ჰომეოპათიური მკურნალობა

ჰომეოპათია მკურნალობის სამედიცინო სისტემაა, რომელსაც ორასიოდე წლის წინ საფუძველი ჩაუყარა უდიდესმა გერმანელმა მკურნალმა და მოაზროვნემ, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორმა - სამუელ ფრიდრიხ ჰანემანმა. ჰომეოპათია ბერძნული სიტყვაა: "ჰომეოს" - ნიშნავს მსგავსს ", პათოს" - დაავადებას. ჰომეოპათიის მკურნალობის პრინციპია - "მსგავსი იკურნება მსგავსით". ანუ თუ პრეპარატი ჯანმრთელ ადამიანში იწვევს გარკვეულ სიმპტომებს, ამ სიმპტომებით დაავადებულ ავადმყოფში ეს პრეპარატი მკურნალობს უმცირესი დოზებით .. ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი სრულიად შეესაბამება ძველ ხალხურ გამონათქვამს - "რამაც გავნოს - იმანვე გარგოსო ".

მედიცინა ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა, მაგრამ ადამიანებს დღესაც ვერ აუხსნიათ - თუ რა არის ავადმყოფობის მიზეზი, საიდან იწყება დაავადება. ჯერ კიდევ წმინდა მამები თვლიდნენ, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელების ერთ - ერთი საშუალება და უმნიშვნელოვანესი ამოცანა - ავადმყოფის სულიერი მნიშვნელობის ამოცნობაა და პაციენტის მკურნალობაც მისი ფსიქოლოგიური სფეროდან უნდა დაიწყოს. ყოველივე ამას მთლიანობაში განიხილავს და სწავლობს ჰომეოპათია.

ორგანიზმის სასიცოცხლო რეზერვების მობილიზებით ჰომეოპათია მკურნალობს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებებს. ჰომეოპათიური წამალი შეირჩევა დიდი სიმკაცრით, ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, პიროვნული სურათის, თანმხლები თუ გადატანილი დაავადებების გათვალისწინებით. ჰომეოპათიური მეთოდი ხსნის დასაბუთებულად, თუ რატომ ვითარდება ესა თუ ის დაავადება, რას ნიშნავს გენეტიკური განწყობა და რა დროს იჩენს იგი თავს, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ერთ ადამიანში არსებული რამდენიმე დაავადება. ჰომეოპათია ითვალისწინებს ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მის კონსტიტუციას, მის განცდებს და ამ ყველაფერს უკავშირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ჰომეოპათიის მეშვეობით ხდება ორგანიზმის სასიცოცხლო რეზერვების მობილიზება და თვითგანკურნების მექანიზმის ჩართვა. იგი მკურნალობს ერთ ადამიანში მიმდინარე რამდენიმე დაავადებას ერთდროულად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ამ სისტემას პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პრაქტიკაში.

ჰომეოპათიის ეფეტურობა დაამტკიცა 200 წლიანმა გამოცდილებამ. ჰომეოპათიური წამლები მზადდება ბუნებრივი ნედლეულიდან (მინერალები, მცენარეები, ცხოველური წარმოშობის წამლები) მათი თანდათან განზავებით და დინამიზაციით (ენერგიული შენჯღრევით). იგი მკურნალობს სწრაფად, ეფექტურად, უმცირესი დოზებით და ყოველგვარი გართულებების გარეშე. ჰომეოპათიას ფართოდ იყენებდნენ სამონასტრო მედიცინაშიც. მის შესახებ წერდნენ და ამ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ წმინდა მამები და სასულიერო პირები: არქიმანდრიტი იოანე კრონშტანდტელი, მამა თეოფანე დაყუდებული, მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი, მიტროპოლიტი სერაფიმე ჩიჩაგოვი და სხვანი ... მამა იოანეს ეკუთვნის სიტყვები: "თქვენი მეთოდი ყველაზე სწორი და გონიერიაო". მსგავსის მსგავსით მკურნალობის პრინციპშია ჩადებული ადამიანის განკურნების გასაღები.