CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

BELLADONNA




















ბავშვობაში Belladonna–ს ტიპის ადამიანები ინტელექტუალურად ასაკზე მეტად არიან განვითარებულები, მათ აქვთ ნაზი, თხელი სხეული და დიდი თავი, ზოგჯერ შესივებული ტუჩები და გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ფერმკრთალი, ცისფერთვალება, ქერა ბავშვები. მოზრდილებში არსებობს Belladonna-ს განსაკუთრებული ტიპი - პლეთორიული, მსხვილი ფლეგმატური მამაკაცები, “სავარძლის ფილოსოფოსები”, რომლებსაც ხშირად ბრწყინვალე გონება აქვთ.

Belladonna - საშუალება ძალიან ეფექტურია მწვავე, სწრაფად პროგრესირებადი დაავადებების სამკურნალოდ და აგრეთვე იმ დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულია ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესით, როგორიცაა შიში ან გაბრაზება; ეს ვლინდება ღამის ცხელებით _ ცხელი წითელი სახით, ცივი კიდურებით და წყურვილის უქონლობით; თვალები დასისხლიანებული და წითელია, გუგები კი ძლიერ გაფართოებული.

NUX VOMICA

Nux Vomica-ს ტიპი საზრუნავით და სამუშაოთი გადატვირთული საქმიანი ადამიანები დიდი ქალაქების მაცხოვრებლები არიან. ისინი ივიწყებენ დღისა და ღამის დროს და ცხოვრებას ატარებენ დაწესებულების საწერ მაგიდასთან. ყოველთვის გადატვირთულები და დაკავებულები, ისინი მეტისმეტად ბევრს და მეტისმეტად სწრაფად ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან. ამიტომ ყოველი ჭამის შემდეგ თავს ცუდად და მძიმედ გრძნობენ; აწუხებთ მუცლის შებერვა, გულძმარვა და შეკრულობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები დაძაბულები არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, მიდრეკილნი დაცინვისა და ცბიერებისაკენ. აქვთ გამხდარი სხეული და მონაცრისფრო - მოყვითალო სახე. იპოქონდრია და უძილობა არის მათი მთავარი ჩივილი. ხშირად ისინი იღვიძებენ დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, რამოდენიმე საათის განმავლობაში ფხიზლობენ და შემდეგ ისევ იძინებენ. დილით იღვიძებენ დაღლილობის და დამტვრეულობის გრძნობით და პირში ცუდი გემოთი.

Nux Vomica - საშუალება მაღალეფექტურია პეპტიური წყლულების, შეკრულობის, ნევრალგიისა და მიალგიების სამკურნალოდ, თუ კომას თან ახლავს დილის გაუარესება. გამოიყენება აგრეთვე იმ ახალგაზრდა კაცების სამკურნალოდ რომლებსაც აწუხებთ სტენოკარდია და ჰიპერტენზია.

ARSENICUM

ახალგაზრდობაში Arsenicum - ტიპის ადამიანები არიან მაღალი, ჯანღონით სავსე ათლეტები. მბრწყინავი თმებით და კოხტა აღნაგობით. ერთი მუდმივი ალერგიული რეაქციით, რომელიც გამოიხატება ასთმით ან კანზე გამონაყარით, რასაც თან ახლავს წვის ინტენსიური შეგრძნება, ქავილი, რომელიც შვებას არ იძლევა.

წლების მომატებასთან ერთად წამყვანი ჩივილი ხდება ფაღარათით და ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში მწველი ტკივილით მიმდინარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.

ცხოვრების ბოლოსაკენ ეს ადამიანები უკიდურესად დაქანცულები არიან და გამიოყურებიან სერიოზულად ავად და საბოლოოდ გამოფიტულად, სახეზე ტანჯვისა და წამების გამომეტყველებით. ავადმყოფობის დროს Arsenicum _ ტიპის ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სიცივისა და მოძრაობისაგან თავის მორიდება და ჩივილების გაუარესება ღამით, რასაც თან ახლავს აფორიაქებისა და უბედურების შეგრძნება. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ცხელი სასმელები და ცხელი აბაზანები, რაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას; ოფლს აქვს ნივრისთვის დამახასიათებელი სუნი.

Arsenicum _ საშუალება ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების, უმეტესად კი საჭმლის მომნელებელი და რესპირატორული ტრაქტების, კანის და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14