CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

სამკურნალო საშუალებათა აღწერა

Acidum benzoicum – აციდუმ ბენზოიკუმ (ბენზოის მჟავა)

ავადმყოფს აქვს მცირე რაოდენობის მუქი ფერის სუნიანი შარდი. სუნი წააგავს ცხენის შარდის სუნს. ავადმყოფი ძლიერ ოფლიანობს ღამით, განიცდის ძლიერ ტკივილებს სახსრებში. სახსრები შეხებით არის ცხელი, წითელი ფერის. ავადმყოფს აქვს გულისცემის შეგრძნება ღამით. ეს პრეპარატი შესანიშნავად მოქმედებს სახსროვანი რევმატიზმების დროს.

Acidum nitricum – აციდუმ ნიტრიკუმ (აზოტმჟავა)

ამ კონსტიტუციური ტიპის ავადმყოფები ჩვეულებრივ არიან შურის მაძიებელნი, გაღიზიანებულნი და ჭირვეულნი. გარეგნულად –- გამხდარი, მუქი კანით. კანისა და ლორწოვანი გარსების საზღვარზე მუდამ პრობლემებია - ნახეთქები ტუჩის კუთხესთან, ანუსთან. აქვს ძლიერი ტკივილები ნორმალური კუჭის მოქმედების დროსაც კი. აქვს ხიჭვის შერჭობის შეგრძნება და ტკივილი (აგრეთვე Arg.nitr., Hep.sulf., Silicea, Thuja). ყველა გამონაყოფი უსიამოვნო სუნისაა და შეიცავს სისხლს. განსაკუთრებით მკვეთრი სუნისაა შარდი. სხეულსაც უსიამო სუნი აქვს. ნაოფლი ადგილები ხშირად ღიზიანდება. დიზენტერია. ხანგრძლივი ფაღარათი. კარგი საშუალებაა „ბრტყელი“ წყლულების დროს. Merc.cyan – თან ერთად გამოიყენება დიფტერიის დროს.

Acidum phosphoricum – აციდუმ ფოსფორიკუმ (ფოსფორმჟავა)

ავადმყოფი ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია. განიცდის ძლიერ სხეულის, გონების და სულისმიერ სისუსტეს. ღამით – უძილობა, დღისით – ძილიანობა. ძალზედ სწრაფი ფიზიკური ზრდა. ძლიერი ოფლიანობა, რომლის შემდეგაც ავადმყოფი არაქათგამოცლილია. უმტკივნეულო, წყლისმაგვარი ფაღარათი, რომელსაც თან სისუსტე არ ახლავს. შარდი მღვრიეა. სითბოსაგან მდგომარეობა უმჯობესდება, სიცივისაგან და სქესობრივი აქტისაგან - უარესდება.

Aconitum - აკონიტი, (ტილჭირი)

სასარგებლოა მწვავე ფებრილური დაავადების დასაწყისში ოფლის გამოყოფის დაწყებამდე. მშრალი სიცხის შეგრძნება. მოუსვენრობა და სულიერი აფორიაქება. შემცივნება, სიცხე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წყურვილის შეგრძნება. მაჯისცემა სავსე, გაძლიერებულია. კანი გაწითლებული და მშრალია; ავადმყოფი ამბობს, რომ მალე მოკვდება. რეკომენდირებულია აგრეთვე სახის ნერვის ტკივილის დროს, თუ ეს ტკივილი გამოწვეულია ქარიან ამინდში გაცივების შედეგად. (სასურველია მივიღოთ Arnica – სთან ერთად). ოფლის გამოყოფის შემდეგ აკონიტი აღარ შველის, ამიტომ მას არ ვაძლევთ Belladonna- სთან ერთად. ვწყვეტთ რა Aconit– ის მიღებას, გადავდივართ Belladonna– თი მკურნალობაზე.

Aesculus hippocastanum – ესკულუს ჰიპოკასტანუმ (ცხენის წაბლი)

შეგუბება კარის ვენაში. მუცლის ქვედა ნაწილში სისავსის შეგრძნება. წელის რევმატიული ტკივილი, რომელიც ძლიერდება სკამიდან ადგომის დროს. ჰემოროი, შემაწუხებელი, როგორც დამსხვრეული მინის შეგრძნება სწორ ნაწლავში. საერთოდ კარგად მოქმედებს ვენებზე, ჰემოროი არასოდეს არ არის სისხლმდენი. სამაგიეროდ ძლიერ მტკივნეულია და თან ახლავს ყრუ ტკივილი წელის არეში. ნაჩვენებია ტვინის ვენების თრომბოზის დროს.

Aethusa – აეტუზა (ძაღლის ქინძი)

ძირითადი საშუალებაა იმ პატარა ბავშვებისათვის, რომლებიც აღებინებენ რძეს. ბავშვი აღებინებს მომჟავო რძის დიდ რაოდენობას, რის შემდეგაც იღლება და იძინებს. უნიშნავენ მოსწავლეებსაც ყურადღების და სიბეჯითის მოსამატებლად.

