CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

ქრონიკული დაავადებების ფორმები

ჰანემანი მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის დროს დარწმუნდა, რომ მწვავე დაავადებები სწრაფად და საბოლოოდ ახალი მეთოდით იკურნებოდა. რიგი შემთხვევების დროს კი, მიუხედავად სწორად შერჩეული წამლისა და მიღწეული დადებითი შედეგისა, გარკვეული ხნის შემდეგ დაავადება ან კვლავ ბრუნდებოდა, ან ფორმას იცვლიდა. ჰანემანი თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა ქრონიკული დაავადებების პრობლემაზე. მას აწუხებდა საკითხი, თუ რატომ ხდება მათი განვითარება? რატომ ქრება მწვავე დაავადებები უკვალოდ, ქრონიკული დაავადებების დროს კი ორგანიზმს არ შეუძლია აღიდგინოს ჯანმრთელობა სტაბილურად და მკურნალობაც ზოგჯერ საკმაოდ პრობლემურია? რატომ არის, რომ ქრონიკული დაავადებები ფარულად, ნელა იწყება, თანდათანობით ვითარდება და საბოლოოდ უფრო დამანგრეველია ორგანიზმისთვის? ამდენ „რატომ“-ს ჰანემანის ნათელი, მაძიებელი გონება უპასუხოდ ვერ დატოვებდა. მან გაანალიზა კოლოსალური მასალა, შეისწავლა მრავალი ოჯახის დაავადებათა გენიოლოგია. მკურნალობის დროს ეძიებდა სხვადასხვა სნეულებათა შორის კავშირებს და ამის შედეგად საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებები, კონცეფცია, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „მიაზმების“ თეორია, ჰანემანის ქრონიკული დაავადებების თეორია.

ჰანემანი დააკვირდა იმ გარემოებას, რომ ქრონიკული დაავადებების დროს, ორგანიზმს არ გააჩნია თვითგანკურნების ტენდენცია. ვითარების შენარჩუნებას ხელს უწყობს რაღაც ნიადაგი, რომელსაც მან „მიაზმი“ უწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ „მიაზმის“ ქვეშ ის აგრეთვე ორგანიზმის „დაბინძურებასაც“ გულისხმობდა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

მიაზმი განაპირობებს ადამიანის მიდრეკილებას ანუ მზაობას ამა თუ იმ ფორმის დაავადების მიმართ.

ჰანემანმა აღმოაჩინა ბევრი პათოლოგიის კავშირი ადრე გადატანილ კანის ქავილიან გამონაყართან (მუნი და სხვები). როდესაც ექიმი ნიშნავდა ჰომეოპათიურ წამალს, რომელსაც პათოგენეზში გააჩნდა ისეთივე ფორმის კანის ქავილი, როგორც ავადმყოფს წარსულში ჰქონდა, ხდებოდა ქავილის დროებითი განახლება, მაგრამ ამას მოჰყვებოდა შინაგან ორგანოებში პათოლოგიური პროცესის უკან დახევა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰანემანს ჰყავდა უამრავი მოწაფე. ბევრი სტუდენტი და ექიმი ჩამოდიოდა მასთან სხვადასხვა ქვეყნიდან. მიღწეულმა წარმატებებმა მას დაუნდობელი მტრებიც მოუმრავლა. ერთ-ერთმა მათგანმა, დიდმა ლაიპციგელმა გამომცემელმა დაიწყო ისეთი პიროვნების ძებნა, რომელიც დაწერდა წიგნს ჰანემანის საწინაამღდეგოდ. მან იპოვა კიდეც ექიმი, რომელმაც თავის მხრივ, დავალება გადააბარა მოწაფეს, კონსტანტინ ჰერინგს. ჰერინგმა დაიწყო ჰომეოპათიის შესწავლა და მისი მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვება, მაგრამ მალე დარწმუნდა ახალი სწავლების სისწორეში და თვითონ გახდა მისი გულწრფელი მომხრე.

დღეისათვის ჰერინგის თორმეტტომიანი ნაშრომი – Materia medica – ერთ-ერთი საფუძვლიანი ჰომეოპათიური სახელმძღვანელოა.

