Aurum – აურუმ (ოქრო)
იხილეთ „კონსტიტუციური საშუალებანი“. ითვლება გამაახალგაზრდავებელ საშუალებად. ავადმყოფის ტიპი: სქელი, მშიშარა, მელანქოლიკი კლიმაქტერულ ასაკში. ქალები მუდმივად შეიგრძნობენ თავის საშვილოსნოს. საშვილოსნოს გამკვრივება. ფიქრები თვითმკვლელობაზე (Natr. Sulf.). შიშის შეგრძნება, უსიამო შეგრძნება მკერდის ძვლის ქვემოთ. მომატებული წნევა. კარგი საშუალებაა საშვილოსნოს მიომატოზის დროს, პროსტატის ჰიპერტროფიის და ძვლის კარიესის დროს.
Barium carbonicum – ბარიუმ კარბონიკუმ (ბარიუმის კარბონატი)
კარგად მოქმედებს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ ასაკში. ნაჩვენებია ფიზიკურ ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვებისათვის, შენელებული აღქმის უნარით, დიდი თავით ჩია სხეულზე. პატარა ტანის მოხუცები, სუსტნი სხეულითა და სულით. რეკომენდირებულია კიდურების კანკალის, თავბრუსხვევის, მოხუცებულებში მხედველობის დაქვეითებისას. ავადმყოფები არ ენდობიან არც გარშემომყოფებს, არც თავის თავს. ხშირად აქვთ გლანდების ანთება (ამიტომ ზოგჯერ უკეთესი მოქმედება აქვს Bარიუმ მირიატიცუმ – ს). სიმპტომები მწვავდება ნესტიან, ცივ ამინდში. ნაჩვენებია ცხიმგროვების, ჰიპერტონიის, არტერიოსკლეროზის დროს.
Belladonna – ბელადონა
ჰანემანის თანამედროვე და იმ დროისათვის ცნობილი ექიმი, Hufeland-ი, ამბობდა, რომ Belladonna მოქმედებს მხოლოდ ჭკვიან ადამიანებზე. ავადმყოფს აქვს მაღალი სიცხე, კანი ნამიანი. ბავშვი წყნარად წევს საწოლში, ხშირად გახევებულიც კი. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ბავშვებზე, რომლებიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში დამჯერნი არიან, ხოლო სიცხიანი აუტანელები ხდებიან. კანი გაწითლებული აქვთ, გუგები – გაფართოებული. თავში აქვთ პულსაციის შეგრძნება, თითქოს ჩაქუჩს ურტყამენ. ყელში სიმშრალე. ყლაპვისას ზეწოლის შეგრძნება. კანი ნამიანი. ავადმყოფი მიდრეკილია კრუნჩხვებისაკენ. პირში სიმშრალე, სიცხის შეგრძნება, წყლის დალევით ეს შეგრძნებები არ მცირდება. ავადმყოფი შეიძლება უეცრად წამოხტეს საწოლიდან, დაიწყოს სიცილი და ლაყბობა. მოუსვენარი ძილი ბავშვებში. მათ ხშირად სძინავთ ნახევრად გახელილი თვალებით, ლაპარაკობენ ძილში (Apis, Calc, Phosph.). კანი აწითლებულია. (საერთოდ ძირითადი საშუალებაა ქუნთრუშის დროს). კარგად მოქმედებს კრუნჩხვების დროს, განსაკუთრებით იმ ავადმყოფებში, რომლებიც ვერ იტანენ ვერავითარ „სიმძიმეს“ სხეულზე, პერანგსაც კი. სიცხისაგან, განსაკუთრებით კი მზის სხივებისაგან, სიმპტომები მწვავდება. მწვავდება აგრეთვე სხეულზე მსუბუქი ზეწოლის დროსაც, ხოლო ძლიერ ზეწოლას, პირიქით, ხშირად მდგომარეობის შემსუბუქება მოჰყვება. Belladonna არასოდეს არ უნდა მივცეთ Aconit–თან ერთად. უნდა მივცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავამთავრებთ Aconit– ის მიღებას.
