ტრამვები. მოყინვა

მოყინვა ეწოდება დაბალი ტემპერატურეს ზემოქმედების შედეგად განვითარებული ქსოვილების დაზიანებას. მოყინვა შეიძლება განვითარდეს არა მარტო დაბალ ტემპერატურაზე, არამედ +6, +7 გრადუსზეც, თუ დამატებით არის ქარის ხანგრძლივი ზემოქმედება, სიცივე, კიდურების სისველე, ვიწრო ფეხსაცმელი, სისხლნაკლებობა, ორგანოზმის გამოფიტვა, შიმშილი და ა.შ. უფრო ხშირად გვაქვს ქვემო კიდურის თითების, ტერფის, ხელის თითების მოყინვა, უფრო იშვიათია ცხვირის, ნიკაპის, ყურის ნიჟარის მოყინვის შემთხვევები.

მოყინვის სიმძიმის მიხედვით არჩევენ 4 ხარისხის მოყინვას:

I ხარისხი – კანი ხდება მუქი მოლურჯო, ან მოლურჯო – მოწითალო, რასაც შეშუპება მოჰყვება. არის ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი, წვა, ქავილი, კანის აქერჩვლა. 2-3 დღეში ეს მოვლენები თანდათანობით უკუვითარდება.

II ხარისხის მოყინვისას კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები, ხშირად სისხლიანი შიგთავსით. კანი მკვეთრად შეშუპებულია, თუმცა დროული მკურნალობით კანის აღდგენა შესაძლებელია, რადგან დაზიანებულია კანის ზედაპირული შრეები.

III ხარისხის მოყინვა აზიანებს კანის ყველა შრეს, რაც იწყებს მის კვდომას (ნეკროზს). მგრძნობელობა ქრება, კანზე გვაქვს სისხლიანი (ჰემორაგიული) ბუშტუკები, ჩნდება წყლულები, რომლებიც მერე ნაწიბუროვანი ქსოვილით ივსება და სტოვებს კვალს.

IV ხარისხის მოყინვა აზიანებს არა მარტო კანს, აგრეთვე რბილ ქსოვილებს (კუნთებს) და ძვალსაც კი. დაზიანებული კიდური უმეტესად ჩირქდება. უმეტეს შემთხვევაში დაზიანება შეუქცევადია და ხშირად აუცილებელია კიდურის ამპუტაცია.

მოყინვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სიცივის ზემოქმედების დროს, რაც უფრო ხანგრძლივია სიცივის ზემოქმედება, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. შიცივის ზემოქმედებისას კიდურებზე თავიდან ვითარდება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი, რასაც შემდეგ მოსდევს სისხლძარღვების გაფართოება.

პირველი დახმარება მოყინვის დროს მოიცავს დაბალი ტემპერატურის მოცილება, ავადმყოფის გადაყვანა თბილ ოთახში, ან თბილი აბაზანის გამოყენება, რათა აღდგეს სისხლის მიმოქცევა მოყინულ უბანში, თბილი საფენის დადება, რბილი მასაჟი (თუ არ არის კანის დაზიანება) სპირტიანი ან ქაფურით. თუ გვაქვს II-IV ხარისხის მოყინვა და კანის დაზიანება (წყლიანი ბუშტუკების გაჩენა) მასაჟი არ შეიძლება, უნდა შევახვიოთ სტერილურად და თბილი აბაზანის გამოყენება ისე, რომ ტემპერატურე ნელ-ნელა მოვუმატოთ 20-40 ჩ-მდე 20-30 წუთის განმავლობაში. თუ გვაქვს სისხლიანი ბუშტუკები, კანის მუქი, მოშავო შეფერილობა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს.

ჰომეოპათიაში გვაქვს პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლისმიმოქცევის აღდგენას მოყინულ უბანში და აჩქარებენ აღდგენით პროცესებს დაზიანებულ ქსაოვილებში.

ეს პრეპარატებია: Agaricus, Carbo vegetabelis, ac. Nitricum, Petroleum, Ars.album და სხვა.

Agaricus – ერთ-ერთი პირველი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მოყინვის დროს. ვაძლევთ C30 განზავებას ყოველ 1 სთ-ში 3-4 ჯერ ზედიზედ, სანამ არ გვექნება გაუჯობესება.