ამ უდიდესმა პიროვნებამ ჩამოაყალიბა წამალზე რეაქციის შეფასების წესები. რაც დღეს ჰერინგის კანონის სახელითაა ცნობილი:

“მკურნალობა სწორად მიმდინარეობს მაშინ, თუ ავადმყოფის სიმპტომები ქრება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიდან ერთ-ერთი მიმართულებით:

ჰერინგის კანონიდან გამომდინარეობს, რომ კანზე მიმდინარე პათოლოგიურმა პროცესმა უფრო გვიან უნდა გაიაროს, ვიდრე ორგანიზმის შინაგანმა დარღვევებმა. ეს ეხება არა მარტო პატოგენეტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებულ შინაგან და გარეგან პროცესებს, არამედ განსხვავებულ ნოზოლოგიებსაც, თუ ისინი ერთმანეთის თანმხლებნი არიან.

კანზე გამონაყარის ადგილობრივი საშუალებებით “დათრგუნვის” და “ჩაბრუნების” შედეგად “მიაზმი” მძიმდება, რაც პროცესის ქრონიკულად გარდაქმნას და რეციდივირებას უწყობს ხელს. თუ ყოველი შემდგომი გამწვავება ისევ ითრგუნება, პათოლოგიური პროცესები ფორმას იცვლიან, “მეტამორფოზებს” განიცდიან. მაგალითად: მუნის დროს ქავილის დათრგუნვამ შეიძლება ბრონქიალური ასთმა გამოიწვიოს, ასთმის არასწორმა მკურნალობამ -– ქრონიკული ჰეპატიტი და ა.შ. ავადმყოფი ამ შემთხვევაში ჯერ ერთ სპეციალისტს მიმართავს, შემდეგ მეორეს და მესამეს. ყოველი თავისას თითქოს და მკურნალობს, მაგრამ ავადმყოფის საერთო მდგომარეობა მძიმდება, პროგნოზი უარესდება.

იმ ფუნდამენტალურ მიაზმს, რომელიც ქრონიკული დაავადებების უდიდეს ნაწილს საფუძვლად უდევს, ჰანემანმა “ფსორა” დაარქვა (Psora). ქავილიან გამონაყართან დაკავშირებული პროცესების მსგავსად, ყველა “ფსორიულ” გამოვლინებას ის განიხილავდა, როგორც ღრმად ჩადებულ დეფექტს, დაბინძურებას, უკმარისობას. საწინაამღდეგოს პრინციპით მკურნალობა მას მხოლოდ აძლიერებს.

საუკუნეთა მანძილზე ავადმყოფების მხოლოდ ცალკეული გამოვლინებები ითრგუნებოდა და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ზოგჯერ ტარდებოდა სწორი მკურნალობა. ყოველივე ამის გამო, უძველესი დროიდან მოყოლებული იზრდებოდა ჩასახული “ფსორა” და ეს ამრავლებდა ქრონიკული დაავადებების რიცხვს.

Psora – ფუნქციონალური სისუსტეა, ჰიპოტროფია, ჰიპოტონია. მისი პრინციპია - დეფიციტი.

დეფიციტის მდგომარეობა განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესში მინერალების შეთვისების დარღვევით. მრავალი ავტორი, მათ შორის A Vogeli და J. Merger განმარტავს “ფსორას” - როგორც “ორგანიზმის სამშენებლო მინერალების ასიმილაციის კონსტიტუციონალურ დარღვევას”.

მაგალითად J. Merger (1951) წერდა: „Magnesium – კონსტიტუცია როგორც წესი, ოჯახური არსებობს. ის უნდა ვივარაუდოთ ისეთ ავადმყოფებში, რომელთაც საოცარი შედეგი აქვთ Magnesium carbonicum – ით მკურნალობისას. მათ სისხლით ნათესავებში იმდენად ბევრია ამ წამლით განკურნება, რომ მე ვემხრობი მოსაზრებას Magnesium – კონსტიტუციის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ”.

ფსორიულ სამკურნალო საშუალებებს შორის ბევრია უპირველეს ყოვლისა მიკრო და მაკროელემენტები, რომელთაც ორგანიზმი ძირითად სამშენებლო მასალად ან კატალიზატორებად იყენებს: Sulfur, Calcium, Kalium, Natrium, Megnesium, Silicium, Borium, Cuprum, Zincum, აზოტი, ნახშირბადი, მათი ნაერთები, მჟავები და რიგი სხვა. მცენარეული ანტიფსორიული საშუალებებია: Lycopodium, Mezereum, Sarsaparilla, ნოზოდი: Psorium.

