CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

Pyrogenium – პიროგენიუმ

კბილის ძვლის ანთების, დაჩირქების დროს – 30 ერთ მიღებაზე. გამეორება საჭირო არ არის!

Rhus toxicodendron - რუს ტოქსიკოდენდრონი
(შხამა – თუთუზო)

ავადმყოფის განწყობა უარესდება სიმშვიდეში, მოძრაობის დაწყებისას, ნესტიან ამინდში. გაუმჯობესებას ადგილი აქვს მოძრაობის გაგრძელებისას, თუ წყნარი ტემპისაა, აგრეთვე სითბოში. გამონაყარი ტანზე. ბუშტუკები, ქავილი, კანის გაწითლება. ფაღარათი ლორწოთი, ზოგჯერ სისხლნარევი. ავადმყოფი მოუსვენრადაა, წრიალებს საწოლში, ხელ-ფეხი უსივდება. მთელი სხეული დაჟეჟილივით აქვს. ენის წვერი წითელი აქვს. მშვენიერი საშუალებაა რევმატიზმის დროს. გაციების შედეგები, განსაკუთრებით თუ გაციება გამოწვეულია სხეულის დასველებით, ფიზიკური გადაძაბვა, სიმძიმეების აწევა. საუკეთესო საშუალებაა შორ მანძილზე ფეხით მოსიარულეთათვის. Rhus tox-ს არ აძლევენ – Apis-თან ერთად.

Sanguinaria – სანგვინარია

შაკიკი -– მარჯვენა თვალის ზემოთ ტკივილი. მარჯვენა ხელის რევმატიზმი, რომელიც ღამით მწვავდება. ტკივილი მკერდის მარჯვნივ. საერთოდ ეს საშუალება კარგად მოქმედებს მარჯვენა მხარეზე. ლორწოვანი მშრალი. სახე წითელი, განსაკუთრებით კლიმაქსის პერიოდში. წვა მკერდში, ხელისა და ფეხის გულებში.

Sepia – სეპია (მელანთევზი)

სითბოს მოყვარული, სიცივის მიმართ მგრძნობიარე ტიპი. ესაა ახირებული, იოლად აღგზნებადი, ეგოისტი ქალი - ერთი სიტყვით, ქსანტიპა. ზიზღი ოჯახის საქმისა და ოჯახისადმი. ჰიპერემია კლიმაქტერულ ასაკში. შაკიკი. ფრიგიდულობა. საშო „იწვის სიცხისგან“. ციკლის დარღვევა, მენსტრუაცია საერთოდ სუსტია. ცხვირი მშრალი (აგრეთვე Natri muriaticum). საშვილოსნოს დაწევა. შეგრძნება, რომ ყველაფერი „ეშვება“. კანი პირის ირგვლივ და ცხვირის ფუძესთან მოყვითალო ელფერისაა. ავადმყოფი დილაობით მოთენთილი, საღამოს კი გახალისებულია. გამონადენი მძაფრია, ყვითელი. ეს კარგი საშუალებაა მრეცხავი ქალებისათვის. მდგომარეობა უმჯობესდება სითბოში და მოძრაობისას, აგრეთვე ცეკვის დროს. გაუარესება –- ცივ ჰაერზე, რეცხვის დროს, ფეხზე დგომისას, ბევრ ადამიანებს შორის.

შემთხვევა: გამომიძახა 35 წლის მომსუქნო ქალბატონმა, რომელსაც არ შეეძლო არაფრის ყიდვა, ვინაიდან ეშინოდადამიანთა თავშეყრის ადგილების. ის აღარ ზრუნავდა თავის ქმარზე, აღრც წლინახევრის გოგონა აინტერესებდა. ეს უკანასკნელი ძალზედ უსუფთაოდ გამოიყურებოდა. მე მივეცი Sepia 12 დღეში ორჯერ. ორი კვირის შემდეგ ცოლ-ქმარს შევხვდი ქალაქში. მათ უკან მოჩანდა საბავშვო ეტლში სუფთად ჩაცმული ბავშვი. ორივე გასხივოსნებული იყო, - მეც აგრეთვე.

Silicea – სილიცეა
(მთის ბროლიდან მიღებული კაჟბადის მჟავა)

ფრთხალი, მხდალი, მგრძნობიარე, უმოქმედო, წარუმატებლობის შიში. მგრძნობიარე სიცივის მიმართ. სულ სცივა, იყინება, იფუთავს თავს, იოლად ცივდება. სკამი ხშირად უკან უსრიალდება. თავის ტკივილი ეწყება კეფიდან და გადმოდის წინ. ფეხის აუტანელი ოფლიანობა. თავის ოფლიანობა. ნუშისებრი ჯირკვლის დაჩირქების შემთხვევაში ამოკვეთა ყოველთვის არ არის საჭირო. ფისტულები, მათ შორის ანალური ფისტულებიც. ძვლების დაჩირქება. შუა ყურის ქრონიკული დაჩირქება. საერთოდ დაჩირქების დროს (Hep. sulf.–ის შემდგომ). ეფექტურია კელოიდების გასაწოვად (Graphit, Badiaga). გამოაქვს უცხო სხეულები, მაგალითად, ჭურვის ნამსხვრევები. მდგომარეობა უარესდება სიცივესა და სიცხეში. უმჯობესდება სითბოში. Silicea ვერ ეთავსება Mercurius–ს.

Spongia – სპონგია ტოსტა
(დამწვარი ზღვის ღრუბელი)

ხველა მშრალია, ღრმა, თითქოსდა ხრუტუნით. აგრეთვე კრუპოზული ხველა. ძლიერდება სიმღერისა და ლაპარაკისას. ავადმყოფი შუაღამისას იღვიძებს შეგრძნებით, თითქოს ახრჩობენ. კარგი საშუალებაა ჩიყვის დროს, თუ ჩიყვი იწვევს ხუთვის შეგრძნებას, და თუ ეს შეგრძნება ძილის შემდგომ არ იხსნება. Spongia შეიცავს იოდს. სათესლის შესიება, სიმსივნე. ჯირკვლის გამკვრივება.

Stannum metallicum - სტანუმ მეტალიკუმ
(კალა)

ავადმყოფი დეპრესიით არის შეპყრობილი, არ უყვარს ხალხში ყოფნა. არ უყვარს, როცა ამშვიდებენ. სახე მკრთალი აქვს, თვალები ჩაცვენილი, სახის ნაკვთები წაწვეტებული. ძლიერად გამოხატული სხეულისა და სულის სისუსტე. ნახველი მოტკბო გემოსია. ავადმყოფი გულ-მკერდში გრძნობს სისუსტეს, ისე, რომ ძლივს ლაპარაკობს. სიმპტომები ძლიერდება ან სუსტდება თანდათანობით, აქვს შეგრძნება, რომ შეიძლება გამოვარდეს სწორი ნაწლავი ან საშო. ბრონქიტი და ართროზი ერთმანეთს ენაცვლება.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15