HEPAR SULPHUR
Hepar Sulphur - არის კომპლექსური არაორგანული ნაერთი და მის კონსტიტუციურ ტიპს აქვს ორმაგი წარმოშობა - Sulphur_ის და ძლიერი ტუტე შემადგენელი ნაწილის. კარგად გამოხატული Sulphur-ული ელემენტი განაპირობებს კანის მრავალრიცხოვან დაავადებებს, ღრმა, არასასიამოვნო ოფლიანობას და კანის არაჯანსაღ, მოყვითალო შესახედაობას. ტუტე ელემენტი განაპირობებს ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: სისუსტეს, აპათიას, სახის შეშუპებისაკენ ტენდენციას და ლიმფადენოპათიას.
საერთოდ, Hepar Sulphur-ის ტიპის ადამიანები ნაღვლიანები და დეპრესიულები არიან, ჩივილები უმწვავდებათ ღამით; იშვიათად, თუკი ეს საერთოდ ხდება, არიან ისინი კმაყოფილი იმით, რაც მათ გარშემო ხდება. აქვთ ტკივილის გადამეტებული მგრძნობელობა, ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა. უყვართ ცხელი, ცხარე საკვები და თბილი, ნესტიანი ამინდი. დამახასიათებელი სიმპტომია განივი ნაპრალი ქვედა ტუჩზე.
Hepar Sulphur - პრეპარატი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰომეოპათიური საშუალება დაჩირქების და შემოსაზღვრული ჩირქგროვის სამკურნალოდ.
A L U M I N A
Alumina-ს ტიპის მთავარი კლინიკური თვისება არის ლორწოვანი მემბრანების სიმშრალე რაც ვლინდება მუდმივი წყურვილით, შეკრულობით და ყელში გაჭედილი ხიჭვის შეგრძნებით. ამ ტიპის ადამიანები მორიდებული და გამხდრები არიან, განუვითარებელი კუნთებით, მშრალი კანით და მსხვრევადი, დეფორმირებული, თეთრი ლაქებით დაფარული ფრჩხილებით. ძალიან დამახასიათებელი სიმპტომია აბლაბუდის ან გამხმარი კვერცხის ცილის შეგრძნება სახეზე. პროპრიოცეპციის დარღვევა იწვევს დახუჭული თვალებით სიარულისას წონასწორობის დაკარგვას.
ძალიან არ უყვართ კარტოფილი, სამაგიეროდ იზიდავთ ყველა სახის საჭმელად უვარგისი ნივთიერებები _ როგორიცაა ნახშირი, წებო, ყავის მარცვლები, მშრალი ჩაი და მიხაკი. მათი ჩივილები უარესდება ცივ ამინდში, ნესტიან ზამთარში, მთვარის ფაზების შეცვლისას.
Alumina _პრეპარატი ეფექტურია ლორწოვანი მემბრანების ყველა სახის დაავადების დროს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა ჩათვლით.
C I N N A
Cinna-ს ტიპი ეკუთვნის ბავშვობის ასაკს. აღწერს ნაწლავის ჭიებით ინვაზირებულ ბავშვს.
ასეთი ბავშვები ჯიუტები და მოღუშულები არიან, წითელი, ღაჟღაჟა ლოყებით ან ავადმყოფურად ნაცრისფერი სახით და თვალების გარშემო მუქი ჩრდილებით. ისინი ტირიან ძილში, აკეთებენ ყლაპვით მოძრაობებს, იფხანენ და აკრაჭუნებენ კბილებს. ჭამის შემდეგ მალევე შივდებათ; შეხების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა მათი დამახასიათებელი ნიშანია.
Cinna - პრეპარატი გამოიყენება ბავშვების ჰელმინთურ დაავადებათა სამკურნალოდ.
B E R B E R I S
Berberis-ის ტიპის ადამიანებს აწუხებთ სხვადასხვა დარღვევები დაკავშირებული მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების დალექვასთან ორგანოებსა და ქსოვილებში. მათი ჩვეულებრივი ჩივილები შეიცავს მიკროკრისტალურ ართრიტებს, პოდაგრას და თირკმლის და ნაღველკენჭოვან დაავადებებს.
Berberis_ის კოლიკას ახასიათებს ტკივილის ირიდაცია თირკმლიდან ქვემოთ მენჯბარძაყის მიდამოსა და ღვიძლიდან ჭიპის მიდამოში. კოლიკის დროს არის საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე, ჩავარდნილი ლოყები და ჩაცვენილი თვალები. მოსვენება ამსუბუქებს ჩივილებს. ზედა ტუჩი შიგნიდან ხშირად მუქი წითელი და ცისფერი ლაქებია.
Berberis_ის პრეპარატი ფართოდ გამოიყენება სახსრების, მატაბოლური დაავადებების, ღვიძლის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.