მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით.
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები (ეს არის გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსული და სხვა ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციები) საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეკოლოგიური თუ სოციალურო პრობლემების გამო ბოლო წლებში შეიმჩნევა მოსახლეობის იმუნური სისტემის მასიურად შესუსტების მოვლენები, რის გამოც გრიპოზულმა ინფექციებმა განსაკუთრებით შეუპოვარი ხასიათი მიიღო. ამიტომ ექიმების უმრავლესობა ეძებს იმუნური სისტემის მასტიმულირებელ ახალ საშუალებებს. ჰომეოპათიური პრეპარატები კი სწორედ ამ მიმართულებით ზემოქმედებს ორგანიზმზე. ჰომეოპათიურ წამლებში არა გვაქვს ნივთიერების მატერიალური დოზა და ამიტომ ეს პრეპარატები უშუალოდ მომაკვდინებლად არ მოქმედებს დაავადების გამომწვევ ვირუსზე. სამაგიეროდ ჰომეოპათიური წამლები ააქტიურებენ ორგანიზმის იმუნური სისტემის საჭირო რგოლს და ამის შედეგად ორგანიზმი თვითონ ებრძვის ამა თუ იმ დაავადებას. მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები. გაგაცნობთ ყველაზე ხშირად ხმარებად წამლებს. გრიპოზული ინფექციების ზოგადი ნიშნები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ჰომეოპათიური პრეპარატის შერჩევა ხდება დეტალური სიმპტომების გათვალისწინებით.
Belladonna ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი პრეპარატია ჰომეოპათიაში, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი ატარებს ,,ანთების"ყველა ნიშანს – სიწითლე, პულსაციის შეგრძნება ან მფეთქავი ხასიათის ტკივილი, ცხელება. ამიტომ Belladonna შეგიძლიათ იხმაროთ ყველგან, სადაც არის სიწითლე, პულსირებადი ტკივილი და ცხელება. სახე და ხახის ლორწოვანი გარსები ღია წითელი ფერისაა (ალისფერია), კანი შეხებისას ცხელია და ამავე დროს ოფლიანია. თვალები ჩაწითლებული, შეიძლება იყოს გუგების გაფართოება, პირი მშრალია, ენა წითელი, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება იყოს ბოდვა. პაციენტს აწუხებს წყურვილი - ითხოვს ცივ წყალს და სვამს ყლუპობით. მიუხედავად მაღალი სიცხისა პაციენტი არ ცდილობს საბნის გადახდას, პირიქით იგი ლოგინში იფუთება.
Belladonna გამოიყენება გრიპოზული ინფექციებისას, სიცხისას, ანგინას დასაწყისისას, როცა ხახის ლორწოვანი გარსები და ნუშურა ჯირკვლები ღია წითელი ფერისაა, ოდნავ შეშუპებულიც და მტკივნეული. ტკივილი ძლიერდება ცივი სასმელის მიღებისას, ლაპარაკისას, ყლაპვისას.
Aconit – გამოიყენება ძირითადად მაღალი სიცხის დროს, როცა დაავადება იწყება უეცრად, ძლიერ მწვავედ. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში, როცა პაციენტს აწუხებს ძლიერი პულსირებადი თავის ტკივილი, ძლიერი სიმხურვალე, სახის სიწითლე მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში. სახე ამ დროს ,,მშრალია”, განსხვავებით Belladonna – ს სიცხისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. ,,ოფლიანი სიცხე”. ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს პაციენტის მოუსვენრობა, შიში, აფორიაქება.
Bryonia –ასევე ლორწოვანი გარსების ანთების სამკურნალო უნივერსალური პრეპარატია. იგი ეფექტურია დაავადების დასაწყისში როცა ლორწოვან გარსებზე გვაქვს სიმშრალე, რის გამოც Bryonia -ს ,,მშრალი ლორწოვანის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.Bryonia – ეფექტურია ხველის დასაწყისისას, როცა ხველა არის მშრალი, ერთეული ან შეტევითი ხასიათის. პაციენტს აწუხებს ,,ღიტინის შეგრძნება" სიმშრალე ყელში, განსაკუთრებით კარგი პრეპარატია მშრალი პლევრიტის დროს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა Bryonia – მ მოხსნა მშრალი პლევრიტით გამოწვეული ტკივილები ბეჭში სულ რამოდენიმე საათში. Bryonia ,,მშრალი ლორწოვნის", ,,კატარის" პრეპარატს ეძახიან.
