ჰომეოპათია ბავშვთა ასაკში
დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ჰომეოპათიური საშუალება გამოსადეგია მხოლოდ ბავშვთა ასაკში ისინი მათზე ზემოქმედებენ ეფექტურად.
ქვემოთ ჩამოთვლილია ბავშვთა ასაკში უკვე გამოცდილი ჰომეოპათიური საშუალებები და მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.
Acidum phosphoricum - ბავშვი ყველაფრის მიმართ გულგრილია, არაფერს ითხოვს.
Aethusa - ბავშვი ჭამის დამთავრებისთანავე აღებინებს რძეს სრულიად.
Alumina - შეკრულობა ბავშვებში (Magn. Phosph) „მოხუცის სახე“. მშრალი კატარი, ძლიერი სისუსტე.
Barium carbonicum- ბავშვი გონებრივად განუვითარებელია. კუნთები სუსტი, არა აქვს თამაშის ხალისი.
Borax - ბავშვი ტირის მოშარდვისას (Lycopodium). პირიდან შეიგრძნობა სუნი. წინ დახრისას და ქვევით დაშვებისას – თავბრუსხვევა.
Chamomilla - ნევროზული და ადვილად აგზნებადი ბავშვი. ტირის უმიზეზოდ. ვერ იტანს ტკივილს.
Cina - ბავშვი ჭირვეულია. არ სურს რომ უყურებდნენ, ელაპარაკებოდნენ, ეხებოდნენ. ღამით აკრაჭუნებს კბილებს, იჩიჩქნის ცხვირს. ადგილი აქვს ჭიებით ინვაზიას.
Cypripedum - ბავშვს არა აქვს თამაშის და გართობის სურვილი.
Gelsemium - ბავშვს გადაყლაპული საკვები გადმოსდის ცხვირიდან.
Ipecacuanha - ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება. ბავშვთა კაპილარული ბრონქიტი.
Jalapa - ბავშვი ტირის ღამით, სძინავს დღისით.
Lycopodium - ბავშვი დღისით ტირის, ღამით ძინავს. თავი განვითარებული აქვს, მუცელი დიდი, ხელ-ფეხი კი სუსტი. ძალიან ბრაზდება, თუ გააღვიძებენ. მშობლებს იცილებს ხელისკვრით.
Natrium muriaticum - ბავშვი იწონის ნორმაზე ნაკლებს, მორცხვია. არაფერი არ უნდა. როცა აწყნარებენ, ბრაზდება. თმების ზრდის მოსაზღვრე არეში დამახასიათებელია გამონაყარი. შეკრულობა. გამხდარი კისერი.
Phosphorus - ბავშვს ეშინია ქარიშხლის და სიმარტოვის. სკოლის შემდეგ სტკივა თავი. გონებრივი დატვირთვისას სიმპტომები ძლიერდება. ძვლების ზრდა შეჩერებულია. სისხლნაკლებობა. სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია.
Rheum - კოლიკა, ფაღარათი.
Sambucus - ბავშვი ვერ წოვს გაჭედილი ცხვირის გამო. სურდო. ღამით ასთმა, ბავშვი ლურჯდება. იღვიძებს ძლიერ გაოფლილი.
Sarsaparilla - კანის ქრონიკული გამონაყარი. სკორფულოზი. რძის ფუფხი. გამონაყარი ძლიერ ქავანაა. ბავშვი გამხდარია, გამოფიტული.
Silicea - ბავშვი მცივანაა, გამოფიტული, დიდი მუცლით და გამხდარი კიდურებით.
Stramonium - ბავშვი ბალიშიდან უეცრად წევს თავს. ღამე ახასიათებს წამოყვირება, ძილი მოუსვენარი. ბორძიკით ლაპარაკობს. ეშინია სიბნელის და მარტოობის.
Sulfur - სკურფულოზი, ლიმფური ჯირკვლების შესიება. ძირთადი საშუალებაა რძის ფუფხის სამკურნალოდ (აგრეთვე Calc. carb.).
Zincum metallicum - ფსიქოპათიური ბავშვი. ბავშვი თავით ემხობა ბალიშზე. იქნევს ფეხებს, თავს მოუსვენრად ატრიალებს გვერდიდან გვერდზე.