CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

FERRUM METALLICUM

Ferrum Metallicum-ის ტიპს მიეკუთვნებიან ახალგაზრდა, სუსტი, ანემიური ქალები, ფერმკრთალები და წყნარები. ისინი ადვილად წითლდებიან ყოველი აგზნებისას. მოკლე სუნთქვა, ხშირი გულისცემა და ფეხების შეშუპება _ მათი მთავარი ჩივილებია; მენსტრუაციები ხშირად მტკივნეული, იშვიათი და არათანაბარია. ეს ადამიანები ხან ძალიან მშივრები არიან, ხან საჭმლის შეხედვაც კი ეზიზღებათ; უყვართ ცხელი, ცხარე კერძები და პური, მაგრამ მიკარებაც კი არ უნდათ ხორცის, ლუდის ან ჩაის, ხშირად აწუხებთ შეკრულობა ან ფაღარათი, განსაკუთრებით ადრე დილით და ღამის საათებში.

Ferrum Metallicum - პრეპარატი იხმარება ქრონიკული ანემიის, ართრალგიის, ამენორეის და ყველა ისეთი სახის ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც მსუბუქდება მოძრაობით.



ACIDUM NITRICUM

Acidum Nitricum-ის ტიპს მიეკუთვნება გამხადარი, შავგვრემანი ადამიანები, რომლებიც ავადობენ ქრონიკული ანთებითი დაავადებებით. ისინი ხშირად შეწუხებული და მოწყენილნი არიან, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაბრაზებული, გაღიზიანებული და ჰქონდეთ სამაგიეროს გადახდის სურვილი. ვერ იტანენ მარტოობას, მაგრამ უარყოფენ თანაგრძნობას და დაწყნარებას. მათი დიეტური სურვილები წინასწარ განუსაზღვრელი და უცნაურია. არ უყვართ პური, ხორცი და რძე, მაგრამ იზიდავთ საჭმელად უვარგისი ნივთიერებები, როგორიცაა კირი, მიწა და ჭამენ დიდი რაოდენობით მარილსა და ცხიმს. კანის მხრივ დარღვევები მრავალფეროვანი და მუდმივია, შეიცავს ადრეულ სიმელოტეს, საზიზღარსუნიან ოფლს, ჰიპერპიგმენტაციას და ანალურ ნახეთქებს.

Acidum Nitricum - პრეპარატი მაღალეფექტურია თვალების, ყურების და შარდსასქესო სისტემის, განსაკუთრებით კი კანის მხრივ ყველა დარღვევის სამკურნალოდ.


ACIDUM PHOSPHORICUM

Acidum Phosphoricum_ის ტიპის ადამიანები წარმოადგენენ ნაღვლიან სურათს ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცებისა, რომლებიც წარსულში მომხდარი ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვით არიან დათრგუნულნი; ერთ დროს კი ბედნიერნი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. ახალგაზრდობაში ისინი სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან, როგორც წესი აქვთ რბილი ხასიათი და მაღალი ემოციური პასუხისმგებლობა და ამრიგად მწვავედ გრძნობენ ყოველდღიური ცხოვრების სიმკაცრეს და სიცივეს. პირადი დანაკარგები, უარყოფა, აკადემიური წარუმატებლობა და, ყველაზე მეტად, გაუზიარებელი სიყვარული ქმნის წინაპირობას მათი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობაბის შესუსტებისა მათი ცხოვრების დასასრულამდე. უჩივიან დაღლილობას, სისუსტეს, კიდურების დამძიმებას, გონებრივი მუშაობის შენელებას და მეხსიერების დარღვევას. წარსული მისწრაფებები და სიამოვნებები მათ აღარ იზიდავს და ცდილობან თავიდან აიცილონ სოციალური შეკრებები, ხალხის თავყრილობები და მოვლენები _ უყვართ რძე, ხილი, ლუდი და არ უყვართ ყავა და პური.

Acidum Phosphoricum პრეპარატი პირველ რიგში იხმარება წარსულში გადატანილი დაზიანებებით და სტრესებით გამოწვეული დაავადებების და ძვლების და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ.

MAGNESIA CARBONICA

Magnesia Carbonica - შეესაბამება, პირველ რიგში, მუქთმიან, გამხდარ ქალებს _ ნაზ და სიცივის მიმართ მგრძნობიარეებს. მათი მთავარი ჩივილები წარმოდგება ნერვული სისტემებიდან _ აწუხებთ სპაზმები და კრუნჩხვები, ნევროლოგიური ტკივილები და კბილის ნერვული ტკივილი, ნერვული დიარეა და ხშირად უძილობა. Pulsatilla-ს ტიპის ქალების მსგავსად ისინი უჩივიან პირის სიმშრალეს, მაგრამ არასოდეს არ სწყურიათ და მუდამ სჭირდებათ სუფთა გრილი, ჰაერის შესუნთქვა. ხშირად იღვიძებენ შუაღამისას და აღარ შეუძლიათ დაძინება. დილით კი დაღლილი იღვიძებენ. სითბო და მოძრაობა უხსნით ჩივილებს.

Magnesia Carbonica - ბავშვები ნაზი და სუსტები არიან, გაურბიან სხვა ბავშვების საზოგადოებას და ურჩევნიათ მარტო თამაში. მგრძნობიარენი არიან შეხების, ცივი ჰაერის, ცივი წყლის მიმართ. აწუხებთ დისპეპსია და რძის აუტანლობა. მათ კანს დამახასიათებელი მომჟავო სუნი აქვს.

Magnesia Carbonica - ეფექტურია ყველა ტიპის ნევროლოგიური ტკივილის, უძილობის და ნერვული ფაღარათის სამკურნალოდ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14