CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

ჰომეოპათიური კონსტიტუციური ტიპები

ჰომეოპათიის შესწავლისა და ახსნისათვის მიძღვნილი წიგნების უდიდესი რაოდენობა გამოიცა მისი არსებობის 200 წლის მანძილზე და ამ წიგნის მიზანს სრულებით არ წარმოადგენს პაციენტზე ზემოქმედების ყველა ნიმუშის შეჯამება. ჩვენი მიზანია საშუალება მივცეთ მკითხველს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაა იგი შორს მედიცინის, ფარმაკოლოგიისა თუ ბიოლოგიისაგან, დაადგინოს თავისი საკუთარი კონსტიტუცია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი ჰომეოპათიური ტიპების სურათების მეშვეობით. ამ წიგნში გატარებული პრინციპი არის პრინციპი სამედიცინო თვითპროფილაქტიკისა, პრინციპი არა მკურნალობისა, არამედ დაავადების თავიდან აცილებისა, ყველასათვის მისაწვდომი და თავისუფალი შესაძლო გართულებებისაგან.

ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი კონსტიტუციური ტიპი, რაც ნიშნავს არა დაავადების არსებობას, არამედ პათოლოგიური პროცესისადმი მიდრეკილებას. დაავადება არ უდევს საფუძვლად კონსტიტუციურ ტიპს, მაგრამ გარკვეული დაავადების განვითარება არის განსაზღვრული კონსტიტუციით; ესაა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური წინასწარგანწყობა. ზოგიერთი ჩვენთაგანი, Arsenicum_ის ტიპის ნიშნებით დაბადებული, ემოციების, მოვლენების და გარემოს ზეგავლენით Arsenicum_ ის ტიპისათვის დამახასიათებელი დაავადებით დაავადდება, სხვები მსგავს სიტუაციაში იავადმყოფებენ როგორც Sepia, კიდევ სხვები კი _ როგორც Bryonia. განვითარების მიმართულება განსაკუთრებულია ყველა ადამიანისათვის, დრო განსაზღვრავს ამ განვითარების ხარისხს სწორად შერჩეულ კონსტიტუციურ ჰომეოპათიურ მკურნალობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი, აგვაცილოს დაავადების მოახლოვება. ეს კი მიზანია ყველა პროფილაქტიკური მკურნალობისა.

ბუნებრივ ნივთიერებათა მრავალი ასეული იხმარება თანამედროვე ჰომეოპათიის მიერ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 50-ზე მეტი ატარებს განსაკუთრებულ კონსტიტუციურ ნიშნებს და იხმარება როგორც კონსტიტუციური საშუალება პრევენტიული, მასტიმულირებელი მკურნალობისათვის. ესენია ამ წიგნში აღწერილი საშუალებები; მოცემულია მათი მრავალფეროვანი თვისებები და მოკლე, არასრული ნუსხა დაავადებებისა, რასაც მკურნალობენ მათი საშუალებით ყოველდღიურ პრაქტიკაში.განსხვავებული პიროვნული თვისებები, რომელიმე სპეციფიური ტიპის დამახასიათებელი ნიშნები უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება ავადმყოფობის დროს. ამიტომაა, რომ წიგნში წარმოდგენილი ნახატების უმრავლესობა ასახავს დაავადებას, ხშირად განვითარებულ სტადიაში, მაგრამ მაინც ყველა თავი აქ დახატული ტიპების გალერეაში, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსეა, ზოგიერთს კი უკვე შეეხო დაავადება და მიმდინარეობს ჩივილების ნელი განვითარება. თვითპროფილაქტიკის მიხედვით თქვენს ხელშია არ დაუშვათ ეს უკუსვლა, ჩვენში ბუნებრივად ჩადებული, დაბერება და დასუსტება.

ჰომეოპათიის მოთხოვნა, მისი სწრაფვა განიხილოს ერთიანად სხეული და სული, ხოლო დაავადება _ როგორც სომატური და ფსიქოლოგიური პროცესების კომბინაცია, აქცევს მას ძლიერ იარაღად ავადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუ ეს წიგნი დაგეხმარებათ იმ დაავადებათა მცირე ნაწილის მაინც აცილებაში, რაც ცხოვრების მანძილზე ხვდება უმეტეს ჩვენთაგანს, ჩვენ უფლება გვექნება დავუშვათ, რომ ჩვენმა ნაშრომმა გაამართლა ყველა ჩვენი იმედი და ოცნება.

აღგზნებული, თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ასხივებენ მშვენიერებასა და მხიარულებას, მბრწყინავი თვალებით, გაფართოებული გუგებით, ღია ფერის კანით და შეფაკლული ლოყებით _ ესაა Bella Donna, მეჯლისის დედოფალი, რომელიც ღირსებითა და კმაყოფილებით ღებულობს გარშემომყოფთა თაყვანისცემას. Belladonna-ს ტიპის ადამიანები ადვილად აგზნებადები არიან, მათზე ადვილია შთაბეჭდილების მოხდენა, ისინი ძლიერად და ღრმად გრძნობენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დიდხანს შენარჩუნება. მგრძნობიარენი და ამთვისებლები, ისინი სწრაფად აღწევენ სხვებისათვის უცხო ემოციურ სიმაღლეებს; მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ხშირად მიეკუთვნებიან Belladonna-ს ტიპს.

წამყვანი კლინიკური ნიშანი არის პერიფერიული სიწითლე და სასტიკი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იწყება და სწრაფადვე ქრება. მათი სიზმრები ფერადი და ცოცხალია, წითელი ფერის დომინირებით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14