CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

Staphysagria – სტაფისაგრია

გვეხმარება წუხილის დროს, რომელიც გამოწვეულია რაიმე უსამართლობით ან მისი შედეგებით. კბილები შავია, კარიესული. მტკივანი. ტკივილი შარდის ბუშტში შარდვისას და მის შემდგომ. სქესობრივი სისუსტე მომატებული ლტოლვის ფონზე (აგრეთვე Phosphor).

Stramonium – სტრამონიუმ (ლემა)

ძირითადი საშუალებაა ჰალუცინაციების დროს. ნაჩვენებია ბავშვებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ღამით წამოყვირება. ენაბლუობა. ბოდვა ყვირილით, სიმღერით, ლანძღვით, სიცილით. რელიგიური მანია. გადაჭარბებული ლაქლაქი. წყლის და საერთოდ, ყველაფერი თხევადის შიში. სიბნელის შიში. ერთ ბავშვს, რომელიც ყვირილით იღვიძებდა ყოველ ღამით, მე დავუნიშნე Stramonium 30 4 ბურთულა, ღამით მისაღებად სამი – ოთხი დღის განმავლობაში. ორი კვირის შემდგომ მოვიდა შეშფოთებული დედა და თქვა, რომ ბავშვი აღარ ყვირის ღამით, მაგრამ ამჟამად ლაპარაკობს ენის ბორძიკით. მე მას ვუთხარი, რომ წამალს აძლევდა ხანგრძლივად, რამაც გამოიწვია ენაბლუობა. ბავშვს შეუწყდა წამლის მიღება და ენაბლუობამ გაუარა სამი კვირის შემდეგ.

Sulfur – სულფურ (გოგირდი)

კანის ქავილი და წვა. მოქავება იწვევს ქავილის შემსუბუქებას და იწვევს წვას. სიცხის შეგრძნება. ავადმყოფს აქვს „წვის“ შეგრძნება ტერფებში, ამიტომ ყოფს მას საბნიდან გარეთ. ავადმყოფს ძინავს გორგალივით მოკუნტულს. გამოიყენება როგორც სათადარიგო საშუალება, როდესაც შესაფერისი (იდეით) საშუალება არ გვეხმარება. განწყობილება უარესდება ღამით, თბილ საწოლში და ხანგრძლივი გდომისას. მდგომარეობა უარესდება აგრეთვე ბანაობისას. გაუმჯობესება წინ და უკან ნელი სიარულისას.

Tabacum – ტაბაკუმ (თამბაქო)

თავის ტკივილი ღებინებით. კიდურების კანკალი, თავბრუსხვევა. ცივი ოფლი (Varatrum album). გულისცემის შეგრძნება. ღებინება ყურებში ხმაურით და თავბრუსხვევით. მდგომარეობის გაუმჯობესება სუფთა ჰაერზე. ესაა სურათი, რომელიც წააგავს პირველად მოწეული სიგარეტით მოწამვლას. გამოცდილი საშუალებაა გულის ასაკობრივი ცვლილებების დროს, გულის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილების დროს.

Tartarus stibiatus - ტარტარუს სტიბიატუს
(იგივე Tartarus emeticus, Antimonium tartaricum)

ბრონქიტი ლორწოს უხვი გამოყოფით და ხიხინით, განსაკუთრებით თუ ლორწოს მოცილება გაძნელებულია. ენაზე სქელი ნადები. გულისრევა, სუნთქვისას ჩხვლეტის შეგრძნება. ოფლიანობა. Barium carb–თან ერთად არცთუ იშვიათად უნარჩუნებს სიცოცხლეს იმ ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც იხრჩობიან ლორწოს გამოყოფით. ძირითადი საშუალებაა ჩირქოვანი გამონაყარის და ჩუტყვავილას დროს.

Thuja – ტუია

ტიპი: მსუქანი პაციენტი კანზე გამონაყარით, განსაკუთრებით სამოსით დაფარულ ადგილებზე, მუსიკა ხდის სენტიმენტალურ პიროვნებად. თავის თავს თვლის მინასავით მყიფედ. მეჭეჭები, პოლიპები, კონდილომები. ინიშნება ყვავილით აცრის შემდეგ (რომ არ მოყვეს ნეგატიური რეაქცია). ოფლიანობა ღამით სხეულის სამოსით დაუფარავი ნაწილის. ოფლის გამოყოფას მოაქვს შვება (განსხვავებით Mercur-ის ტიპის ავადმყოფებისაგან). სხეული გამოსცემს უსიამოვნო სუნს. კანი ცხიმიანია, ავადმყოფს ეჩვენება, რომ სხეულის შიგნით რაღაც მოძრაობს, დაცოცავს. ფრჩხილები მტვრევადია. ღამით თავის ტკივილი. სასქესო ორგანოების ოფლიანობა. განწყობილება უარესდება საღამოს და ღამით, აგრეთვე ნესტიან, ცივ ამინდში.