„ფსორის“ კარდინალური ნიშნებია: ფერმკრთალი სახე, დაწითლრბული ტუჩები, კანზე გამონაყარი, ქავილი, სიმშრალე. სიმხურვალე, წვა მტევნებსა და ქუსლებში, კანის, ფილტვების კონგესცია. თავის ტკივილი (შუბლის და საფეთქლების არეში). ლიმფური ჯირკვლების დასივება, ავადმყოფობისას – ოფლიანობა, რომელიც შვებას აძლევს. მდგომარეობა უმჯობესდება წოლისას, მოსვენებული მდგომარეობის დროს, ტკივილი სითბოში, ფსიქიური სიმპტომები – სომატიური დაავადებების მომატებისას, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს ფეხზე დოგმა, მოძრაობა, დარდი, შიში, ხმაური და ძლიერი სუნები.

ფსიქოლოგიურად დამახასიათებელია _ შიშები, ემოციურობა, მგრძნობიარობა. ფსორიული პაციენტი ეგოისტურია, დაღვრემილი და პირქუში. ყოველთვის რაღაცას უჩივის, წუწუნებს. გაბრაზებისას – ტირის. იოლად იღლება, ხშირად გონებას კარგავს.

ფსორიული მიაზმის დროს ორგანიზმში ჭარბობს ფუნქციონალური, ფსიქიური და ენდოკრინული დარღვევები. ნეიროვეგეტატიური დისჰარმონია. კანი, ლორწოვანი გარსები და ლიმფური ჯირკვლები მძაფრად რეაგირებენ. „ფსორა“ მიზეზია ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა რაქიტი, ანემია, ანაციდური გასტრიტი, ჰიპოტონია, ექსუდატიურ-კატარალური და ლიმფოჰიპოპლასტიური დიათეზი და სხვა.

რეკევეგერის თეორიის მიხედვით ფსორიული მიაზმის დროს ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსინებისაგან მათი კანზე გამოტანით (ქავილი), პათოლოგიური გამონადენის სახით (ნახველი, სურდო, თეთრადშლა, პიორეა და სხვა) და აგრეთვე ლიმფურ ჯირკვლებსა და კვანძებში ჩალაგებით („ლიმატიზმი“).

ჰანემანი ყოველთვის ხაზს უსვამდა ვენერიულ და არავენერიულ სნეულებათა შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებას. გონორეის მსგავსად მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ნიადაგი მან ახალ მიაზმად გამოჰყო და უწოდა მას „სიკოზი“ (Sycose). გონორეისთვის მეორე სტადიაში დამახასიათებელია კონდილომები და სხვა ჰიპერპლასტიური პროცესები.

Sycose– გაძლიერებული რეაქციაა. ჰუმორალური პროცესები იწვევს შლაკების (წიდას) დალექვას და ქსოვილების გაზრდას. ჰიპერტროფია, ჰიპერტონია, პრინციპი - სიჭარბე.

სიკოზიანი პაციენტების ნათესავებს ხშირად აღმოუჩნდებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: პოდაგრა, რევმატიული დაავადებები, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა, ათეროსკლეროზი და აგრეთვე ალერგიული დაავადებები, მეწეჭები, კონდილომები.

ძირითადი ანტისიკოზური პრეპარატებია: Thuja, Natrium, Sulfuricum, Acidum nitricum, Lycopodium , Berberis, Medorchinum.

„სიკოზის“ კარდინალური ნიშნები: დახორკლილი, ფორთოხლის ქერქის მაგვარი, ცხიმიანი ფერის კანი; ბევრი ხალი და მეჭეჭი ტანზე. მდგომარეობის გაუარესება ნესტიან ადგილებსა და ტენიან ამინდში.

ფსიქიკის მხრივ დამახასიათებელია მოშლილობანი: გაღიზიანებადობა, აღგზნებადობა, შინაგანი დაძაბულობა და განცდათა სიმძაფრე. ავადმყოფი – ცოცხალი, ენერგიული ადამიანია, მაგრამ საქმეებით და ცხოვრებოით გადაღლილი. ღამე ძილი ერღვევა, დილაობით – გაბრაზებული და გაღიზიანებული იღვიძებს (როგორც Nux vomica-ს ტიპი). ზოგჯერ ავლენს ეჭვიანობას ან სუიციდალურ აზრებს, თუმცა ეს სიფილინური მიაზმისათვის არის დამახასიათებელი.

