C H A M O M I L L A
Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი მოსახერხებელია; ისინი უხეში, უკმეხი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა; უმსუბუქეს განაკაწრსაც კი სასოწარკვეთილებამდე მიყავს ისინი. როგორც წესი ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო; მაგრამ ხშირად Chamomilla-ს ტიპი შეიძლება შეგვხვდეს პატარა ბავშვებში.
ამ ტიპის ადამიანებს აწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი გამთენიისას; როგორც Sulphur-ს და Pulsatilla-ს, აწუხებთ ქუსლებსა და ტერფებში წვის შეგრძნება. მათი ტკივილი უარესდება სითბოსაგან, მაგრამ სიცივე არ იწვევს შვებას. ჭამა და სმა იწვევს ოფლიანობას და ნებისმიერი აგზნების შედეგად უწითლდებათ ცალი ლოყა, მაშინ, როცა მეორე ფერმკრთალია.
Chamomilla _ საშუალება ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის, მუცლის და კბილის ტკივილის და ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ; მას შეუძლია დააწყნაროს ბავშვები და შეუმსუბუქოს ტკივილი, რომელიც ახლავს კბილების ამოჭრას.
S U L P H U R
Sulphur_ის ტიპის ადამიანები გამხდრები და მოხრილები არიან, ჭუჭყიანი მონაცრისფრო კანით და კანის მრავალი დაავადებით. მათ აწუხებთ მუდმივი ქავილი, რომელიც მსუბუქდება მოქავებით და ახასიათებს უხვი ოფლიანობა საზიზღარი სუნით. მათი თმა მსხვრევადი და მშრალია, აქვთ დაკლაკნილი გაფართოებული ვენები ქვედა კიდურებზე.
ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანები ერიდებიან წყალს, ვინაიდან ბანაობა აუცილებლად იწვევს მათი ჩივილების გაუარესებას, მათ ვნებს როგორც ცივი ასევე ცხელი ამინდი, ქავილი და წვა ბევრად უარესდება ლოგინის სითბოსაგან. ხშირია თმის და ქუსლების მტკივნეული მგრძნობელობა; მათი სხეულის ბუნებრივი შესავლები /ცხვირი, ყურები, თვალები/ დამახასიათებელი მკვეთრი წითელი ფერისაა.
Sulphur არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი ჰომეოპათიური საშუალება, იგი განსაკუთრებით ეფექტურია მეტაბოლური დარღვევების, ნერვული სისტემის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
P U L S A T I L L A
Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით.
ისინი გაღიზიანებული და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით;
Ignatia–ს ტიპის ქალებისაგან განსხვავებით მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან.
ამ ქალებისათვის სახასიათოა ჩივილი მფრინავ ტკივილზე სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელიც მუდმივად გადადის ადგილიდან ადგილზე. მათ ვნებთ ცივი ამინდი, მაგრამ მუდმივად ეძებენ გრილ, სუფთა ჰაერს და მიუხედავად პირის სიმშრალისა არასოდეს სწყურიათ. მათი ჩივილები მსუბუქდება მოძრაობით და უარესდება შუაღამისკენ. სხვა მუდმივი სიმპტომია გემოვნების და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.
Pulsatilla _ პრეპარატი მაღალეფექტურია ქრონიკული ვენური სტაზის და სახსრების დაავადებების, თვალის ანთებების და შიგა და გარეთა ყურის სხვადასხვა დაავადებებათა სამკურნალოდ.