CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

ჰომეოპათიური კონსტიტუციური ტიპები

განვითარებულ ქვეყნებში ავადობის სტატისტიკის ანალიზი უჩვენებს მწვავე დაავადებების წილის შემცირებას და ქრონიკულ დაავადებათა წილის ზრდას. ასეთ პირობებში ჰომეოპათიას შეუძლია ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშოს სამედიცინო მკურნალობის სხვა მეთოდებს შორის, ვინაიდან იგი ეფექტურია მრავალი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც სხვა მეთოდები ჯერ კიდევ ფაქტიურად უსარგებლო რჩება.

პირველი ნაბიჯი დაავადების წარმატებით მკურნალობისაკენ არის პროფილაქტიკა - დროული ცდა მისი გამოვლინების თავიდან აცილებისა. ამ წიგნში მარტივი და ადვილად გასაგები ფორმით წარმოდგენილია ჰომეოპათიური პროფილაქტიკის, ან, უფრო სწორად, თვითპროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები, რაც არ მოითხოვს არც სამედიცინო რჩევას, არც პროფესიულ ცოდნას. მედიცინის დარგებიდან, სადაც სამკურნალოდ წამლები გამოიყენება, მხოლოდ ჰომეოპათია უზრუნველყოფს სრულად ისეთ რევოლუციურ მიდგომას, როდესაც წამლის არასწორი შერჩევაც კი აბსოლუტურად არ ვნებს პაციენტს და არაა საჭირო ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.

ჩვენს დროში ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრობლემა სწრაფად ხდება წამყვანი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისათვის. თვით _ პროფილაქტიკის გამოყენებას შეუძლია ეს ზრუნვა მაქსიმალურად შესაძლებელი გახადოს ყველასათვის მათი ფინანსური და სხვა შესაძლებლობებისაგან დამოუკიდებლად.

ჩვენი სურვილია ყველა ჩვენთაგანს მივცეთ საშუალება წარმატებით და აქტიურად განახორციელოს ყველა იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელიც გვემუქრება ჩვენ და ჩვენს ოჯახებს. ჩვენი სურვილია, ყველას შევთავაზოთ საშუალებანი ჩვენი ცხოვრებისათვის ჩვეულ დაავადებებთან საბრძოლვევად, იმისათვის რომ მივაღწიოთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიბერეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წიგნს თბილად შეხვდება ყველა, ვინც მას წაიკითხავს და იგი გახდება ჯანმრთელობის მეგზური ყველა ოჯახში.

შესავალი

2000-ზე მეტი წლის წინ ჰიპოკრატემ, მედიცინის მამამ, განაცხადა რომ დაავადება უნდა იკურნებოდეს იმ ნივთიერებით, რომელიც იწვევს მის დაწყებას. ამ წინასწარმეტყველურ შეხედულებას არ ჰქონია გამოძახილი მანამ, სანამ, XVIII საუკუნის ბოლოს დიდმა გერმანელმა ექიმმა სამუელ ჰანემანმა არ აღმოაჩინა და განავითარა სამედიცინო მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი _ ჰომეოპათია. თანამედროვეთათვის ცნობილი ფარმაკოლოგიის ტექსტის შესწავლისას იგი წააწყდა უცნაურ მტკიცებას, _ რომ მალარიისას ქინაქინის ქერქის სამკურნალო მოქმედებას საფუძვლად უდევს ქინაქინით გამოწვეული კუჭის გაღიზიანება და გადაწყვიტა ამ დებულების შემოწმება საკუთარ თავზე ექსპერიმენტით. რამდენიმე დღის განმავლობაში ქინაქინის ტაბლეტების მიღების შემდეგ ჰანემანმა შეამჩნია თანდათანობით გამოჩენა მალარიის ყველა ცნობილი სიმპტომისა /რასაც ტრადიციულად მკურნალობენ ქინაქინის დიდი დოზებით/. ექსპერიმენტის შეწყვეტას მოჰყვა დაუყოვნებელი და სრული გამოჯანმრთელება.

