NATRIUM MURIATICUM
ამ ტიპის ადამიანებისათვის ჭამა უპირველესი და უდიდესი მოთხოვნილებაა. ისინი ყოველთვის მშივრები არიან და წონასაც ადვილად იმატებენ, მაგრამ ეს წონა არაპროპორციულად ნაწილდება - კისერი უცნაურად გამხდარი და თხელია, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი სქელდება ქვედა მიმართულებით. ჭამისას ოფლიანობენ, ხოლო ჭამის მერე კი გრძნობენ სისუსტესა და ძილის სურვილს. ბევრს სვამენ, მაგრამ არ უყვართ პური და ცხიმიანი კერძები. ამ ადამიანებს დამჭკნარი, ფერმკრთალი სახეები და ცხიმიანი შესახედაობის კანი აქვთ მრავლობითი გამონაყარით. აქვთ სქელი, მშრალი და დამსკდარი ტუჩები და ნახეთქები პირის კუთხეებში. მათი მუდმივი ჩივილებია სისუსტე და თავის ტკივილი; კითხვა იწვევს მხედველობის უეცარ დაბინდვას, ხოლო ხანგრძლივი ფიქრი და კონცენტრაცია მომქანცველია.
Natrium Muriaticum-ის ტიპის ადამიანები მოღუშული, ცრემლიანი და დეპრესიულები არიან, ახასიათებთ გამოხატული მელანქოლია და იპოქონდრია, გაურბიან დაწყნარებას. დილით განსაკუთრებით სუსტად და დაღლილად გრძნობენ თავს. ბევრი მათი ჩივილი, განსაკუთრებით კი თავის ტკივილი, იცვლება მზის მოძრაობასთან ერთად.
Natrium Muriaticum - პრეპარატს აქვს ფართო მოქმედება და მოქმედების ფართო სპექტრი - შეიცავს ანემიებს, ეგზემატოზურ გამონაყარს, საჭმლისმომნელებელი და ნერვული სისტემების ფუნქციონირების დარღვევებს.
NATRIUM SULPHURICUM
Natrium Sulphuricum - ტიპის ადამიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია მათი გამოხატული შეუთავსებლობა ყველაფერთან, რასაც კავშირი აქვს წყალთან და ზღვასთან. მდინარის ან ზღვის ნაპირზე ცხოვრება, ცურვა, წვიმა, ამინდის ცვლილება და მაღალი ტენიანობა _ ყველაფერი იწვევს მათში ავადმყოფობას, უხასიათობას, დეპრესიას. ზღვის პროდუქტებმა, თევზმა ან უბრალოდ, წვნიანმა ბოსტნეულმა და ხილმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მოუნელებლობა და ფაღარათი. ეს ადამიანები ჩუმი, მოწყენილი და ტირილისაკენ მიდრეკილები არიან, მაგრამ აქვთ აგზნების და ჰიპერაქტივობის უეცარი შეტევები. ხშირად არიან მოთენთილები, დაღლილები, თითქოს არაფრის სურვილი არა აქვთ, მაგრამ ლოგინში დაწოლა /დასვენება/ მხოლოდ ამწვავებს მათ ჩივილებს; Thujia_ს ტიპის ადამიანების მსგავსად აქვთ მრავალრიცხოვანი პაპილომები და მეჭეჭები.
Natrium Sulphuricum-პრეპარატი გამოიყენება რევმატიული დაავადებების, რესპირატორული, საჭმლისმომნელებელი და შარდსასქესო ტრაქტების მხრივ დარღვევების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, პოსტტრავმული თავის ტკივილების და ზურგის ტკივილის სამკურნალოდ.
NATRIUM CARBONICUM
Natrium Carbonicum – ის ტიპის ადამიანები სუსტები და ემოციურად არასტაბილურები არიან, არაფრის სურვილი არა აქვთ. მათ აწუხებთ მგრძნობელობა როგორც სიცივის, ისე სიცხის მიმართ და სწრაფად იღლებიან ფიზიკური და გონებრივი აქტივობის შედეგად. მადა, როგორც წესი, გაზრდილი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ მოინელება და იწვევს დიარეას; ხშირად ისინი უჩივიან სახსრებსა და მყესებში გამოხატულ სისუსტეს, რაც იწვევს ხშირ დაჭიმულობას და ამოვარდნილობას.
ისინი გაღიზიანებული და იპოქონდრიულები არიან, ხასიათი ეცვლებათ აბსულუტური განურჩევლობიდან უეცარ აგზნებამდე და ცრემლებამდე. ყველაზე მატად მუსიკა ატირებთ, ელვამ კი შეიძლება გამიოწვიოს დეპრესია. ჭამა, მოძრაობა და სუფთა ჰაერი ამსუბუქებს ჩივილებს, მაშინ როცა დაძაბვა და მზის შუქი იწვევს გამწვავებას.
Natrium Carbonicum – პრეპარატი ეფექტურია უამრავ დაავადებათა სამკურნალოდ, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალების, კანის, ზედა რესპირატორული და საჭმლისმომნელებელი ტრაქტების და ქალთა რეპროდუქციული ორგანოების დაავადებების დროსაც.
KALIUM CARBONICUM
Kalium Carbonicum _ ის ტიპის ადამიანებს აქვთ ფერმკრთალი, დაუძლურებული და ავადმყოფური შესახედაობა. ისინი უჩივიან სისუსტეს, დაღლილობას და უხვ ოფლიანობას, რაც ხშირად არის ქრონიკული ანემიის შედეგი. მათთვის ორი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია: შეშუპებული, ჩამოკიდებული ზედა ქუთუთოები და მჩხვლეტავი ტკივილი მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ზურგს. ხშირად მათ აქვთ ძალიან მგრძნობიარე ფეხისგულები /როგორც Sulphur – ის ტიპის ადამიანებს.
Kalium Carbonicum _ პრეპარატი გამოიყენება ანემიის, მიელოპროლიფერაციული და გულის კორონარული დაავადებების სამკურნალოდ.