Bryonia –ს ტიპის გრიპოზული ინფექციები ყოველთვის ხასიათდება ძლიერი მფეთქავი ხასიათის თავის ტკივილებით, რომელიც ლოკალიზდება ძირითადად შუბლის არეში და რომელსაც ამცირებს ძლიერი ზეწოლა ამ მიდამოში. (მაგ. თავის წაკვრა მწიდროდ). Bryonia – ს ტიპის პაციენტი ძლიერ მოუსვენარია, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა მას ტკივილს უძლიერებს.გუნება – განწყობა დათრგუნული აქვთ, ძლიერ განიცდიან თავის ავადმყოფობას, იხსენებენ უამრავ პრობლემას და განუწყვეტლივ ლაპარაკობენ მათზე, ხდებიან კაპრიზულები და ყველაფერი აღიზიანებთ.
Fe phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe phosphoricum უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. იგი გამოიყენება სურდოს ყველა ფორმის დროს, შედარებით დაბალ სიცხეზე, ცხვირიდან სისხლდენებისას, ყურის ანთებისას. მისი ხმარება შეიძლება პროფილაქტიკურადაც ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).
GELZEMIUM - ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია გრიპის თანდათანობითი დაწყება, რასაც თან ახლავს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა და გაბრუება. თვალები იმდენადაა დამძიმებული, რომ თითქოს თავისით იხუჭება, ითხოვს მარტო ყოფნას და არ სიამოვნებს, როცა აწუხებენ. შესამჩნევია თავის არეში სისხლის მიწოლა, სახე ამ დროს მოლურჯო-მოწითალო ფერისაა, თავი ძლიერ დამძიმებულია. მიუხედავად სიცხისა, პაციენტს აწუხებს სიცივის და ჟრჟოლვის შეგრძნება ზურგში, კანკალი. პირი და ტუჩებზე სიმშრალეა. თავის ტკივილი ლოკალიზდება კეფის არეში და ჩადის კისრისკენ. ტკივილი მფეთქავი ან მუდმივი ხასიათისაა და ძლიერი ინტენსივობით გამოირჩევა. დამახასიათებელია ის, რომ თავის ტკივილი მცირდება შარდვის შემდეგ.
EUPATORIUM PERFOLIATUM – ვიყენებთ მაშინ, როცა კლინიკაში წამყვანია ძლიერი მტეხავი ხასიათის ტკივილები მთელს ტანში – კიდურებში, ზურგში, ყველაზე მეტად კი მუხლებში. დაავადება იწყება უეცრად და სწრაფად.ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ის, რომ მიუხედავად გრიპისა ავადმყოფი არ ოფლიანდება. პაციენტი კვნესის, ვერ ჩერდება ლოგინში, განუწყვეტლივ წუწუნებს. სახე ღია წითელი ფერისაა, კანი მშრალი, ტუჩები ფერმკთალი, ენაზე აქვთ სქელი თეთრი ფერის ნადები. ავადმყოფს აწუხებს სიცივის შეგრძნება. თავის ტკივილები ასევე ძლიერია და ლოკალიზდება იმ მხარეს, რა მხარესაც წევს პაციენტი.
გრიპის პირველ ნიშნებზე შეიძლება ამ წამლებიდან ინდივიდუალურათ შერჩეული მიიღება ყოველ ½1/2-სთ-ში (სიმძიმის მიხედვით, რაც უფრო ძლიერი ნიშნებია გრიპის, მით უფრო ხშირად მიიღება. დასაშვებია ყოველ 10-15 წთ-შიც გრიპის დაწყებისას (პირველ 24-72 სთ-ის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები, რომლებისთვისაც ასეთი ხშირი მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულს შეუძლია მიიღოს 4-5 ბურთულა დღეში.