CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

Cimicifuga – ციმიციფუგა

ჩამრგვალებული ქალი. პრეკლიმაქსურ ასაკში. მხდალი. აწუხებს რევმატიზმი. პერიოდულად იპყრობს სევდა. ლაქლაქაა (Lachesis, Paris). ეს სპეციფიური ქალური საშუალებაა. განსაკუთრებით კარგად მოქმედბს საშვილოსნოზე, რევმატიზმზე. ყველა სიმპტომი მწვავდება მენსტრუაციის დაწყების წინ, შემდგომ სუსტდება. მშობიარობის შემდგომი მანია. რევმატიზმი თითების სახსრებში. კლიმაქსის დადგომასთან ერთად – ტკივილი სარძევე ჯირკვლებში. შვებას იძლევა მშობიარობისას, ისევე როგორც Pulsatilla ან Caulophyllum.

Cocculus – კოკულუს

ავადმყოფი გონებადაფანტულია. აზროვნებს ნელა. ვერ იტანს შეპასუხებას. სიცარიელის შეგრძნება თავსა და კუჭში. თავბრუსხვევა ღებინებით, განსაკუთრებით დილით. უძილო ღამის შედეგები. თავის ტკივილი, რომელიც გადაეცემა კისერს და კეფას. ტრანსპორტით მგზავრობის აუტანლობა, მაგალითად, ავტომობილით მგზავრობა. ხელები ღამით შუპდება, სივდება. Bar.jodat.-სთან ერთად ითვლება თავბრუსხვევის საწინაამღდეგო კარგ საშუალებად. ნაჩვენებია ღამის ცვლაში მომუშავე მედდებისთვის.

Coccus cacti - კოკკუს კაკტი

საღებავი, რომელიც ამ მწერისაგან მიიღება, ადრე გამოიყენებოდა სხვადასხვა კერძებისათვის ფერის მისაცემად. ნაჩვენებია ყივანახველის დროს, როდესაც შეტევები ძლიერდება შუაღამის შემდეგ. ხველის შეტევები მთავრდება ღებინებით წებოვანი, მინისმაგვარი ლორწოთი, რომელიც ტუჩის კუთხეებიდან გადმოედინება თხელი ძაფების სახით. განსაკუთრებით ყივანახველას ბოლო სტადიაში. ჰანემანის თანამედროვე და პარაცელსის მიმდევარი, Rademacher, თვლიდა ამ საშუალებას ძირითადად თირკმელების დაავადებების დროს.

Colocynthis – კოლოცინტის (მწარე კვახი)

ავადმყოფი გაღიზიანებულია, ბრაზობს წვრილმანების გამო. კოლიკა, რომელიც ქრება მოხრილ მდგომარეობაში ან ავადმყოფ ადგილას ზეწოლის დროს. ფაღარათი კოლიკით. შახის ნევრალგია, იშიაზი. Rhus tox-თან და Gnaphalium-თან ერთად შეადგენს ტრიადას იშიაზის სამკურნალოდ. მეოთხე საშუალებად ითვლება Nux vom., რომელიც ნაჩვენებია შეკრულობის თანდართვის დროს. კარგი საშუალებაა ბავშვებში ჭიპის კოლიკის დროს.

Conium – კონიუმ (კონიო)

ავადმყოფი ბუზღუნაა, არაფრით არ ინტერესდება, დეპრესიაშია. კარგი საშუალებაა გასათხოვარი ქალებისა და უცოლო მამაკაცებისათვის. მოხუცებულების ხველა. ჯირკვლების გამკვრივება, მათ შორის მკერდის, განსაკუთრებით თუ ეს მდგომარეობა გამოწვეულია ბიძგით ან ზეწოლით. ხველა მშრალი, ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში; თავბრუსხვევა, რომელიც ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში ან საწოლში გვერდის ცვლისას. გამკვრივება ან ჩაზრდა შემაერთებელი და ჯირკვლოვანი ქსოვილის, ხშირად ყრუ სიმძიმის შეგრძნებით. პროსტატის ადენომა. სისუსტე, კუნთების კანკალი.

Cuprum – კუპრუმ (სპილენძი)

ავადმყოფი შეპყრობილია იდეა-ფიქსით. ამ საშუალებას ძალიან აფასებდა პარაცელსი. კარგად გვეხმარება კრუნჩხვების და სპაზმების დროს. წვივის კუნთების კრუნჩხვა, ეპილეფსიური, ურემიული გულყრა. სპაზმოფილია. ნაჩვენებია აგრეთვე ყივანახველას დროს, როდესაც სხეული ხევდება და სახე ლურჯდება. კრუნჩხვისას ცერი მუჭშია მომწყვდეული. სიპტომები მწვავდება ღამით და სუფთა ჰაერზე.

Drosera rotundifolia – დროზერა როტუნდიფოლია (ცვრიანა)

ცხვრები, რომლებიც ჭამენ ცვრიანას, ხშირად ავადმყოფობენ სპაზმური ხველით. ჩვენება: სპაზმური ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ავადმყოფი მუდმივად იღებს ხველა მკერდზე. ხველა ძლიერდება შუაღამის შემდეგ. ხველა ღრმაა. ხველის შემდეგ ხშირია ღებინებაც. ყივანახველა, რომლის დროსაც ბავშვები ტკივილისგან ხელს იჭერენ მკერდზე. დროზერა თავის დროზე დაგვეხმარა აღგვეკვეთა ბევრი ეპიდემია.

