MERCURIUS SOLUBILIS
Mercurius Solubilis_ის ტიპისათვის დამახასიათებელი სრულად განვითარებული ნიშნები წარმოადგენს ვერცხლისწყლით ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე შეუსვენებელი დაავადების კლინიკურ სურათს. ამ ტიპის ადამიანებს აქვთ გასქელებული, ფერმკრთალი ტუჩები, ცხიმიანი ან მშრალი, მსხვრევადი თმა, იშვიათი წამწამები და არასწორი, დაშლილი კბილები. მათი სახე ცხიმიანი და ნაცრისფერია, მოყავისფერო ლაქებით და ღრმად ჩასმული თვალებით.
ამ ტიპის ადამიანები ხშირად ზარმაცები, ჯიუტები, აპათიურები და ასოციალურები არიან. მათ აქვთ სუსტი მეხსიერება და სუსტი ლოგიკური აზროვნება, ძლიერ განვითარებული დანაშაულის კომპლექსი და სიბრაზის წინასწარ განუსაზღვრელი შეტევები. მათი ტანსაცმელი მოუვლელია, გაცვეთილი და ძველი.
ვერცხლისწყლის სხვადასხვა ნაერთები წარმატებით იხმარება სხეულის პრაქტიკულად ყველა ნაწილში ანთებითი პროცესების ჰომეოპათიური მკურნალობისათვის.
D U L C A M A R A
Dulcamara-ს ადამიანებს აქვთ სიცივისა და ნესტიანი ამინდის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა, რაც იწვევს მათში ყველა სახის რესპირატორულ დაავადებებს, დამახასიათებელ ჭინჭრისებურ გამონაყარს და ფაღარათს. ესენი არიან ქერა ან წითური მამაკაცები და ქალები თეთრი ჭორფლიანი კანით და მშვიდობიანი ფლეგმატური განწყობით. მაგრამ მაინც, სკანდალის უმცირესი ნიშნისას თავს ვერ იკავებენ იმისგან, რომ ყველა დამსწრესთან ანგარიში არ გაასწორონ.
მოძრაობა და სითბო ძალიან რგებს ყველა მათ ჩივილს, მაგრამ ქავილი ეწყებათ ცივ ოთახში და ხშირად ითხოვენ ყინულივით ცივ სასმელებს. კანზე გამონაყარის და ლიბიდოს გაზრდას როგორც წესი ადგილი აქვს ქალებში მენსტრუაციის წინ.
Dulcamara _პრეპარატი ძალიან ეფექტურია ნესტით და სიცივით გამოწვეული ყველა დაავადების სამკურნალოდ.
A l o e
Aloe-ს ტიპს მიეკუთვნებიან მასიური, პლეთორული ხანშიშესული ადამიანები. გაღიზიანებისას ცოცხალი განწყობა, წითელი მგრძნობიარე ცხვირი და ავხორცი ღიმილი აქვთ. ამ ტიპის ქალები პასიური და სუსტები არიან. ისინი სავსე არიან აუხსნელი შიშებით და სიკვდილზე ფიქრებით.
თირკმლის კენჭები /მეტაბოლური დისბალანსის შედეგი/ და ჰემოროიდული კვანძები არის ამ ტიპის ადამიანების უხშირესი ჩივილი. ურჩევნიათ ცივი, მშრალი ამინდი; სითბო და საკვები კი ამწვავებს მათ დაავადებებს.
Aloe - პრეპარატი იხმარება ღვიძლის შეგუბების, ჰემოროიდური კვანძების და მუდმივი ფაღარათობის სამკურნალოდ.
G R A P H I T E S
მცივანობა, სიმსუქნე და მოწყენილი ხასიათი არის ამ ტიპის ადამიანების სამი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი. ამ ხანშიშესულ ადამიანებს არაფრის სურვილი არა აქვთ. არიან მორცხვები, ზარმაცები, უყურადღებონი. მეტისმეტად ბევრს ჭამენ, აწუხებთ შეკრულობა და „შინაგანი სიცივის” შეგრძნება.
კლინიკურად ეს კონსტიტუციური ტიპი ავლენს მეტაბოლურ და დერმატოლოგიურ დარღვევებს. შესაბამისად ჩალცარეა Calcarea-ს და Sulphur-ის, მისი წარმომშობი ორი კონსტიტუციური ტიპის მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს. ამ ადამიანების კანი დაფარულია ნაპრალებით და ფუფხებით და გაფანტული ეგზემატოზური გამონაყარით. ფრჩხილები გასქელებული და დამსკდარია; Alumina-ს ტიპის ადამიანების მსგავსად უჩივიან სახეზე გადაკრული აბლაბუდის შეგრძნებას. მუსიკა და ხმაური ზრდის მათი მოსმენის და კონცენტრაციის უნარს.
Graphites _ პრეპარატი მაღალეფექტურია კანის დაავადებათა და ანალური არხის პრობლემების სამკურნალოდ, გამოიყენება ნაწიბურების და პოსტოპერაციული პერიტონეალური შეხორცებების გასაწოვად.