სიკოზს, გარდა ზემოაღნიშნული დაავადებებისა, შარდმჟავა და რევმო-არტრიტული დიათეზები შეესაბამება. ამ მიაზმის დროს ტოქსინები ლაგდება ფუნქციონალურად ნაკლებად დატვირთულ ქსოვილებში. უჯრედშუა სივრცეებსა და იქ, სადაც სისხლის მიწოდება შეზღუდულია (კენჭები, პოდაგრული კვანძები და ა.შ.). „სიკოზი“ _ ყველაზე ხშირი ნიადაგია ალერგიული დაავადებებისა. ამ დროს ორგანიზმი ცდილობს გაძლიერებულად გამოყაროს ის ტოქსინები, რომლებიც ავსებენ ორგანიზმს და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მის სიცოცხლისუნარიანობას.

თუ ორგანიზმს ტოქსინებისაგან განთავისუფლების ჩამოთვლითი გზები ჩაკეტილი ან არასაკმარისი აქვს, ტოქსინები უჯრედშუა სივრციდან უჯრედში გადადიან და ბირთვებამდე აღწევენ, რასაც უჯრედების სიკვდილი მოყვება. ეს ჰანემანის მესამე მიაზმის დაწყებამდე მეტყველებს. მას „სიფილინუმი“ ეწოდება, რადგანაც მისი წარმოშობა დაკავშირებულია ათაშანგის შთამომავლობით გადატანასთან. ათაშანგი უქმნის ნიადაგს დესტრუქციული პროცესების მიმართ მიდრეკილებას.

Syphilini – მიაზმის პრინციპია: ალტერაცია, დესტრუქცია ასეთი რეაქცია გვხვდება ღრმა დაჩირქების, დაწყლულების, დისტროფიის, ფისტულების და სეკვესტრების წარმოქმნის დროს.

ამ მიაზმის კარდინალური ნიშნებია: ქსოვილების ელასტიურობის დაკარგვა. პაციენტი მოხუცად გამოიყურება, დანაოჭებული კანი აქვს, ძვლების ტკივილი, განსაკუთრებით ღამით, ძლიერი ოფლიანობა, ასევე ღამით, რომელიც არ აძლევს პაციენტს არავითარ შვებას, გაძლიერებული წყურვილი, მოკლე ხანში წონაში მნიშვნელოვანი დაკლება, სუნიანი, მომწვანო - მოყვითალო გამონადენი („სიკოზის“ დროს – იგივე ფერის გამონადენია, მხოლოდ უსუნო). მდგომარეობის გაუარესება სიცხეში, ცეცხლთან ახლოს ყოფნისას.

ფსიქოლოგიურად დამახასიათებელია აგრესია, აუტოაგრესია, წესრიგის პედანტიური მოთხოვნილება, პარანიოალური მანიები და ეჭვები, სუიციდალური აზრები. ავადმყოფი - ჯიუტი, ეჭვიანი პიროვნებაა, რომელსაც დიდი (Aurum) ან დაქვეითებული (Mercurius) ინტელექტი გააჩნია. ასეთი ადამიანები ხშირად რევოლუციონერები ხდებიან, ვინაიდან განდიდების მანიასთან ერთად, მათ „ნგრევის“ ინსტინქტიც გააჩნიათ. „ნგრევის“ ინსტინქტი წესრიგის გაძლიერებული მოთხოვნიდან გამომდინარეობს (Argen), მათ არ მოსწონთ არსებული წესრიგი და ჰგონიათ, რომ თვითონ ბევრად უკეთესს დაამყარებენ (ვ.ი. ლენინი „სიფილინური“ ხასიათის ტიპიური მაგალითია).

სიფილინური მიაზმი იკურნება წამლებით: Aurum, Mercurius, Argentum, Acidum nitricum, Jod, Syphilinium და სხვ.

ჰანემენის სამ მიაზმს შემდგომში დაემატა მეოთხე –- Tuberculini. ის ფაქტიურად კომბინირებული Psora და Syphiliny-ა.

ამ მიაზმის კარდინალური ნიშნებია: რბილი, თხელი ძვლები, ასტენიური აღნაგობა (Psoras–ს დროს ხშირად ჰიპერსტენიურია, Sycose-ს დროს – ათლეტური და Syphilini–ს დროს – კახექსიური, დისპლაზიური). მგრძნობელობა უმცირესი სიცივის მიმართ, თუმცა სიცხესაც ვერ იტანს. ხშირი გაცივება და ყელის ინფექციები, მნიშვნელოვანი ოფლიანობა.

