CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

Hydrastis – ჰიდრასტი (ძირყვითელა)

ავადმყოფი მავნებლური ხასიათით. კარგად მოქმედებს ლორწოვან გარსზე. ლორწო არის ყვითელი ფერის, წებოვანი. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი მუცლის არეში, ძლიერი სისუსტე. შარდში – წებოვანი ლორწო. საშოდან გამონადენი ყვითელია, წებოვანი, მწვავე. საშვილოსნოს ყელის ეროზია. სინუსიტი, სურდო, ბრონქიტი მოხუცებულებში.

Ignatia – იგნაცია

ნაჩვენებია ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ რაიმე გაუმხელელი მწუხარება დიდი ხნის განმავლობაში. აქვთ ყელზე ლუკმის დადგომის შეგრძნება, ვერ იტანენ თამბაქოს სუნს და ხმაურს. განსაკუთრებით ქალებში – ცალმხრივი თავის ტკივილი, თავში ჩაჭედილი ლურსმნის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება. ცალი ლოყის გაწითლება. ნაჩვენებია სულის გამწარების და დაბნეულობის შეგრძნების დროს. აგრეთვე ბავშვებში სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს.

Ipecacuanha – იპეკაკუანა

ძირითადი საშუალებაა ღებინების დროს. სისხლდენა ალისფერი სისხლით. გულის წასვლა სისხლის დანახვისას. მსუბუქი ხიხინი, სტვენა გულმკერდის არეში. ზოგჯერ ამოხველება. ბრონქიტი გულისრევით. კაპილარული ბრონქიტი ბავშვებში. განავალი ლორწოვანია, ხშირად სისხლით. ასთმა, განსაკუთრებით პროფესიონალური. ენა თითქმის ყოველთვის სუფთაა და წითელი. ხშირად გვეხმარება ხიხინისა და ოპიუმის ბოროტად გამოყენებისას.

Iris versicolor – ირის ვერზიკოლორ (ზამბახი)

კარგი საშუალებაა მსუბუქი შაკიკის დროს. საერთოდ კარგად მოქმედებს შაკიკის დროს და თავის მარცხენამხრივი ტკივილების დროს. ნაჩვენებია აგრეთვე ყელში წვის შეგრძნების, ღებინების, გულისრევის დროს. თავის ტკივილს თან ერთვის მჟავე, იშვიათად მოტკბო გემოს ღებინება.

Kalium bichromicum – კალიუმ ბიხრომიკუმ

რევმატიზმი, მონაცვლეობითი ტკივილებით კუჭში, კარგი საშუალებაა ლორწოვანი გარსისათვის. ლორწო წებოვანი, ბლანტი, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, ცუდად გამოიყოფა. ღრმა „ამოტიფრული“ წყლული. მშვენიერი საშუალებაა კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. მჩხვლეტავი ტკივილი მკაფიო ლოკალიზაციით, რომელიც წარმოიშობა და ქრება უეცრად. ცხვირში ფუფხები. ავადმყოფს სურს ლუდი, მაგრამ მისი დალევის შემდეგ კუჭში ტკივილი ძლიერდება. საშვილოსნოს ყელის ეროზია.

Kalium carbonicum - კალიუმ კარბონიკუმ

ავადმყოფს ეშინია კანზე შეხების. ყველაფრით უკმაყოფილოა. კანი მკრთალი. კონსტიტუცია ჰიდროგენულია. ჰაბიტუსი პასტოზური, მცირედ შეშუპებული. მოხეტიალე მჩხვლეტავი ტკივილი. ოფლიანობა, ტკივილი ზურგში. ზედა ქუთუთოებზე გამოხატულია „ტომრები“, ცხვირთან ახლოს. კარგად მოქმედებს გულსა და საშვილოსნოზე. ნაჩვენებია თვითნებური აბორტის დროს. სიმპტომები მწვავდება ღამით, პირველსა და სამ საათს შორის ამ პერიოდში ავადმყოფი ჩვეულებრივ იღვიძებს. ავადმყოფი ვარდება დეპრესიაში, ადვილად აღგზნებადია (იგივე ვრცელდება ყველა კალიუმის პრეპარატზე).