Agaricus – აგარიკუსი (შხამა სოკო)

ყბედობა (Lachesis). ჭირვეულობა. კანი წითელია, ექავება და ეწვის, როგორც მოყინული. კანზე სიცივისა და მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება. სახის კუნთების უნებლიე შეკუმშვა, განსაკუთრებით ქუთუთოების. მოყინვა. სიმეტრიული ჩივილები (Lac. Can.). სიმპტომები მწვავდება სიცივეზე ყოფნის შემდეგ, ალკოჰოლის მიღების შემდეგ და სქესობრივი აქტის შემდეგ. უნდა გვეშინოდეს ანტიბიოტიკებზე რეაქციის. რეკომენდირებულია სტუდენტებისათვის ტვინის „გამოკვების“ მიზნით. მოყინვა (Pulsat.) მდგომარეობის გაუმჯობესება მშვიდი, ნელი მოძრაობის შემდეგ.

Alumina – ალუმინა (ალუმინის ოქსიდი)

ავადმყოფი გამხდარია, ყველაფრით უკმაყოფილო. შეიგრძნობს სიმშრალეს. განწყობილება დათრგუნულია. სახის, თვალების, პირის, უკანა ტანის სიმშრალე. ავადმყოფს აქვს ცარცის, ნახშირის, ფქვილის, უმი კარტოფილის ჭამის სურვილი. გამონაყოფი უხვია, მწვავე. შეკრულობა ბავშვებში და ფეხმძიმეებში. ნესტოები დაფარულია წყლულებით და ფუფხებით. კიდურების კანკალი. ავადმყოფს ამცივნებს. სიმპტომები მწვავდება სიცივესა და კარტოფილისაგან დამზადებული კერძების ჭამის შემდეგ. საუკეთესო საშუალებაა ანუსის ქავილისას, ქრონიკული შეკრულობისას.

Ambra grisea - ამბრა გრიზეა (ვეშაპის ჯირკვლების გამონაყოფი)

სიმპტომები უარესდება, როდესაც ავადმყოფი მათზე ფიქრობს (Acid. oxal.). ნაჩვენებია მორცხვი, მფრთხალი ადამიანებისათვის. ავადმყოფს არ შეუძლია სხვისი თანდასწრებით მოშარდვა ან გამოყოფს შარდს მხოლოდ პორციებით. (Natr. Mur.). სისხლდენა საშვილოსნოდან შეკრულობის ან ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ. კარგი საშუალებაა ნაადრევი სიბერის საწინაამღდეგოდ.

Antimonium crudum – ანტიმონიუმ კრუდუმ (შავი სურმა)

ენა დაფარულია სქელი თეთრი ნადებით. რეაქცია სუსტი. განწყობილება ცუდი, ავადმყოფი ჭამს ბევრს, ჭირვეულობს. ყველაფრით უკმაყოფილოა. თუ ეს ბავშვია – არ უნდა, რომ მას უყურებდნენ ან ეხებოდნენ. შარდვა და კუჭის მოქმედება ერთდროულად ხდება. სიმპტომები უარესდება როგორც სითბოსგან, ასევე სიცივისაგან. ტერფებზე – გარქოვანება. საუკეთესო საშუალებაა ჩირქოვანი გამონაყარისათვის.

Apis mellifica – აპის მელიფიკა (ფუტკარი)

ფუტკრის ნაკბენზე ადამიანი განიცდის წვას და ჩხვლეტით ტკივილს. ამიტომ უნდა Apis გამოვიყენოთ წვის საწინაამღდეგოდ. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქალებზე. მუდმივი მოუსვენრობისა და ფუსფუსის შეგრძნება. ღამით ავადმყოფს ახასიათებს წამოყვირებები. Apis კარგად მოქმედებს თირკმლებზე. ავადმყოფს საერთოდ არა აქვს წყურვილის შეგრძნება, თუმცა მას წყალმანკი აქვს. საუკეთესო საშუალებაა ანგინას დროს. განსაკუთრებით, თუ შეშუპებით მიმდინარეობს. ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება სიცივეზე, ხოლო სითბოში – უარესდება. Cantharis - თან და Jodum – თან ერთად Apis კარგად მოქმედებს საკვერცხის კისტის დროს (ასციტი, ენის შეშუპება, ექსუდაციური პლევრიტი). კარგად მოქმედებს უმიზეზო ეჭვით შეპყრობილ ქალებზე. შეუთავსებელია Rhus tox.-თან.

Aranea diadema – არანეა დიადემა (ობობა)

შემცივნება, ცივი კიდურები. შიმპტომები მწვავდება თბილ ამინდში (იხილეთ აგრეთვე Natr.sulf., Rhus tox., Rhododendron., Dulcamara). ხელები სქელი, შესიებული.

