CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

A C O N I T

შავგვრემანი, შავთვალა, ფიცხი და იმპულსური, აფეთქების წერტილამდე მისული – ესაა Aconit–ის ტიპი. ამ ადამიანებისათვის რეაქცია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებზე სწრაფი და ინტენსიურია, ყოველივე ეს გამოიხატება სისხლის წნევის აწევით, ჰიპერემიით, თვალების დასისხლიანებით და თვალით შესამჩნევი არტერიული პულსაციით. ასეთ დროს მათ აქვთ აწეული ლიბიდო და არაჩვეულებრივად კონცენტრირებული ფიქრის და მეხსიერების უნარი.

სიკვდილის შიში, აფორიაქება, გამოუთქმელი ტანჯვა, ცუდი წინათგრძნობა ამ ადამიანების ჩვეულებრივი ჩივილებია, ბევრი მათი დაავადება წარმოადგენს უეცარი შიშის ან ძლიერი ვნებების პირდაპირ შედეგს. ცივი, მშრალი ქარი იწვევს ჩივილების გაუარესებას, მაშინ, როცა დასვენებას, ოფლის მოდენას და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოაქვს გაუმჯობესება.

Aconit _ საშუალება მაღალეფექტურია ყველა დაავადების სამკურნალოდ, რომელიც წარმოადგენს ემოციური სტრესის შედეგს ან გამოწვეულია ცივ ქარში ყოფნით; ასევე იხმარება ანთების საწყის ფაზაში და მწვავე ნევროლოგიური ტკივილის სამკურნალოდ, რომელსაც მოყვება გაშეშება და პარესთეზია.

S I L I C E A

Silicea-ს ტიპის ადამიანების მთავარი ჩივილებია სისუსტე, დაღლილობა და სიცივის შეგრძნება. უფრო ხშირად ესენი არიან ქალები მშრალი, მონაცრისფრო კანით, დამყოლი ხასიათით, დეპრესიისკენ მიდრეკილებით, მაგრამ შეიძლება გახდნენ გაღიზიანებული, მტკიცე და გამოიჩინონ ძლიერი ნებისყოფა.

კლინიკური დაკვირვებები იძლევა ამ ადამიანების დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: ზედა ტუჩის შესივება, ჯირკვლების ქრონიკული ანთება და ფრჩხილებისა და კბილების მსხვრევადობა.

დამახასიათებელია უხვი ოფლიანობა თავის, ფეხის და ხელისგულის არეში; ოფლი გადმოსცემს ძლიერ საზიზღარ სუნს და ლიმფური კვანძები მტკივნეული და გადიდებულია.

ცივი ამინდი და სიბნელე იწვევს ჩივილების გამწვავებას.

Silicea - მთავარი საშუალებაა შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადებების, ლიმფური ჯირკვლების ანთების და სეკვესტრაციით და ფისტულების ფორმაციით მიმდინარე ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

CALCAREA
CARBONICA

Calcarea Carbonica არის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰომეოპათიურ პრაქტიკაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

ბავშვები მოშვებულები და მსუქნები არიან ჩამოკიდებული მრგვალი მუცლით, დიდი თავით და ფერმკრთალი სახით. მათ აქვთ მასიური ნეკვთები, შეშუპებული ზედა ტუჩი და ნაჭდევიანი კბილები; მაგრამ ზოგიერთებს შეიძლება ჰქონდეს ღია ფერის კანი, გრძელი თმა და აბრეშუმივით წამწამები. ისინი უხვად ოფლიანობენ, განსაკუთრებით სხეულის თმიან უბნებზე, ახასიათებთ გამონაყარი და დერმატიტი.

ხშირად მათ აწუხებთ კისრის და იღლიის ლიმფადენოპათია და ყურის ქრონიკული დაავადებები. ისინი ნელა იზრდებიან და გვიან იწყებენ სიარულსა და ლაპარაკს.

Calcarea Carbonica-ს ტიპის მოზრდილ წარმომადგენლებს ახასიათებს ერთგვარი ზარმაცი განწყობა და ტენდენცია წონის ნაადრევი მომატებისაკენ. ქალები მგრძნობიარენი და ნაზები არიან, ხშირად უჩივიან სისუსტეს, გულისცემას და თავის ტკივილს. მამაკაცებს აქვთ სუსტად განვითარებული კუნთები და აქვთ მიდრეკილება მშვიდობიანი და მოსვენებული ცხოვრებისაკენ.

ეს ადამიანები სავსენი არიან აუხსნელი შიშებით, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას. ფიქრი და კონცენტრაცია იწვევს მოქანცულობას და ოფლიანობას. პური, ნამცხვარი და კვერცხი მათი საყვარელი საკვებია. ჭამის შემდეგ აწუხებთ სახის და ცხვირის წვერის წამოწითლება.

Calcarea Carbonica - ეფექტურია სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანოს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14