Terebentina – ტერებენტინა (სკიპიდარი)

შარდის შეკავება. მოშარდვის განუწყვეტელი სურვილი, შარდი სისხლნარევი. საუკეთესო საშუალებაა ნევრიტის დროს. ენიშნება მოხუც მამაკაცებს, რომელთაც აწუხებთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, Sabal serrulata და Magnesium–თან ერთად.

Veratrun album - ვერატრუმ ალბუმ
(თეთრი შხამა)

ნაჩვენებია სექსუალური და რელიგიური ხასიათის მანიაკალური მდგომარეობის დროს, ფსიქიური დარღვევებისას და ამენორეის დროს. ავადმყოფს აქვს სურვილი დახიოს ტანსაცმელი, ავადმყოფს აქვს უიმედობის შეგრძნება. კანი ცივი, მოლურჯო, შუბლზე – ცივი ოფლი. ძლიერი სისუსტე. კოლაფსი. ქალებში – გულის წასვლა მენსტრუაციის დაწყების წინ. კუჭის აშლა. წვივების კრუნჩხვითი შეკუმშვები. სიმპტომები მწვავდება ცივი საკვებისა და სასმელისაგან, ნესტიან, ცივ ამინდში და ლოგინში გათბობის შემდეგ.

1950 წლის შემოდგომით გამომიძახეს ჩემს ერთ 76 წლის ავადმყოფთან, რომელსაც 12 საათის შემდეგ ჰქონდა ძლიერი ფაღარათი, კუჭის მოქმედებებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა რამდენიმე წუთს. იმდენად შეცვლილი იყო, რომ ძლივს ვიცანი. ცხვირი, ხელები ჰქონდა ცივი, ხმა სუსტი. მასთან მყოფმა მედდამ აღნიშნა, რომ მას შუბლზე ასხამდა ცივი ოფლი. მე მას მივეცი ერთი მიღება Veratrun album 6. ათი წუთის შემდეგ პაციენტი პირდაპირ გამოცოცხლდა, როდესაც მეორეჯერ მოვინახულე, ის უკვე ბოსტანში მუშაობდა.

Vipera berus - ვიპერა ბერუს (გველი)

ნაჩვენებია ემბოლიის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. ავადმყოფს აქვს შეგრძნება, თითქოს მისი ვენები სადაცაა გასკდება. შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული ფლებიტის დროს.

Zincum metalicum – ცინკუმ მეტალიკუმ

ალქიმიკოსები მას უწოდებენ „მინერალურ ოპიუმს“. ნაჩვენებია ნერვული სისუსტის დროს. კანკალი კიდურებში, ძლიერი მოუსვენრობა ფეხებში. უძილობა. ბავშვი კრთება ძილში ან თავს მოუსვენრად ატრიალებს აქეთ-იქით. ღვინო მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას.

1950 წელს გრიპის დამარცხება შესაძლებელი გახდა Zn 30 დოზით ორ-სამჯერ მიღების შემდეგ. Zn-ის გამოყენების იდეა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე პაციენტმა დაიჩივლა, რომ ვერაფრით ვერ აჩერებენ საწოლში ფეხის კუნთების კრთომას.

ჰომეოპათია სხვადასხვა შემთხვევისათვის

მოცემულ თავში გადმოცემული რჩევები არ უნდა გავიგოთ სიტყვა-სიტყვით. მაგალითად: თუ ბავშვს ატკივდა ყელი, დედამ მას მასინვე უნდა მისცეს ყველა წამალი, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში „ყელი“. ეს ჩამონათვალი უნდა გავიგოთ შემდეგნაირად: თუ გვტკივა ყელი, პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ყურადღებით, თუ რა არის დაწერილი აპისის, ბელადონას და მერკურიუს სოლუბილისის შესახებ და მათგან შეირჩეს ამ შემთხვევისათვის შესაფერისი.

ნუ გამოიყენებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და ნუ
გადადებთ ექიმთან ვიზიტს!

ქვემოთ შემოთავაზებული განსაკუთრებით გავრცელებული ჩივილების ჩამონათვალი და ჰომეოპათიური საშუალებების რეკომენდირება ძირფესვიანად ეწინაამღდეგება ჰომეოპათიის ძირითად პრინციპებს იმიტომ, რომ წამლები საერთოდ უნდა დაინიშნოს ყველა სიმპტომის გათვალისწინებით, აქ კი წამლები რეკომენდირებულია მხოლოდ ერთი – ერთადერთი პრინციპით ან კიდევ უბრალოდ ავადმყოფობის დასახელებით. თუ მე მაინც გადავწყვიტე შემექმნა ასეთი სია, მხოლოდ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებების გათვალისწინებით, და კიდევ იმად, რომ პირველი დახმარების გასაწევად საჭიროა უბრალო და მარტივი რჩევები.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15