CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

CALCAREA
PHOSPHORICA

ეს კონსტიტუციური ტიპი უმთავრესად ასოცირდება ბავშვობასთან. Calcarea Carbonica- საგან განსხვავებით, Calcarea Phosphorica-ს ტიპის ბავშვები ცოცხლები და მხიარულები არიან, აქვთ მაღალგანვითარებული, მგრძნობიარე ფსიქიკა. ისინი ადვილად იღლებიან და რეაგირებენ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე თავის ტკივილით და ნაწლავების სპაზმებით, რის გამოც არ შეუძლიათ ხანგრძლივი დაძაბვის ატანა. როგორც წესი არიან მორცხვები, მოუთმენლები, უყურადღებონი, მაგრამ აქვთ სწრაფი აღქმის უნარი და ცნობისმოყვარე გონება.

მათი ლულოვანი /გრძელი/ ძვლები თითქოს ძალიან სწრაფად იზრდება და ეს აძლევს ბავშვებს აწოწილ, მყიფე შეხედულებას. ისინი იჩენენ ტენდენციას სქოლიოზის განვითარებისაკენ და აქვთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება ჰქონდეთ გადიდებული ლიმფური კვანძები. სახასიათოა მათი მიდრეკილება შებოლილი და ცხარე საკვებისაკენ. მათი ჩივილები უარესედება ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობისას.

Calcarea Phosphorica - ეფექტურია ძვლების ყველა სახის დაავადების სამკურნალოდ და არის გამოხატული კონსტიტუციური საშუალება.

CALCAREA
FLUORICA

ეს მესამე კონსტიტუციური ტიპია Calcarea-ს ქვეჯგუფიდან, რომელიც გვხვდება, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

Calcarea Fluorica-ს ტიპის ბავშვები პატარები და გამხდრები არიან, ასაკთან შედარებით მეტად გამოიყურებიან. მათ აქვთ არასწორი, დამახინჯებული სახსრები ხშირი დაჭიმულობითა და ამოვარდნილობით. მათი ქვედა ყბა წინ წამოწეული და დიდი ზომისაა, კბილები დეფორმირებულია და მინანქარს პრაქტიკულად მოკლებული. მათი კანი თეთრი და მშრალია, ლიმფური კვანძები გადიდებულია და გულმკერდი დაფარულია უხვი ვენური ქსელით. ამ ტიპის მოზრდილებს აქვთ მორცხვი, გაუბედავი, უნდობელი ხასიათი; სიღარიბის შიში. ყველანაირ პირობებთან შეგუების უნარი წარმოქმნის მათ ძირითად თვისებებს.

Calcarea Fluorica - პრეპარატი ეფექტურია ძვლების, მყესების, იოგების და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებათა სამკურნალოდ.

A U R U M

Aurum – ის ტიპის ადამიანებს აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები _ პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია,ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება.

უფრო ხშირად ესენი არიან ორივე სქესის მკვრივი, მძიმე, შავგვრემანი ადამიანები ან მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული და ტემპერამენტული. ფეთქებადი გაბრაზება ხშირი შეტევებით. გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით /მათაც კი ვისაც მომავალი კარგის მეტს არაფერს უქადის.

Aurum – ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით - ხორცი.

Aurum მაღალეფექტურია ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, აგრეთვე სახის ზედა ნაწილის ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

ARGENTUM NITRICUM

Argentum Nitricum- ის ტიპის ადამიანების ყველა გონებრივი და ფიზიკური ფუნქცია წონასწორობიდან გამოყვანილია მათი კონსტიტუციური გადახრით. ეს ადამიანები დაღლილები და გამხდრები არიან, ჩაცვენილი თვალებითა და ლოყებით, მონაცრისფრო მოშვებული კანით; მათ აქვთ დარღვევები სხეულის ყველა ორგანოს მხრივ და ფსიქიატრიული ჩივილების სიმრავლე. მთელი ცხოვრება გაუთავებელ დევნაში არიან, ეშინიათ დაგვიანების, გადატვირთულნი არიან პრობლემებითა და საზრუნავით, ყოველთვის აფორიაქებულები და შეწუხებულნი. სიმაღლის შიში და დაუძლეველი ლტოლვა უფსკრულისაკენ ჩვეულებრივი ჩივილია _ ბრბოს შიშთან და ბასრი კუთხეების შიშთან ერთად, რომლებიც თითქოს მოიყოლებენ და გაჭყლეტენ. მათ აწუხებთ თავბრუსხვევა, ფეხების სისუსტე, უძილობა. განუწყვეტელი საზრუნავი და საფიქრალი აღიზიანებს მათ, ისინი ადვილად ბრაზდებიან და დეპრესიაში ვარდებიან. მათ ახასიათებთ მელანქოლიის და სასოწარკვეთილების შეტევები მოუსვენრობის და სიკვდილის შიში.

Argentum Nitricum-ის ტიპის პაციენტების ჩივილები უარესდება სიცხისა და ტკბილი საკვებისაგან, აგრეთვე მენსტრუაციის დროს. სუფთა ჰაერი, გრილი ქარი და ძლიერი ზეწოლა მტკივნეულ უბანზე ამსუბუქებს მათ მდგომარეობას. მტკივნეული ორგანოები აღიქმება არანორმალურად დიდად, ნახველს აქვს სპეციფიკური მოტკბო გემო.

Argentum Nitricum - პრეპარატი ფართოდ გამოიყენება ნერვიული დარღვევების, კუჭნაწლავის ტრაქტის და სხეულის სხვა სისტემების დარღვევათა სამკურნალოდ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14