P L A T I N A
ქედმაღლობა, მედიდურობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია Platina-ს ტიპის ქალებისათვის. მათი თვითდაჯერება და თვითთაყვანისცემა ყველა სხვა ადამიანს უქმნის მათთან შედარებით საკუთარი სიმდაბლისა და უმნიშვნელობის შთაბეჭდილებას. მათი რეაქციები გარეშე მოვლენებზე ხშირად გაზვიადებული და მოულოდნელია; ბედნიერ მსუბუქ განწყობას მოჰყვება გაუგებარი მოწყენილობა, სიკვდილის უეცარი შიში და უძილობა. ნებისმიერი ტკივილი აღიქმება როგორც აუტანელი და აქვს განსაკუთრებული თვისება - თანდათანობით იზრდება და შემდეგ თანდათანობითვე ქრება.
Platina _ს ტიპის ქალებს აქვთ აწეული, ინტენსიური სექსუალური ლტოლვა და სასქესო ორგანოების გაზრდილი მგრძნობელობა. ხშირად ვერ იტანენ სქესობრივ აქტს და აწუხებთ მენორაგია. უყვართ პროვოკაციული და მყვირალა ფერები.
Platina _ პრეპარატი ძალიან ეფექტურია ისტერიის, ფსიქოსექსუალური პრობლემების, საკვერცხეების დაავადებათა, იპოქონდრიისა და ქრონიკული ტრიგემინიის სამკურნალოდ.
B R Y O N I A
Brionia-ს ტიპის ადამიანები დათრგუნული არიან მუდმივი ქრონიკული დაავადებებით. ისინი არასოდეს გრძნობენ თავს ბედნიერად და არასოდეს არიან კარგად. ესენი არიან თავშეკავებული, შავგვრემანი ადამიანები ავადმყოფურად ყვითელი სახით და წაწვეტებული ნაკვთებით. ეძებენ მოსვენებას, სიჩუმეს და სითბოს, მაგრამ ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან _ ეს თვისებები არის ბევრი მათი დაავადებების მიზეზი. უყვართ ხორცი, ყავა და ალკოჰოლური სასმელები, თუმცა არასოდეს არიან ნამდვილად მშივრები. ზეწოლა მტკივნეულ ორგანოზე იძლევა ტკივილის გაყუჩებას; ლორწოვანი გარსების სიმშრალის გამო სვამენ დიდი რაოდენობით ცივ წყალს.
Brionia - პრეპარატი ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის ანთებითი პროცესის, ლორწოვანი და სეროზული მემბრანების, აგრეთვე სტრესის და ჰიპოთერმიის შედეგად განვითარებული დაავადებების სამკურნალოდ.
L Y C O P O D I U M
ჩამომხმარი და დანაოჭებული, გამოიყურება ასაკზე უფროსად და გადაღლილად. აქვს ახალგაზრდული გონება, რომელსაც არ შეხებია მძიმე შრომა და ასაკი. ესაა Lycopodium-ის ტიპის ადამიანი.
ვიწრო გულმკერდი, დიდი, ჩამოკიდებული მუცელი, ატროფიული ქვედა კიდურები _ გაგანიერებული ვარიკოზული ვენებით, ჩაცვენილი ლოყები და ლურჯი ჩრდილები თვალების ქვეშ _ ყველაფერი მიგვანიშნებს ფიზიკური ძალების გადახარჯვაზე, მაგრამ ჭკვიანი და მბრწყინავი თვალებიდან გამოსჭვივის შეუცნობელი ინტელექტი.
არაა გასაკვირი, რომ ასეთი წინაამღდეგობა სხეულსა და გონებას შორის ვნებს ხასიათს და Lycopodium-ის ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდებიან, არიან დეპრესიულები, დარწმუნებული საკუთარ თავში და დესპოტურები. ისინი ვერ იტანენ კამათს, შეწინააღმდეგებას, არიან მოუთმენელნი და გულმავიწყნი, ამასთანავე გონება და ენამახვილნი. მათი ძირითადი ჩივილებია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, რომლებიც მსუბუქდება მოძრაობით და სითბოთი.
Lycopodium - პრეპარატი მაღალეფექტურია სახსრების რევმატიული და მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
ACTEA RACEMOSA
Actea Racemosa_ს ტიპის ადამიანებს ახასიათებთ მჭიდრო კავშირი ფიზიკურ და ფსიქიურ მდგომარეობას შორის. უმეტესად ესენი არიან ფერმკრთალი, მოუსვენარი ქალები ღრმა, ჩაცვენილი თვალებით და მოლურჯო ტუჩებით. მათ ჩივილებს საფუძვლად უდევს დარღვევები სასქესო ორგანოების მხრივ; რაც ვნებს მათ საერთო განწყობას და ყოველღიურ აქტივობას, განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს, რომელიც ხშირად მტკივნეულია.
ამ ტიპის ქალები უფრო ხშირად მგრძნობიარენი არიან, უმიზეზოდ გადადიან მოწყენილობისაკენ, სიცილიდან ცრემლებისაკენ, იმედიდან განურჩევლობისა და სასოწარკვეთილებისაკენ. მათ თან სდევს გაგიჟების შიში, რადგან კარგადა აქვს შეგნებული თავისი გონებრივი არასტაბილურობა. მათი ჩივილები უფრო ხშირად მარცხენა მხრივია, ფსიქოლოგიური და ორგანული დარღვევების მონაცვლეობით. ტიპიურად, ჭამა და სუფთა ჰაერი იძლევა გაუმჯობესებას. ტკივილი მწვავეა, მფრინავი და ღრმა.
Actea Racemosa _ პრეპარატი იხმარება სხვადასხვა გინეკოლოგიური და რევმატიული დარღვევების და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე იკურნება მუშაობით და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღებით გადატვირთული მამაკაცების ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.