“ადენოიდები” ანუ ხშირად ხალხში მას შეცდომით ,,პოლიპებსაც" ეძახიან, წარმოადგენს საკმაოდ ხშირ მოვლენას ბავშვთა ასაკში. მორფოლოგიურად ადენოიდები ჯირყვლოვანი შენების ქსოვილს წარმოადგენს და მდებარეობს ცხვირ-ხახის გასავალთან. ისინი ნუშურა ჯირყვლების ანალოგიურ ორგანოს წარმოადგენს და ერთად ქმნის მთლიან დამცავ ადგილობრივ იმუნურ რგოლს. პაციენტებს ხშირად ეშლებათ ცხვირის ადენოიდური წანაზარდი ცხვირის პოლიპთან. ადენოიდები – ლიმფადენოიდების ქსოვილის გადიდებაა, პოლიპი კი სიმსივნურ წარმონაქმნს წარმოადგენს. მათი ჰომეოპათიური მკურნალობაც განსხვავებულია.
საერთოდ 2-5 წლამდე ასაკში, როცა ბავშვი ყველაზე ხშირად ავადობს ზემო სასუნთქი გზების ინფექციებით ხდება ლიმფური ჯირყვლების კომპენატორული გადიდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება ვირუსების და ბაქტერიების პირველი შეტევა, რომელსაც პატარას ორგანიზმი ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. 2 წლამდე ბავშვს მეტ-ნაკლებად მოჰყვება დედის მუცლიდან ან ძუძუდან მიღებული იმუნიტეტი, ხოლო 2 წლის შემდეგ ბავშვის ორგანიზმი უკვე დამოუკიდებლად ცდილობს ებრძოლოს დაავადებას. ამას კი ლიმფური ქსოვილები - ნუშურები და ადენოიდები იღებს თავის თავზე, ვირუსების და ბაქტერიების პირველი შემოტევის მოგერიება.
ამ ასაკში ვითარდება პირველი ანგინა და ნუშურა ჯირკვლებიც მნიშვნელოვნად ამ ასაკში დიდდება. ისეთ ბავშვებში, რომელთაც კონსტიტუციურად აქვთ ლიმფურ-ჰიპერლაზიური დიათეზი, (რაც ლიმფური იმუნური სისტემის რგოლის სისუსტეს ნიშნავს და გარეგნულად ასეთი ტიპის ბავშვები დიდი წონით, თეთრი კანით გამოირჩევიან) ნუშურა ჯირკვლების გადიდება მნიშვნელოვანია, რაც ავიწროებს ცხვირხახის სასუნთქ ხვრელს და ასეთი ბავშვები ცხვირით ვერ სუნთქავენ, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში (ძილის დროს), აქვთ ხმის შეცვლა (შეგუბებული ხმა).
ჰომეოპათიაში მრავლადაა პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ადენოიდური ქსოვილის გადიდებისას. ჩვენ დაგვიგროვდა საკმაო გამოცდილება ამ პათოლოგიის მკურნალობაში და შედეგებიც საკმაოდ კარგი გვაქვს. ყოფილა შემთხვევები, რომ საოპერაციოდ გამზადებული ბავშვების 1,5 – 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ადენოიდური ჯირკვლების ოპერაციის უმრავლესობა მოხსნილია.
ამ მიზნით ჰომეოპათიაში გამოიყენება Ca-ის, Ba-ის, I-ის პრეპარატები: Agraphis nutans, Calcarea iodata, Calc carb, Calc phosp, Ba iodat, Ba carb, Sanguinaria, Mezereum, Kali iodat, Con, Tuberculin, Sulphur iodat, Silicea.
Agraphis nutans – ერთ-ერთი პრეპარატია ადენოიდების და ნუშურა ჯირკვლების გადიდების საწინააღმდეგოდ. ხშირად მოავადე ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიცივისადმი და ადვილად ცივდებიან მცირე ქარშიც კი. იმის გამო, რომ ადენოიდები თითქმის კეტავენ ცხვირ-ხახის შესავალს, ბავშვები სუნთქავენ პირით (პირი სულ ღია აქვთ), ,,ცხვირისმიერი" ხმით ლაპარაკობენ. თითქმის მუდმივად აქვთ სიცივე და გამონადენი ცხვირიდან. `დახშობის~ გამო შეიძლება იყოს სმენის მცირე დაქვეითერბაც.
Calcarea iodata Calcarea carb. Calc phosph. – კალციუმის პრეპარატები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატებია Ba – სთან ერთად ადენოიდური წანაზარდებისას და სხვა ლიმფური ჯირკვლების გადიდების დროს (ქრ. ტონზილიტი, კისრის ლიმფ. ჯირკვლების გადიდებისას) Ca – ის პრეპარატებს ვირჩევთ მაშინ, როცა ბავშვი არის დიდი წონის, მსუქანი, პასტოზური. შეიძლება ჰქონდეს ოფლიანობა, განსაკუთრებით სახის. Calc. Iodata ინიშნება მხურვალე პაციენტებში. Calc phosp – გამხდარი აღნაგობის ბავშვებში, ჩალც ცარბ – ის ტიპის ბავშვი არის ძალიან მსუქანი, პასიური.
Ba – ის პრეპარატები ინიშნება კონსტიტუციური ჩვენებით. Ba – ის ტიპის ბავშვი უფრო ნელი, მორცხვია, ხშირად იმალება უცხოს დანახვაზე, აქვს ფეხების ოფლიანობა. ტანით პატარა ბავშვებს, ტანთან შედარებით თავი ცოტა დიდი აქვს. Ba iodata – ინიშნება შედარებით მხურვალე პაციენტებში, Ba carb – მცივანაში, Ba mur – ამ მხრივ უფრო ნეიტრალურია, თანაც შედარებით უფრო მოძრავი და რეაქტიულია.