Dulcamara – დულკამარა (ხებალახა)

ზაფხულის ფაღარათი. სიმპტომები მწვავდება ფეხების გაცივების, ცივი სასმელების მიღების შემდეგ, ნესტისგან, ცივ სკამზე ჯდომის შემდეგ.

განსაკუთრებით ნაჩვენებია ქალებისათვის, რომელთაც ცივ ადგილზე ჯდომის შემდეგ უმწვავდებათ საშარდე ბუშტის ანთება, რევმატიზმი ან ფაღარათი. შარდს აქვს უსიამო სუნი. ენას ვერ ატრიალებს. ლაპარაკისას ეს სიმპტომები მწვავდება. ნესტიან ამინდში გაცივება იწვევს ავადმყოფურ ღებინებას ან ფაღარათს.

Ferrum phosphoricum – ფერუმ ფოსფორიკუმ (რკინის ფოსფატი)

ნაჩვენებია იმ დამიანებისათვის, რომელთაც მოდუნება არ შეუძლიათ. ესაა მინერალური ცხელების საწინაამღდეგო საშუალება. იხმარება ანთებისას, რომელიც მიმდინარეობს მუქი სიწითლით, ე.ი. სისხლის შეგუბებით. იხმარება სისხლდენის საწინაამღდეგოდ. იხმარება მხრის რევმატიზმის დროს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს მიმდინარე დაზიანებისას. პულსი სავსეა, რბილი. თვითშეგრძნება უარესდება გადახურების შემდეგ, ცივი დუშისა და მოძრაობის შემდეგ. სისხლდენა მკვეთრი ალისფერი სისხლით, რომელიც დედდება კოლოიდისმაგვარ მასად. ღებინება საკვების ნაწილაკებით. კანი სწრაფად წითლდება და სწრაფადვე ფითრდება.

Gelsemium – გელზემიუმ (ჟასმინი)

ავადმყოფს აქვს ძლიერი დაღლილობის და მოთენთვის შეგრძნება. კუნთთა ატონია. დამბლა, თავბრუსხვევა. კარგი საშუალებაა კიდურების კანკალის დროს. კარგი საშუალებაა გრიპის დროს. ზედა ქუთუთოები დამძიმებულია, თვალები – ნახევრად დახუჭული. თავის ტკივილი, რომელიც სარტყლისებურად ვრცელდება თხემიდან შუბლამდე და რომლის ინტენსივობაც მცირდება მოშარდვის შემდეგ. ავადმყოფს ეჩვენება, რომ გული უჩერდება. გამოიყენება Kal. Phosph. – თან ერთად დიფტერიის შემდგომი დამბლის სამკურნალოდ. კარგად გვეხმარება ბავშვთა დამბლის დროს და ხელის მტევნების სპაზმის დროს.

Graphites – გრაფიტის (გრაფიტი)

ნაჩვენებია მსუქანი ქალებისათვის. ჩვენებები: ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, სიზარმაცე, შეკრულობა, მსუნაგობა, ლაყბობა. არაიშვიათად აღენიშნება გამონაყარი კანზე, საიდანაც გამოიყოფა წებოვანი, თაფლისმაგვარი სითხე, შემდგომში წარმოიქმნება ფუფხები. განსაკუთრებით ყურების უკან, ანუსის ირგვლივ, სახსრების მომხრელ ზედაპირზე, თვალების ირგვლივ. ფრჩხილები მყიფეა, მენსტრუაცია სუსტი. ტონიური შეკრულობა, ქალებში – მიდრეკილება უხასიათობისაკენ, ყოყმანისაკენ. ყველაფერი ხდება შენელებულად, სიყვარულიც კი.

Hepar sulfur - ჰეპარ სულფურ

ჭირვეულობა, გაღიზიანებადობა, ბუზღუნი, სკანდალური ხასიათი. ბავშვობის ასაკში აწვალებს ძმას (დას) და სკოლის ამხანაგებს. სახის ფერი მოყვითალო, თვალების ირგვლივ – მოლურჯო წრე. ნებისმიერი ჭრილობა ჩირქდება. Hepar sulfur დაბალ დოზებში აჩქარებს დაჩირქებას, მაღალი პოტენციით (ე.ი. მინიმალური კონცენტრაციით) - აღკვეთს ან ასუსტებს მას. სიმპტომები მწვავდება შეხებით, ცივი ქარით, მშრალი ამინდით. ავადმყოფი განიცდის ტკივილს უმცირესი შეხების შემდეგ. მას აწუხებს ასთმა, მდგომარეობა უმჯობესდება ნესტიან ამინდში. მას სურს შეჭამოს რაიმე მჟავე. აქვს მშრალი ხველა, განსაკუთრებით დილით.

ერთ ავადმყოფს, სხვა ჩივილებთან ერთად ჰქონდა ხველის ძლიერი შეტევა, რომელიც წარმოიშობოდა მაშინვე, როგორც კი ავადმყოფი საბნიდან ხელებს ამოყოფდა. ვინაიდან სიცივეში მისი სიმპტომები მწვავდებოდა, მას მე მივეცი Hepar sulfur 12, ხველამ გაუარა მეორე დღესვე.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15