წლების განმავლობაში ათობით და ასობით ნივთიერება იქნა გამოცდილი ჰანემანის მიერ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, კოლეგებსა და სტუდენტებზე. მისი შრომის და კვლევის საბოლოო შეგეგი იყო სამეცნიერო ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპის პირველი ფორმულირება: „ყველა წამალს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში სპეციფიური დაავადება, რომელიც მსგავსია ბუნებრივისა. გავრცელებული, ქრონიკული დაავადების მკურნალობისას, უნდა ვიხმაროთ ისეთი სამკურნალო ნივთიერებები, რომლებსაც თავისთავად უნარი აქვთ ანალოგიური „ხელოვნური“ დაავადების გამოწვევისა და ამ გზით განვკურნოთ პაციენტი: “Similia similbus curantur”.

სხვა სიტყვებით, ბუნებრივი ნივთიერების ხმარებას შეუძლია ეფექტურად განკურნოს ის დაავადება, რომლის ზოგადი სურათის გამოწვევა შეიძლება ამავე ნივთიერებით მატერიალურ დოზებში, /ანუ მოწამვლით/. აქ ჰომეოპათიური აგენტების მოქმედება დამოკიდებულია კიდევ ნივთიერების აქტიური ელემენტის განზავების ხარისხზე, რასაც მივყავართ მისი ბიოაქტივობის სწრაფი ზრდისაკენ დაავადების არსებობისას და ხდის მას აბსოლუტურად უსარგებლოს დაავადების არსებობისას. „ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია“- ამბობდა პარაცელსი, XVI საუკუნის მეცნიერების ერთ-ერთი დიდი რეფორმატორი, „მხოლოდ კონცენტრაცია წყვეტს ეფექტს“. ჰანემანის და მისი მიმდევრების გამოცდილებამ უჩვენა ამ სიტყვების მნიშვნელობა და სამართლიანობა.

მათ მიერ დამუშავებული მეთოდების მიხედვით, ჰომეოპათიური წამლები მზადდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მინერალური და ორგანული შემადგენელი ნაწილებისაგან, რომლებიც გააქტივებულია ხანგრძლივი დაფქვით და განზავებით სპირტხსნარებში აქტიური სუბსტანციის ერთი მილიგრამი იხსნება 10 მლ სპირტში, შემდეგ მიღებული ხსნარის 1 მლ იხსნება სპირტში კიდევ ერთხელ _ და ა. შ. სასურველი კონცენტრაციიის მიღებამდე. იგივე მეთოდი გამოიყენება 100-ანი განზავების მისაღებად, რომელიც ძალიან ეფექტურია ქრონიკული, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ. ექსპერიმენტების და კვლევის, წამლებისა და წლების მიუხედავად ჰომეოპათიური საშუალებების ადამიანის ორგანიზმის პათოფიზიოლოგიურ პროცესებზე მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ ყოფილა თანამედროვე მედიცინის კვლევის საგანი. ამ დარგში მეცნიერების გაბატონებული შეხედულებაა, რომ ჰომეოპათია არის მარეგულირებელი თერაპია. მისი მიზანი არის თვით ორგანიზმის დამცველი ძალების სტიმულიაცია და ნორმალიზაცია ცენტრალური კონტროლის და თვითრეგულაციიის პროცესებზე პირდაპირი ზემოქმედებით. ჰომეოპათიის ქვაკუთხედი არის გულდასმითი ყურადღება პაციენტის ინდივიდუალობის მიმართ, არამარტო დაავადების, არამედ პიროვნების, როგორც მთლიანის მკურნალობა. ჩვენ ვთვლით, რომ ქრონიკული დაავადებები რთული კომბინაციაა თითოეული ინდივიდიუმის გენეტიკური წინასწარგანწყობისა და გარემოს ზემოქმედებისა.

თითოეული დაავადების სპეციფიური სიმპტომების და მათი შესაბამისი ჰომეოპათიური საშუალებების ზუსტ შეფასებასთან ერთად შეუძლებელია დაავადების მკურნალობა თითოეული პაციენტის ინდივიდუალური კონსტიტუციის განხილვის გარეშე. ჰომეოპათიურ ტერმინოლოგიაში მიღებული განსაზღვრების მიხედვით „კონსტიტუციას“ ვუწოდებთ პიროვნების თანდაყოლილ და შეძენილ ფსიქოლოგიურ, სულიერ და სომატურ თვისებებს, რომლებიც დგინდება მისი სხეულის კომპლექციის, ემოციური ნიშნებით და შინაგან და გარეგან გაღიზიანებებზე რეაქციის ტიპის მიხედვით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14