Kalium phosphoricum - კალიუმ ფოსფორიკუმ
(კალიუმის ფოსფატი)

ავადმყოფს არ უყვარს წვეულებებში ყოფნა. ვარდება დეპრესიაში, მტირალაა, ნევროზული. მეხსიერების დაქვეითება. მძიმე დაავადებათა შედეგები. ღია სივრცის შიში. საერთოდ შიშის შეგრძნება, ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა. საერთო სისუსტე. (ნებისმიერი კალიუმის მარილი). სამუშაო, რომელიც საჭიროა შესრულდეს ერთი დღის განმავლობაში, ავადმყოფს უზარმაზარ ტვირთად ეჩვენება. ძირითადი საშუალებაა ნევროტიკებისათვის.

Kreosotum – კრეოზოტუმ (ტყის წიფელი)

მარაზმული შესახედაობა. სისუსტე, სიგამხდრე. გამონაყოფები სუნიანი, მწვავე, ზოგჯერ სისხლნარევი. ღრძილები დაავადებულია. შარდი გამოიყოფა მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში. სიმპტომები მწვავდება სიცივესა და სიმშვიდეში. კარგად აწყნარებს ძლიერ ტკივილებს კუჭის სიმსივნის დროს. კარგი საშუალებაა საშოდან სუნიანი, სისხლიანი გამონადენის დროს. ამ დროს ხშირად ზიანდება კანი. გვეხმარება აგრეთვე ცერის ართროზული დეფორმაციის დროს.

Lachesis – ლახეზის (გველი კუფია)

შესანიშნავი საშუალებაა განსაკუთრებით მაშინ, თუ მკაფიოდაა გამოხატული ძირითადი სიმპტომები. ავადმყოფი იძინებს, და მისი მდგომარეობა უარესდება. მოქმედებს მხოლოდ სხეულის მარცხენა ნაწილზე. იგი ლაქლაქაა, აზროვნებს ხმამაღლა. ვერ იტანს ყელზე ზეწოლას. ნესტიან თბილ ამინდში სიმპტომები მწვავდება. მზეზე თავის ტკივილი ძლიერდება. ჰიპერემია გარდატეხის ასაკში. სეპტიური დაავადებები. გამონაყოფს აქვს ლპობითი სუნი. ნაჩვენებია ემბოლიის დროს. რეკომენდირებულია მიეცეს ვარიკოზით დაავადებულ პაციენტებს ოპერაციის წინ, რათა თავიდან ავიცილოთ ემბოლია. ტკივილი ყელის არეში, კისერში მარცხენა მხარეს.

Sepia – სთან ერთად ძირითადი საშუალებაა გარდატეხის ასაკში, კლიმაქტერული ეჭვიანობისას და ა.შ.

ერთხელ, ვმკურნალობდი 80 წლის მოხუცს, რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ეწყებოდა მსუბუქი ემბოლია. Lachesis 30 ხუთი ბურთულის მიღების შემდეგ, ყოველ საათს უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა.

Lilium tigrinum – ლილიუმ ტიგრინუმ
(ვეფხვის შროშანი)

Pulsatilla–ს ტიპის ადამიანების ერთი წყება. სექსუალურად ორიენტირებული ქცევა. „დაწევის“ შეგრძნება. ავადმყოფს ეჩვენება, რომ საშვილოსნო სადაცაა ჩამოვარდება საშოდან (Sepia). გამონაყოფი თხევადია, მწვავე. ტკივილი გულის რეში –- ზეწოლის, სიმძიმის ჩხვლეტის შეგრძნება. გულზე ჩივილის შერწყმა „დაწევის“ შეგრძნება (ნახეთ Cimicifuga – რევმატიზმსა და საშვილოსნოზე ჩივილის შერწყმა). თვითშეგრძნების გაუმჯობესება სუფთა ჰაერზე. გაუარესება ღამით და სითბოში.

Lycopodium – ლიკოპოდიუმი

ჩივილი ღვიძლის გამო, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ. ტყუილი ჭინთვები. შარდში მოწითალო ნალექი. ავადმყოფს არ სწამს საკუთარი ძალების. ერცხვინება ლაპარაკი. (Gelsemium, Strophanth.). თვლის რომ ყველაფერში მართალია. ერთი ფეხი (ჩვეულებრივ მარჯვენა) ცივია, მეორე –- თბილია. მომატებული მჟავიანობა.

