შუა ყურის ანთების მკურნალობა

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს ჰომეოპათიას დიდი დახმარება შეუძლია გაგვიწიოს. ყურის ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. პრაქტიკულად ყველა ბავშვმა 6 წლამდე ასაკში ერთხელ მაინც გადაიტანა მწვავე ოტიტი, ხოლო გარკვეული კატეგორიის ბავშვებისათვის ყურის ინფექციები დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიით ხშირი შემთხვევები განპირობებულია ცხვირ-ხახის ანატომიური თავისებურებით, რადგან ცხვირისა და შუა ყურს შორის ორივე მხარეს არსებობს ანატომიური კავშირი ე.წ. ევსტახის მილი, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში ძალზე მოკლე და ფართოა, ამიტომ ცხვირის ნებისმიერი ინფექცია (სურდო) ადვილად აღწევს შუა ყურს და იწვევს მის ანთებას. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც დაფის აპკზე სიწითლით და ყურის ძლიერი ტკივილით ვლინდება. კატარს მოსდევს ექსუდაციის (სითხის) გამოყოფა დაფის აპკის უკან. ეს ექსუდატი შემდეგ ჩირქდება და იწვევს აპკის პერფორაციას (გახვრეტას) და კლინიკურად ამ დროს ტკივილი ქრება ან მცირდება, ხოლო გარე სასმენ ყურში ვამჩნევთ ჩირქის გამოყოფას.

რაც შეეხება ჰომეოპათიურ მკურნალობას, ჩვენი პრეპარატებით მკურნალობა შესაძლებელია ყურის ანთების ყველა სტადიაზე. ჩვენი გამოცდილებით, ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ავადობის სიხშირე. უფრო სწრაფად იხსნება ტკივილის სინდრომი და სწრაფად ხდება პერფორირებული დაფის აპკის აღდგენა.

ოტიტის კატარულ სტადიაზე ეფექტურია შემდეგი ჰომეოპათიური პრეპარატები: Belladonna, Chamomilla, Fe phosphoricum, Aconit.

ექსუდაციურ სტადიაში ამ პრეპარატების გვერდით ეფექტურია – Mercurius sol, Silicea, Hepar sulphur, ხოლო ჩირქის გამოყოფის შემდეგ – Pulsatilla, Merc sol, Hydrastis, Kali bichr. გართულების თავიდან ასაცილებლად ენიშნება: Capsicum, Aurum, Silicea.

Mmorecidive otitisas, როგორც კონსტიტუციური საშუალება: Tuberculinum, Na sulphur, Calc carb, Thuja, Silicea, და სხვა.

Belladonna - ითვლება კატარის პრეპარატად და ფართოდ გამოიყენება ყელის, ყურის კატარული ანთებისას, რაც სიწითლით, ტკივილით ან სიცხით ვლინდება. დაავადება უფრო ხშირად უცებ იწყება, გაციებით. 1-2 სთ-ში შეიძლება ბავშვს დაეწყოს ძლერი ტკივილი ყურში. ასეთ სიტუაციაში Belladonna 6 უნდა მიეცეს ყოველ 15-30 წთ-ში, ტკივილის ჩაწყნარების შემდეგ დღეში 7X- 8X სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაფის აპკი ამ დროს წითელი, მაგრამ ექსუდატი შუა ყურში ჯერ არ არის.

Chamomilla – ასევე მწვავე კატარული სტადიის პრეპარატია, მაგრამ Belladonna-გან განსხვავებით პაციენტი ძალიან გაღიზიანებულია, ჭირვეულია, ყვირის, ჩხუბობს, ე.ი. ემოციური სფერო ძლიერ გამოხატულია. ცალი ლოყა შეიძლება წითელი იყოს. ბავშვი სულ ხელში აყვანას ითხოვს. ღიზიანდება ყველაფერზე – შუქზე, შეხებაზე, სათამაშოზე. შეიძლება ასეთმა აღგზნებამ მთელი ღამე გასტანოს.

Fe phosphoricum – ასევე ანთებითი სტადიის პრეპარატია, ოღონდ ჩივილები ისეთი მკვეთრი და გამოხატული არაა, როგორც Belladonna – ს დროს. დაავადება ნელ-ნელა იწყება, ტკივილიც იმდენად არაა გამოხატული. Fe phosphoricum უფრო ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე. ზოგი ავტორი რეკომენდაციას იძლევა დავნიშნოთ Fe phosphoricum სურდოს ყველა ფორმის დროს, ევსტახის მილზე ანთების გადასვლის თავიდან აცილების მიზნით. (ევსტახიიტის პროფილაქტიკისათვის).