Berberis vulgaris – ბერბერის ვულგარის (კოწახური)
ავადმყოფს აღენიშნება სიმპტომების სწრაფი ცვლა. ტკივილი თირკმელების არეში, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში. შარდი მღვრიეა, ნალექით, შეიცავს თვალით შესამჩნევ წვრილ ნაწილაკებს. კუჭში სიცივის შეგრძნება. ტკივილი წელსა და კიდურებში, რომელიც ძლიერდება სიარულისას და წარმოიშობა შარდ-სასქესო ორგანოებისა და თირკმლის ჩივილებთან ერთად.
Bryonia – ბრიონია (ლეშურა)
ავადმყოფი გაღიზიანებულია, მშიშარა, ვერ იტანს შეპასუხებას. შესანიშნავი საშუალებაა რევმატიზმის საწინაამღდეგოდ. ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება უმცირესი მოძრაობის შემდეგ, აგრეთვე სითბოში, განსაკუთრებით დილით. ტკივილი მცირდება ზეწოლის შედეგად, ავადმყოფს მხარეზე წოლისას, სიმშვიდეში და ნესტიან ამინდში. ავადმყოფს ყველაფერი მშრალი აქვს: ლორწოვანი – განსაკუთრებით პირის ღრუში, ტუჩები, ხველა, განავალი. განწყობილება – გაღიზიანებული. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი ოფლიანობა, მჩხვლეტავი ხასიათის ტკივილი მკერდში, მუცელში ან მუხლებში. ხველა აქვს მშრალი, მწვავდება თბილ შენობაში შესვლის შემდეგ. ავადმყოფი განიცდის ძლიერ წყურვილს, მას უნდა დალიოს დიდირაოდენობით ცივი წყალი. შეკრულობა. პირში სიმჟავის შეგრძნება, სიმწარე. ავადმყოფობის მიზეზი: გაღიზიანება რამეზე ან ვინმეზე. კუნთები დაჭიმულია და მტკივნეული.
Cactus grandiflorus – კაქტუს გრანდიფლორუს
საგულე საშუალებაა. ნაჩვენებია გულის არესა და მკერდში ზეწოლის შეგრძნების დროს („თითქოს თოკებით გაუკოჭავთ“). ძლიერი ჩხვლეტა გულის არეში. სისხლდენა გულით ავადმყოფებში. საერთოდ ზეწოლის შეგრძნების დროს სხეულისათვის უმნიშვნელოვანეს ორგანოებზე, განსაკუთრებით გულზე. გამწვავება ღამით. ავადმყოფს არ შეუძლია ჭამა, თუ წყალი არ დააყოლა.
Calcium carbonicum – კალციუმ კარბონიკუმი (ჰანემანის)
ბავშვებში კალციუმის ცვლის დარღვევას თან სდევს რაქიტის განვითარებაც. ითვლება, რომ კალციუმი ჰომეოპათიური დოზებით მოქმედებს ძირითადად კალციუმის ცვლის ცენტრებზე. ჩვენება: პასტოზური, შეშუპებული, ფერმკრთალი, ინერტული, ზარმაცი ადამიანი. ყველაფერი მოდუნებული აქვს. დამახასიათებელია დეპრესია. კანი ცივი, მოშვებული, ფეხები ცივი. ავადმყოფი ვერ იტანს სიცივეს, განსაკუთრებით ცივ ჰაერს. ქალებს მენსტრუაციის დაწყების წინ აქვთ გონების დაკარგვის შიში. ამონაქარვი მჟავეა, სხეულს აქვს მომჟავო სუნი. ფაღარათისას განავალი მომჟავოა. ახასიათებთ თავის ოფლიანობა, განსაკუთრებით დიდთავიან ბავშვებს. აქვთ გაბერილი სხეული (ბაყაყისებური მუცელი). კბილების ამოჭრა დაგვიანებულია. ავადმყოფი არ სვამს რძეს, სამაგიეროდ უყვარს კვერცხი. ოდნავი დატვირთვის დროსაც კი ოფლიანობს. რძის ფუფხი. კანის დაავადებანი, რომელთა სიმპტომებიც უარესდება ცივი წყლისაგან. ყბისქვეშა და საზარდულის ლიმფური ჯირკვლების შესიება (Conium, Barium).
ქალებში: მენსტრუაცია მეტად ნაადრევი, მეტად ძლიერი, მეტად ხანგრძლივია. ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება ცივ ამინდში, სავეს მთვარის დროს. კარგი საშუალებაა გადაღლის დროს.