S E P I A
სრული განურჩევლობა საქმის, ოჯახის, მეგობრების მიმართ არის Sepia-ს ტიპის წამყვანი, ემოციური თვისება.
ჩვეულებრივად ეს გამხდარი შავგვრემენი ადამიანია ფერმკრთალი ან მოყვითალო სახით და ლურჯი ჩრდილებით მუქი ფერის თვალების გარშემო, რომლებიც გამოხატავს ნაღველს, მოწყენილობას და დაღლილობას. ისინი ბევრს ტირიან და ეძებენ მარტობას _ მაგრამ უეცრად შეიძლება აგზნებული და გაღიზიანებული გახდნენ.
წამყვანი ჩივილი ამ ტიპის ქალებში არის მენჯის არეში ქვემოთ დაწოლის შეგრძნება, თითქოს საშვილოსნო სხეულიდან უნდა გამოვარდესო. ეს შეგრძნება შეიძლება ისე ცხადი იყოს, რომ ქალი ფეხებს აჯვარედინებს, რომ ეს არ დაუშვას. ქალებსაც და მამაკაცებსაც აწუხებთ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა; განსაკუთრებით დამახასიათებელია ეგზემა ანუსის და საშოს არეში.
სხვა ჩივილები შეიცავს შეკრულობას, რძის აუტანლობას, შაკიკს მარცხენა თვალის ზემოთ, რასაც თან ახლავს: გულისრევა, ღებინება, დილის გაუარესება და კანის მხრივ დაზიანებებს, რაც მონაცვლეობს გულმკერდის დაავადებებთან. სახსრები განსაკუთრებით სუსტია. შეიძლება თავი იჩინოს ქუთუთოების ფტობმა. ოფლი და შარდი გადმოსცემს ძლიერ არასასიამოვნო სუნს, შარდი ხშირად სისხლიანი და მუქი ფერისაა.
Sepia - პრეპარატი წარმატებით იხმარება ვენური სტაზის, ფტოზის და განსაკუთრებით ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.
P H O S P H O R U S
Phosphorus _ არის ტიპი ინტელექტუალისა, რომელსაც აქვს წარმოდგენის ცოცხალი უნარი, მაღალმგრძნობიარე ბუნება და ნატიფი გონება.
ეს ადამიანები მაღლები და გამხდრები არიან გრძელი, ფერმკრთალი სახეებით, ღია ფერის თმებით და ვიწრო გულმკერდით, თითქოს ძალიან სწრაფად გაზრდილანო. ისინი ადვილად წითლდებიან, ლოყებზე აქა-იქ უჩნდებათ წითელი ლაქები. ზოგიერთებს შეიძლება თვალები შეშუპებული ჰქონდეთ.
ღამე შიმშილი, ცივი ამინდის და ცივი სასმელების სიყვარული და ძლიერი სუნის და ხმაურის აუტანლობა არის Phosphorus _ ის ტიპის ადამიანთა ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ისინი ადვილად იღებენ შთაბეჭდილებებს, ეშინიათ ჭექა_ქუხილის, დიდი ცხოველების, შავი ძაღლების. კლინიკურად ისინი ხასიათდებიან სხეულის ყველა ნაწილში წვის შეგრძნებით, განსაკუთრებით კი ხერხემლის გასწვრივ, ბეჭებს შორის და ხელებში. სისხლდენა ხანგრძლივია ზედაპირული ჭრილობიდანაც კი.
Phosphorus _ საშუალება იხმარება ნერვული სისტემის, ღვიძლის, პანკრეასის და ძვლების ყველა დაავადებათა სამკურნალოდ.
I G N A T I A
ესაა ნაღვლიანი ტიპი, განმარტოებული ქალისა, რომელიც ჩაძირულია პირად დარდში და მუდამ თან სდევს წარსულის ტანჯვის და უბედურების ხსოვნა.
უმეტესად ესენი არიან ფერმკრთალი შავგვრემანი ადამიანები მუქი ფერის თვალებითა და ნაღვლიანი ნაზი სახეებით; ბევრს ტირიან, მაგრამ ერიდებიან სხვების თანაგრძნობას. მათი ხანგრძლივად დამალული დარდი თითქოს ასუსტებს მათ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს ისე, რომ ყოველდღიური ცხოვრების რაიმე ჩვეულებრივ, წვრილმან მოვლენას შეუძლია გამოიწვიოს ემოციური აფეთქება შიშით და სიმამაცით, აპათიით და გააფრთებით, სიცილით და ცრემლებით, რაც ცვლის ერთმანეთს გარკვეული მიზეზის გარეშე.
Nux Vomica-ს ტიპის მამრობითი სქესის ორეულის მსგავსად, ეს ქალები თავს უარესად გრძნობენ დილით; Phosphorus _ ის მსგავსად გაურბიან თამბაქოს და ყავის სუნს, აგრეთვე ცივ ამინდს.
Ignatia _ საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია სულიერი დარღვევების სამკურნალოდ და ფსიქოლოგიური ტრავმით, უეცარი შიშით და დარდით გამოწვეული ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ.