CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

პოტენცირება

ჰომეოპათიის საფუძველს წარმოადგენს ჰომეოპათიური სამკურნალწამლო ნივთიერებები, რომლებიც მიღებულია სრესვით ან ვიბრაციით.

ასე მაგალითად, არნიკას საწყისი ნაყენი „განზავდება“ სპირტით თანაფარდობით 1:10. შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა. ამრიგად, ან უკეთესია ითქვას, ეს პოტენცია აღინიშნება როგორც 1. თუ ავიღებთ 1 - დან 1/10 წილს, დავამატებთ მას 9/10 წილ სპირტს და კარგად შევანჯღრევთ, მიიღება 2 პოტენცია. მყარი ნივთიერებანი გაისრისებიან რძის შაქართან თანაფარდობით 1:10, ქმნიან რა ამგვარი სახით პირველი რიგის პოტენციას. ამგვარად, 1 პოტენცია შეიცავს სააწყისი ნივთიერების 1:10-ს. 2 _ 1:100-ს, 3 _ 1:1000-ს, და ა.შ. მზა ჰომეოპათიური საშუალებანი ჩვეულებრივ გაიცემიან გრძნეულების (ბურთულების, აბების და ამპულების) სახით.

ამა თუ იმ პოტენციის დანიშვნა დამოკიდებულია საწყის სამკურნალო ნივთიერებებზე, პაციენტსა და მის დაავადებებზე. აგრეთვე ექიმის დამოკიდებულებაზე მაღალი და დაბალი პოტენციების მიმართ. ჰომეოპათიის ოქროს წესია: არ ხარ დარწმუნებული დანიშნე 6.

ქრონიკული დაავადებების დროს ჩვეულებრივ ნიშვავენ მაღალ პოტენციას. ხშირად აღმოჩნდება, რომ პოტენცია 30 ან 200 გვაძლევს ბრწყინვალე შედეგს. მას, კორფის მსგავსად თვლის რომ „ეს არ შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება მოხდეს არასდროს,” უარი უნდა თქვას მაღალი პოტენციის გამოყენებაზე. მას დანიშნავს გამოცდილი ექიმი.

კვება

როგორ უნდა იკვებებოდეს ავადმყოფი? ჩემს პრაქტიკაში გამოცდილი იქნა ერთი დიეტა, რომელიც მოგვაწოდა დოქტორმა Rosedorff-მა. შემდეგ ამ დიეტაში შევიტანე დამატებები. ის გამოსადეგია ყველა მძიმე ავადმყოფისათვის, თუ რასაკვირველია, ავადმყოფს არა აქვს დანიშნული რაიმე განსაკუთრებული (მაგალითად, უმარილო) დიეტა. ჩვენი დიეტის უპირატესობა მდგომარეობს მასში, რომ ის წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ ჯანმრთელმა ადამიანებმაც.

  1. საკვების მიღებათა შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 სთ. (ბავშვებში შეიძლება 4,5 სთ.).
  2. საკვები უნდა მივიღოთ არა უმეტეს 3-ჯერ. შუალედში არაფერი არ უნდა ჭამოთ! ხილი უნდა მიირთვათ საკვების მიღების წინ, და არა ბოლოს. 15სთ-ს შემდეგ ხილი საერთოდ არ უნდა ჭამოთ.
  3. უნდა ჭამოთ რაც შეიძლება ნელა. ნუ იჩქარებთ. გულმოდგინედ დაღეჭეთ საკვები, უხვად დაასველეთ ნერწყვით. ღეჭეთ მანამ, სანამ საკვები არ გადაიქცევა რბილ ფაფად, და მხოლოდ მაშინ გადაყლაპეთ.
  4. ვახშამი მიირთვით დაძინებამდე 2 1/4 საათით ადრე. ვახშამი უნდა იყოს მოკრძალებული.
  5. იკრძალება თეთრი ფქვილისაგან გამომცხვარი პური-ფუნთუშეულის მიღება.
  6. იკრძალება შოკოლადი, კაკაო, ტკბილეულობაც.
  7. ნატურალური ყავა და მაგარი ჩაი - მხოლოდ ექიმის ნებართვით.
  8. იკრძალება სპირტიანი სასმელები. საგანგებო შემთხვევებში მათი მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის ნებართვით.
  9. ხორცი, ფრინველი დასაშვებია გამოიყენოთ საკვებად მხოლოდ მცირე რაოდენობით და ისიც დიდი რაოდენობის კარტოფილთან და ხილთან ერთად. კვერცხი საკვებად გამოიყენეთ იშვიათად.
  10. თამბაქოს მოწევა აბსოლუტურად აკრძალულია.
  11. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით წითელი ფერის, მაგრამ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, სადილამდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ მათ არ განიცადონ ქიმიური დამუშავება. პური სასურველია ჭამოთ მსხვილად დაფქვილი ხორბლისაგან გამომცხვარი. რძის ნაცვლად დალიეთ არაჟანი, იოგურტი ან შრატი. ძალზე სასარგებლოა თაფლი. ნუ გამოიყენებთ თეთრ შაქარს, ჯობია ლერწმის. ნუ გამოიყენებთ კონსერვებს. რეკომენდირებულია მეტი რაოდენობით მჟავე კომბოსტო, ხაჭო.
  12. ყველაზე სუსტი კუჭიც კი გადაამუშავებს მსხვილად დაფქვილი ხორბლისაგან გამომცხვარ პურს, ხილს, ბოსტნეულს, რძემჟავა პროდუქტებს, თუ კი თქვენ გულმოდგინედ დაღეჭავთ და დაიცავთ ჭამათა შორის 5სთ-იან შუალედს, ამასთანავე თუ თქვენ საკვების ძირითად ნაწილს მიიღებთ დილით და შუადღეს, და არა საღამოს.

როგორ მივიღოთ

ჰომეოპათიური საშუალებები არ შეიძლება მივიღოთ ჭამის დროს. უკეთესია ისინი მივიღოთ მშიერ კუჭზე დილით ან ძილის წინ. შეიძლება მიღება დღის განმავლობაშიც 0,5 საათით ადრე ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ 1 საათში. ძილის წინ დანიშნული წამლების მიღება ყველაზე ბოლოს, ვახშმის შემდეგ 1-2 ან მეტ საათში. ბურთულები უნდა დაიდოთ ენაზე ან ენის ქვეშ და წუწნოთ, წვეთები მიიღება ცოტა წყალთან ერთად (3-5 მლ) პლასტმასის კოვზზე ან პატარა ჭიქით (რკინის კოვზზე ნუ მიიღებთ). მწვავე შემთხვევებში შეიძლება ენაზე დაწვეთებაც (2-4 წვ).

ჰომეოპათიური წამლები ინახება მოშორებით მზის სხივებიდან, დასხივებიდან (ტელევიზორიდან). ბურთულები _ მშრალ ადგილას. მათ აგრეთვე არ უხდებათ მძაფრი სუნები.

ჰომეოპათიურ წამლებთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების და ყავის მიღება.

ჰომეოპათიური მკურნალობის დროს ექიმთან შეთანხმების გარეშე ნუ მოხსნით საგულე და წნევის დამწევ მედიკამენტებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15