CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

კონსტიტუციური საშუალებანი

კონსტიტუცია წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალური, მისთვის დამახასიათებელ, ყველაზე მეტად გამორჩეული სხეულისა და სულისმიერი თვისებების ჯამს. კონსტიტუცია ითვალისწინებს ადამიანის აღნაგობას, სიმაღლეს, სისრულეს, თმისა და კანის ფერს, ტემპერამენტს ე.ი. მთლიანად პიროვნებას.

რომ გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა დაინიშნოს კონსტიტუციური პრეპარატი, მოვიყვან ერთ მაგალითს. ჩვენთან მოვიდა ავადმყოფი ქრონიკული სახსროვანი რევმატიზმის იოლი ფორმით, ავადმყოფობდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მას რამდენიმე სახსარი ჰქონდა შეშუპებული, აღენიშნებოდა მცირე რიგიდობაც. საერთოდ სახსრების სამკურნალოდ ნიშნავენ Acidum benzoic., Calcium carb., Colchicum ან სხვა მათდაგვარ საშუალებებს. მაგრამ გარდა ამ ჩივილებისა, ეს ქალი გამოირჩეოდა სიგამხდრით, კანის უსუფთაობით, სხეულზე უსიამო სუნით. ამ თავისებურებების გამო გამოვუწერე წამალი, რომელიც შეესაბამებოდა მის კონსტიტუციას: Sulfur 30 7 წვეთი 8 დღის განმავლობაში, დილაობით. მკურნალობის შემდეგ სახსრებში ტკივილი არ განმეორებულა დიდი ხნის განმავლობაში.

ჩვენს მიერ გამოყენებული Sulfur (გოგირდი), ჰომეოპათიაში გამოიყენება საკმაოდ ხშირად. Sulfur–ის ტიპის ავადმყოფის სხეულზე ყველა ლორწოვანი გაღიზიანებული აქვს და წითელი ფერისაა. კანი ერთი შეხედვით ჭუჭყიანი ჩანს, აქვს გამონაყარებისადმი მიდრეკილება. აწუხებს ქავილი, ქავილის შემდეგ კი - წვა, განსაკუთრებით საწოლში. ტერფები უხურს, იმდენად, რომ ავადმყოფი მათ საბნის გარეთ ჰყოფს. ხელები აქვს ცხელი, ამიტომ ცდილობს ხელი ზეწრის ცივ ნაწილს დაადოს. „სიცხის“ შეგრძნება თავში, გამოყელვა ბავშვებში, ინტერტრიგო, ოფლიანობა, ხორციანი საკვების მიმართ ზიზღი. ავადმყოფი სვამს ბევრს, ჭამს ცოტას. ეშინია ბანაობის. ვერტიკალურ მდგომარეობაში ზოგადი მდგომარეობა უარესდება. დაახლოებით დილის 11სთ-ზე ხშირად უჩნდება შიმშილის გრძნობა, მან აუცილებლად უნდა შეჭამოს რაიმე, თორემ შეიძლება შიმშილისაგან წაიქცეს კიდეც. ამის მიზეზია - სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი დაწევა. დილაობით ხშირად აღვიძებს დიარეა და აიძულებს ლოგინიდან ადგომას. საერთოდ, „სულფურულ“ კონსტიტუციას აღვწერდი შემდეგნაირად: ესაა გამხდარი, მოშვებული ადამიანი ჭუჭყიანი შესახედაობის კანით, სხეულის უსიამო სუნით. ხასიათით ცოცხალი, ნევროზული, სულსწრაფი. არ უყვარს მუშაობა, ხშირად – სწავლაც. დიდად არაფრით ინტერესდება, არის იპოქონდრიკი. თმები აქვს უხეში, ქუთუთოები – მოწითალო, ყურები - წითელი, უყვარს ფილოსოფოსობა. იმდენად მხურვალეა, რომ ზამთრობით იოლად გადის გარეთ პალტოს გარეშეც.

ახლა შევეცდებით რამდენიმე სიტყვით დავხატოთ კონსტიტუციის სხვა ტიპები და გამოვყოთ ამ კონსტიტუციისათვის დამახასიათებელი თვისებები:

Sepia - სიცოცხლის მოყვარული, ქსანტიპა კლიმაქტერულ ასაკში, სახეზე მოყვითალო ლაქებით.

Pulsatilla – სხეულითა და სულით დამყოლი ქალწული, მტირალა, რომელიც აგვიანებს ყველგან და მათ შორის ცხოვრებაშიც.

