CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

T H U J A

Thuja-ს ტიპის ადამიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის მათი კანი _ ლაპლაპა, ცხიმიანი, ღრმად დანაოჭებული, დაფარული მეჭეჭებით, კვანძებით, ხალებით; ფორთოხლის ქერქის მსგავსი დამახასიათებელი ავადმყოფური შესახედაობით. მათი ტუჩები სქელი და მუქი წითელია, თითქოს რძის დანატოვარი თეთრი განივი ხაზით; წარბის კიდეები ჩრდილის დაჭმულს ჰგავს. ქუთუთოები შესივებულია, ხშირია ქუთუთოს ანთება; თმა მშრალია, მსხვრევადი, ქერტლით სავსე, რბილი და მსხვრევადი ფრჩხილები დაფარულია გრძელი ნაპრალებით. ეს ადამიანები მოუსვენარი და გულმავიწყები არიან, არ არიან დარწმუნებული მომავალში. ფსიქოლოგიური დარღვევები ხასიათდება შიშით, რომ ვიღაც მოსდევს, უყურებს, განსაკუთრებით კი სხეულის შიგნით რაღაც ცოცხალის შეგრძნება აქვთ და იმისა, რომ ვიღაც წევს მათ გვერდით.

ნესტიანი ამინდი და საწოლის სითბო აუარესებს მათ ჩივილებს ხოლო სუფთა ჰაერს მოაქვს შვება.

Thuja-საშუალება ეფექტურად გამოიყენება შარდსასქესო სისტემის დარღვევების, განსაკუთრებით კი ხანგრძლივად მიმდინარე გონორეის და არაგონოკოკური ურეთრიტის სამკურნალოდ.

I O D U M

გაღიზიანებული, მოუსვენარი ადამიანები, გამხდრები და მუქები, შავი თმით და შავი თვალებით. ისინი ჭამენ ბევრს, მაგრამ ყოველთვის მშვრები არიან და ვერ იმატებენ წონაში. საკვების მიღება აძლევთ შვებას, მაგრამ ჭამის შემდეგ თავს გრძნობენ უარესად, ვიდრე მანამდე. ხშირად აწუხებთ გულისცემის, თავბრუსხვევის და აგზნების უეცარი შეტევები, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ძლიერი თავისტკივილი. დასვენება და ცხელი ამინდი ამწვავებს მათ ჩივილებს, რაც თავის მხრივ, წყნარდება ცივ ამინდში, ცივი აბაზანით და მოძრაობით.

Iodum - პრეპარატი მაღალეფექტურია აქერცვლის გარეშე მიმდინარე კანის დაავადებების, ჩიყვის, სარძევე და სათესლე ჯირკვლების ატროფიის, ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და ადენოიდების ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.



B R O M I U M

Brom-ის ტიპის ადამიანები ქერა და ფერმკრთალი არიან ღია ფერის თმებით, თვალებითა და კანით, რომელიც ხშირად იფარება მრავლობითი წვრილი გამონაყარით.

მათთვის ძლიერ დამახასიათებელი და თვალშისაცემი თვისებაა ჩივილების შემსუბუქება ზღვის ნაპირზე, როდესაც ზღვიდან ძლიერი ქარი უბერავს; მაშინ როცა თბილი, დახურული ადგილები, ცხელი სასმელები და მარცხენა მხარეზე წოლა აუარესებს ამ ჩივილებს. სხვა სახასიათო ნიშანია სახეზე გადაკრული ობობას ქსელის შეგრძნება.

Bromium - პრეპარატი ძალიან გამოსადეგია რესპირატორული ტრაქტის – განსაკუთრებით ასთმის, ნერვული სისტემის დაავადებების, ლიმფური კვანძების გადიდების და მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ.



C H I N A

ამ ტიპის ადამიანები დაღლილები და სუსტები არიან, დაქანცულები სხეულის სითხეების მუდმივი დაკარგვით – ჰემორაგია, პოლიურია, ასციტი ან ოფლიანობა.

აქვთ მოყვითალო, ფერმკრთალი სახე არაჯანსაღი ფერის ლაქებით, ღრმად ჩაცვენილი თვალები და ცივი კიდურები. გულისცემა და მოკლე სუნთქვა ჩვეულებრივი ჩივილებია. ხშირად ეს ადამიანები ნერვიული და გაღიზიანებული არიან, იჩენენ განსაკუთრებულ მგრძნობელობას სამზარეულოს სუნის მიმართ. კანზე და თმაზე უმსუბუქესი მიკარებაც კი იწვევს ტკივილს, ხოლო ფართო ზეწოლა და გადახრა იძლევა შვებას. ორპირი ქარი და ღამე აუარესებს მათ ჩივილებს და სიცხე, როცა არის, თავს იჩენს დღეგამოშვებით.

China _ პრეპარატი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, დუოდენიტის, პოდაგრის და დერმატიტის სამკურნალოდ, ყველა პაციენტისათვის ვისაც აწუხებს სასიცოცხლო სითხეების ხანგრძლივი დაკარგვა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14