ხასიათით Tuberculini-ს ტიპის პაციენტები _ ძალზედ მოძრავნი, მოუსვენარნი, ჯიუტნი და მშიშრები არიან. მათთვის დამახასიათებელია მელანქოლიური ინტრავერსია და დეპრესია. დიდხანს ვერ ეგუებიან ერთ საქმეს, ოჯახს, სახლს, ქალაქს. უყვართ მოგზაურობა. ვიტულკასი აღნიშნავს: „ტუბერკულინუმის ტიპის პიროვნება, როგორც ორი მხრიდან ანთებული სანთელი – ისე წვავს თავის ცხოვრებას“.

ხასიათით Tuberculini-ს ტიპის პაციენტები _ ძალზედ მოძრავნი, მოუსვენარნი, ჯიუტნი და მშიშრები არიან. მათთვის დამახასიათებელია მელანქოლიური ინტრავერსია და დეპრესია. დიდხანს ვერ ეგუებიან ერთ საქმეს, ოჯახს, სახლს, ქალაქს. უყვართ მოგზაურობა. ვიტულკასი აღნიშნავს: „ტუბერკულინუმის ტიპის პიროვნება, როგორც ორი მხრიდან ანთებული სანთელი – ისე წვავს თავის ცხოვრებას“.

ამ მიაზმის წამლებია: Phosphor, Natrium muriaticum, Stannum, Tuberculinum.

თუ Syphilini კომბინირებულია Sycose–სთან (ან სამივე მიაზმის კომბინაციაა), ნიადაგი იქნება ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის. რეკევეგერის თეორიის თანახმად სიმსივნეები – ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა. ისინი „წვავენ“ ტოქსინებს და ამით ანთავისუფლებენ ორგანიზმს, როდესაც Syphilini უკვე დაწყებულია. კეთილთვისებიანი სიმსივნეებუსათვის ნიადაგი წარმოიშვება Psora-ს და Sycos–ის კომბინაციის დროს.

როდესაც ორი ან სამი მიაზმი ერთდროულად გვხვდება, უნდა განვაცალკევოთ ყოველი მათგანის სიმპტომოკომპლექსი და სათანადო წამლებით ფენა - ფენა, თანმიმდევრობით მოვხსნათ ისინი. ერთდროულად მათი მკურნალობა შეუძლებელია. პირველად მკურნალობას საჭიროებს ის მიაზმი, რომელიც ბოლოს წარმოიქმნა.

ვიტულკასი წერს, რომ დღეს ჩვენ კიდევ უფრო ძნელი ამოცანის წინაშე ვდგავართ, ვიდრე ჰანემანი და მისი მოწაფეები. თანამედროვე ჰომეოპათიურ პრაქტიკაში ვხვდებით ადამიანის ორგანიზმზე მრავალგვარი მავნე და ხელის შემშლელი ფაქტორის ზეგავლენას, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა და ქმნის კონსტიტუციონალურ მიდრეკილებას. მიაზმების ერთ-ერთ მძლავრ წყაროს წარმოადგენს აცრები, ძლიერი დამრთგუნველი ზემოქმედების მედიკამენტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ალოპათიურ მედიცინაში. ისინი ზოგჯერ იწვევს ღრმა იმუნოლოგიურ დარღვევებს, რომელთა გადალახვა ორგანისმს ძალიან უჭირს. ამ იატროგენული მიაზმებიდან ყველაზე ხშირია ანტიბიოტიკებით, კორტიკოსტეროიდებით, აცრებით გამოწვეული მიაზმები.

დღეს ჰომეოპათიურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდებიან ავადმყოფები, რომლებიც იტანჯებიან ხუთი ან ექვსი მიაზმური „ფენით“. ჰომეოპათიისათვის ასეთი ავადმყოფის მკურნალობა – მის შესაძლებლობების მძიმე და არასახარბიელო გამოცდაა.

ექიმი ყველა ეტაპზე უშეცდომო დანიშნულებასაც რომ ნიშნავდეს, მაინც ძალზედ ძნელდება მიაზმების ფენა-ფენა მოხსნა. ზოგჯერ ამისათვის დიდი მოთმინება და წლობით გულდასმითი მუშაობაა საჭირო.

ამგვარად, ჰანემანმა დასახა ქრონიკული დაავადებების რადიკალური მკურნალობის გზა. არ შეიძლება ითქვას, რომ „მიაზმების“ თეორიამ საბოლოო, სრულყოფილი ფორმა მიიღო. მისი გაანალიზება და შემდგომი განვითარება დღესაც გრძელდება.