ინდური მედიცინის შესახებ.

აიურვედა უძველესი ინდური ტრაქტატების (ვედების) ის ნაწილია, რომელიც სიცოცხლის და საერთოდ მკურნალობის საიდუმლოებებს მოიცავს. აიურვედული მედიცინა განთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი დიეტებით, რომლებიც ინდივიდუალურად ადამიანის კონსტიტუციის გათვალისწინებით ირჩევა, ვარჯიშებით და საერთოდ, ცხოვრების წესის წარმართვით. მას საფუძვლად უდევს თავისებური თეორიულ - ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანს, ისევე როგორც სამყაროს, ქმნის ხუთი ელემენტის ერთიანობა. ოთხი მათგანი: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა _ ფიზიკური, მატერიალური სამყაროს ელემენტებია, მეხუთე – ეთერი – სულიერი ანუ ენერგეტიკული საწყისია. ხუთი ელემენტი ადამიანში სამ ,,დოშას"(ბიოლოგიურ ელემენტს) წარმოშობს, რომელთა სახელია: ,,პიტტა" (ნაღველი, ბიოლოგიური ცეცხლი), ,,ვატა" (ბიოლოგიური ჰაერი, ეთერის და ჰაერის შერწყმა) და ,,კაპხა" (ლორწო, ლიმფა, ბიოლოგიური წყალი). ამ სამ ელემენტს შორის წონასწორობა განაპირობებს ჯანმრთელობას. ადამიანის კონსტიტუციონალური ტიპები ინდურ მედიცინაში აიხსნება ამ ,,დოშების" შედარებითი სიჭარბით. დაავადებები კი – კიდევ უფრო ძლიერი გადახრით ამ წონასწორობაში.

,,პიტტა"- დოშა მხურვალე და ნოტიოა თავისი თვისებებით. ამ ტიპის ადამიანი გამორჩევა სხეულის სიმხურვალით, თავდაჯერებით ცოცხალი და მხიარული ხასიათით. კანზე მას ხშირად აქვს გაღიზიანება, ანთებები ან გამონაყარი, ასევე ხალები. ავადმყოფობისას მას უჩნდება შემდეგი ჩივილები: ოფლიანობა, სხეულის არასასიამოვნო სუნი, წყლულები, ბუასილი, გულძმარვა, ღვიძლის და კუჭის დაავადებები, გაღიზიანება და სიბრაზე. ,,პიტტა" დოშის გაძლიერებას უწყობს ხელს ზაფხულის ცხელი ამინდი, წიწაკიანი, მარილიანი, ცხიმიანი და საერთოდ ,,გამახურებელი" საკვები პროდუქტები, გაბრაზება, გაღიზიანება. მის სამკურნალოდ, პირიქით, გამოიყენება ,,გამაგრილებელი" საკვები პროდუქტები (ცხარე, საკმაზების შეზღუდვა, მეტი ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთები), წყლის პროდუქტები და ა.შ.

,,ვატა" - დოშა მშრალი და გრილია. ის ამოქმედებს ორგანიზმში კუნთებს და ნერვულ სისტემას. მისი სიჭარბე იწვევს ფიზიკურ და ნერვიულ ზედმეტ აქტიურობას, მოუსვენრობას, ორგანიზმის რეზერვების გამოცვლას. ვატა- ტიპის ადამიანი გამხდარი, მყესებიანი, მცივანა და სულსწრაფია. ავადმყოფობისას მას ნევრასტენიის დეპრესიის ნიშნები უჩნდება, ირღვევა საჭმლის გადამუშავების დაქვეითებით, ის იოლად იღგზნება, აქტიურად და ბევრს შრომობს, მაგრამ მალევე იღლება და ვარდება უძლურებაში. მას იოლად უვითარდება ტუბერკულიოზი. ,,ვატა"- დოშის სიჭარბის მოსახსნელად რეკომენდირებულია ცხელი კალორიული მსუყე საკვებები, ტკბილი, წვნიანი (და არა მშრალი) ხილი, ცხიმი, საკვები. ამ ტიპის ადამიანისათვის არ შეიძლება შიმშილობა.

,,კაპხა" - დოშა, ნესტიანი და გრილია. ის განაპირობებს ორგანიზმის სტაბილურობას და სიმყარეს. მისი ტიპის ადამიანები მკვრივი, ძლიერი ტანაღნაგობის არიან, ხშირად ზედმეტად მსუქნებიც. მათ გრილი, მკვრივი ან ცხიმიანი კანი აქვთ და წყნარი, აუჩქარებელი ხასიათი. ,,კაპხა"-ტიპის პაციენტებს ხშირი გაცივება და ხველება ახასიათებთ, ისინი მგრძნობიარენი არიან ცივ, ნესტიან ამინდზე. მათ აწუხებთ აგრეთვე შეკრულობა, ძილიანობა, სისუსტე, გაუბედაობა და სილაჩრე. ხშირად ,,კაპხა"-ტიპის პაციენტები მომჭირნე, თადარიგიანი და ძუნწებიც არიან. მათთვის ყველაზე სასიკეთოა თბილი, მსუბუქი მშრალი საკვები, რომელშიც საკმაოდ გამოირჩევა მწარე, მლაშე, მწოვე გემო და მინიმალურად შედის კარაქი და შაქარი. ,,კაპხა"- დოშის სიჭარბეს აგრეთვე უხდება შიმშილობა და ხანგრძლივი მარხვა.

ხშირად გვხვდება ისეთი ადამიანები, რომელთაც უჭირთ წონის დაკლება. მრავალი დიეტის, ვარჯიშის და წამლების შემდეგ რასაც დაიკლებენ, შემდგომში მალევე იკრეფენ წონას. მათ არ შველის ისეთი ვიწროდ მიმართული პროგრამები რომელთაც სთავაზობენ სხვადასხვა ფორმები, მაგალითად ,,ჰერბალაიფი", ვინაიდან ისინი არიან ,,კაფხა"-ტიპის. ასეთ ადამიანებს დასჭირდებათ ხანგრძლივი კომპლექსი ძალისხმევის, მათ შორის ფიზიკურის, რომელთაც სთავაზობს აიურვედული გამოჯანსაღების სისტემა.

აი რისთვის არის აუცილებელი ჯერ გაირკვეს პაციენტის გენეტიკურ-კონსტიტუციონალური ტიპი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ნათლად წარმოივდგინოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებე-ბის შესაძლო შედეგი.

აიურვედული მედიცინის სამკურნალო ცენტრებში პაციენტს მოეხმარებიან სტრესების მოხსნაში. ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი გაარკვევს მის კონსტიტუციას, დიაგნოზს და მისცემს რეკომენდაციებს დიეტის შესახებ. დაუნიშნავენ მცენარეულ-მინერალურ წამლებს, ჩაუტარებენ სინქრონულ მასაჟს ან მასაჟს სხვადასხვა ზეთების და ცხიმების გამოყენებით. შეურჩევენ და ასწავლიან სწორ ვარჯიშებს, დაეხმარებიან ძვირფასი ქვების და მინერალების ინდივიდუალურად შერჩევაში.