Argentum nitricum – არგენტუმ ნიტრიკუმ (ლაპისი)

ავადმყოფს აქვს მკრთალი, მონაცრისფერო „მოხუცის“ სახე. ის გამხდარი, მოუსვენარია. ერიდება ხალხის თავშეყრის ადგილებს. ესიზმრება გველები (Lachesis, lac can). მისთვის დრო მიედინება მეტისმეტად ნელა. ეშინია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისა, ფიქრობს რომ მაინც არაფერი გამოვა. კარგი საშუალებაა ნევროზით დაავადებულისათვის, რომელსაც აქვს მისწრაფება შაქრისადმი, თუმცა მისი მიღების შემდეგ ხდება ცუდად. საკვების მიღების შემდეგ სიმპტომები მწვავდება. აქვს თავბრუსხვევა, კიდურების კანკალი (Gelsemium), ან ეღლება ფეხები, ძლიერი სისუსტე, კანკალი. ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნე, კუჭის კატარი, კუჭის წყლული მკვეთრი, მწვავე ტკივილებით, გაფანტული სკლეროზი.

Arnica – არნიკა (მთის არნიკა)

ძალიან გვეხმარება სიბერესთან ბრძოლაში. კარგად მოქმედებს აგრეთვე ტრამვების დროს, განსაკუთრებით დაჟეჟილობის დროს, სხეულში ტეხვის შეგრძნების დროს, დაღლილობა, სისუსტე. ურბილესი საწოლიც კი დაფასავით ეჩვენება. ბოყინი ლაყე კვერცხის სუნით. აირები ასევე ლაყე კვერცხის სუნით. ყველა გამონაყოფს აქვს სიდამპლის სუნი: ოფლს, განავალს, აირს, კუჭიდან ამონაქარვებს. ცნობიერება დაბინდულ მდგომარეობაში, – კუჭის უნებლიე მოქმედება და შარდვა. ავადმყოფს ეშინია, რომ მას შეეხებიან ან უბიძგებენ. ბავშვებში ყივანახველა შეტევის დაწყებამდე ტირილით. თავბრუსხვევა ასაკოვნებში, მაღალი წნევა ყველა ასაკის პირებში. დიდი რაოდენობით პატარა მტკივნეული ფურუნკულები. სიმპტომების გამწვავება დაძაბული გონებრივი და ფიზიკური შრომის შემდეგ, აგრეთვე მაშინ, როცა ავადმყოფს ეხებიან.

მდგომარეობის გაუმჯობესება თბური პროცედურების ჩატარების და ცხელი საკვების მიღების შემდეგ. მიღებაზე ერთი ქალი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და შეგრძნებას რომ დაფაზე ეძინა. მე გამოვუწერე Arnica 15 . შემდეგ მოსვლაზე მან მითხრა, რომ თავის ტკივილი და „დაფის“ შეგრძნება უკვალოდ გაქრა.

აფთიაქის თანამშრომელი ტვინის შერყევით სამი კვირის განმავლობაში იწვა სტაციონარში და მალულად ღებულობდა Aenica 6 – ს. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემთან მოვიდა მსუბუქი თავის ტკივილის და გონების დაჩლუნგების შესახებ ჩივილით. ორი მიღება Arnica 30 –ის შემდეგ ყველა ჩივილი მოეხსნა.

Arsenicum album – არსენიკუმ ალბუმ (თეთრი დარიშხანი)

ცხენებს კანი რომ უბზინევდეს ბოშები ცხენის საკვებში დარიშხანს ურევენ. ავადმყოფს პედანტურობამდე უყვარს წესრიგი. ლაპარაკობს სწრაფად. ღამით აწუხებს ასთმა. ძალიან კარგი საშუალებაა ზაფხულის ფაღარათისათვის, ხორცით მოწამვლისას, გულის ტკივილის დროს (Angina pectoris), მოუსვენრობისას და შიშების დროს. ნაჩვენებია აგრეთვე ძლიერი დაღლილობისას და გამოხატული სისუსტისას, აგრეთვე სასიცოცხლო ძალის უეცარი დაცემისას. კარგია აგრეთვე წვის შეგრძნებისას. ავადმყოფს აწუხებს წყურვილი, მაგრამ ერთ ჯერზე სვამს ცოტას. კანი მშრალია, იქერცლება „იწვის“. სიმპტომების გაძლიერების პერიოდულობა. ავადმყოფი ჩივის, რომ „სისხლი უდუღს ძარღვებში“. სითბოსგან მდგომარეობა უმჯობესდება, წვა სუსტდება. სიმპტომები მწვავდება შუაღამისას და სიცივისაგან.

თუ როგორი მნიშვნელობა აქვს თითქოსდა უმნიშვნელო სიმპტომს, შემიძლია გაჩვენოთ შემდეგ მაგალითზე: მე ვმკურნალობდი 70 წლის ქალს, რომელსაც აწუხებდა ძლიერი ხველა და ლორწოვანი ბრონქიტი. მას შემდეგ, რაც მიიღო Tartarus stib., Ipecac., Conium და სხვა საშუალებანი, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მხოლოდ დარჩა წამოხველება. მაშინ, როდესაც წვებოდა. მე მას გამოვუწერე Arsenicum album 12 ორი დღის შემდეგ ხველა გაქრა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15