Lycopodium-ი კარგად ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჩივილი მეტეორიზმის გამო, ხოლო აირებიუსუნოა. მუდმივად განიცდიან შიმშილის გრძნობას. სახე მოყვითალოა, გამხდარი, დანაოჭებული. განწყობილება მელანქოლიური, დართგუნული. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს გამჭრიახი გონების და სუსტი კუნთების ადამიანებზე, ბავშვებსა და მოხუცებულებზე. მდგომარეობის გაუარესება 16-20სთ-მდე. გადაძაბვისას, სითბოში, კომბოსტოსა და ცერცვის ჭამის შემდეგ. აგრეთვე შემოტმასნილი კაბის ჩაცმისას, გადამეტებული კვებისას და ცივი საკვების მიღების დროს. მდგომარეობის გაუმჯობესება მოშარდვისას, თბილი სასმელების დალევისას.

Magnesium carbonicum – მაგნეზიუმ კარბონიკუმ

ძირითადი საშუალებაა კატარაქტისა და პროსტატის გადიდებისას. ნაჩვენებია მოუსვენარი, გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის. მუდმივი შემცივნება. ავადმყოფი ფეთქებადია, აგრესიული, ძალიან აქტიური, მაგრამ მხდალი. იოლად ვარდება დეპრესიაში. ფაღარათი მომწვანო ფერის, ხშირად ქაფით და უსიამო სუნით. გულისრევის შეგრძნება დილით. მარჯვენა გვერდზე წოლისას, ტკივილი ღვიძლის არეში (იხ. Mercur.).

სიმპტომები მწვავდება სიცივეში, ცხიმიანი საკვების მიღებისას (აგრეთვე Pulsatilla და Carbo vegetabelis). თვითშეგრძნების გაუმჯობესება წინ და უკან სიარულის დროს. ჩივილები ახლდება ყოველ სამ კვირაში.

Magnesium phosphoricum – მაგნეზიუმ ფოსფორიკუმ

კარგად გვეხმარება ნებისმიერი ტკივილისას, განსაკუთრებით კრუნჩხვითი ტკივილების დროს. კოლიკა ქვებით გამოწვეული. ხელის მტევნების სპაზმი (წერის დროს). მენსტრუალური კოლიკა. ნაჩვენებია პატარა ბავშვებში მეტეორიზმისა და კოლიკის დროს (Chamomilla, Colocynthis). განწყობა უმჯობესდება სითბოში და ზეწოლის შემდეგ.

Mercurius solubilis – მერკურიუს სოლუბილის
(ვერცხლისწყლის ნაერთი)

ავადმყოფი დეპრესიაშია, თავს დაღლილად გრძნობს. ძირითადი საშუალებაა ყბაყურის დროს. ტიპი: ქერა, ლიმფატიკური. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს პირის ღრუსა და ჯირკვლებზე. ღრძილები შეშუპებულია, ფაშარი მსუბუქად სისხლმდენი. ენა შესიებული, მასზე ჩანს კბილების ნაჭდევები, რაც განპირობებულია საჭმლის მონელების დარღვევის გამო. პირიდან უსიამოვნო სუნი. ძლიერი ნერწყვდენა. პირის ღრუში ლითონის გემო, სპილენძისმაგვარი (თუ შეიგრძნობა თითბერისმაგვარი გემო, საჭიროა მივიღოთ Iris). ძლიერი ოფლიანობა ღამით, რომელსაც შვება არ მოაქვს. ოფლი ცხიმიანია, მოყვითალო, ცუდი სუნის. სიმპტომების გამწვავება ღამით, განსაკუთრებით ლოგინის სითბოსა და მარჯვენა გვერდზე წოლისას. ფაღარათი ხშირი ჭინთვით. განავალი თხიერია, სისხლით და უხვი ლორწოთი.

Mercurius არ შეიძლება მივიღოთ Silicea – სთან ერთად. სხვა ვერცხლისწყლის პრეპარატებს ახასიათებთ მსგავსი მოქმედება. მაგრამ არის განსხვავებაც. მაგ.: Merc. jod. უნდა მივიღოთ შუა ყურის ანთების დროს, ხოლო Merc. sulf. (cinnabaris)-შუბლის წიაღის დაჩირქების დროს. Merc. cianatus ინიშნება დიფტერიის დროს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15