Platina – ქედმაღალი ქალი, მკვეთრად გამოხატული ეგოისტური თვისებებით და საშოს ქავილით.

Calc. Carb. - ინერტული ბავშვი ცივი კანით და ფაშარი (ჰიდროფილური) ქსოვილებით, რაქიტისადმი მიდრეკილებით, რომელსაც მუდამ სველი აქვს ბალიში თავის ძლიერი ოფლიანობის გამო.

კონსტიტუციური ტიპებისათვის დამახასიათებელია გარკვეული თავისებურებებისადმი მიდრეკილება: Sulfur – ტიპი ხშირად იტანჯება ქავანა გამონაყარით. Graphit– სველი ეგზემით, განსაკუთრებით ყურებს უკან. Sepia-ს ხშირად აქვს საშვილოსნოს გადახრა, Pulsatilla–სთვის დამახასითებელია მენსტრუაციის დაგვიანება და მისი სიმცირე. საერთოდ კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაავადება წარმოადგენს მოცემული ტიპის ხასიათის განუყოფელ ნაწილს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიპმტომოკომპლექსის არსებობა ქმნის ჰომეოპათიურ ნივთიერებათა გარკვეულ ნაკრებს. ავადმყოფს ენიშნება რა კონსტიტუციით ნაკარნახევი საშუალება, ამით ჩვენ ვიჭრებით მის პიროვნებაში და ამის შედეგად ვახდენთ ზემოქმედებას დაავადებებზე.

კიდევ ერთი დამახასიათებელი პორტრეტი:

წარმოიდგინეთ მოწითალო სახის ფერის ყასაბი. მოკლე სქელი კისრით, ჩამრგვალებული სხეულით. უჩივის გულს, მკერდში მოჭერის შეგრძნებას და რაღაც შიშს, რომელიც „ზის“ გულის არეში. წნევა მომატებული აქვს, გააჩნია მიდრეკილება ინსულტისადმი და აორტის გაფართოებისადმი, ღამით სტკივა ძვლები. ზოგჯერ შეიგრძნობა სუნი პირიდან და ცხვირიდან. ეს Aurum – ტიპია. ასეთ ადამიანს ბევრი დაავადების მკურნალობაში კარგად დაეხმარება მისი კონსტიტუციური საშუალება - Aurum (ოქრო).

ახლა წარმოვიდგინოთ სავსებით განსხვავებული წყობის ადამიანი – გამხდარი ჩინოვნიკი, რომელიც მისდევს მჯდომარე ცხოვრებას. დილიდანვე მოდუნებულია, სამაგიეროდ საღამოს მხნედაა. უყვარს მბრძანებლობა, ვერ იტანს შეპასუხებას. ის ტიპიური ოჯახის ტირანია, არის ძალიან უხეში, ბრაზობს ნებისმიერი წვრილმანის გამო. აწუხებს კუჭის შეკრულობა, განიცდის რა ხშირ და უშედეგო ჭინთვას. აწუხებს ჰემოროიც. მიუხედავად თავისი ფეთქებადი ხასიათისა, მშიშარაა, განსაკუთრებით ხელმძღვანელობის წინაშე. ჭამის შემდეგ ხშირად სტკივა კუჭი. საერთოდ, მისი ჩივილები ძლიერდება ჭამის შემდეგ, დილაობით და სიბრაზის დროს. ეს ადამიანი Nux Vomica-ს ტიპია.

ერთხელ მიმიწვიეს ერთ სარკინიგზო ჩინოვნიკთან, რომელსაც უკვე მრავალი წელია აწუხებდა იშიაზი, რის გამოც თვენახევარი გაატარა საწოლში. მე მას გამოვუწერე Rhus tox., Gnaphalium, Mercur., მაგრამ უშედეგოდ. როდესაც მოვინახულე, მან ცოლს დაუყვირა: რას უდგეხარ ქალო, მოუტანე ექიმს წყალიო. ეს ჟღერდა ძალიან უხეშად, რაღაცნაირი მეოჯახე ტონით. მე გამოვუწერე Nux Vomica. იგი სამი დღის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

რომ დავასრულოთ Nux Vomica, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი: ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება დილით, გონებრივი დატვირთვისას და საკვების მიღების შემდეგ, ცივ ჰაერზე. საკვების მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში აქვს კუჭში სიმძიმის შეგრძნება. ბოროტად იყენებს ალკოჰოლს, თამბაქოს და ყავას. ამრიგად, Nux Vomica შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისათვის. კარგს შედეგს იძლევა ასევე ბავშვებში პილოსპაზმის დროს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15