Pulsatilla– ინიშნება მაშინ, როცა ყურიდან შეინიშნება ჩირქოვანი გამონადენი. იგი ხელს უწყობს პროცესის დაჩქარებას და სწრაფ ალაგებას. ოღონდ ამ შემთხვევაში ბავშვის ემოციური სფერო განსხვავდება Chamomilla da Belladonna – სგან. იგი გარეგნულად წყნარია, მოსიყვარულე და დედისგანაც ალერსს ითხოვს, ჩუმადაა, ხშირად ტირის და არა აქვს აგრესიულობა. იგი წყნარდება, როცა ვინმე, განსაკუთრებით კი დედა, მიეფერება. მართალია იგი ბევრს ტირის, მაგრამ ეს ტირილი არ გამოირჩევა გაღიზიანებულობით, არამედ უფრო წუწუნის, თავის შეცოდების მიხნით ხდება.

Hepar sulphur – უფრო უმჯობესია მისი გამოყენება ოტიტის გვიან სტადიებზე, როცა შუა ყურში უკვე ჩამოყალიბებული ჩირქოვანი ექსუდატია. ემოციურად Hepar sulphur სიტუაციის დროს ბავშვი ასევე გაღიზიანებულია, აგრესიულიც კი ხდება. Chamomilla – გან განსხვავებით იგი არ ისვრის ნივთებს და სათამაშოებს, არ ჩხუბობს. იგი უბრალოდ გაგრძნობინებს, რომ იგი გაბრაზებულია. ბავშვს აქვს ძლიერი სიცივის შეგრძნება. ინიშნება იშვიათი მიღებით.

Mercurius sol – ასევე ნაჩვენებია ყურის ტკივილისას იმ მომენტიდან, როცა დაიწყო ჩირქის წარმოქმნა. ბავშვი, რომელსაც სჭირდება ეს პრეპარატი შეიძლება ასევე იყოს აგზნებული, მაგრამ იგი ნაკლებად აგრესიულია, უფრო დაბნეულის შთაბეჭდილებას სტოვებს და ხშირად იმპულსურად იძლევა. ყურის ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს. სითბოში, ღამე, ლოგინში თუმცა მკვეთრი დამოკიდებულება ასეთი მოდალობების მიმართ ზოგჯერ საერთოდ არაა გამოხატული. Mercurius sol – სთვის დამახასიათებელია ჭარბი, სუნიანი ოფლი, ჭარბი ნერწყვი პირში, სუნი პირის ღრუში, ენის გვერდით კიდეებზე კბილების ანაბეჭდები. ინიშნება C6 განზავება - 2 ბურთულა 3-4 ჯერ დღეში.

Silicea – უფრო კონსტიტუციური პრეპარატია, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია ყურის ანთების გვიან სტადიაზე. იგი ხელს უწყობს ქრონიკული ანთებისაგან განკურნებას, ნაწიბუროვანი ტკივილების ალაგებას, ჩირქის გამოწოვას. Silicea–ს ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია შინაგანი სითბოს დეფიციტი – პაციენტს სულ სცივა, ხელ-ფეხი მუდამ გაყინული აქვს, ხშირად ხდება ავად, დასუსტებულია, ოფლიანობს – უფრო მეტად კიდურებზე და თავის თმიან ნაწილზე. Silicea –ს წარმატებით ხმარობენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მათ შორის აცრებით გამოწვეული გართულებების დროსაც. Silicea –ს ტიპის ადამიანი ასევე რბილი ხასიათით გამოირჩევა, თუმცა არ ითხოვს სიყვარულის ისეთ გამოხატვას, როგორც Pulsatilla. იგი თავმდაბალია, მორცხვი. ტანითაც ზომიერადაა განვითარებული. ინიშნება 30 ან 200 განზავება იშვიათი მიღებით.

Capsicum – ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია მასტოიდიტის საშიშროების შემთხვევაში. მასტოიდიტი – ყურის ჩირქოვანი ანთების ერთ-ერთი საშიში გართულებაა. ამ დროს ჩირქოვანი პროცესი გადადის ყუროს უკან მდებარე ძვლოვან მორჩზე, რაც შემდგომ საკმაოდ რთული სამკურნალოა და ხშირად ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. მასტოდიტის პირველი ნიშნებია ტკივილის გაჩენა ძვლოვან მორჩზე ხელის დაჭერით. ამ დროს საკმაოდ ეფექტურია Capsicum რამოდენიმე მიღება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ საშიშ გართულებას.